სიახლეები
სიახლეები

პირველად ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ისტორიაში, საუკეთესო შედეგების მქონე 207 მოსწავლე დაჯილდოვდა
11-12-2019
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ რეგიონების მასშტაბით ეროვნული ოლიმპიადების მონაწილე საუკეთესო შედეგების მქონე 207 მოსწავლეს სხვადასხვა პრიზი და ფულადი ჯილდო გადასცა.

ამ ტიპის დაჯილდოება ოლიმპიადების ისტორიაში წელს პირველად გაიმართა და მისი მთავარი მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეთა  წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენაა, რაც მიმართულია მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდისკენ. რეგიონების მიხედვით საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეთა გამოვლენა ოლიმპიადის პირველი და მეორე ტურის შედეგების გათვალისწინებით, საგნებისა და კლასების შესაბამისად,  მოხდა.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და წელს მასში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლის X-XII კლასების 35000-მდე მოსწავლემ მიიღო.

2018-2019 სასწავლო წელს ოლიმპიადა შემდეგ საგნებში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა (ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის), მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, რუსული) და ინფორმატიკა. ოლიმპიადა ასევე, ჩატარდა სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეეძლოთ უსინათლო მოსწავლეებსაც (გამოყენებულია ბრაილის შრიფტი). ოლიმპიადის ჩატარება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო და ის 3 ეტაპს - სასკოლო, რეგიონულ და დასკვნით ტურებს მოიცავდა.

ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგად გამოვლენილი 18 პირველი ადგილის, 17 მეორე ადგილის, 16 მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლეები, მოპოვებული ადგილების შესაბამისად, უკვე დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულებმა კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები მიიღეს. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება