სიახლეები
საინტერესო , იაზროვნე

7 სავარჯიშო, რომელიც ლოგიკას ავითარებს და უფრო რთულ თავსატეხებს გაგიმარტივებთ - ამ ამოცანას უფროსების მხოლოდ 1% ართმევს თავს
21-01-2020
-
+


მასწავლებლებმა და მშობლებმა მშვენივრად იციან, რა მნიშვნელოვანია ბავშვებში ლოგიკური და დამახსოვრების უნარების განვითარება. ისინი არა მხოლოდ სკოლის პერიოდში, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში გვჭირდება.

„ეტალონი“ გთავაზობთ 7 საშუალებას, რომლებიც თქვენი ლოგიკის, ყურადღებისა და მეხსიერების განვითარებაში დაგეხმარებათ:

თავსატეხი ასანთის ღერებით

"18 წლის უფროსი ასაკის მხოლოდ 1%-ს შეუძლია, სწორად გაართვას თავი ამ ამოცანას" - მსგავსი ფრაზებით არეკლამებენ ხოლმე სოციალურ ქსელებში კლასიკურ თავსატეხს, რომელიც ასანთის ღერებისგან შედგება. მისი ამოხსნა ნამდვილად არ არის მარტივი, თუმცა არც ისეთი რთულია, როგორადაც წარმოგვიჩენენ. საჭიროა გადაადგილოთ ასანთი 3 ღერი ისე, რომ სამი კვადრატი მიიღოთ.



რუბიკის კუბი

რუბიკის კუბი  1974 წელს არქიტექტურის პედაგოგმა, ერნო რუბიკმა, დააპატენტა. თავსატეხი პლასტმასის კუბია, რომელიც გარედან უხილავ ღერძებზე მბრუნავი მომცრო, სხვადასხვა ფერის კუბებისგან შედგება. მოთამაშის ამოცანაა ყოველი გვერდი ისე დაალაგოს, რომ ერთი და იგივე ფერის კვადრატებისგან შედგებოდეს. კუბების გადაადგილების 43 252 003 274 489 856 000 კომბინაცია არსებობს, თუმცა მათგან მხოლოდ ერთია სწორი. რუბიკის კუბიკი არა მხოლოდ ლოგიკური, არამედ მოტორული და დამახსოვრების უნარების განვითარებაშიც გვეხმარება, რადგან ამ თამაშისას წინა ნაბიჯების დამახსოვრება აუცილებელია.



ოთხი დეტალი

ქუჩაში ყოველდღე გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვანაირად გამოიყურებიან. შეგიძლიათ, გაიხსენოთ ადამიანი, რომელიც გუშინ დილით საზოგადოებრივ ტრანსპორტში თქვენ წინ იჯდა? ალბათ, არა, მაგრამ თუ შეეცდებით, ყურადღება გაამახვილოთ მისი გარეგნობის 4 დეტალზე, თქვენ შეძლებთ მის გახსენებას. ხშირად ამ დავალებას მეხსიერების პასიურ სავარჯიშოს უწოდებენ, რადგან მისი შესრულებისთვის სპეციალური მეთოდები არ გჭირდებათ.



ინტელექტის რუკები

წარმოიდგინეთ, რომ ტვინი უზარმაზარი და იდუმალი ქვეყანაა, რომლის სხვადასხვა მხარეშიც სრულიად განსხვავებული ფიქრები და მოგონებები ცხოვრობენ. ეს რუკა შეიძლება გაიზარდოს, დაპატარავდეს იმის მიხედვით, რა ინფორმაციას იღებთ დღის განმავლობაში და რომელ ინფორმაციას მიიჩნევს თქვენი გონება უმნიშვნელოდ. დამახსოვრება გაცილებით მარტივია, თუ თქვენ წარმოიდგინეთ ცენტრალურ იდეას და შემდგ მას დაუკავშირებთ პერიფერიულ იდეებს, როგორც მაგალითად პატარა ქალაქები უკავშირდებიან დიდ ქალაქებს.



მნემონიკა

ბერძნულ მითოლოგიაში მნემონიზა მეხსიერების ქალღმერთი იყო. სწორედ მის პატივსაცემად მნენომიკა დამახსოვრების მიზნით ხელოვნური ასოციაციების შექმნას გულისხმობს.





შულცის ცხრილი

კვადრატული უჯრები რიცხვებით მხოლოდ სუდოკუ არ არის. შულცის ცხრილში შეიძლება მოცემული იყოს სიმბოლოები, ემოციები, ფერები. დავალება გულისხმობს კონკრეტული ობიექტის პოვნას ცხრილში. ის შეიძლება ყველგან იყოს და თქვენ უნდა მოძებნოთ სწრაფად და ზუსტად. ეს დავალება ყურადღებას, პერიფერიულ მხედველობასა და სწრაფი რეაქციის უნარს ავითარებს.




ჭადრაკი

ჭადრაკი მსოფლიოში პოპულარული ერთ-ერთი ძველი სამაგიდო თამაშია. ის არა მხოლოდ კლასიკური ვარიანტებით, არამედ თქვენი ვარიაციებითაც შეგიძლიათ ითამაშოთ. იმისთვის, რომ გაიმარჯვოთ, სტრატეგიულად უნდა იაზროვნოთ და თქვენი მომდევნო ნაბიჯები დაგეგმოთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ - კლასის დამრიგებელი თამილა დუმბაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია აბულაძე

თითოეულ მონოლოგსა და დიალოგში ჩანდა ის დადებითი, მუხტი რომელიც მოსწავლეებმა განიცადეს პოეტის მიმართ 

სკოლაში ზღაპრული განწყობა და ჯადოსნური ემოციები დაატრიალეს

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება