სიახლეები
სიახლეები

მაძიებელი მასწავლებლები კოლეჯებში დასაქმდებიან - „შანსი აქვს ყველას“
21-12-2019
-
+


2020 წლიდან პროფესიული განათლების მიმართულებით ახალი პროგრამა ამოქმედდება, რომელიც სტუდენტს კოლეჯის დასრულების შემდეგ უმაღლესი განათლების მიღების საშუალებას აძლევს. შესაბამისად, პროფსასწავლებლებში, მასწავლებლების შერჩევა რამდენიმე კრიტერიუმით მიმდინარეობს.

ვის აქვს შანსი, პედაგოგად დასაქმდეს? - როგორც პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ სხირტლაძე აცხადებს: ამ მომენტისთვის, იმდენად მსუბუქია დაწესებული მოთხოვნები, შეიძლება ითქვას, შანსი აქვს ყველას, ვისაც შესაბამის დარგში გარკვეული გამოცდილება ან კვალიფიკაცია გააჩნია. მათ შეუძლიათ მიმართონ კოლეჯს და შესთავაზონ საკუთარი კანდიდატურა“.

რაც შეეხება სრული ზოგადი განათლების კომპონენტს, რომლის ჩაშენებაც ახლა დაიწყო პროფესიული განათლების სისტემაში, აქ მოთხოვნები გაცილებით მკაცრია, თუმცა, თუ პედაგოგს საგნობრივი გამოცდები წარმატებით აქვს ჩაბარებული, შეუძლია მუშაობა პროფსასწავლებელში დაიწყოს. რა თქმა უნდა, ეს ეხება მაძიებელ მასწავლებელსაც.

ეს რესურსი გამოვიყენეთ კოლეჯებში და კონკურსი კიდევ რამდენიმე ეტაპად გამოცხადდება, თუმცა ვიმეორებ - მასწავლებელს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს გამოცდები და ასევე ჰქონდეს კრედიტქულები“, - აღნიშნავს თამარ სხირტლაძე. 

შესაბამისად, მაძიებელ პედაგოგებს, რომლებიც საკუთარ რიგს ელიან და ჯერჯერობით ვერ საქმდებიან,საშუალება ეძლევათ დასაქმდნენ და ჰქონდეთ შესაბამისი ანაზღაურება.

მას შემდეგ, რაც დასაქმდებიან კოლეჯში, ისინი ხდებიან პროფესიული განათლების მასწავლებლები და დაექვემდებარებიან პროფესიული განათლების ფარგლებში არსებულ ყველა მოთხოვნას“, - აცხადებს Etaloni.ge-სთან თამარ სხირტლაძე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება