მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პროფესიიდან გასვლისა და ჯილდოს მიღების სურვილი მეორე ეტაპზე 2000-მდე საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა პედაგოგმა გამოთქვა. ამის შესახებ etaloni.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაუცხადეს.
როგორც ცნობილია, მასწავლებლებს ჯილდოს მიღებასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება 29 ნოემბრის ჩათვლით შეეძლოთ. თუმცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ირინა აბულაძის განცხადებით, უწყება მზად არის დეკემბერში დამატებითი ფანჯარა გახსნან იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც მასწავლებლის გამოცდის საბოლოო შედეგებს ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე პროფესიიდან გასვლისა და ჯილდოს აღების სურვილი 6 450 პედაგოგმა გამოთქვა, რაც ირინა აბულაძის განცხადებით, უწყებას 55 მილიონი დაუჯდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“