სიახლეები
ეტალონი

„ეტალონმა“ საქართველო დაიპყრო“ - რესურსცენტრების ხელმძღვანელების შეფასებები შუალედური ფინალიდან
14-12-2019
-
+


14 დეკემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შუალედური ფინალური კონკურსი გაიმართა.

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ და მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-ს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. 

ღონისძიებას საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართული საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის მონაწილე გამარჯვებულები - „ეტალონი მოსწავლეები“ და ასევე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი დელეგაციები; საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები; სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ. 

როგორ აფასებენ რესურსცენტრების ხელმძღვანელები საგანმანათლებლო ინოვაციებს - გაიგეთ Etaloni.ge-სგან:

თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე

„არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან მომავალ თაობებზე ზრუნვა ჩვენი მთავარი ამოცანაა. თუ მომავალი თაობა ისე არ განვავითარეთ, ფეხი აუწყოს თანამედროვეობას და ამავე დროს იყოს განათლებული, სხვაგვარად ვერც ჩვენ ავაშენებთ განვითარებულ ქვეყანას. ამიტომ სულით და გულით მივესალმები ისეთ ღონისძიებებს, როგორსაც „ეტალონი“ ატარებს. მთავარია ბავშვებმა განათლება მიიღონ და შემდეგში გამოიყენონ, როგორც თავისთვის, ასევე ქვეყნისთვის. ახლა ორმაგად ამაღლებული განწყობა კი იმიტომ მაქვს, რომ თავად ვარ მონაწილე ამ ღონისძიების და „ეტალონს“ ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს თელავის საკრებულოს იმედი“. 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია:

„ჩვენ „ეტალონთან“ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ, ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი პროექტია ახალგაზრდების ზოგადი განათლებისთვის. ლაგოდეხი ყოველთვის მონაწილეობს ინტელექტ-ჩემპიონატში და დღესაც ვქომაგობთ ლაგოდეხელ ახალგაზრდას, იმედი გვაქვს, რომ წარმატებას მიაღწევს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩას, მის მთელ გუნდს იმისთვის, რომ ესეთი კარგი პროექტი აქვთ და ვფიქრობ, რომ მას კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება ზოგადად ხელისუფლებისგანაც და ყველასგან, რათა ეს კეთილი საქმე, კიდევ უფრო მასშტაბური და ცნობადი იყოს ფართო საზოგადოებისთვის.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტი ლიკა გუგუსიანი: 

„წყალტუბო, რაც „ეტალონი“ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობს, ყოველ წელს მონაწილეობს პროექტში არც ერთი წელი არ ჩაუგდია, ველოდებით ხოლმე, განსაკუთრებით ბავშვები ემზადებიან ამისთვის, ყოველწლიურად ელოდებიან, როდის ჩატარდება, როდის გამოვლინდება გამარჯვებული. მონაწილეობა კარგია, მაგრამ გამარჯვებულის სტატუსი კიდევ უფრო უკეთესი - საზოგადოების წინაშე მათი ცოდნის დემონსტრირება ხდება და, რა თქმა უნდა, ეს სტიმულია იმისთვის, რომ ისევ და ისევ ჩაუღრმავდნენ, კიდევ და კიდევ მეტი ცოდნა შეიძინონ“.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი: 

„ჩვენ დღეს წარმოვადგენთ ქალაქ „ქუთაისის ეტალონ მოსწავლეს“ - მარიამ მებუკეს. მისი გულშემატკივარი ვარ. მოლოდინი ძალიან დიდი გვაქვს გამომდინარე ჩვენი ქალაქის სტატუსიდან, მისი წარსულიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქიდან, სადაც გაიზარდნენ აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი უზნაძე, რომლის სახელობის ქუჩაზეც დღეს ჩვენი განათლების სამინისტრო მდებარეობს, დღევანდელი ჩვენი გმირიც - მარიამ მებუკე იტყვის თავის სათქმელს და ჩვენ გამარჯვების იმედი გვაქვს. პროექტი არის უმნიშვნელოვანესი დღევანდელ საგანმანათლებლო სივრცეში. ის მოტივაციას ქმნის ახალგაზრდა თაობებში, რაც სურვილს უჩენს თითოეულ მათგანს, იყვნენ მეტად ჩართულები, მეტად განვითარებულები. და, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ჩვენ შარშან ქუთაისში პირველად დავაწესეთ სტიპენდია „ქუთაისის ეტალონ მოსწავლეზე“. ეს ტრადიცია ისევ გრძელდება. ყოველივე ამისკენ გვიბიძგა თავად პროექტის ავტორის - გოჩა ტყეშელაშვილის დაუღალავმა და მუხლჩაუხრელმა ურთიერთთანამშრომლობამ, რომელიც ქუთაისისკენ იყო მიმართული. ეს გულისხმობს იმ თანამოაზრეთა შერჩეულ სკოლებს, რომლებიც არიან 6 სკოლით დაკომპლექტებული, რომლებიც საქართველოში აკეთებენ ტესტებს მოქალქეობრივი აზროვნებისთვის. უღრმესი მადლობა ამ პროექტის ყველა მონაწილეს და უღრმესი მადლობა, პირველ რიგში, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს“.

ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე:

„პროექტს აფასებს თვითონ საზოგადოება. საზოგადოების ჩართულობა და ის გამოხმაურებაა, რასაც პროექტი იღებს, შეფასების უმაღლესი დონეა. ეს პერსპექტივას გვაძლევს „ეტალონმა“ ახალი და პერსპექტიული საგანმანათლებლო პროექტები შემოგვთავაზოს. ჩემი მხრიდან მოკრძალებულად შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი არის წარმატებული, ჩართულობაც და ინტერესიც მაღალია, ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ ამ პროექტიდან უფრო მეტს ელის სასკოლო საზოგადოება“.

თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლევან მრელაშვილი: 

„ძალიან კარგი პროექტია, რამდენიმე წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ „ეტალონთან“. ის ცოდნის გაღრმავებას, აზროვნების უნარის განვითარებას, ძალიან უწყობს ხელს და ეხმარება სასწავლო პროცესში. მე ძალიან მომწონს „ეტალონი“ და სიამოვნებით განვაგრძობ თანამშრომლობას. არაფორმალური განათლებით ბავშვებით იღებენ დამატებით ცოდნას „ეტალონი“ კი ხელს უწყობს არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ მშობლების ჩართულობას და ეს ძალიან დიდი საქმეა“.

საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ცისმარ მაჭარაშვილი: 

„ეტალონმა“ პირველყოვლისა, ხელი შეუწყო კარგად სწავლის წახალისებას. ზოგადად, სკოლები ყველა მეთოდს იყენებენ, რათა ბავშვის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ხარისხი მაღალი იყოს. „ეტალონი“ კი ხელს უწყობს მათ და მომავალ თაობას უმარტივებს გზას წიგნიერებისკენ. წლებია „ეტალონი“ დამკვიდრდა და სიმართლე გითხრათ, უკვე ვერც წარმომიდგენია სასკოლო ცხოვრება „ეტალონის“ გარეშე. კიდევ ის უპირატესობა აქვს პროექტს, რომ აქ მხოლოდ ერთი მიმართულებით არ ხდება ცოდნის შემოწმება. ეს დიდი სტიმულია მოსწავლეებისთვის და რაც მთავარია, არის მოტივაცია, უფრო დიდი ნაბიჯები გადადგან წარმატებისკენ“.

ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი იზოლდა ლომიძე: 

„პროექტმაც ბევრი შემატა სკოლას და სკოლამაც დადებითი გავლენა იქონია პროექტზე. „ეტალონის“ მრავალწლიანი განვითარება და წარმატებები დასტურია იმისა, რომ ეს პროექტი ძალიან საინტერესოა მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარების გზაზე. სკოლა კი პროექტს აძლიერებს და აძლევს მოტივაციას მეტად გააფართოვოს ფარგლები. არ ვიცი რა უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, რომ ყოველი მისი პროექტი ასეთი წარმატებულია“.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დალი მინდიაშვილი:

„ფორმალური და არაფორმალური განათლების ტანდემი რომ ამართლებს, ძალიან ბევრჯერ თვალსაჩინოდ დავინახეთ. „ეტალონი“ ცდილობს მოსწავლემ გაიფართოვოს ცოდნა, ზოგადი განათლება და ყველა მოსწავლეს პროექტი აძლევს საშუალებას გახდეს წარმატებული. ცხოვრების ამ ეტაპზე ბავშვი წარმატების გემოს რომ გაიგებს, ეს მომავალი წარმატებების საფუძველი ხდება და „ეტალონს“ აუცილებლად უნდა ჰქონდეს რესურსცენტრების იმედი, ამ დიდ საქმეში“.

ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ნადიბაიძე:

„ეტალონი“ არის მასშტაბური, წარმატებული პროექტი, რომელმაც დაიპყრო საქართველო, ინტელექტუალური სივრცე სრულად. ღონისძიებაზე ამდენი ხალხია და ყველა ერთად ველით ამ ბავშვების წარმატების კიდევ ერთ გამოვლინებას, ყველა სიხარულით მონაწილეობს პროექტში, იმიტომ რომ ხედავენ, „ეტალონი“ ორიენტირებულია ბავშვის განათლებასა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაზე. ბავშვი ხვდება, რომ წარმატება მიღწევადია და წიგნიერების გზაზე „ეტალონი“ აუცილებლად დაეხმარება. ჩვენ გვყავს მეცხრეკლასელი მოსწავლე, რომელიც მეთერთემეტე და მეთორმეტეკლასელებს უწევს კონკურენციას. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა სტიმულია ბავშვებისთვის“. 


დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ეთერ დავითაშვილი:

„პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ „ეტალონი“ და izrune.ge საუკეთესო პროექტებია. დედოფლისწყარო აქტიურად არის ჩართული, დღეს ჩვენ გვყავს გამარჯვებული ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლე ჯაბა ჯამასპიშვილი, რომელიც საუკეთესო და აქტიური მოსწავლეა და მე მჯერა, რომ დღეს გამარჯვება დედოფლისწყაროელებს დაგვრჩება. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩას,  მთელ კოლექტივს, ასეთი საუკეთესო პროექტისათვის, იმიტომ, რომ ბავშვები და მშობლები აქტიურად არიან ჩართული და ეს არის მათთვის ძალიან დიდი სტიმული. გარდა ამისა, ამ პროექტში ჩართულ ბავშვებს ძალიან ბევრი უნარი უვითარდებათ“.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქეთევან შეყრილაძე:

ეტალონთან“ და izrune.ge-სთან დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ. ძალიან ყოჩაღი მოსწავლე გვყავს, ჩვენი „ეტალონი მოსწავლე“ ასაკით ცოტა პატარაა, მაგრამ რაიონულ ეტაპზე საკმაოდ მაღალი ქულები უჩვენა და გვაქვს იმედი, რომ დღესაც თავის სიტყვას იტყვის“.

ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი კახაბერ რეხვიაშვილი: 

„ეტალონი“ არის ყველაზე ეროვნული და ყველაზე მეტად დასაფასებელი პროექტი, რაც კი ყოფილა საქართველოში. ეს დაადასტურა მრავალწლიანმა პრაქტიკამ, რომლის განმავლობაშიც „ეტალონი“ ფუნქციონირებს მთელი საქართველოს მასშტაბით. „ეტალონში“ ჩართულია საქართველოს თითქმის ყველა საჯარო სკოლა, ყველა კლასიდან მოსწავლეები. ყველა არის კმაყოფილი, ეს ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის, ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლებასა და განვითარებას”. 

ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ქობალია:

მოლოდინები დიდი მაქვს, იმიტომ ჩვენმა გამარჯვებულმა ხონის „ეტალონმა მოსწავლემ“ 82 ქულით გაიმარჯვა. ძალიან ვგულშემატკივრობ, იმედი და სურვილი მაქვს, რომ საქართველოს „ეტალონი მოსწავლე“ გახდეს. არაერთხელ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს არის ძალიან წარმატებული, ძალიან საჭირო პროექტი განათლების სფეროში. ბატონი გოჩა, ხომ არაჩვეულებრივი ადამიანია, რომლის დამსახურებაა ზუსტად ამ პროექტების izrune.ge-ს და „ეტალონის“ არსებობა, ჩვენი რაიონი ამ პროექტებში აქტიურად არის ჩართული.

ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გიორგი კობახიძე: 

„ეტალონს“ ყოველთვის მხარს ვუჭერთ, ამ პროექტის განხორციელებას, ჩვენს მუნიციპალიტეტში ჩართულობა საკმაოდ დიდია.  ძალიან კარგია მოსწავლეთა მოტივაციისთვის, izrune.ge თავისთავად საკმაოდ სარგებლის მომტანია, რამდენადაც ინდივიდუალური ტესტები კეთდება ყველა მოსწავლისთვის. ამ პროექტშიც ჩვენი სკოლების საკმაოდ დიდი რაოდენობაა ჩართული“.

ახალქალაქის რესურსცენტრის უფროსი ტერესა ჩივჩიანი:

„დღევანდელ პირობებში მნიშვნელოვანია მოტივაცია და სურვილი, ასეთ დროს ბავშვი უფრო მოტივირებულია ისწავლოს მეტი და მეტი. ამაში კი ჩვენს მომავალ თაობას ხელს უწყობს „ეტალონი“. სხვადასხვა რეგიონის ბავშვები ურთიერთობენ, მეგობრდებიან, ცდილობენ იყვნენ წარმატებულები, მშობლებიც უშუალოდ ჩართულები არიან სასწავლო პროცესში და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ნახევარფინალს, ორგანიზებული იყო, როგორც ყოველთვის - ყოველი ნიუანსი იყო გათვალისწინებული და მოხარულები ვართ, რომ ჩვენც ამ ღონისძიების უშუალო მონაწლეობის პატივი გვერგო“.

იხილეთ ასევე: 

2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონის“ შუალედური კონკურსის ფინალისტების პირველი ემოციები

„ეტალონი“ საქართველოს მომავალზე გათვლილი პროექტია“ - სკოლის დირექტორების შეფასებები შუალედური ფინალიდან

განათლების სამინისტროში „ეტალონის“ საშემოდგომო სეზონის შუალედური ფინალი მიმდინარეობს


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილება შევიდა მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში 


საბავშვო ბაღების დაფინანსება 16 მილიონით მცირდება - თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ცნობილია

საქართველოს მასშტაბით დაფინანსდა 14 საგანმანათლებლო დაწესებულების 15 კურსი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

ეს დღე ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის


კონკურსის მიზანი იყო გაეზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და გამოევლინა საუკეთესო მოსწავლე 

სასკოლო საზოგადოება თითოეულ მოსწავლეს, მაწავლებელსა და მშობელს დიდ მადლობას უხდის ასეთი ლამაზი დღისთვის

საკლასო სივრცე ზღაპრულად - შემოდგმის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით იყო მორთული

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება