მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხალას საჯარო სკოლაში V-VI კლასის მოსწავლეთათვის მათემატიკის წრე შეიქმნა.
წრეს მათემატიკის მასწავლებელი ნანა ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს.
„საწრეო მუშაობა მათემატიკაში მიზნად ისახავს მოსწავლეებისათვის დახმარების გაწევას მათთვის რთულად შესათვისებელ საკითხებზე. ეს მეცადინეობები მათ დაეხმარება მიღებული ცოდნის განმტკიცებაში და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებასა და მათემატიკური უნარ- ჩვევების ამაღლებაში . ასეთი მუშაობები ზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გრძნობას, განაპირობებს მათი მოტივაციის ზრდას და აძლიერებს სწავლის სურვილს.
როგორც აღმოჩნდა მოსწავლეებში რთულად შესასწავლი საკითხი იყო: მთელ რიცხვებზე მათემატიკური მოქმედებების შესრულება, პიქტოგრამებსა და სვეტოვან დიაგრამებზე მუშაობა, ლოგიკური ამოცანების ამოხსნა, კროსვორდების შევსება, ამიტომაც გადავწყვიტე ამ მხრივ დახმარება გამეწია მათთვის.
დაგეგმილი მეცადინეობები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა თვითანალიზის, მოსწავლეთა დაკვირვებისა და კვლევა-ძიების უნარის განვითარებას ცალკეული საკითხების დასამუშავებლად, რაც თავისთავად აისახება მათ პიროვნულ განვითარებაზე.
ჩატარებულია ყველა დაგეგმილი მეცადინეობა,“- ნათქვამია წრის ხელმძღვანელის განცხადებაში.
წრის გეგმა იხილეთ ბმულზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს