სიახლეები
საინტერესო , რჩევები

არავითარი „ბიჭები არ ტირიან“ - რაშია შვედური ბედნიერების საიდუმლო?
22-07-2020
-
+


ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში, ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას ტრადიციულად შვედეთი იკავებს. ალბათ, ბევრს სმენია შვედური ჰარმონიის ცნობილი ფილოსოფიის - „ლაგომის“ შესახებ. საინტერესოა, რაში მდგომარეობს, შვედური ბედნიერების საიდუმლო და როგორ შეიძლება ის დავიხმაროთ ოჯახურ ბედნიერებაში. 

ზომიერების ფილოსოფია

„ლაგომი“ - ეს არის ზომიერების ფილოსოფია. ზუსტი თარგმანი ამ სიტყვას არ აქვს, მაგრამ მისი მნიშვნელობა ასეთია: „არც ისე ბევრი, არცთუ ისე ცოტა, სრულიად საკმარისია“.

ეს სიტყვა განსაკუთრებულ შვედურ მსოფლმხედველობას ახასიათებს.

„ლაგომი“  დაგროვებისა და მოხმარების კულტურას ეწინააღმდეგება. მაგალითად,  შვედებისთვის დამახასიათებელი არ არის ყოველ ზამთარს ახალი ზამთრის ტანსაცმლის შეძენა, რომელიც ასევე არც ისე იაფია. მაგრამ მკაცრი ზამთარი ადგილობრივებს აიძულებს თბილი ქურთუკები ნახევარ წელზე მეტი ატარონ, ამიტომ თუ ტანსაცმელს არ გაუფრთხილდები, მაშინ ყოველ შემოდგომას ახლის შეძენა მოგიწევს - ეს კი უკვე „ლაგომი“ არ არის.

თანასწორობა, ბალანსი და არავითარი „ბიჭები არ ტირიან“

„ლაგომი“ იწყება სახლში წესრიგით - ოთახში უნდა იყოს ღია სივრცე, „ჰაერი“ მინიმალისტური მოწყობა. ეს ქმნის სწორ, ნათელ ატმოსფეროს. შემდეგია  - ბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის, თავისუფალი დრო, რომელიც შესაძლებელია ოჯახთან ერთად გაატარო. ითვლება რომ, ცხოვრებაში შვედები  პირდაპირები და გულწრფელები არიან, ასეთივე უნდა იყოს ურთიერთობა ოჯახის წევრებს შორის.

თუ ყველა თანასწორია, თითოეული აკეთებს იმას, რაც უკეთესად გამოსდის. სწორედ ამიტომ შვედურ ოჯახებში არ დგას საკითხი თუ ვინ არის პასუხისმგებელი საოჯახო საქმეებზე.  

გამოკითხვის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ევროკავშირმა ჩაატარა, 95% თვლის, რომ ქალის და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია პირადად მისთვის. ხოლო, 99% დაეთანხმა იმას, რომ მამაკაცებისთვის ტირილი - ნორმალურია. 

თითქმის ყველა შვედი ფიქრობს, რომ მამაკაცები და ქალები ერთნაირი დოზით უნდა იყვნენ დაკავებულნი საოჯახო საქმეებით. რა თქმა უნდა, თანასწორობის და ბალანსის სისტემამ გარკვეული გავლენა მოახდინა შვედური პარლამენტის შემადგენლობაზე: რიკსდაგის დეპუტატების 44% - ქალია. ეს მაჩვენებელი 16%-ით მაღალია, ვიდრე ნებისმიერის ევროკავშირის ქვეყნის პარლამენტში.

1974 წელს შვედეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც დეკრეტული შვებულება შემოიღეს, რომლის აღება ორივე მშობელს შეუძლია.

1995 წელს სპეციალური „მამის კვოტა“ შემოიღეს, რაც გულისხმობს ან აიღე ან დაკარგე: თუ მამამ გადაწყვიტა დეკრეტული შვებულება არ აიღოს დასვენების დღეებს ის უბრალოდ დაკარგავს. შვედეთში 480 დღიანი დეკრეტული შვებულებაა. აქედან 90 დღის აღება მხოლოდ მამას შეუძლია.  

„ლაგომის“ თაყვანისმცემლებს შეუძლიათ ფრედაგსმუსის - “მყუდრო პარასკევის“ ტრადიციის გაზიარება. ამ დღეს შვედები მთელი ოჯახით სახლში იკრიბებიან, უყურებენ ფილმს და ერთად სადილობენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია რაციონი - მარტივი საკვები. შვედური კულინარიის ჰიტებს შორისაა - ბრაწულები, თევზი, კარტოფილიანი კერძები და ა.შ.

ბუნებასთან საიხლოვე და ინდივიდუალური პროგრამა სკოლაში

დიდწლილად „ლაგომი“ დაკავშირებულია ეკოლოგიური ცხოვრების წესის პრინციპებთან. ნარჩენების და არასაჭირო პროდუქციის უტილიზაცია, ნაგვის დახარისხება, ტყეების მოვლა-შენახვა, ახალგაზრდა თაობაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ქვეყნის ეკოლოგიაზე პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერება - ეს მხოლოდ რამდენიმე მეთოდია, რომელსაც შვედები მიმართავენ. ეს ყველაფერი ნაყოფს იძლევა: ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსის თანახმად 2018 წელს, შვედეთი მეხუთე ქვეყანა გახდა ეკოსისტემის სიცოცხლისუნარიანობის და ზოგადად ეკოლოგიური ჯანმრთელობის (ანუ გარემოს გავლენა  ადამიანის ჯანმრთელობაზე) მხრივ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი ასევე შვედია.

ახალგაზრდა ეკოაქტივისტზე საუბრისას, შეუძლებელია არ აღვნიშნოთ შვედური განათლების სისტემა.

შვედურ სკოლაში არ არის მიღებული მოსწავლისთვის საჯაროდ შენიშვნის მიცემა ან შექება - მოსწავლის წარმატებას ან წარუმატებლობას მასწავლებლები კარს მიღმა განიხილავენ.

ითვლება, რომ მკაცრი სისტემა ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე და ამბიციურობის, ინდივიდუალიზმის და უსარგებლო კონკურენციის ზრდას უწყობს ხელს.

შვედი პედაგოგები განვითარების ინდივიდუალურ პროგრამებს იყენებენ მოსწავლეებთან, რომელიც პროგრამას ვერ ეწევა. გარდა ამისა, მასწავლებელები კლასის გარეთ რეგულარულად ურთიერთობენ ბავშვებთან და მათ მშობლებთან და აკეთებენ ყველაფერს მოსწავლეების ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის.

„ლაგომი“ - ზომიერება, ოდესღაც შვედებს რთულ პირობებში გადარჩენაში ეხმარებოდა, ახლა კი ბავშვების უსაფრთხო და კეთილგანწყობილ გარემოში აღზრდის ხერხად იქცა. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება