სიახლეები
საინტერესო

„ქრაში“, „თრეში“, „სტალკერი“, „დაქრინჯვა“... - რას ნიშნავს თინეიჯერების ტერმინები, რომლებიც არც მასწავლებლებს ესმით და არც მშობლებს
29-12-2019
-
+


„რებელა ქრაშები“, „თამბლერა შეყვარებულები“, „ლუზერები“ და „სტალკერები“ - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ტერმინების, რომლებსაც თინეიჯერები უკვე მშობლიურივით იყენებენ და თანამედროვე მშობლების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს რაზე ლაპარაკობენ მათი შვილები. საბჭოთა საქართველოში დაბადებულ მშობლებს კარგად ესმით, რა დგას რუსული ენიდან შემოტანილი ჟარგონების უკან, თუმცა ინგლისური ენიდან ასეთივე წარმატებით შემოსული არანორმატიული ლექსიკის გაგება უჭირთ.

„ეტალონი“ გაგაცნობთ რამდენიმე „ჟარგონსა“ და ბარბარიზმს, რომლებსაც თანამედროვე თინეიჯერები ყველაზე ხშირად იყენებენ:

„ქრაში“ - შეიძლება ითქვას, რომ ეს ახალგაზრდებში გავრცელებული ყველაზე პოპულარული ტერმინია, ამიტომ ვხსნით ჩვენს  ჩამონათვალს ამ სიტყვით. ინგლისურად „crush“ შეჯახებას ნიშნავს და „ქრაშიც“ სწორედ ის ადამიანია, ვისაც საბედისწეროდ შევეჯახეთ, შორიდან მოგვწონს და ვუმიჯნურდებით, თუმცა მან, როგორც წესი, ამის შესახებ არაფერი იცის. მარტივად რომ გითხრათ, ეს ისაა, ვისზეც დაქალი გვეუბნება ხოლმე: „გიყურებს, არ გახედო“ ან „წამო, ჩავუაროთ“.

„სტალკვა“ - ეს სიტყვა, რაც ინგლისურად თვალთვალს ნიშნავს, გულისხმობს ჩვენთვის საინტერესო ობიექტის სოციალური ქსელების შესწავლას და მოითხოვს უფრო კარგ საგამომძიებლო უნარებს, ვიდრე FBI-სა და პენტაგონის რომელიმე თანამშრომელს ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტს აქვს. როგორც წესი, ვსტალკავთ ჩვენს ქრაშებს, ვიწყებთ მისი მეგობრებისა და ნათესავების იდენტიფიცირებას, ვიცით, სად დადის, რას აკეთებს, რომელ საათზე გადის სოციალური ქსელიდან დასაძინებლად და ა.შ. თუ არცისე იღბლიანი ხართ, შეიძლება თქვენი ქრაშის შეყვარებულის სტალკვაც მოგიწიოთ, რაც თქვენი და იმ ავადსახსენებელი ადამიანის შედარებითი ანალიზისთვისაა საჭირო. მთავარი სტალკვისას ისაა, რომ ობიექტის ხუთი წლის წინანდელი პოსტი შემთხვევით არ მოვიწონოთ და მან ჩვენი ფარული გამოძიების შესახებ არ გაიგოს.

„თამბლერა“ - ამ სიტყვის წარმოშობა ბლოგ „tumbrl.com-ის“ წარმოშობას უკავშირდება. თამბლერა, როგორც წესი, არის თინეიჯერი ან თინეიჯერობის ასაკიდან ვერ გამოსული გოგო ან ბიჭი, რომელიც წვიმის წვეთებიან ფანჯრებს ან შემოდგომის ჩამოცვენილ ფოთლებს სევდიანი მინაწერებით აქვეყნებს. ადამიანთა ამ კატეგორიისთვის დამახასიათებელია ფერადი თმა, ტატუები, პირსინგები, მოკლედ, ყველაფერი, რითიც შეიძლება საკუთარი ინდივიდუალიზმი გამოკვეთონ. თამბლერას შეუძლია დაინახოს „არტი“ იქ, სადაც მას ჩვეულებრივი მოკვდავები ვერ ხედავენ.

„გასული“ - ეს შეიძლება იყოს ფიზიკური მდგომარეობა, როცა ადამიანი ნარკოტიკული საშუალების თრობის ქვეშაა ან სულიერი მდგომარეობა სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისა, რომელსაც არ აინტერესებს საყოველთაო ტენდენციები, ჩვენთანაა, მაგრამ ცოტა უფრო სხვაგან.

„ჰიპსტერა“ - ეს ამერიკაში აღმოცენებული ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის ქართველი წარმომადგენელია. ჰიპსტერას ახასიათებს ლიბერალური შეხედულებები, თავისუფლების წყურვილი, რამდენიმე ზომით დიდი ტანსაცმელი, როკ მუსიკის სიყვარული და მრავალი სხვა. მოკლედ, ისევ თინეიჯერების სიტყვებითვე, ესენი „ძაან გასული“ ხალხია.

„რებელა“ - რებელაც ინგლისური სიტყვიდან მოდის, რაც აჯანყებულს, მეამბოხეს ნიშნავს. „რებელა ტიპი“ თავდაჯერებულია, არ აინტერესებს საზოგადოების სტანდარტები და ცდილობს დაუპირისპირდეს მას. ასევე, რებელა ბიჭი, შეიძლება არ დანებდეს და მაინც შეეცადოს იმ გოგოსთან ურთიერთობას, რომელიც სხვაზეა დაქრაშული.

„თრეში“ - ასე ერქვა ლიტერატურულ ტალღას, რომელიც აშშ-ში ჩაისახა. მისი მიზანი სოციალური ტაბუების დამსხვრევა და დღის სინათლეზე ყოველივე იმის გამოტანაა, რასაც საზოგადოებრივი პირობითობები და ზრდილობის წესები ნიღბავს. მოკლედ, თრეშიც რაღაც კუთხით „ძაან გასულობაა“.

„სოულმეითი“ - ინგლისურად - soulmate. ესაა ადამიანი, რომელთანაც განსაკუთრებული სულიერი კავშირი გვაქვს და რომელსაც ჩვენი ყველაზე უკეთ ესმის.

„ფოლოვერი“ -  ადამიანი, რომელიც სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ ჩვენი სიახლეების გამომწერია. ეს შეიძლება თქვენც იცით, მაგრამ მაინც დავაკონკრეტოთ, რომ ლუზერის განმარტება კარგად გაიგოთ.

„ლუზერი“ - ინგლისურად - looser. ეს ხელმოცარული ადამიანია, რომელსაც არასდროს უმართლებს, ამიტომ თავისი ლუზერობის კომპენსირებისთვის შეიძლება ბევრ სისულელეს აკეთებდეს, რომ თავი წყალწაღებულად არ იგრძნოს, მაგალითად, „ინსტაგრამზე“ გაფოლოვებდეთ, მერე კი ანფოლოუს გიკეთებთ, რომ გამომწერი უფრო მეტი ჰყავდეს, ვიდრე გამოწერილი.

„დაქრინჯვა“ - ამ სიტყვას გვერდს ვერ აუვლიდით ჩვენს სიაში. ეს სირცხვილისა და დისკომფორტის განცდაა, რომელსაც ჩვენში სხვა ადამიანების ქმედებები იწვევენ. მაგალითად, შეიძლება დაიქრინჯოთ, როცა ვიღაც ცდილობს გაგაცინოთ, მაგრამ თქვენ არ მოგწონთ მისი იუმორი ან სხვა ადამიანების ისეთ საუბარს ისმენთ, რაც თქვენში უხერხულობას იწვევს.

„დასივნა“ - ეს ნიშნავს, რომ თქვენი წერილი ადრესატმა ნახა, მაგრამ არ უპასუხა. „დასინული“ არის სასოწარკვეთილი და იმსახურებს თანაგრძნობას. ღმერთმა არ ქნას, რომ ოდესმე თქვენმა ქრაშებმა დაგსინონ.

„რენდომ“ - „რენდომ შეხვედრა“, „რენდომ მიწერა“ - ეს ფრაზები თავისთავში გულისხმობს შემთხვევით მოქმედებას. ყველაფერი, რაც რენდომ ხდება, დაუგეგმავია და ამაზე მოქმედ პირს წინასწარ არ უფიქრია.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში არ შეინახავს ელჟურნალი განმავითარებელ კომენტარს - ეს უნდა გაითვალისწინოთ

KIU-სა და TUM-ის ახალი ერთობლივი სადოქტორო კვლევითი პროგრამა იწყება

KIU-სა და ბავარიის ხელოვნური ინტელექტის (AI) სააგენტოს შორის თანამშრომლობა დაიწყო

მასწავლებლის სახლთან დაკავშირებით განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

X-XII კლასების მოსწავლეებისთვის საცდელი ტესტირება 22 ნოემბერს ჩატარდება - დეტალები

პიროვნება

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებისთვის საშემოდგომო გასვლითი ღონისძიება გამართა 

სსიპ ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლა

მუზეუმში წასვლის მოტივი გახლდათ იმ ექსპონატთა ხილვა, რომლებიც ეხება ხევსური მკურნალების საკითხს
დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პუბლიცისტის  ილია ჭავჭავაძის  დაბადების დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები 
საინტერესო

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება