სიახლეები
საინტერესო

ერთი უნივერსალური ფერი, რომელსაც იღბალი და წარმატება ყოველ წელს მოაქვს
19-12-2019
-
+


ნათქვამია - გემოვნებაზე არ დაობენო, თუმცა ფაქტია, რომ ყველა ადამიანს ინდივიდუალური სტილი აქვს, სხვადასხვა ფერი  ანიჭებს სიამოვნებას და სხვადასხვა დეკორაცია იზიდავს. ამის მიხედვით, ვრთავთ საახალწლოდ სახლს, ნაძვის ხეს თუ სუფრას და ვარჩევთ სადღესასწაულო ტანსაცმელსაც. ზოგისთვის კი ამ საკითხში, ასტროლოგიისა და ფენ-შუის ტენდენციების გათვალისწინებას აქვს დიდი მნიშვნელობა. 

მაგრამ ალბათ, არცთუ ისე ბევრმა იცის, რომ არსებობს ფერი, რომლის გამოყენებასაც წარმატება ყოველთვის მოაქვს. ეს არის წითელი: 

ეს ფერი საყოველთაოდ აღიარებული, განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი და ძირითადი ფერია. წითელს ყურადღების მისაქცევად ხშირად იყენებენ ტანსაცმელსა და აქსესუარებში. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს წვეულების დროს. ამბობენ, რომ წითელი ფერი განსაკუთრებულ ენერგიას ასხივებს, რომელსაც გამარჯვებისკენ და წარმატებისკენ მივყავართ.

წითელი ყოველთვის სასურველი ფერია ახალი წლისთვის, ქორწილებისთვის და ბედნიერი ღონისძიებების აღსანიშნავად. წითელი ასევე არის ტაძრებისა და რესტორნების საყვარელი ფერი, რადგან ითვლება, რომ ეს ყველაზე ძლიერი ფერია მომხმარებლებისა და კლიენტების მოსაზიდად.

არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმადაც ახალი წლის ღამეს ოჯახის უფროსმა წითელ კონვერტში მოთავსებული ფული უნდა დაურიგოს ოჯახის წევრებს. მნიშვნელობა არ აქვს თანხის რაოდენობას, მთავარი რიტუალია. ტრადიციის მიმდევრებს სჯერათ, რომ ვინც წითელი კონვერტით თანხას მიიღებს, მათთვის წელი წარმატებული და განსაკუთრებულად იღბლიანი იქნება, გასათხოვრებს ეს რიტუალი ბედის გახსნას ჰპირდება.

ჩინელებისთვის თითოეულ ფერს თავისი დატვირთვა აქვს. მათი თქმით, თუ ახალ წელს წითელი ფერით შეხვდებით, გამართლება და იღბალი გელით, ასევე მოსალოდნელია სამეგობრო წრის გაფართოვება.

წითელი ფერი პლანეტა მარსს უკავშირდება, სწორედ ამიტომ  მიუხედავად იმისა, რომ წითელი საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი და სასურველი ფერი, მისი ზედმეტი დოზით გამოყენება არ არის კარგი. მაგალითად, თუ შეიმოსებით წითელი ტანსაცმლით, სახლის კედლებსა და ნივთებსაც ნუ შეღებავთ წითლად, რადგან როდესაც „ხანძრის ენერგია“ ჭარბი გახდება, ეს შეიძლება უაროფითადაც კი აისახოს.

წითელი ის ერთადერთი ფერია, რომელიც ბედნიერებასთან, სიხარულთან, წარმატებასთან და სიყვარულთან ასოცირდება. ჩინელები ფიქრობენ, რომ თუ წითელთან ერთად ოქროსფერსაც გამოიყენებთ, სახლში იღბალს და ბარაქს შეიტანთ. მათთვის „ოქროს მელანი“ ითვლება განსაკუთრებულად, რადგან ეს ნიშნავს დაგროვილი სიმდიდრის ფერს. ამ ფერების კომბინაციას ქორწინებისა და წარმატების მოსაზიდად იყენებენ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

4 დღის განმავლობაში, ახალციხის N7 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი თემატური აქტივობები მიმდინარეობდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება