მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალი წელი უკვე კარს მოგვადგა. დროა, დავგეგმოთ ახალი წლის ღამე, საახალწლო სუფრის მენიუ და მოვიძიოთ რეცეპტები.
პირველ რიგში, სანამ ღამის 12 საათი შესრულდება, შეაფასეთ გასული წელი, გააანალიზეთ გასული წლის მნიშვნელოვანი მოვლენები და დაგეგმეთ 2020 წელი უკეთესად.
სიტყვა „ახალი“ თავისთავად მოიაზრებს ახალ მიზნებს, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფიქრობენ, რომ ბედნიერი, ჯანმრთელი, ფინანსურად ძლიერი და შემოქმედებითად პროდუქტიული წლის საიდუმლო გასაღები ახალი წლის ღამეს იღბლიანი საკვების მირთმევაშია.
გთავაზობთ საახალწლო „იღბლიანი“ პროდუქტების შესახებ გავრცელებულ ტრადიციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ყურძენი
თუ წარმატებული წელი გსურთ, ღამის 12 საათიდან, ერთი საათის შუალედით, მიირთვით თორმეტი ყურძენი, თითო-თითო. ამბობენ, რომ ეს ტრადიცია 1909 წლიდან მოდის. ტრადიციის თანახმად, ყურძნის რიტუალი მომავალ წელს სიტკბოსა და სიმდიდრეს გპირდებათ. თითო ყურძენი თითო თვეს მოიაზრებს. ანუ პირველი ყურძენი წარმოადგენს იანვარს, მეორე - თებერვალს და ა.შ.
ესპანეთში, ყურძნის რიტუალს ხშირად მოსდევს წვეულებები, რომლებიც დილამდე გრძელდება.
მრგვალი ხილი
მრგვალი ხილი - როგორიცაა ფორთოხალი და ვაშლი ბევრ ქვეყანაში საახალწლო იღბლიან საკვებად ითვლება. ტრადიციის მიმდევრების აზრით, მრგვალი ფორმის ხილი მონეტების სიმბოლოა და ბარაქიან წელს მოასწავებს.
ფორთოხალი და მანდარინი ჩინეთში ყველაზე პოპულარული „იღბლიანი“ ხილია ოქროსფერი ფერის გამო, რადგან ოქროსფერი სიმდიდრესთან და წარმატებასთან ასოცირდება.
ვიეტნამში იღბლიან ფრად წითელი ითვლება, შესაბამისად, იღბლიანად წითელი შეფერილობის ხილს თვლიან.
საბერძნეთში ხილთან დაკავშირებით ასეთი ტრადიციაა - როდესაც 12 საათი შესრულდება ოჯახში ბროწეულს ისვრიან. დაცემის დროს ბროწეულს რაც მეტი მარცვალი დასცვივა, მით უფრო წარმატებული წელი ექნება ოჯახს.
იტალიაში ლეღვი ითვლება ნაყოფიერების სიმბოლოდ. მათივე ტრადიციით, თუ გსურთ საახალწლო სუფრაზე „იღბლიანი ხილი“ გქონდეთ, სუფრაზე აუცილებლად დადეთ ბროწეული და ციტრუსის ხილი.
ფილიპინებში სჯერათ, რომ საახალწლო ღამეს 12 ცალი ხილი უნდა მიირთვან, წარმატებული და სასიკეთო წელი რომ ჰქონდეთ. ყურძნის რიტუალის მსგავსად, ფილიპინელებსაც სჯერათ, რომ 12 ერთი და იმავე ხილის მირთმევა თორმეტ თვესთან ასოცირდება და მათ წარმატებას მოუტანთ.
ლობიო
რატომ უნდა მიირთვათ ლობიო ახალი წლის ღამეს? არსებობს მოსაზრება, რომ თუ ახალი წლის სუფრაზე ლობიოსგან მომზადებული კერძი გექნებათ, წარმატებულ წელს შემოიპატიჟებთ. ტრადიციის მიმდევრები ფიქრობენ, რომ როგორც ლობიო ფუვდება ხარშვის დროს, ასევე ოჯახშიც ხვავით და ბარაქით სავსე წელი შემობრძანდება. ლობიო კეთილდღეობისა და ზრდის სიმბოლოდ ითვლება.
ასევე პოპულარული პროდუქტებია მწვანე ბარდა და ოსპი. ოსპის მრგვალი ფორმის გამო მას მონეტას ამგავსებენ, მწვანე ბარდა კი ფულის ფერთან ასოცირდება.
გთავაზობთ, მარცვლეულის კერძებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იღბლიან საახალწლო საკვებად ითვლება:
იტალიაში მიირთმევენ მწვანე ოსპს ძეხვეულით.
პუერტო რიკოში კი ამზადებენ კერძებს ბრინჯითა და ლობიოთი.
ბრაზილიაში თეთრ მწარე ოსპს ანიჭებენ უპირატესობას.
უნგრეთში ოსპს ღორის ხორცთან, ხახვთან და სანელებლებთან ერთად ამზადებენ. ასევე რეცეპტში აუცილებლადაა მითითებული წიწაკა, ძმარი და მდოგვი.
იაპონიაში საახალწლო სუფრისთვის ტკბილ ლობიოს ამზადებენ და ამბობენ, რომ ამ საკვების მიღება მომავალ წელს ჯანმრთელობას მოიტანს.
ბარდას საახალწლო სუფრაზე მთელს მსოფლიოში ნახავთ. ბერძნები განსაკუთრებული რეცეპტით ამზადებენ მას. ისინი ბარდას ზეითუნის ზეთში შუშავენ ხახვთან, ნიორთან, პომიდორთან და მწვანილთან ერთად.
სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციის თანახმად, მზარეულმა ახალი წლის ღამეს მარცვლოვანი პროდუქტი უნდა მიირთვას, რომ ბარაქიანი წელი ჰქონდეს.
ლობიოს პატარა მარცვლები ცილის, კალიუმის, თუთიისა და რკინის შესანიშნავი წყაროა, ამიტომ თქვენც დაამატეთ ლობიო ახალი წლის „იღბლიანი საკვების“ მენიუში.
სალათის ფურცელი/მწვანილი
მწვანილი თავისი ფერით ფულთან ასოცირდება, ამიტომ მას საახალწლო სუფრაზე განსაკუთრებული ადგილი უკავია. სადილს რაც უფრო მეტი მწვანილით მიირთმევთ, უფრო იღბლიანი და შემოსავლიანი წელი გექნებათ.
მწვანილი სასარგებლო ვიტამინებითაა სავსე, ის ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, ამიტომ საახალწლო სუფრას არამარტო გაალამაზებს, არამედ თქვენს ჯანმრთელობაზეც იზრუნებს.
ღორის ხორცი
თუ ხორცს მიირთმევთ, ახალი წლის ღამისთვის ღორის ხორცი შეარჩეთ.
როგორც ამბობენ, ღორი მუდმივად ძიებაშია, სულ თხრის და რაღაცას ეძებს, რაც წინსვლასთან ასოცირდება, ქათმები/ინდაურები მშიშრები არიან და უკან იხევენ, ძროხები კი ნელი ტემპით მოძრაობენ, აქედან გამომდინარე თუ არ გსურთ, რომ ერთ ადგილას დარჩეთ ან უკან დაიხიოთ, სუფრაზე უპირატესობას საქონლის ან ქათმის ხორცს ნუ მიანიჭებთ.
ნეკნები, ბეკონი, ლორი და ძეხვი - ღორის ხორცისგან შედგენილი მენიუ მრავალფეროვანია.
სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და ირლანდიაში ღორის ხორცი არამარტო წინსვლის სიმბოლოა, არამედ ცხიმიანი ხორცი ბარაქასთან და „მსუყე საფულესთან“ ასოცირდება.
თევზი
თუ ღორის ხორცის მოყვარული არ ხართ, შეგიძლიათ, ახალი წლის „იღბლიან საკვებად“ თევზი შეარჩიოთ. თევზი ფერის გამო ვერცხლის სიმბოლოდ ითვლება და ბარაქას მოასწავებს. ამავე ტრადიციის მიხედვით, თევზი ქვირითის გამო სიუხვეს და გამრავლებას მოგიტანთ.
სკანდინავიურ ქვეყნებში საახალწლო სუფრაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს დამარინადებული ქაშაყი, ასევე სარდინი და კობრი.
გერმანიაში თევზის სიმბოლოებს საფულით ატარებენ წარმატების მისაღწევად.
იაპონელების აზრით, კრევეტები ხანგრძლივი სიცოცხლის, ქაშაყი კი - ნაყოფიერების სიმბოლოდ ითვლება.
ლაფშა
ზოგიერთი ტრადიციის მიხედვით, ახალ წელს მირთმეული სუპი ლაფშით სიცოცხლის ხანგრძლივობას მოგიტანთ.
ჩინეთში საახალწლო „ბედნიერი საკვები“ ყოველთვის შეიცავს ლაფშას. თუ ხანგრძლივი სიცოცხლე გსურთ, თქვენ დაღეჭვის გარეშე უნდა გადაყლაპოთ ლაფშის დიდი ნაწილი.
იაპონიაშიც იგივე ტრადიციაა. მათი ტრადიციის თანახმად, რაც უფრო გრძელია ლაფშის ნაწილი, მით უფრო დიდხანს იცოცხლებთ.
მარცვლეული
ბრინჯი, ქერი და მსგავსი მარცვლეული სიმრავლის სიმბოლოდ ითვლება, ამიტომ ახალი წლის სუფრაზე ხშირად ნახავთ სხვადასხვა ქვეყნებში.
ინდურ მითოლოგიაში ბრინჯს რელიგიურ რიტუალებში იყენებენ, რადგან თვლიდნენ, რომ ბრინჯის მარცვლებს ბოროტი ენერგიის "შეწოვა" შეეძლოთ.
იაპონიაში ბრინჯის ნამცხვრებს აცხობენ, ჩინეთში ბრინჯისგან ტკბილ ბურთებს აკეთებენ და სტუმრებს უმასპინძლდებიან.
კორეაში ბრინჯს ბოსტნეულით, ჩილითა და სოიოს სოუსით შეზავებულს მიირთმევენ.
ძალიან უყვართ ბრინჯის პუდინგი შვედეთსა და ფინეთში. მას იღბლიან დესერტს უწოდებენ.
ტკბილეული
წმინდა ბასილის პური მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბერძნულ საახალწლო სუფრაზე. პური ტკბილია, მასში ცხობის დროს მონეტას მალავენ და ოჯახის რომელ წევრსაც ეს მონეტა შეხვდება, გარანტირებული წარმატებული ახალი წელი ელოდება.
მრგვალი ფორმის ცომეული
საახალწლო სუფრაზე მრგვალი ფორმის საკვების ქონა რთული სულაც არაა. შეგიძლიათ სუფრა დაამშვენოთ ბლინებით, ნამცხვრებით, დონატებითა და პიცით.
თუ ცომეულს ერიდებით, მაშინ სუფრაზე სუში, დაჭრილი პომიდორი, ზეთისხილი, სოკო, კარტოფილი და წრეებად დაჭრილი სხვა ბოსტნეული შეგიძლით დააწყოთ.
და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ
შამპანური
მიუხედავად იმისა, რომ სასმლის დიდი არჩევანი არსებობს, საახალწლო სუფრაზე არ დაგავიწყდეთ შამპანური.
არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ შამპანურის დახმრებით სანუკვარ ოცნებებს აიხდენთ.
ფურცელზე დაწერეთ სურვილი, დაწვით, ფერფლი შამპანურის ჭიქაში ჩაყარეთ და დალიეთ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი 60 წამში უნდა მოასწროთ, სანამ ახალი წელი დადგება. სურვილის ჩაფიქრებისას იყავით კონკრეტული, ანუ თუ მანქანა გსურთ, დაწერეთ ფურცელზე კონკრეტული მოდელი, თუ მოგზაურობა გსურთ, დაწერეთ კონკრეტულად ის ადგილი, სადაც ისურვებდით გამგზავრებას.
და რაც მთავარია, გჯეროდეთ, რომ ახალ წელს ჩაფიქრებული ყველა პოზიტიური სურვილი ასრულდება, თუ ამას გულით იწამებთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები განათლებაში - რესურსცენტრების ხელმძღვანელებისა და სკოლის დირექტორების კონკურსი, ცვლილება ეროვნულების პროგრამაში...
სანტა კლაუსი გამოცხადდეს უცხოეთის აგენტად - რუსეთსა და ბელარუსში იკრძალება სანტა კლაუსი და საშობაო, ინლისურენოვანი სიმღერები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა სიამაყით გვაცნობს მეთორმეტეკლასელებს, რომლებსაც წლის ბოლოს, ცხოვრების ახალ ასპარესზე დაულოცავენ გზას
ძველ ბერძნულ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა იმპერიის სიდიადე წარმოაჩინეს, სასკოლო საზოგადოებას მისი კულტურა და ისტორია გააცნეს
მოსწავლეების შემოქმედებითი უნარებითა და საშემსრულებლო ოსტატობით აუდიტორია სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა და მათ მხურვალე ტაში დაუკრა
სანტასთვის სურვილების სიის შედგენა და შემდეგ წერილის მიწერა საახალწლო პერიოდის განუყოფელი ნაწილია