„რას აკეთებს თოვლის ბაბუა ზაფხულში?“ - 6 შეკითხვა, რომლისთვისაც უფროსები მზად უნდა იყოთ
30-12-2019
დაკოპირებულია
-
+
სანამ პატარები სანტა კლაუსს წერილებს სწერენ და მისგან საჩუქრებს ელოდებიან, მათ შეიძლება სანტას ბიოგრაფიასთან დაკავშირებული არაერთი შეკითხვა გაუჩნდეთ. თუ გინდათ, რომ ბავშვები კეთილი სანტას არსებობაში დარწმუნებულები იყვნენ, მაშინ მათ შეკითხვებზე პასუხებიც უნდა გქონდეთ.
„ეტალონი“ გთავაზობთ 6 გავრცელებულ შეკითხვას, რომლებისთვისაც უფროსები მზად უნდა იყვნენ:
ვინ არის სანტა კლაუსი და რატომ აცვია ასე?
სანტა კლაუსი რეალურად არსებული პიროვნება - წმინდა ნიკოლოზია, რომელიც სხვებისგან ბავშვობიდან განსხვავდებოდა, ღარიბებს ეხმარებოდა და განსაკუთრებით ბავშვები უყვარდა. სანტა კლაუსი გაჭირვებულ ადამიანებს ღამღამობით ოქროს მონეტებს კარებთან დატოვებულ ფეხსაცმელებში უყრიდა, ერთ დღეს მან ღატაკ კაცს ბუხრის საკვამურიდან ოქროთი სავსე ტომარაც ჩაუგდო. მოგვიანებით ყველა „მოულოდნელი საჩუქარი“ მის სახელს დაუკავშირდა.
სანტას ძალიან უყვარს მოდურად და თბილად ჩაცმა. მისი ტანსაცმელი თავიდან სხვადასხვა ფერის იყო. მისი წითელ ფერის სამოსი კი, რომლითაც დღეს ვიცნობთ, სპეციალურად მისთვის „კოკა-კოლამ“ შექმნა.
სად დაიბადა სანტა კლაუსი?
ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ სანტა კლაუსი არც ცივ ლაპლანდიაში და არც გრენლანდიაზე არ დაბადებულა. იგი სამყაროს აზიის თბილ მიწაზე მოევლინა. წმინდა ნიკოლოზი, რომელსაც დღეს ყველა სანტა კლაუსს ვეძახით, ბიზანტიაში, ლუკიის პროვინციის ქალაქ პათარში, ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე დაიბადა.
სად ცხოვრობს სანტა კლაუსი?
სანტას მთავარი ოფისი და რეზიდენცია ლაპლანდიის პროვინციის ქალაქ როვანიემის მახლობლად მდებარეობს. სოფელში სასტუმროც არის, სადაც სანტასთან სტუმრად მისულ ადამიანებს დარჩენა შეუძლიათ. სანტას დამხმარეც ჰყავს, რომელიც წერილებს ახარისხებს, სანამ მათ მთავარი ადრესატი წაიკითხავს.
სანტა კლაუსი ყველა სურვილს ამისრულებს?
ეს თავად სანტამაც არ იცის, თუმცა, თუ რაღაც მთელი გულით გსურთ, ადრე თუ გვიან აუცილებლად აგისრულდებათ.
რას აკეთებს სანტა კლაუსი ზაფხულში?
სანტას სოფელი ყოველთვის თოვლითაა დაფარული. ამიტომ, როცა მას ბევრი საქმე არ აქვს, ალპინიზმითაა დაკავებული. სანტას ირმების მოვლაც ძალიან უყვარს. თუმცა მას მოგზაურობაც ძალიან მოსწონს და თუკი თოვლი მობეზრდება, შეიძლება საზაფხულო არდადეგები, რომელიმე კუნძულზეც გაატაროს. სწორედ მისი ამ ჰობის გამო აქვს ინფორმაცია დედამიწის ყველა კუთხეში მცხოვრები ბავშვების შესახებ.
როგორ ასწრებს სანტა ყველა ბავშვთან მისვლას?
ამისთვის მას ბევრი დახმარეები ჰყავს. ელფების გარდა, სანტას მშობლებიც ეხმარებიან.
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე