მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დანართი
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი), „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ღ3“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების ჩამონათვალის ერთობლიობაა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტატუსის და თანამდებობის მასწავლებელი.
2. სტანდარტის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. ის ვრცელდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლით განსაზღვრულ ყველა სახის მასწავლებელზე, გამოიყენება მასწავლებლობის მსურველის კომპეტენციების განსაზღვრისა და შეფასებისთვის.
3. სტანდარტი არის მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის განმსაზღვრელი დოკუმენტი.
მუხლი 2. სტანდარტის სტრუქტურა
1. სტანდარტი შედგება 3 ნაწილისაგან:
ა) პროფესიული მახასიათებლები;
ბ) მოსწავლის შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მართვა;
გ) პროფესიული განვითარება.
2. პროფესიული მახასიათებლები გულისხმობს ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ერთობლიობას ყველა სტატუსის მასწავლებლისათვის.
3. სასწავლო პროცესის მართვა გულისხმობს უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვას, სწავლების მრავალფეროვანი მეთოდებისა და მრავალმხრივი შეფასების სისტემის გამოყენებას.
4. პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა გულისხმობს მასწავლებლის დაინტერესებას საკუთარი პროფესიული განვითარებით; კოლეგებთან თანამშრომლობას მოსწავლეთა სასწავლო და აღმზრდელობითი პრობლემების დაძლევის, პროფესიული საჭიროებების დადგენისა და პროფესიული განვითარებისათვის.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული პროფესიული მახასიათებლები საერთოა ყველა სტატუსის მასწავლებლისთვის, ხოლო ,,ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსწავლის შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მართვა და ,,გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა განსხვავდება მასწავლებლის სტატუსების მიხედვით.
6. პროფესიული მახასიათებლები, მოსწავლის შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მართვა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა დეტალურად აღწერილია სტანდარტში.
თავი II. მასწავლებლის სტატუსები
მუხლი 3. მასწავლებლის სტატუსები
1. კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით, სტანდარტი ადგენს მასწავლებლის ოთხ სტატუსს.
2. მასწავლებლის სტატუსებია:
ა) პრაქტიკოსი მასწავლებელი;
ბ) უფროსი მასწავლებელი;
გ) წამყვანი მასწავლებელი;
დ) მენტორი.
3. ყოველი სტატუსის მინიჭება დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით.
4. სტატუსით დასტურდება ამ სტანდარტის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სტანდარტის სამივე ნაწილის ფლობა.
5.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სტატუსთაგან ყველაზე დაბალია პრაქტიკოსი მასწავლებელი, ხოლო ყველაზე მაღალია – მენტორი.
თავი III. მასწავლებლის პროფესიული მახასიათებლები
მუხლი 4. პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი მასწავლებლისა და მენტორის პროფესიული მახასიათებლები
პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი მასწავლებლის და მენტორის პროფესიული მახასიათებლებია:
ა) საგნისდა მისი სწავლების მეთოდიკის ცოდნა;
ბ) სახელმწიფო და იმ ენის ცოდნა, რომელსაც/რომელზეც ასწავლის;
გ) თავისი პროფესიის მნიშვნელობისა და პასუხისმგებლობისგაცნობიერება სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს მდგრადი განვითარების მიმართ; დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპების დაცვა;
დ) ინკლუზიური განათლების ღირებულებების გაზიარება და მისი პრინციპების დაცვა;
ე) თითოეული მოსწავლის უნიკალურობის აღიარება და ნებისმიერი მოსწავლის წარმატების მოლოდინის ქონა;
ვ) თითოეული მოსწავლის როგორც კოგნიტურ, ასევე პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირება;
ზ) მოსწავლის სწავლისა და განვითარების უზრუნველყოფა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნათა შესაბამისად;
თ)მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დაცვა;
ი)პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ეფექტური კომუნიკაციის უნარის გამოვლენა და სკოლასთან დაკავშირებულ ყველა მხარესთან თანამშრომლობა.
თავი IV. პრაქტიკოსი მასწავლებელი
მუხლი 5. პრაქტიკოსი მასწავლებლის ზოგადი მახასიათებლები
პრაქტიკოს მასწავლებელს აქვს სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისათვის საჭირო ცოდნა და უნარები, იცავს ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად მოთხოვნებს, აცნობიერებს კოლეგებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, შეუძლია საკუთარი პროფესიული საჭიროებების დადგენა, ზრუნავს პროფესიულ თვითგანვითარებაზე.
მუხლი 6. სასწავლო გარემო
1. მასწავლებელი ქმნის უსაფრთხო გარემოს ყველა მოსწავლისათვის, განურჩევლად მათი კულტურული მახასიათებლებისა.
2. მასწავლებელი აცნობიერებს ქცევის წესების მნიშვნელობას უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნისათვის და ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ ამ წესების დაცვას.
3. მასწავლებელი ადეკვატურად რეაგირებს კონფლიქტურ სიტუაციებზე.
4. მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას და ითვალისწინებს რეკომენდაციებს მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად.
5. მასწავლებელს შეუძლია მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შესაბამისად, რეკომენდაციების საფუძველზე, სასწავლო გარემოს მოწყობა, რესურსების ორგანიზება და გამოყენება.
6. მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობლებთან ან/და მოსწავლის – კანონიერ წარმომადგენლებთან და ხელს უწყობს სასწავლო პროცესში მათ ჩართვას.
მუხლი 7. სასწავლო პროცესის დაგეგმვა
1. მასწავლებელს შეუძლია თემატური სასწავლო გეგმების შემუშავება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
2. მასწავლებელს შუძლია გაკვეთილის დაგეგმვა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, გაკვეთილის ყველა კომპონენტისა და მათ შორის არსებული კავშირების გათვლისწინებით.
3. მასწავლებელი დაგეგმვისას ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციებსა და ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განვითარებისათვის.
4. მასწავლებელს სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად შუძლია კლასგარეშე საქმიანობის დაგეგმვა მოსწავლეთა მოტივაციის, სწავლისა და მრავალმხრივი განვითარებისათვის.
მუხლი 8. სწავლება
1. მასწავლებელმა იცის მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტური, სოციალური და პიროვნული განვითარების თავისებურებები, განათლებისა და სწავლის თეორიების ძირითადი პრინციპები და შეუძლია მათი პრაქტიკაში გამოყენება.
2. მასწავლებელმა იცის როგორ სწავლობს მოსწავლე და სთავაზობს მას სწავლის სხვადასხვა სტრატეგიას.
3. მასწავლებელი გაკვეთილის მიზნის შესაბამისად იყენებს სწავლების სტრატეგიებს.
4. მასწავლებელი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისათვის იყენებს შესაბამის სტრატეგიებს.
5. მასწავლებელი სასწავლო პროცესში იყენებს სკოლაში არსებულ რესურსებს (მათ შორის, ციფრულს).
მუხლი 9. სასწავლო პროცესის შეფასება
1. მასწავლებელი მოსწავლეთა შეფასებისას ეყრდნობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს შეფასების მიმართ და იყენებს შეფასების სხვადასხვა მეთოდს, სკოლის მიერ შემუშავებულ შეფასების სქემებსა და რუბრიკებს.
2. მასწავლებელი სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად იყენებს მოსწავლეთა შედეგების ანალიზის საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.
3. მასწავლებელი აკვირდება და აღწერს მოსწავლის სწავლის სირთულეებს. საჭიროების შემთხვევაში, პრობლემის დასაძლევად, მიმართავს შესაბამის სპეციალისტებს.
მუხლი 10. პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
1. მასწავლებელი კოლეგების დახმარებით ადგენს პროფესიულ საჭიროებებს და ზრუნავს პროფესიულ თვითგანვითარებაზე.
2. მასწავლებელი აცნობიერებს პედაგოგიური კვლევის მნიშვნელობას სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარებისათვის, მონაწილეობს კოლეგების მიერ ჩატარებულ კვლევებში.
3. მასწავლებელი მონაწილეობს პროფესიული განვითარების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებში.
4. მასწავლებელი ეცნობა პროფესიულ ლიტერატურას და მიღებულ ცოდნას იყენებს პრაქტიკაში.
თავი V. უფროსი მასწავლებელი
მუხლი 11. უფროსი მასწავლებლის ზოგადი მახასიათებლები
უფროსი მასწავლებელი აცნობიერებს თითოეული მოსწავლის უნიკალურობას და, შესაბამისად, იყენებს სწავლების დიფერენცირებული მიდგომის სტრატეგიებს; საკუთარი საქმიანობისა და მოსწავლეთა შეფასების ანალიზის საფუძველზე აუმჯობესებს მოსწავლეთა მიღწევებს და სრულყოფს თავის პედაგოგიურ პრაქტიკას; თანამშრომლობს კოლეგებთან პრობლემების ერთობლივად გადაჭრისა და პროფესიული განვითარებისათვის.
მუხლი 12. სასწავლო გარემო
1. მასწავლებელი იყენებს მოსწავლეთა კულტურულ მრავალფეროვნებას დადებითი სასწავლო გარემოს შესაქმნელად.
2. მასწავლებელი იყენებს სწავლების კონკრეტულ მეთოდსა და ორგანიზების ფორმასთან დაკავშირებულ ქცევის წესებს.
3. მასწავლებელი აანალიზებს და განსაზღვრავს კონფლიქტების გამომწვევ მიზეზებს და იყენებს კონფლიქტის მოგვარების ეფექტიან სტრატეგიებს.
4. მასწავლებელი თითოეული მოსწავლის ჩართულობასა და ინდივიდუალურ პროგრესზე დაკვირვებით ირჩევს მოტივაციის ამაღლების შესაბამის სტრატეგიებს.
5. მასწავლებელი სპეციალისტებთან ერთად ქმნის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალურ პროგრესზე ორიენტირებულ გარემოს და უზრუნველყოფს კლასში მოსწავლის ინტეგრაციას.
6. მასწავლებელი, კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, ირჩევს მოსწავლის მშობლებთან ან/და მოსწავლის სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ურთიერთობის მიდგომებს.
მუხლი 13. სასწავლო პროცესის დაგეგმვა
1. მასწავლებელს შეუძლია შეიმუშაოს თემატური სასწავლო გეგმები აკადემიური პრიორიტეტებისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.
2. მასწავლებელს შეუძლია გაკვეთილის დაგეგმვისას გაითვალისწინოს შიდა და საგანთაშორისი კავშირები.
3. მასწავლებელი სპეციალისტებთან ერთად ქმნის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.
4. მასწავლებელს შეუძლია კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვა მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
მუხლი 14. სწავლება
1. მასწავლებელი ეფექტიანად იყენებს მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების, განათლებისა და სწავლის თეორიების ცოდნას მოსწავლეების ფიზიკური, კოგნიტური, სოციალური და პიროვნული განვითარებისათვის.
2. მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეზე დაკვირვების საფუძველზე ეხმარება მათ დამოუკიდებელ შემსწავლელად ჩამოყალიბებაში.
3. მასწავლებელი მოიძიებს და პრაქტიკაში ნერგავს სწავლების ინოვაციურ სტრატეგიებს.
4. მასწავლებელი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან მუშაობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით.
5. მასწავლებელს შეუძლია სკოლაში და თემში არსებული რესურსების კლასიფიკაცია-კატეგორიზაცია; მოიძიებს და იყენებს სასწავლო მიზნის შესაბამის რესურსებს, მათ შორის – ციფრულს.
მუხლი 15. სასწავლო პროცესის შეფასება
1. მასწავლებელი აანალიზებს შეფასების ტიპებისა და მეთოდების დადებით მხარეებს, რისკფაქტორებს; ქმნის შეფასების სქემებს, რუბრიკებს კლასისა და მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით.
2. მასწავლებელი აანალიზებს შეფასების შედეგებს სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების მიზნით.
3. მასწავლებელი ინდივიდუალური და ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით აფასებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლის პროგრესს.
მუხლი 16. პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
1. მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით სამუშაოებს, ახორციელებს მათ და იყენებს პროფესიული პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.
2. მასწავლებელი გეგმავს პროფესიულ განვითარებას საკუთარი საქმიანობის რეფლექსიისა და კოლეგების უკუკავშირის საფუძველზე.
3. მასწავლებელი უზიარებს კოლეგებს პედაგოგიურ გამოცდილებას.
4. მასწავლებელი ეცნობა პროფესიულ ლიტერატურას და პრაქტიკაში აქტიურად ნერგავს სიახლეებს.
თავი VI. წამყვანი მასწავლებელი
მუხლი 17. წამყვანი მასწავლებლის ზოგადი მახასიათებლები
წამყვანი მასწავლებელი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე და კონკრეტული კლასის/საფეხურისა და მოსწავლეების ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით აუმჯობესებს სასწავლო პროგრამას; ეხმარება კოლეგებს პროფესიული საჭიროებების დადგენაში; ხელს უწყობს სკოლაში თვითაქტუალიზაციის ხელშემწყობი გარემოს შექმნას; შემოქმედებითად წარმართავს სასწავლო პროცესს; იკვლევს სასწავლო პროცესის ეფექტიანობას, აანალიზებს შეფასების შედეგებს და ამ მონაცემების საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლება-სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
მუხლი 18. სასწავლო გარემო
1. მასწავლებელი იკვლევს კულტურული თავისებურებების გავლენას მოსწავლეთა ღირებულებების ფორმირებაზე; შეიმუშავებს რეკომენდაციებს პოზიტიური სასწავლო გარემოს შესაქმნელად.
2. მასწავლებელი ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენებით ხელს უწყობს მოსწავლეს ქცევის თვითრეგულირებაში.
3. მასწავლებელი ახორციელებს კონფლიქტის პრევენციაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს სკოლისა და სასკოლო თემის სპეციფიკასთან დაკავშირებული რისკფაქტორების გათვალისწინებით.
4. მასწავლებელი კლასის სხვა მასწავლებლებთან ერთად, კვლევის საფუძველზე, შეიმუშავებს რეკომენდაციებს კონკრეტული მოსწავლის მოტივაციის ამაღლებისათვის.
5. მასწავლებელი სპეციალისტებთან ერთად იკვლევს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის შექმნილი გარემოს ეფექტიანობას.
6. მასწავლებელი კლასის სპეციფიკისა და საჭიროების გათვალისწინებით ხელს უწყობს მოსწავლის მშობლების ან/და მოსწავლის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობას საკლასო და კლასგარეშე აქტივობებში.
მუხლი 19. სასწავლო პროცესის დაგეგმვა
1. მასწავლებელი ანალიზის საფუძველზე სისტემატურად ხვეწს თემატურ გეგმებს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს კოლეგებს.
2. მასწავლებელი ეხმარება კოლეგებს ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვაში.
3. მასწავლებელი მონაწილეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის შედგენაში და გამოცდილებას უზიარებს კოლეგებს.
4. მასწავლებელი იკვლევს კლასგარეშე საქმიანობის გავლენას მოსწავლეთა მოტივაციასა და მრავალმხრივ განვითარებაზე. კვლევის შედეგებს ითვალისწინებს საქმიანობის დაგეგმვის დროს.
მუხლი 20. სწავლება
1. მასწავლებელი აანალიზებს საკუთარ საქმიანობას მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების, განათლებისა და სწავლის თეორიების მიზანმიმართულად გამოყენების კუთხით და მიღებულ გამოცდილებას უზიარებს კოლეგებს.
2. მასწავლებელი კოლეგებთან ერთად იკვლევს სწავლის სტრატეგიების გავლენას მოსწავლეთა თვითეფექტიანობასა და თვითრეგულირებადი სწავლის უნარის განვითარებაზე.
3. მასწავლებელი იკვლევს სწავლების სტრატეგიების ეფექტიანობას და შეუძლია მათი მოდიფიცირება.
4. მასწავლებელი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინდივიდუალურ პროგრესსა და საჭიროებებზე დაკვირვებით სპეციალისტებთან ერთად ახდენს აქტივობების/სტრატეგიების მოდიფიცირებასა და რესურსების ადაპტირებას.
5. მასწავლებელი კოლეგებთან ერთად იკვლევს სასწავლო რესურსების ეფექტიანობას, სრულყოფს არსებულს ან ქმნის ახალს.
6. მასწავლებელს შეუძლია შექმნას ციფრული რესურსები და დაეხმაროს მოსწავლეებს საგაკვეთილო მიზნის შესაბამისი პროგრამებისა და ვებრესურსების შერჩევაში, შექმნასა და გამოყენებაში.
მუხლი 21. სასწავლო პროცესის შეფასება
1. მასწავლებელი ეხმარება კოლეგებს შეფასების სქემებისა და რუბრიკების შექმნასა და დახვეწაში.
2. მასწავლებელი მოსწავლეთა შედეგების ანალიზის საფუძველზე ადგენს კონკრეტული კლასის საჭიროებებს, მიღწევების დინამიკას და შეაქვს კორექტივები სასწავლო პროცესში.
3. მასწავლებელი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გათვალისწინებით ეხმარება კოლეგებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთა შეფასებაში მათი პროგრესის მიზნით.
მუხლი 22. პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
1. მასწავლებელი ეხმარება კოლეგებს პროფესიული საჭიროებების დადგენასა და პროფესიული განვითარების დაგეგმვაში.
2. მასწავლებელს შეუძლია საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად განსაზღვრა, კვლევის ჩატარება, მონაცემთა დამუშავება-ინტერპრეტაცია, კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
3. მასწავლებელი უზიარებს კოლეგებს პროფესიულ შეხვედრებზე მიღებულ ცოდნას, სიახლეებს და ხელს უწყობს ამ სიახლეების დანერგვას სკოლაში.
4. მასწავლებელი იკვლევს სიახლეების შესაძლო გავლენას სწავლებაზე და ეხმარება კოლეგებს პროფესიული ლიტერატურის შერჩევაში, სთავაზობს რეკომენდაციებს პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.
თავი VII. მენტორი
მუხლი 23. მენტორის ზოგადი მახასიათებლები
მენტორი არის სკოლის განვითარებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საქმიანობების ინიციატორი; კოლეგებთან ერთად გეგმავს სკოლის პროფესიული განვითარების ღონისძიებებს; ეხმარება კოლეგებს შემოქმედებით და ინოვაციურ საქმიანობაში; ქმნის სასწავლო-მეთოდურ რესურსებს.
მუხლი 24. სასწავლო გარემო
1. მენტორი უზრუნველყოფს ინტერკულტურული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებას სკოლასა და სასკოლო თემში.
2. მენტორი არის სკოლაში ქცევის მართვასთან დაკავშირებული კვლევების ინიციატორი; კვლევის შედეგების საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლაში პოზიტიური გარემოს დასამკვიდრებლად.
3. მენტორი ეხმარება კოლეგებს დამოუკიდებლად მოაგვარონ წარმოშობილი კონფლიქტი და ამკვიდრებს სკოლაში მედიაციის კულტურას.
4. მენტორი გეგმავს და/ან წარმართავს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშემწყობ სასკოლო აქტივობებს.
5. მენტორი მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად შეიმუშავებს რეკომენდაციებს ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნისათვის; შესაბამის კონსულტაციას უწევს კოლეგებს.
6. მენტორი უზრუნველყოფს მოსწავლის მრავალმხრივი განვითარებისთვის საჭირო სასკოლო ღონისძიებებში მოსწავლეების მშობლების ან/და მოსწავლეების სხვა კანონიერი წარმომადგენლებისა და საზოგადოების ჩართვას.
მუხლი 25. სასწავლო პროცესის დაგეგმვა
1. მენტორი იკვლევს სკოლის მიღწევებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებთან მიმართებით და ეხმარება კოლეგებს ეროვნული სასწავლო გეგმის ეფექტიან დანერგვაში.
2. მენტორი შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ქმნის მეთოდურ რესურსებს საგანთა ეფექტიანი ინტეგრირებისათვის.
3. მენტორი არის სკოლის მიერ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე განსახორციელებელი კლასგარეშე საქმიანობების ინიციატორი და ეხმარება კოლეგებს ამ საქმიანობების დაგეგმვაში.
მუხლი 26. სწავლება
1. მენტორი აანალიზებს კოლეგების საქმიანობას მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების, სწავლისა და განვითარების თეორიების მიზანმიმართულად გამოყენების კუთხით; შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და ქმნის საჭირო რესურსებს.
2. მენტორი არის სწავლისა და სწავლების ეფექტიანობის კვლევის ინიციატორი; კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეიმუშავებს რეკომენდაციებს და უზიარებს კოლეგებს.
3. მენტორი შეიმუშავებს რეკომენდაციებს კოლეგებისათვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სასწავლო პროცესის ორგანიზებისათვის.
4. მენტორი შეიმუშავებს რეკომენდაციებს სასწავლო რესურსების შექმნის, მიზანმიმართული გამოყენებისა და სრულყოფისათვის.
5. მენტორი აცნობს კოლეგებს თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიურ მიღწევებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი ეფექტიანი გამოყენებისათვის.
მუხლი 27. სასწავლო პროცესის შეფასება
1. მენტორი შეიმუშავებს რეკომენდაციებს შეფასების პროცესის სრულყოფისათვის; ხელს უწყობს შეფასების გამჭვირვალე, სანდო, ვალიდური და სამართლიანი სისტემის დამკვიდრებას სკოლის მასშტაბით.
2. მენტორი ადგენს საგნის სწავლებაში არსებულ პრობლემებს, ეხმარება კოლეგებს პროფესიული საჭიროებების დადგენაში და შეიმუშავებს რეკომენდაციებს სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.
3. მენტორი კოლეგებთან ერთად ქმნის და ავითარებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შეფასების ეფექტიან ფორმებს.
მუხლი 28. პროფესიული განვითარება
1. მენტორი ხელს უწყობს სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრებას; გეგმავს პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.
2. მენტორი დირექტორთან თანამშრომლობით გეგმავს სკოლის განვითარებისათვის მნიშვნელოვან კვლევებსა და პროექტებს და ხელს უწყობს მათ განხორციელებას.
3. მენტორი ეროვნული და საერთაშორისო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით გეგმავს სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის ასამაღლებელ ღონისძიებებს.
4. მენტორი იკვლევს და აფასებს საგანმანათლებლო სიახლეებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი ადაპტაციისა და დანერგვისათვის.
5. მენტორი აანალიზებს საკუთარი და კოლეგების გამოცდილებას, თანამედროვე პედაგოგიურ და სამეცნიერო ლიტერატურას; არის პროფესიული ლიტერატურის ავტორი და/ან თანაავტორი.
თავი VIII. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I - IV კლასი)
მუხლი 29. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში
1. მიმართულება: ზეპირმეტყველება
ა) სხვათა მეტყველების (მოსაზრების, დამოკიდებულების, ინფორმაციის, მოვლენის შეფასებისა და სხვა სამეტყველო აქტივობის) მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით;
ბ) საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი მოსმენის სტრატეგიების გამოყენება (კითხვის დასმა, მოსმენილის პერიფრაზირება, ჩანიშვნა და ა. შ);
გ) სამეტყველო ქცევის წარმართვა სიტუაციისა და აუდიტორიის გათვალისწინებით. საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი სამეტყველო სტრატეგიების, ვერბალური (ყურადღების მისაპყრობი რიტორიკული შეკითხვები, ჩანართები, დიალოგი) და არავერბალური (მხედველობითი კონტაქტი, ჟესტიკულაცია, ხმის აწევ-დაწევა, საუბრის ტემპის შეცვლა) ხერხების ეფექტური გამოყენება;
დ) მართლმეტყველების წესების დაცვა, აზრის ცხადად, ლაკონიურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვა;
ე) ზეპირი გამოსვლის მოსამზადებელი სტრატეგიების გამოყენება (ინფორმაციის შეგროვება, ტექსტის ორგანიზება, ჩანაწერების მომზადება, ტექსტის დამახსოვრება, შესაბამისი თვალსაჩინო მასალის მომზადება, რეპეტიციის გავლა).
2. მიმართულება: კითხვა
ა) სხვადასხვა ტიპის, სტილისა და ჟანრის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაანალიზება შინაარსობრივი, იდეური, ფუნქციური თვალსაზრისით;
ბ) ტექსტის ანალიზი სტრუქტურისა და ენობრივ-გამომხატველობითი საშუალებების გათვალისწინებით;
გ) გამომსახველობითი კითხვის კულტურის ფლობა.
3. მიმართულება: წერა
ა) წერის კალიგრაფიული კულტურის ფლობა;
ბ) მიზნისა და აუდიტორიის შესაბამისი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება წერის პროცესში: დაგეგმვა, კომპოზიციის აგება, საკუთარი ნაწერის გადასინჯვა, რედაქტირება და კორექტირება;
გ) სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტის შექმნა მიზნისა და აუდიტორიის შესაბამისი მახასიათებლებისა და ენობრივი ნორმების დაცვით (წერილი, ბარათი, ინსტრუქცია, ინტერვიუ, ადმინისტრაციული ტექსტები, დარგობრივი ტექსტები და სხვ.).
მუხლი 30. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში იცის:
ა) ზოგადი ცნობები ენისა და დამწერლობის შესახებ: ენის რაობა და ფუნქციები; ქართული ენის ბუნება; ქართული დამწერლობის წარმოშობა; ქართული დამწერლობის სახეები; ენისა და მეტყველების ურთიერთმიმართებები.
ბ) ფონეტიკა-ფონოლოგიის საკითხები:ბგერათა დახასიათება წარმოთქმის ადგილისა და რაგვარობის მიხედვით; თანხმოვანთა და ხმოვანთა სისტემები; ინტონაცია და მისი ძირითადი ელემენტები: ლოგიკური მახვილი, მეტყველების ტემპი, ხმის ტემბრი; პაუზა და მისი აზრობრივი დატვირთვა; ორთოეპიის (მართლმეტყველება) საკითხები. მარცვალი – ღია და დახურული, გადატანის წესები.
გ) გრამატიკა:
გ.ა) მორფოლოგია: ფონემა და მორფემა; ძირი და ფუძე; მეტყველების ნაწილები; გრამატიკული კატეგორიები: ბრუნება, რიცხვი, პირი, უღლება;
გ.ბ) სინტაქსი: წინადადება, წინადადების წევრები, წინადადების სახეები შინაარსისა და აგებულების მიხედვით.
დ) ლექსიკოლოგია:სინონიმები, ომონიმები, ანტონიმები, დიალექტიზმები, ჟარგონი, არქაიზმები, ნეოლოგიზმები, პროფესიული ლექსიკა; სიტყვათა სესხება: სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ხმარება; სიტყვის კონტექსტური მნიშვნელობა; ფრაზეოლოგიზმები; ბარბარიზმები.
ე) ენისა და ტექსტის ურთიერთმიმართება:
ე.ა) ტექსტისა და მისი კომპონენტების ორგანიზება (თავი, როგორც ტექსტის სრუქტურული ნაწილი; აბზაცი, როგორც ტექსტის კომპოზიციური ერთეული...); ტექსტის შემადგენელი კომპონენტების ურთიერთდაკავშირების საშუალებები (კავშირები, ნაცვალსახელები და ზმნიზედები, ლექსიკური განმეორება, სინონიმური ჩანაცვლება, ზმნა-შემასმენელთა ურთიერთმიმართება დროის, კილოსა და ასპექტის მიხედვით );
ე.ბ) მეტყველების ტიპების კლასიფიკაცია: პირების მიხედვით (პირველი, მეორე, მესამე პირის მეტყველება და მისი გამოყენების სფეროები); ნათქვამის გადმოცემის მიხედვით (ირიბი ნათქვამი, პირდაპირი ნათქვამი); მონაწილე პირთა რაოდენობის მიხედვით (მონოლოგი, დიალოგი, პოლილოგი);
ე.გ) მეტყველების ფუნქციური ტიპები (აღწერა, თხრობა, მსჯელობა), მათი სტრუქტურული და სტილური თავისებურებანი;
ე.დ) ტექსტების ფუნქციურ-სტილური ტიპოლოგია (სასაუბრო, სამეცნიერო, ოფიციალურ-საქმიანი, მხატვრული, პუბლიცისტური).
ვ) მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა: მხატვრული ტექსტის ელემენტები: მხატვრული ტექსტის ბგერითი ორგანიზაცია; რითმის სახეები და გარითმვის ხერხები; მხატვრული ნაწარმოების ინტონაციური ანალიზი და გამომსახველობითი კითხვა; ტროპული მეტყველება (ეპითეტი, მეტაფორა, ირონია, გაპიროვნება და სხვა); სტილური და სინტაქსური ფიგურები (განმეორება, პარალელიზმი, ფრაზეოლოგიზმი, დიალექტიზმი, ჟარგონი, ნეოლოგიზმი და სხვა).
ზ) კითხვა: კითხვის სწავლების დაბალანსებული მიდგომა; კითხვის კომპონენტები (ფონოლოგია – ასოსა და ბგერის ურთიერთმიმართება; გაწაფული კითხვა; ლექსიკური მარაგი; წაკითხული ტექსტის გაგება – გააზრება);
თ) წერა: წერა, როგორც გრაფო-მოტორული ჩვევა; წერითი მეტყველება, როგორც კომუნიკაციის განსაკუთრებული ფორმა; პუნქტუაციის წესები; ორთოგრაფიის წესები.
ი) ლიტერატურა: ზღაპარი, ბალადა, ლექსები, თქმულებები, ლეგენდები (ქართული და უცხოური), მითები (ქართული და უცხოური), ბიბლიური მოთხრობები და იგავები; ქართველ/უცხოელ კლასიკოსთა და თანამედროვე მწერალთა ცნობილი საბავშვო პროზაული და პოეტური ნაწარმოებები; ლიტერატურული ზღაპრები; მოთხრობები; კომიქსები; იგავ-არაკები, დიდაქტიკური ხასიათის თხზულებები; ენის გასატეხები, გამოცანები, აფორიზმები, ანდაზები, ლექსები (საბავშვო, ლირიკული და სიუჟეტიანი); გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიები და მოგონებები.
თავი IX. ეთნიკურ უმცირესობათა ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი (I - IV კლასი)
მუხლი 31. დაწყებითი საფეხურის ეთნიკურ უმცირესობათა ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები (I - IV კლასი)
1. მასწავლებელს შეუძლია:
ა) ზეპირმეტყველების მიმართულებით:
ა.ა) სხვათა მეტყველების (მოსაზრების, დამოკიდებულების, ინფორმაციის, მოვლენის შეფასებისა და სხვა სამეტყველო აქტივობის) მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით;
ა.ბ) საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი მოსმენის სტრატეგიების გამოყენება (კითხვის დასმა, მოსმენილის პერიფრაზირება, ჩანიშვნა და ა. შ);
ა.გ) სამეტყველო ქცევის წარმართვა სიტუაციისა და აუდიტორიის გათვალისწინებით. საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი სამეტყველო სტრატეგიების, ვერბალური (ყურადღების მისაპყრობი რიტორიკული შეკითხვები, ჩანართები, დიალოგი) და არავერბალური (მხედველობითი კონტაქტი, ჟესტიკულაცია, ხმის აწევ-დაწევა, საუბრის ტემპის შეცვლა) ხერხების ეფექტიანი გამოყენება;
ა.დ) მართლმეტყველების წესების დაცვა, აზრის ცხადად, ლაკონიურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვა;
ა.ე) ზეპირი გამოსვლის მოსამზადებელი სტრატეგიების გამოყენება (ინფორმაციის შეგროვება, ტექსტის ორგანიზება, ჩანაწერების მომზადება, ტექსტის დამახსოვრება, შესაბამისი თვალსაჩინო მასალის მომზადება, რეპეტიციის გავლა).
ბ) კითხვის მიმართულებით:
ბ.ა) სხვადასხვა ტიპის, სტილისა და ჟანრის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაანალიზება შინაარსობრივი, იდეური, ფუნქციური თვალსაზრისით;
ბ.ბ) ტექსტის ანალიზი სტრუქტურისა და ენობრივ-გამომხატველობითი საშუალებების გათვალისწინებით;
ბ.გ) გამომეტყველებითი კითხვის კულტურის ფლობა.
გ) წერის მიმართულებით:
გ.ა) წერის კალიგრაფიული კულტურის ფლობა;
გ.ბ) მიზნისა და აუდიტორიის შესაბამისი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება წერის პროცესში: დაგეგმვა, კომპოზიციის აგება, საკუთარი ნაწერის გადასინჯვა, რედაქტირება;
გ.გ) სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტის შექმნა მიზნისა და აუდიტორიის შესაბამისი მახასიათებლებისა და ენობრივი ნორმების დაცვით (წერილი, ბარათი, ინსტრუქცია, ინტერვიუ, ნარატიული ტექსტები და სხვ.).
მუხლი 32. სასწავლო პროცესის მართვა
1. სასწავლო პროცესის დაგეგმვის პროცესში მასწავლებელს შეუძლია:
ა) შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა მოსწავლის ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით;
ბ) მოსწავლეებში ისეთი სოციალური უნარების განვითარება, როგორებიცაა: თვითგამოხატვა, საკუთარი და სხვათა ქცევის ობიექტური შეფასება და თანამშრომლობა, გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
გ) მოსწავლეებში მოტორული უნარების (სხეულის ფლობა-კოორდინაციისა და ნატიფი მოტორიკის) განვითარების ხელშეწყობა;
დ) მოსწავლეებში კომუნიკაციური უნარის განვითარება; წერისა და კითხვის უნარების, კითხვისა და წერის სტრატეგიების დაუფლება; ზეპირი მეტყველებისა და მოსმენის უნარების განვითარება;
ე) მოსწავლეებში ზეპირი მეტყველებისას სხვადასხვა ტიპის გამონათქვამის სათანადოდ გამოყენების, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების შესახებ მსჯელობის, მოსმენისა და ანალიზის უნარების განვითარება;
ვ) სამიზნე ენისა და ლიტერატურის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი სავარჯიშოების, აქტივობების და სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების (ჯგუფური, წყვილში, ინდივიდუალური, მთელი კლასის მონაწილეობით) შერჩევა და გამოყენება;
ზ) სამიზნე ენისა და ლიტერატურის მიმართ მოსწავლის ინტერესის, მიდრეკილებებისა და ნიჭის გამოვლენა და სათანადო სტრატეგიების დაგეგმვა მათი განვითარების ხელშესაწყობად.
2. საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას მასწავლებელს შეუძლია:
ა) აქტივობების წარმართვისას მოსწავლის ასაკის თავისებურებების გათვალისწინება, მოსწავლეთათვის ხელშეწყობა ახალი სოციალური როლის მისაღებად, სასკოლო გარემოსა და რეჟიმთან ადაპტაციისთვის;
ბ) სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენება, რომლებიც გამოიწვევენ ინტერესს და დადებითად განაწყობენ მოსწავლეებს გაკვეთილზე განხილული საკითხების/თემების მიმართ;
გ) კითხვის ხუთივე კომპონენტის (ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარების, ანბანური პრინციპის, გაწაფული კითხვის ტექნიკის, ტექსტის გააზრებულად კითხვის სწავლებისა და ლექსიკური მარაგის გამდიდრებისათვის) შესაბამისი აქტივობის შერჩევა, გამოყენება;
დ) კითხვის სხვადასხვა მოდელების გამოყენება (ტექსტის ხმამაღლა წაკითხვა მოსწავლეებისთვის, საზიარო კითხვა, მასწავლებლის მიერ მართული კითხვა, გუნდური კითხვა, განმეორებითი კითხვა, დრამატიზაცია);
ე) წერის სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება (მაგ.: წერა გარკვეული ქარგის გამოყენებით; ლექსიკურ ერთეულებზე დაყრდნობით ტექსტის შედგენა; წერა სტრიქონის გამოტოვებით; წერა მაგიდის ირგვლივ; მარტივი დარგობრივი ტექსტების შედგენა);
ვ) სასწავლო მიზნის მისაღწევად სპეციფიკური ტერმინებისა და დაგეგმილი აქტივობების ინსტრუქციის მკაფიოდ, გასაგები ენით ჩამოყალიბება და მიწოდება მოსწავლეთათვის მათი ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით (ტემპი, რაოდენობა), რათა ხელი შეეწყოს ლექსიკური მარაგის ეტაპობრივ და თანმიმდევრულ გამდიდრებას;
ზ) მოსწავლის არსებული ცოდნის გათვალისწინება და ამ გამოცდილების საფუძველზე ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების თანდათანობით აგება.
3. შეფასების პროცესში მასწავლებელს შეუძლია:
ა) მოსწავლის ნამუშევრის ანალიზის საფუძველზე, ასაკისთვის დამახასიათებელი ტიპური შეცდომების დადგენა და, შესაბამისად, მომავალი სამუშაოს დაგეგმვა, მათი გამოსწორების მიზნით;
ბ) განმავითარებელი შეფასების საშუალებების გამოყენება მოსწავლეთა სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად;
გ) ობიექტური შეფასების მეშვეობით მოსწავლისთვის საკუთარი შეცდომის აღმოჩენის უნარის, შეცდომის გააზრებისა და კორექტირების ჩვევის ჩამოყალიბება;
დ) შეფასების მეშვეობით მოსწავლისთვის წარმატების გრძნობის გაღვივება, ობიექტური თვითშეფასების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
ე) გარკვეული სასწავლო ეტაპის შეფასებისას თითოეული მოსწავლის დახასიათების დაწერა; კორექტული, სამართლიანი კომენტარებისა და რეკომენდაციების გამოყენება;
ვ) მრავალჯერადი შეფასების შედეგების გაანალიზების საფუძველზე მოსწავლის პროგრესის/რეგრესის გამომწვევი მიზეზების (სუბიექტური, ობიექტური) დადგენა და შემდგომი სასწავლო პროცესის დაგეგმვისას მათი გათვალისწინება.
თავი X. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი მათემატიკაში (I-IV კლასები)
მუხლი 33. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები მათემატიკაში
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს აქვს შემდეგი უნარ-ჩვევები მათემატიკაში:
ა) მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები:რიცხვების სათანადოდ გამოყენება სხვადასხვა ასპექტში (რიცხვი, როგორც რიგის, რაოდენობის, ინდექსის და ა.შ მაჩვენებელი). რიცხვით სიმრავლეებს შორის კავშირების გამოსახვა სხვადასხვა ხერხით. რიცხვების ჩაწერა-წაკითხვა რიცხვთა სხვადასხვა სისტემაში;
ა.ბ) რიცხვების კლასიფიკაცია;
ა.გ) რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება. რიცხვებზე მოქმედებების თვისებებისა და მათ შორის კავშირების დასაბუთება და გამოყენება. რაოდენობების შეფასებისა და შედარების სხვადასხვა ხერხის გამოყენება. რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასება სხვადასხვა ხერხით;
ა.დ) სიდიდის ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება და მათი გამოყენება.
ბ) მიმართულება: კანონზომიერებები და ალგებრა
ბ.ა) ალგებრული გამოსახულების გარდაქმნა;
ბ.ბ) ალგებრული გამოსახულების მნიშვნელობის გამოთვლა ასოების მითითებული მნიშვნელობისათვის;
ბ. გ) წრფივი განტოლების ამოხსნა და მისი გამოყენება. სიმრავლეებზე ოპერაციების შესრულება.
გ) მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა
გ.ა) ძირითადი გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და კლასიფიცირება. გეომეტრიულ ფიგურათა წარმოდგენისა და მათ შესახებ დებულებათა ფორმულირება;
გ.ბ) ფიგურებისა და მათი ელემენტების ზომების დადგენა და შეფასება სხვადასხვა ხერხით და მათი გამოყენება; გეომეტრიული გარდაქმნების თვისებების გამოყენება;
გ.გ) სივრცით ფიგურასა და შლილებს შორის შესაბამისობის დადგენა.
დ) მიმართულება: მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა:
დ.ა) მონაცემთა მოპოვების ხერხების სათანადოდ შერჩევა და მათი გამოყენება;
მონაცემთა მოწესრიგებისა და წარმოდგენის ხერხების გამოყენება და ინტერპრეტირება;
დ.ბ) მონაცემთა ანალიზი რიცხვითი და გრაფიკული მეთოდების გამოყენებით; შედეგების ინტერპრეტირება და დასკვნების ჩამოყალიბება.
მუხლი 34. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა მათემატიკაში
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა იცის მათემატიკაში:
ა) მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები
ა.ა) ნატურალური რიცხვები. მარტივი და შედგენილი რიცხვები. გამყოფი და ჯერადი.
რიცხვის რაობა (როგორც რაოდენობის აღმნიშვნელი); რიცხვის ჩაწერა ციფრებით, სიტყვებით, რიცხვის ჩაწერის რომაული სისტემა; არითმეტიკული მოქმედებები ნატურალურ რიცხვებზე, ნატურალური რიცხვის დაშლა მარტივ მამრავლებად; დაშლის ერთადერთობა (არითმეტიკის ძირითადი თეორემა), რამდენიმე ნატურალური რიცხვის უდიდესი საერთო გამყოფისა და უმცირესი საერთო ჯერადის პოვნა; გაყოფადობის ნიშნები და მათი კავშირი ათობით პოზიციურ სისტემასთან, ნაშთი;
ა.ბ) მთელი და რაციონალური რიცხვები: დადებითი და უარყოფითი რიცხვები, რაციონალური რიცხვების წარმოდგენა წილადებისა და ათწილადების სახით. რაციონალური რიცხვების შედარება და არითმეტიკული მოქმედებები რაციონალურ რიცხვებზე. რიცხვითი გამოსახულებები, მოქმედებათა თანმიმდევრობა რიცხვით გამოსახულებებში, არითმეტიკულ მოქმედებათა თვისებები, რიცხვითი უტოლობები და მათი თვისებები, რიცხვის ჩაწერის ათობითი პოზიციური სისტემა;
ა.გ) რიცხვთა ღერძი. რიცხვითი შუალედები: წერტილის კოორდინატი რიცხვთა ღერძზე, რაციონალური რიცხვის შესაბამისი წერტილის გამოსახვა რიცხვთა ღერძზე;
ა.დ) პროპორცია: პროპორციულობა, პროპორციის თვისებები, პროპორციის უცნობი წევრის პოვნა, რიცხვის დაყოფა მოცემული შეფარდებით, პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება სიდიდეებს შორის;
ა.ე) რიცხვის ნაწილი, პროცენტი, რიცხვის ნაწილის პოვნა, რიცხვის პოვნა მისი პროცენტით/ნაწილით, რიცხვის ნაწილის ჩაწერა პროცენტის სახით;
ა.ვ) ხარისხი: რიცხვის ნატურალური ხარისხი;
ა.ზ) სიდიდის ზომის ერთეულები: მასის, დროის, სიჩქარის ერთეულები და კავშირები მათ ერთეულებს შორის.
ბ) მიმართულება: კანონზომიერებები და ალგებრა:
ბ.ა) სიმრავლე, სიმრავლეებს შორის მიმართებები, მოქმედებები სასრულ სიმრავლეებზე:
სიმრავლე, ქვესიმრავლე, ცარიელი სიმრავლე. მოქმედებები სიმრავლეებზე: სიმრავლეთა გაერთიანება, თანაკვეთა, სხვაობა;
ბ.ბ) ალგებრული გამოსახულება: მოქმედებები გამოსახულებებზე, გამოსახულების გარდაქმნა, ალგებრული გამოსახულების მნიშვნელობის გამოთვლა ასოების მითითებული მნიშვნელობისათვის;
ბ.გ) განტოლება: განტოლება და მისი ამონახსნი; წრფივი განტოლების ამოხსნა; ტოლფასი განტოლებები; ამოცანების ამოხსნა განტოლების გამოყენებით.
გ) მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა
გ.ა) ძირითადი გეომეტრიული ობიექტები და ცნებები: (პლანიმეტრია), წერტილი, წრფე. სხივი, მონაკვეთი, ტეხილი, მანძილი ორ წერტილს შორის. მონაკვეთის სიგრძე, მანძილის თვისება. ტეხილის სიგრძე. კუთხე, კუთხის გრადუსული ზომა, მართი, მახვილი, ბლაგვი და გაშლილი კუთხეები;
გ.ბ) წრფეების ურთიერთგანლაგება: წრფეთა თანაკვეთა, პარალელობა, მართობულობა;
გ.გ) მრავალკუთხედი: გვერდი, წვერო, კუთხე, დიაგონალი, პერიმეტრი;
გ.დ) გეომეტრიული გარდაქმნები სიბრტყეზე: ფიგურათა ტოლობა, ღერძული და ცენტრული სიმეტრიები;
გ.ე) სამკუთხედი: სამკუთხედის გვერდი, კუთხე, წვერო, მედიანა, ბისექტრისა, სიმაღლე და მათი თვისებები; სამკუთხედები: მართკუთხა, მახვილკუთხა, ბლაგვკუთხა, ტოლფერდა, ტოლგვერდა და მათი თვისებები, სამკუთხედის კუთხეების ჯამი, სამკუთხედის უტოლობა;
გ.ვ) პარალელოგრამი: პარალელოგრამის გვერდების, კუთხეებისა და დიაგონალების თვისებები, პარალელოგრამობის ნიშნები, რომბის დიაგონალების თვისებები, მართკუთხედის დიაგონალების ტოლობა, მართკუთხედის სიმეტრიის ღერძები, კვადრატი და მისი თვისებები;
გ.ზ) ტრაპეცია: ტრაპეციის ელემენტები: ფუძე, ფერდი, სიმაღლე;
გ.თ) ბრტყელი ფიგურის ფართობი: ტოლი ფიგურების ფართობების ტოლობა, ბრტყელი ფიგურის ფართობის კავშირი მისი შემადგენელი ნაწილების ფართობებთან, კვადრატის, მართკუთხედის, სამკუთხედის ფართობი;
გ.ი) წრეწირი და წრე: ცენტრი, რადიუსი, დიამეტრი, ქორდა, რკალი, სექტორი;
გ.კ) მართკუთხა კოორდინატთა სისტემა სიბრტყეზე: წერტილის კოორდინატები, რიცხვთა წყვილის შესაბამისი წერტილის გამოსახვა საკოორდინატო სიბრტყეზე;
გ.ლ) მრავალწახნაგა: მრავალწახნაგას შემადგენელი ელემენტები: წვერო, წიბო, წახნაგი. კავშირი მრავალწახნაგას შემადგენელი ნაწილების რაოდენობებს შორის; კუბის, მართკუთხა პარალელეპიპედის, მართი პრიზმის, პირამიდის, ცილინდრის და კონუსის შლილები;
გ.მ) ზომის ერთეულები: სიგრძის, ფართობის, მოცულობის ერთეულები და კავშირები მათ შორის;
დ) მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა:მონაცემთა წარმოდგენა: სია, ცხრილი, პიქტოგრამა, დიაგრამა: წერტილოვანი, ხაზოვანი, სვეტოვანი, წრიული. მონაცემთა მახასიათებლები: საშუალო.
თავი XI. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასი)
მუხლი 35. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები ბუნებისმეტყველებაში
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს ბუნებისმეტყველებაში შეუძლია:
ა) მოვლენის აღწერა და ზოგადი დახასიათება;
ბ) მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების წარმოჩენა;
გ) კვლევის მიზნის, ამოცანების და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა; კვლევის მეთოდების შერჩევა; შედეგების ანალიზი, ინტერპრეტაცია და შეფასება;
დ) ობიექტის ან მოვლენის შესასწავლად სხვადასხვა წყაროდან/საშუალებით (მაგ., უშუალო დაკვირვება, ექსპერიმენტი ან საინფორმაციო წყაროებიდან) მონაცემების მოპოვება;
ე) მონაცემთა კლასიფიკაცია სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით და მათი გრაფიკების, დიაგრამების, ცხრილების და ა.შ. სახით წარმოდგენა;
ვ) მარტივი სტრუქტურების და პროცესების მოდელირება, მოდელების გამოყენება სწავლების პროცესში;
ზ) პრაქტიკულ სამუშაოებთან (ორგანიზმებთან, ნივთიერებებთან ან ფიზიკურ მოვლენებთან) დაკავშირებული რისკფაქტორების განსაზღვრა და მათი პრევენცია;
თ) საბუნებისმეტყველო სფეროში დაგროვილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება;
ი) მეცნიერული აღმოჩენების შედეგების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათი დადებითი და უარყოფითი გავლენის შეფასება;
კ) ეკოლოგიური პრობლემების მდგრადი განვითარების ჭრილში განხილვა;
ლ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სხვა სასწავლო დისციპლინებთან დაკავშირება;
მეცნიერული ტერმინოლოგიის ადეკვატური გამოყენება წერითი და ზეპირი მეტყველების დროს;
მ) ძირითადი ფიზიკური სიდიდეების და მათი საზომი ერთეულების გამოყენება;
ნ) სათანადო მათემატიკური ოპერაციების გამოყენება (მაგ., რაოდენობრივი მონაცემების აღრიცხვა, ანგარიში, მათი ორგანიზება და სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენა).
მუხლი 36. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ბუნებისმეტყველებაში
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა ბუნებისმეტყველებაში იცის:
ა.) სიცოცხლის ნიშნები:
ა.ა) კვება, სუნთქვა, ზრდა, მოძრაობა, გამრავლება, გამოყოფა, გაღიზიანებადობა. ამ პროცესების ზოგადი დახასიათება და მნიშვნელობა ორგანიზმებისათვის.
ბ) მცენარეები:
ბ.ა) მცენარეთა მრავალფეროვნება. ყვავილოვან მცენარეთა აგებულება, მათი დანიშნულება და სახეცვლილებები. მცენარეთა გამრავლება და თესლის გავრცელება.
გ) ცხოველები:
გ.ა) უხერხემლო და ხერხემლიანი ცხოველების მრავალფეროვნება და ცხოვრების ნირი. სასიცოცხლო ციკლის სტადიები მწერებში, თევზებსა და ამფიბიებში.
დ) ადამიანი:
დ.ა) აგებულება, სასიცოცხლო საჭიროებები, პირადი ჰიგიენა.
ე) ორგანიზმთა შეგუება გარემოსთან:
ე.ა) სტრუქტურული და ქცევითი შეგუების სახეები და მათი მნიშვნელობა. გადაშენებული ორგანიზმები, ორგანიზმთა გადაშენების მიზეზები.
ვ) კვებითი კავშირები:კვებითი ჯაჭვები.
ზ) მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტები და მათი ნაწილები:დედამიწის ფორმა და სიდიდე, ხმელეთი და წყალი (კონტინენტები და ოკეანეები); რელიეფის მნიშვნელოვანი ფორმები (მთა, მთათა სისტემა, ქედი, ზეგანი, ბორცვი, ვაკე, დაბლობი, ქვაბული და სხვა). ჰიდროსფეროს შემადგენელი ნაწილები (ოკეანე, ზღვა, ტბა, მდინარე და სხვა). გეოგრაფიული ობიექტების მახასიათებლები (ფორმა, სიმაღლე, სიღრმე, ჩქარი, მდორე, ციცაბო, დამრეცი და სხვ.), ნიადაგი და მისი თვისებები (ფერი, მექანიკური შედგენილობა, ჰუმუსი, რეაქცია); დასახლებული პუნქტები (ქალაქი, დაბა, სოფელი). მსოფლიოსა და საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების ნომენკლატურა.
თ) ბუნებრივი რესურსები:ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება.
ი) ბუნებრივი მოვლენები, გარემოს ცვლილება:
ი.ა) ეროზია და გამოფიტვა; სტიქიური მოვლენები (ვულკანი, მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი და სხვა);
ი.ბ) ბუნებრივი და ხელოვნური გარემო.
კ) სივრცეში ორიენტირება: გლობუსი, ადგილის გეგმა, რუკა (სასწავლო რუკები, ატლასი); რუკის ლეგენდა (გამოყენებული სიმბოლოები, პირობითი ნიშნები), ჰორიზონტის მხარეები; ადგილის გაგნება, კომპასი, მასშტაბი. ძველი ხალხების წარმოდგენები დედამიწის შესახებ; დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენათა მნიშვნელობა და შედეგები.
ლ) პერიოდული მოვლენები და ამინდი:დედამიწის ბრუნვა საკუთარი ღერძისა და მზის გარშემო. დღე-ღამე; წელიწადის დროები; ამინდი და მისი კომპონენტები (ჰაერის ტემპერატურა, ნალექების რაოდენობა, ქარის მიმართულება და სიჩქარე, ჰაერის ტენიანობა, ატმოსფერული წნევა) ამინდის პროგნოზი მეტეოროლოგიური დაკვირვების ხელსაწყოები (თერმომეტრი, ბარომეტრი, ანემომეტრი ნალექების რაოდენობის მზომი, ფარდობითი ტენიანობის მზომი).
მ) კოსმოსური სხეულები და ასტრონომიული მოვლენები: მზის სისტემა, პლანეტები და მათი თანამგზავრები, ვარსკვლავები, კოსმოსის შესწავლის ისტორია და ტექნიკის განვითარება.
ნ) ძირითადი ფიზიკური სიდიდეები:დრო, სიგრძე, ფართობი, მოცულობა, მასა, სიმკვრივე, ტემპერატურა, მათი საზომი ერთეულები, ფიზიკური სიდიდეების გაზომვა და მათი გამოყენება.
ო) ენერგია:სითბოს და სინათლის ბუნებრივი და ხელოვნური წყაროები.
პ) ნივთიერება, აგრეგატული მდგომარეობები, სითბური მოვლენები ნივთიერებათა ფიზიკური თვისებები (მაგ., ფერი, სუნი, გემო). წყლის აგრეგატული მდგომარეობები, გადასვლა ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში: გამყარება-დნობა; აორთქლება-კონდენსაცია.
ჟ) მასალები და მათი თვისებები:ბუნებრივი და ხელოვნური მასალები; ფართოდ გამოყენებული მასალების თვისებები (ფერი, თბოგამტარობა, დრეკადობა, გამჭვირვალობა და სხვ.), მათი გამოყენება. თბოგამტარები და თბოიზოლატორები.
რ) სხეულთა მოძრაობა და ურთიერთქმედება:
რ.ა) სხეულის მოძრაობაზე მოქმედი ფაქტორები (ფორმა, ზომა, მასა, ზედაპირის თავისებურება და ა.შ) მოძრაობის სახეები (წრფივი, მრუდწირული, რხევითი, ბრუნვითი). ტრაექტორია და გადაადგილება; წრფივი თანაბარი მოძრაობის სიჩქარე და მისი გამოთვლა; მსოფლიო მიზიდულობის მოვლენა; სიმძიმის ცენტრი, წონასწორობა და მისი სახეები. მარტივი მექანიზმების (ბერკეტი, პინებიანი სასწორი) მოქმედების პრინციპები; სხეულთა ურთიერთქმედება და ძალა.
ს) მექანიკური რხევები და ტალღები:ბგერა, ბგერის წყაროები, ბგერის წარმოქმნა, გავრცელება და აღქმა; ბგერითი სიგნალების გადაცემა და მიღება ორგანიზმების მიერ. სმენის ორგანოები; ექოს წარმოქმნა. ხმამაღლობა.
ტ) მაგნიტი: მაგნიტი, მაგნიტური პოლუსები, მაგნიტების ურთიერთქმედება და გამოყენება.
უ) გარემოს დაცვა:მდგრადი განვითარების პრინციპები (გარემოს დაცვა და რაციონალური ბუნებათსარგებლობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, საზოგადოების ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად, მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით); ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე (დადებითი და უარყოფითი შედეგები); დაცული ტერიტორიები და მათი შექმნის აუცილებლობა; ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენება (ხეების ჭრა, აკრძალული ხერხებით თევზაობა, ნადირობა).
ფ) ჯანმრთელობა, პირადი ჰიგიენა, უსაფრთხოება: ცხოვრების წესი (კვება, დასვენება, სპორტი, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის წესების დაცვა). ჯანმრთელობისათვის საზიანო ფაქტორები და მათგან დაცვის წესები, შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები. მავნე ჩვევების (ნიკოტინის, ნარკოტოკის, ალკოჰოლის მოხმარება) გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. უსაფრთხო ქცევის წესები (სახლში, ქუჩაში, სკოლაში, ლაშქრობაზე), გადაუდებელი დახმარების ორგანიზაციები და მათთან დაკავშირების საშუალებები.
მუხლი 37. სწავლების მეთოდები
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ფლობს სწავლების მეთოდებს და შეუძლია:
ა) შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა მოსწავლის ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით:
ა.ა) ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით მოსწავლეებში ისეთი შემეცნებითი უნარების განვითარება, როგორებიცაა: დაკვირვება, სივრცითი და დროითი მიმართებების დაუფლება, რაოდენობრივი კავშირების აღქმა, თვალსაჩინო ხატოვანი და ცნებით-ლოგიკური აზროვნება, ყურადღებისა და მეხსიერების ნებისმიერი მართვა, რაოდენობრივი კავშირების აღქმა, ფანტაზია, შემოქმედებითობა, რეფლექსია;
ა.ბ) მოსწავლეებში ისეთი სოციალური უნარების განვითარება, როგორებიცაა: თვითგამოხატვა, საკუთარი და სხვათა ქცევის ობიექტური შეფასება და თანამშრომლობა, გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
ა.გ) მოსწავლეებში მოტორული უნარების (სხეულის ფლობა-კოორდინაციისა და ნატიფი მოტორიკის), თვითმოვლის ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
ა.დ) მოსწავლეებში კომუნიკაციური უნარების განვითარება; წერისა და კითხვის უნარების, კითხვისა და წერის სტრატეგიების დაუფლება; ზეპირი მეტყველებისა და მოსმენის უნარის განვითარება;
ა.ე) მოსწავლეებში გარემოზე დაკვირვების, ბუნებრივი მოვლენების ამოცნობისა და აღწერის, ობიექტთა კლასიფიკაციის, მონაცემთა შეგროვების, საკვლევ ობიექტთან დაკავშირებით შეკითხვების დასმის, რაოდენობრივ მონაცემთა აღრიცხვისა და ორგანიზების, გარემოზე ზრუნვის უნარების გასავითარებლად სწავლების შესაბამისი მეთოდების/სტრატეგიების შერჩევა;
ა.ვ) მოსწავლეებში ზეპირი მეტყველებისას სხვადასხვა ტიპის გამონათქვამის სათანადოდ გამოყენების, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების შესახებ მსჯელობის, მოსმენისა და ანალიზის უნარის განვითარება;
ა.ზ) აქტივობების ისე შერჩევა, რომ მოსწავლემ შეძლოს ცნებებისა და მიმართებების ათვისება მანიპულირების საშუალებით (ფიგურების და ობიექტების ზომების, აგრეთვე მათ შორის მანძილების გასაზომად გზების, მეთოდების პოვნა და გამოყენება; ამოცანის შინაარსის აღქმა, ამოცანის მონაცემებისა და საძიებელი სიდიდეების გააზრება, კეთებით სწავლა, ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება, პრობლემის გადაჭრა, კანონზომიერებების დადგენა);
ა.თ) სასწავლო გარემოს იმგვარად მოწყობა და რესურსების ისე შერჩევა, რაც გააადვილებს სასწავლო მასალის აღქმას, გაააქტიურებს მოსწავლეთა ყურადღებას და აღუძრავს მათ სწავლის სურვილს;
ა.ი) ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი სავარჯიშოების, აქტივობების და სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების (ჯგუფური, წყვილური, ინდივიდუალური, მთელი კლასის მონაწილეობით) შერჩევა და გამოყენება;
ა.კ) ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ მოსწავლის ინტერესის, მიდრეკილებებისა და ნიჭის გამოვლენა და სათანადო სტრატეგიების დაგეგმვა მათი განვითარების ხელშესაწყობად.
ბ) შედეგსა და მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვა მოსწავლის ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური თავისებურებების გათვალისწინებით:
ბ.ა) აქტივობების წარმართვისას მოსწავლის ასაკის თავისებურებების გათვალისწინება, მოსწავლეთათვის ხელშეწყობა ახალი სოციალური როლის მისაღებად, სასკოლო გარემოსა და რეჟიმთან ადაპტაციისთვის;
ბ.ბ) გაკვეთილზე ისეთი პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც მოსწავლეთა შორის, ასევე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების განვითარებას, თანამშრომლობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, გარემოსდაცვითი ცნობიერების განვითარებას და ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბებას;
ბ.გ) სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენება, რომლებიც გამოიწვევენ ინტერესს და დადებითად განაწყობენ მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე განხილული საკითხების/თემების მიმართ;
ბ.დ) კითხვის ხუთივე კომპონენტის (ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარების, ანბანური პრინციპის, გაწაფული კითხვის ტექნიკის, ტექსტის გააზრებულად კითხვის სწავლებისა და ლექსიკური მარაგის გამდიდრებისათვის) შესაბამისი აქტივობის შერჩევა, გამოყენება;
ბ.ე) კითხვის სხვადასხვა მოდელის გამოყენება (ტექსტის ხმამაღლა წაკითხვა მოსწავლეებისთვის, საზიარო კითხვა, მასწავლებლის მიერ მართული კითხვა, გუნდური კითხვა, განმეორებითი კითხვა, დრამატიზაცია);
ბ.ვ) წერის სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება (მაგ.: წერა გარკვეული ქარგის გამოყენებით; ლექსიკურ ერთეულებზე დაყრდნობით ტექსტის შედგენა; წერა სტრიქონის გამოტოვებით; წერა მაგიდის ირგვლივ; პირამიდული წერა; „წერა ფანტაზია“; წერა – როლი, აუდიტორია, ფორმა, თემა, მარტივი დარგობრივი ტექსტების შედგენა);
ბ.ზ) საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას მოსწავლის ასაკის თავისებურებების გათვალისწინებით ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მოსწავლეს მისცემს თვითგამოხატვისა და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას, ასევე ხელს შეუწყობს სასწავლო მოტივაციის ფორმირებას;
ბ.თ) საგაკვეთილო პროცესის იმგავარად წარმართვა, რომ ხელი შეეწყოს მოსწავლეებში უსაფრთხოების წესების დაცვის ჩვევების გამომუშავებას;
ბ.ი) სხვადასხვა აქტივობის დროს ისეთი გარემოს შექმნა, რომლის დროსაც მასწავლებელი მოსწავლეთათვის მისაბაძი მაგალითია გარემოზე ზრუნვის, ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის ჩვევების გამომუშავებისათვის;
ბ.კ) გაკვეთილის წარმართვისას მოსწავლეების ოჯახური, სოციალური, ფიზიკური და კულტურული განსხვავებულობის გათვალისწინება და კორექტულად მოქმედება;
ბ.ლ) სასწავლო მიზნის მისაღწევად ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სპეციფიკური ტერმინებისა და დაგეგმილი აქტივობების ინსტრუქციის მკაფიოდ, გასაგები ენით ჩამოყალიბება და მიწოდება მოსწავლეთათვის მათი ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით (ტემპი, რაოდენობა), რათა ხელი შეეწყოს ლექსიკური მარაგის ეტაპობრივ და თანმიმდევრულ გამდიდრებას;
ბ.მ) აქტივობის მიმდინარეობის ეტაპების გამოყოფა და განხორციელების მონიტორინგი, რათა მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს თანმიმდევრულად, ლოგიკურად, გეგმის მიხედვით მოქმედების და საქმის ბოლომდე მიყვანის ჩვევა;
ბ.ნ) მოსწავლეებში დაგეგმვისა და თანამშრომლობის უნარის განვითარება შესაბამისი ამოცანების დასახვით, გააზრებითა და სირთულეების/პრობლემების გადაჭრის გზების ერთობლივი ძიებით;
ბ.ო) აქტივობების წარმართვისას მოსწავლეთა ასაკის თავისებურებების გათვალისწინება, ხელშეწყობა მოსწავლეებში რეფლექსიის უნარის განვითარებისთვის;
ბ.პ) მოსწავლის არსებული ცოდნის გათვალისწინება და მისთვის ხელშეწყობა ამ გამოცდილების საფუძველზე ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების თანდათანობით აგებაში;
გ) სასწავლო მიზნებისა და სწავლების სტრატეგიების გათვალისწინებით შეფასების შესაბამისი მეთოდების შერჩევა და კრიტერიუმების შემუშავება შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული საწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად:
გ.ა) მოსწავლის ნამუშევრის ანალიზის საფუძველზე ასაკისთვის დამახასიათებელი ტიპური შეცდომების დადგენა და, შესაბამისად, მომავალი სამუშაოს დაგეგმვა მათი გამოსწორების მიზნით;
გ.ბ) განმავითარებელი შეფასების საშუალებების გამოყენება მოსწავლეთა სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად;
გ.გ) ობიექტური შეფასების მეშვეობით მოსწავლისთვის საკუთარი შეცდომის აღმოჩენის უნარის, შეცდომის გააზრებისა და კორექტირების ჩვევის ჩამოყალიბება;
გ.დ) შეფასების მეშვეობით მოსწავლისთვის წარმატების გრძნობის გაღვივება, ობიექტური თვითშეფასების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
გ.ე) გარკვეული სასწავლო ეტაპის შეფასებისას თითოეული მოსწავლის დახასიათების დაწერა, კორექტული, სამართლიანი კომენტარებისა და რეკომენდაციების გამოყენება;
გ.ვ) მრავალჯერადი შეფასების შედეგების გაანალიზების საფუძველზე მოსწავლის პროგრესის/რეგრესის გამომწვევი მიზეზების (სუბიექტური, ობიექტური) დადგენა და შემდგომი სასწავლო პროცესის დაგეგმვისას მათი გათვალისწინება;
გ.ზ) დაკვირვების საფუძველზე ისეთი შემთხვევების განსაზღვრა, როდესაც პრობლემის გადაჭრის მიზნით საჭიროა სპეციალისტის ჩართვა (მაგ., სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის, ლოგოპედის, სპეციალური მასწავლებლის, მანდატურის).
თავი XII. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I - VI კლასი)
მუხლი 38. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში
1. მიმართულება – ზეპირმეტყველება
ა) სხვათა მეტყველების (მოსაზრების, დამოკიდებულების, ინფორმაციის, მოვლენის შეფასებისა და სხვა სამეტყველო აქტივობის) მოსმენა და შეფასება, საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით;
ბ) საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი მოსმენის სტრატეგიების გამოყენება (კითხვის დასმა, მოსმენილის პერიფრაზირება, ჩანიშვნა და ა. შ.);
გ) სამეტყველო ქცევის წარმართვა სიტუაციისა და აუდიტორიის გათვალისწინებით; საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი სამეტყველო სტრატეგიების, ვერბალური (ყურადღების მისაპყრობი რიტორიკული შეკითხვები, ჩანართები, დიალოგი) და არავერბალური (მხედველობითი კონტაქტი, ჟესტიკულაცია, ხმის აწევ-დაწევა, საუბრის ტემპის შეცვლა) ხერხების ეფექტური გამოყენება;
დ) მართლმეტყველების წესების დაცვა, აზრის ცხადად, ლაკონიურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვა;
ე) ზეპირი გამოსვლის მოსამზადებელი სტრატეგიების გამოყენება (ინფორმაციის შეგროვება, ტექსტის ორგანიზება, ჩანაწერების მომზადება, ტექსტის დამახსოვრება, შესაბამისი თვალსაჩინო მასალის მომზადება).
2. მიმართულება – კითხვა:
ა) სხვადასხვა ტიპის, სტილისა და ჟანრის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაანალიზება შინაარსობრივი, იდეური, ფუნქციური თვალსაზრისით;
ბ) ტექსტის ანალიზი სტრუქტურისა და ენობრივ-გამომხატველობითი საშუალებების გათვალისწინებით;
გ) გამომსახველობითი კითხვის კულტურა.
3. მიმართულება – წერა:
ა) წერის კალიგრაფიული კულტურა;
ბ) მიზნისა და აუდიტორიის შესაბამისი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება წერის პროცესში: დაგეგმვა, კომპოზიციის აგება, საკუთარი ნაწერის გადასინჯვა, რედაქტირება და კორექტირება;
გ) სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტის შექმნა მიზნისა და აუდიტორიის შესაბამისი მახასიათებლებისა და ენობრივი ნორმების დაცვით (წერილი, ბარათი, ინსტრუქცია, ინტერვიუ, ადმინისტრაციული ტექსტები, დარგობრივი ტექსტები და სხვა).
მუხლი 39. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში იცის:
ა) ზოგადი ცნობები ენისა და დამწერლობის შესახებ: ენის რაობა და ფუნქციები; ქართული დამწერლობის წარმოშობა; ქართული დამწერლობის სახეები და განვითარების საფეხურები; ენისა და მეტყველების ურთიერთმიმართება.
ბ) ფონეტიკა-ფონოლოგიის საკითხები: ბგერათა დახასიათება წარმოთქმის ადგილისა და რაგვარობის მიხედვით; თანხმოვანთა და ხმოვანთა სისტემები; ძირითადი ფონეტიკური პროცესები: ასიმილაცია, დისიმილაცია, მეტათეზისი, ბგერის დაკარგვა და სხვა; ინტონაცია და მისი ძირითადი ელემენტები: ლოგიკური მახვილი, მეტყველების ტემპი, ხმის ტემბრი; პაუზა და მისი აზრობრივი დატვირთვა; ორთოეპიის საკითხები (მართლმეტყველება); ღია და დახურული მარცვალი, გადატანის წესები.
გ) გრამატიკა:
გ.ა) მორფოლოგია: ფონემა და მორფემა; ძირი და ფუძე; მეტყველების ნაწილები; გრამატიკული კატეგორიები: ბრუნება, რიცხვი, პირი, უღლება, გვარი, ასპექტი, ქცევა;
გ.ბ) სინტაქსი: წინადადება, წინადადების წევრები, წინადადების სახეები შინაარსისა და აგებულების მიხედვით.
დ) ლექსიკოლოგია:სინონიმები, ომონიმები, ანტონიმები, დიალექტიზმები, ჟარგონი, არქაიზმები, ნეოლოგიზმები, პროფესიული ლექსიკა; სიტყვათა სესხება; სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ხმარება; სიტყვის კონტექსტური მნიშვნელობა; ფრაზეოლოგიზმები და მყარი შესიტყვებები; ბარბარიზმები.
ე) ენისა და ტექსტის ურთიერთმიმართება:
ე.ა) ტექსტისა და მისი კომპონენტების ორგანიზება (თავი, როგორც ტექსტის სტრუქტურული ნაწილი; აბზაცი, როგორც ტექსტის კომპოზიციური ერთეული); ტექსტის შემადგენელი კომპონენტების ურთიერთდაკავშირების საშუალებები (კავშირები, ნაცვალსახელები, ზმნიზედები, ლექსიკური განმეორება, სინონიმური ჩანაცვლება, ზმნა-შემასმენელთა ურთიერთმიმართება დროის, კილოსა და ასპექტის მიხედვით);
ე.ბ) მეტყველების ტიპების კლასიფიკაცია: პირების მიხედვით (პირველი, მეორე, მესამე პირის მეტყველება და მისი გამოყენების სფეროები); ნათქვამის გადმოცემის მიხედვით (ირიბი ნათქვამი, პირდაპირი ნათქვამი); მონაწილე პირთა რაოდენობის მიხედვით (მონოლოგი, დიალოგი, პოლილოგი);
ე.გ) მეტყველების ფუნქციური ტიპები (აღწერა, თხრობა, მსჯელობა), მათი სტრუქტურული და სტილური თავისებურებანი;
ე.დ) ტექსტების ფუნქციურ-სტილური ტიპოლოგია (სასაუბრო, სამეცნიერო, ოფიციალურ-საქმიანი, მხატვრული, პუბლიცისტური).
ვ) მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა: მხატვრული ტექსტის ელემენტები: მხატვრული ტექსტის ბგერითი ორგანიზაცია; რითმის სახეები და გარითმვის ხერხები; მხატვრული ნაწარმოების ინტონაციური ანალიზი და გამომსახველობითი კითხვა; ტროპული მეტყველება (ეპითეტი, მეტაფორა, ირონია, გაპიროვნება); სტილური და სინტაქსური ფიგურები (განმეორება, პარალელიზმი, ფრაზეოლოგიზმები, დიალექტიზმი, ჟარგონი, ნეოლოგიზმი და სხვ.).
ზ) კითხვა: კითხვის სწავლების დაბალანსებული მიდგომა. კითხვის კომპონენტები (ფონოლოგია – ასოსა და ბგერის ურთიერთმიმართება; გაწაფული კითხვა; ლექსიკური მარაგი; წაკითხული ტექსტის გაგება – გააზრება).
თ) წერა:წერა, როგორც გრაფო-მოტორული ჩვევა; წერითი მეტყველება, როგორც კომუნიკაციის განსაკუთრებული ფორმა; პუნქტუაციის წესები; ორთოგრაფიის წესები.
ი) ლიტერატურა: ზღაპარი, ბალადა, ლექსები, თქმულებები, ლეგენდები (ქართული და უცხოური), მითები (ქართული და უცხოური), ბიბლიური მოთხრობები და იგავები; ქართველ/უცხოელ კლასიკოსთა და თანამედროვე მწერალთა ცნობილი საბავშვო პროზაული და პოეტური ნაწარმოებები; ლიტერატურული ზღაპრები; მოთხრობები; კომიქსები; იგავ-არაკები, დიდაქტიკური ხასიათის თხზულებები; ენის გასატეხები, გამოცანები, აფორიზმები, ანდაზები, ლექსები (საბავშვო, ლირიკული და სიუჟეტიანი); გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიები და მოგონებები.
მუხლი 40. სწავლების მეთოდები
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ქართულ ენასა და ლიტერატურაში ფლობს საგნის სწავლების მეთოდებს და შეუძლია:
ა) შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა მოსწავლის ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით:
ა.ა) ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით მოსწავლეებში ისეთი შემეცნებითი უნარების განვითარება, როგორებიცაა: დაკვირვება, სივრცითი და დროითი მიმართებების დამყარება, თვალსაჩინო ხატოვანი და ცნებით-ლოგიკური აზროვნება, ყურადღებისა და მეხსიერების ნებისმიერი მართვა, ფანტაზია, შემოქმედებითობა, რეფლექსია;
ა.ბ) საგაკვეთილო მიზნად ისეთი სოციალურ-კომუნიკაციური უნარების განვითარების დასახვა, როგორებიცაა: მოსმენა, ზეპირი და წერითი მეტყველება, საკუთარი და სხვათა ქცევის ობიექტური შეფასება, თვითშეფასება, ურთიერთშეფასება, თანამშრომლობა და სხვა;
ა.გ) საგაკვეთილო მიზნად მოსწავლეების მიერ წერისა და კითხვის უნარების განვითარების, კითხვისა და წერის სტრატეგიების დაუფლების დასახვა;
ა.დ) საგაკვეთილო მიზნად მოსწავლეებში მოტორული უნარების (სხეულის ფლობა-კოორდინაციისა და ნატიფი მოტორიკის), თვითმოვლის ჩვევების განვითარების დასახვა;
ა.ე) ისეთი აქტივობების დასახვა, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეს ქმედების მეშვეობით ცნებებისა და მიმართებების ათვისებასა („კეთებით სწავლა“ – პრობლემის აღმოჩენა, დადგენა და გადაჭრა; კანონზომიერების დადგენა) და მიღებული გამოცდილების განზოგადებაში;
ა.ვ) სასწავლო გარემოს იმგვარად მოწყობა და რესურსების ისე შერჩევა, რომ მოსწავლეს გაუადვილდეს სასწავლო მასალის აღქმა, რაც გააქტიურებს მის ყურადღებას და აღუძრავს სწავლის სურვილს;
ა.ზ) მოსწავლეების მიერ ნიჭისა და უნარების გამოვლინებისა და მათი განვითარების მიზნით შესაბამისი სტრატეგიების დაგეგმვა და განხორციელება; საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი სავარჯიშოების, აქტივობებისა და სწავლების ორგანიზების შერჩევა და გამოყენება.
ბ) შედეგსა და მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვა ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით:
ბ.ა) საგაკვეთილო პროცესის იმგვარად წარმართვა, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის ჯანსაღი ურთიერთობების განვითარებასა და მათ სოციალიზაციას (სასკოლო გარემოსთან და რეჟიმთან ადაპტაციას, წესის დაცვის ჩვევის გამომუშავებას, ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბებას);
ბ.ბ) საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით მოსწავლის ინტერესის აღძვრა სასწავლო პროცესის მიმართ;
ბ.გ) კითხვის ხუთივე კომპონენტის (ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარების, ანბანური პრინციპის, გაწაფული კითხვის ტექნიკის, ტექსტის გააზრებულად კითხვის სწავლებისა და ლექსიკური მარაგის გამდიდრების) შესაბამისი მეთოდების/აქტივობის შერჩევა, გამოყენება;
ბ.დ) კითხვის სხვადასხვა მოდელის გამოყენება (ტექსტის ხმამაღლა წაკითხვა მოსწავლეებისთვის, საზიარო კითხვა, მასწავლებლის მიერ მართული კითხვა, გუნდური კითხვა, განმეორებითი კითხვა, დრამატიზაცია);
ბ.ე) წერის სწავლის მეთოდების გამოყენება სწავლების პროცესში: წერა გარკვეული ქარგის გამოყენებით; ტექსტის შედგენა, ლექსიკურ ერთეულებზე დაყრდნობით; წერა სტრიქონის გამოტოვებით; წერა მაგიდის ირგვლივ; პირამიდული წერა; „რაფთი“ (როლი, აუდიტორია, ფორმა, თემა), „ფანტაზია“ და სხვა;
ბ.ვ) სასწავლო მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქტივობების ინსტრუქციის მკაფიოდ და გასაგები ენით ჩამოყალიბება;
ბ.ზ) წერის, კითხვისა და ზეპირმეტყველების აქტივობების მიმდინარეობის ეტაპების გამოყოფა, რათა მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს ამ აქტივობების დაგეგმვის, გეგმის მიხედვით მოქმედებისა და ბოლომდე მიყვანის უნარი;
ბ.თ) მოსწავლის ენობრივი გამოცდილების გათვალისწინება და ამის საფუძველზე ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ხელის შეწყობა;
ბ.ი) სწავლებისას ახალი ლექსიკური ერთეულებისა და საგნის სპეციფიკური ტერმინების მიწოდება მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ., რაოდენობა, ტემპი), რათა ხელი შეეწყოს ლექსიკური მარაგის ეტაპობრივ და თანმიმდევრულ გამდიდრებას.
გ) სასწავლო მიზნებისა და სწავლების სტრატეგიების გათვალისწინებით შეფასების შესაბამისი მეთოდების შერჩევა და კრიტერიუმების შემუშავება შედეგსა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად:
გ.ა) განმავითარებელი შეფასების საშუალებების გამოყენება მოსწავლეთა სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად;
გ.ბ) წინასწარი, მიმდინარე და შემაჯამებელი შეფასება მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად. გარკვეული სასწავლო ეტაპის შეფასებისას კორექტული, პოზიტიური კომენტარებისა და კონკრეტული რეკომენდაციების გამოყენებით თითოეული მოსწავლის დახასიათების დაწერა;
გ.გ) მოსწავლის მრავალჯერადი შეფასების შედეგების გაანალიზების საფუძველზე მოსწავლის პროგრესის/რეგრესის გამომწვევი მიზეზების დადგენა და გათვალისწინება სასწავლო პროცესის შემდგომი დაგეგმვისას;
გ.დ) კორექტული შეფასების მეშვეობით მოსწავლისთვის საკუთარი შეცდომების აღმოჩენის, ადეკვატურად რეაგირებისა და კორექტირების უნარის ჩამოყალიბება;
გ.ე) თითოეული მოსწავლის ნამუშევრების ანალიზის საფუძველზე ტიპური შეცდომების ამოცნობა და მათზე დაყრდნობით მოსწავლისათვის მომავალი სამუშაოს დაგეგმვა;
გ.ვ) დაკვირვების საფუძველზე ისეთი შემთხვევების განსაზღვრა, როდესაც საჭიროა სპეციალისტის ჩარევა (მაგ., ფსიქოლოგი, ლოგოპედი, სოციალური მუშაკი, სპეციალური მასწავლებელი).
თავი XIII. ეთნიკურ უმცირესობათა ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი (I - VI კლასი)
მუხლი 41. დაწყებითი საფეხურის ეთნიკურ უმცირესობათა ენისა და ლიტერატურის (I – VI კლასი) მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
1. მასწავლებელს შეუძლია:
ა) ზეპირმეტყველების მიმართულებით:
ა.ა) საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი მოსმენის სტრატეგიების გამოყენება (კითხვის დასმა, მოსმენილის პერიფრაზირება, ჩანიშვნა და ა. შ.);
ა.ბ) სამეტყველო ქცევის წარმართვა სიტუაციისა და აუდიტორიის გათვალისწინებით; საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი სამეტყველო სტრატეგიების, ვერბალური (ყურადღების მისაპყრობი რიტორიკული შეკითხვები, ჩანართები, დიალოგი) და არავერბალური (მხედველობითი კონტაქტი, ჟესტიკულაცია, ხმის აწევ-დაწევა, საუბრის ტემპის შეცვლა) ხერხების ეფექტიანად გამოყენება;
ა.გ) მართლმეტყველების წესების დაცვა, აზრის ცხადად, ლაკონურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვა;
ა.დ) ზეპირი გამოსვლის მოსამზადებელი სტრატეგიების გამოყენება (ინფორმაციის შეგროვება, ტექსტის ორგანიზება, ჩანაწერების მომზადება, ტექსტის დამახსოვრება, შესაბამისი თვალსაჩინო მასალის მომზადება).
ბ) კითხვის მიმართულებით:
ბ.ა) სხვადასხვა ტიპის, სტილისა და ჟანრის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაანალიზება შინაარსობრივი, იდეური, ფუნქციური თვალსაზრისით;
ბ.ბ) ტექსტის ანალიზი სტრუქტურისა და ენობრივ-გამომხატველობითი საშუალებების გათვალისწინებით;
ბ.გ) გამომეტყველებითი კითხვის კულტურა.
გ) წერის მიმართულებით:
გ.ა) წერის კალიგრაფიული კულტურა;
გ.ბ) მიზნისა და აუდიტორიის შესაბამისი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება წერის პროცესში: დაგეგმვა, კომპოზიციის აგება, საკუთარი ნაწერის გადასინჯვა, რედაქტირება (ტექსტის ჩასწორება ენობრივ-სტილური თვალსაზრისით) და კორექტირება (სასვენი ნიშნების სწორად დასმა და ორთოგრაფიული შეცდომების ჩასწორება);
გ.გ) სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტის შექმნა, მიზნისა და აუდიტორიის შესაბამისი მახასიათებლებისა და ენობრივი ნორმების დაცვით (წერილი, ბარათი, ინსტრუქცია, ინტერვიუ, ნარატიული, ადმინისტრაციული, დარგობრივი ტექსტები და სხვა).
მუხლი 42. სასწავლო პროცესის მართვა
1. სასწავლო პროცესის დაგეგმვის პროცესში მასწავლებელს შეუძლია მოსწავლის ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინება, კერძოდ:
ა) ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, მოსწავლეებში ისეთი შემეცნებითი უნარების განვითარება, როგორებიცაა: დაკვირვება, სივრცითი და დროითი მიმართებების დამყარება, თვალსაჩინო ხატოვანი და ცნებით-ლოგიკური აზროვნება, ყურადღებისა და მეხსიერების მართვა/კონცენტრაცია, ფანტაზია, შემოქმედებითობა, რეფლექსია;
ბ) საგაკვეთილო მიზნად დაისახოს ისეთი სოციალურ-კომუნიკაციური უნარების განვითარება, როგორებიცაა: მოსმენა; ზეპირი და წერითი მეტყველება; საკუთარი და სხვათა ქცევის ობიექტური შეფასება; თვითშეფასება; ურთიერთშეფასება; თანამშრომლობა და სხვა;
გ) საგაკვეთილო მიზნად დაისახოს მოსწავლეების მიერ წერისა და კითხვის უნარების განვითარება, კითხვისა და წერის სტრატეგიების დაუფლება;
დ) საგაკვეთილო მიზნად დაისახოს მოსწავლეებში მოტორული უნარების (სხეულის ფლობა-კოორდინაციისა და ნატიფი მოტორიკის) განვითარების ხელშეწყობა;
ე) ისეთი აქტივობების შერჩევა, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეს ქმედების მეშვეობით ცნებებისა და მიმართებების ათვისებასა („კეთებით სწავლა“ – პრობლემის აღმოჩენა, დადგენა და გადაჭრა; კანონზომიერების დადგენა) და მიღებული გამოცდილების განზოგადებაში;
ვ) სასწავლო გარემოს მოწყობა და რესურსების შერჩევა მოსწავლესთვის სასწავლო მასალის აღქმის გასაადვილებლად, რაც გააქტიურებს მის ყურადღებას და აღუძრავს სწავლის სურვილს;
ზ) მოსწავლეების მიერ ნიჭისა და უნარების გამოვლინებისა და მათი განვითარების მიზნით, შესაბამისი სტრატეგიების დაგეგმვა და განხორციელება; საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი სავარჯიშოების, აქტივობებისა და სწავლების ორგანიზების შერჩევა და გამოყენება.
2. საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას მასწავლებელს შეუძლია მოსწავლის ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინება, კერძოდ:
ა) საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას, მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით, მოსწავლის ინტერესის აღძვრა სასწავლო პროცესისადმი;
ბ) კითხვის ხუთივე კომპონენტის (ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარების, ანბანური პრინციპის, გაწაფული კითხვის ტექნიკის, ტექსტის გააზრებულად კითხვის სწავლებისა და ლექსიკური მარაგის გამდიდრების) შესაბამისი მეთოდების/აქტივობების შერჩევა, გამოყენება;
გ) კითხვის სხვადასხვა მოდელის გამოყენება (ტექსტის ხმამაღლა წაკითხვა მოსწავლეებისთვის, საზიარო კითხვა, მასწავლებლის მიერ მართული კითხვა, გუნდური კითხვა, განმეორებითი კითხვა, დრამატიზაცია);
დ) წერის სწავლის მეთოდების გამოყენება სწავლების პროცესში: წერა გარკვეული ქარგის გამოყენებით; ტექსტის შედგენა ლექსიკურ ერთეულებზე დაყრდნობით; წერა სტრიქონის გამოტოვებით; წერა მაგიდის ირგვლივ; პირამიდული წერა; „რაფთ“ (როლი, აუდიტორია, ფორმა, თემა), „ფანტაზია“ და სხვა;
ე) სასწავლო მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქტივობების ინსტრუქციის მკაფიოდ და გასაგები ენით ჩამოყალიბება;
ვ) წერის, კითხვისა და ზეპირმეტყველების აქტივობების მიმდინარეობის ეტაპების გამოყოფა, რათა მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს ამ აქტივობების დაგეგმვის, გეგმის მიხედვით მოქმედებისა და ბოლომდე მიყვანის უნარი;
ზ) მოსწავლის ენობრივი გამოცდილების გათვალისწინება და ამის საფუძველზე ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ხელის შეწყობა;
თ) სწავლებისას ახალი ლექსიკური ერთეულებისა და საგნის სპეციფიკური ტერმინების მიწოდება, მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ., რაოდენობა, ტემპი), რათა ხელი შეეწყოს ლექსიკური მარაგის ეტაპობრივ და თანმიმდევრულ გამდიდრებას.
3. შეფასების პროცესში მასწავლებელს შეუძლია:
ა) შეფასების შესაბამისი მეთოდებს შერჩევა და კრიტერიუმების შემუშავება, შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად;
ბ) განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება მოსწავლეთა სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად;
გ) გარკვეული სასწავლო ეტაპის შეფასებისას კორექტული, პოზიტიური კომენტარებისა და კონკრეტული რეკომენდაციების გამოყენებით თითოეული მოსწავლის დახასიათების დაწერა;
დ) მოსწავლის მრავალჯერადი შეფასების შედეგების გაანალიზების საფუძველზე მოსწავლის პროგრესის/რეგრესის გამომწვევი მიზეზების დადგენა და გათვალისწინება სასწავლო პროცესის შემდგომი დაგეგმვისას.
თავი XIV. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი მათემატიკაში (I-VI კლასები)
მუხლი 43. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები მათემატიკაში
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს აქვს შემდეგი უნარ-ჩვევები მათემატიკაში:
ა) მიმართულება – რიცხვები და მოქმედებები:
ა.ა) რიცხვების სათანადოდ გამოყენება სხვადასხვა ასპექტში (რიცხვი, როგორც რიგის, რაოდენობის, ინდექსის და ა.შ. მაჩვენებელი); რიცხვით სიმრავლეებს შორის კავშირების გამოსახვა სხვადასხვა ხერხით, რიცხვების ჩაწერა-წაკითხვა რიცხვთა სხვადასხვა სისტემაში;
ა.ბ) რიცხვების კლასიფიკაცია;
ა.გ) რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება. რიცხვებზე მოქმედებების თვისებებისა და მათ შორის კავშირების დასაბუთება და გამოყენება;
ა.დ) რაოდენობების შეფასებისა და შედარების სხვადასხვა ხერხის გამოყენება; რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასება სხვადასხვა ხერხით;
ა.ე) სიდიდის ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება და მათი გამოყენება.
ბ) მიმართულება – კანონზომიერებები და ალგებრა:
ბ.ა) ალგებრული გამოსახულების გარდაქმნა;
ბ.ბ) ალგებრული გამოსახულების მნიშვნელობის გამოთვლა ასოების მითითებული მნიშვნელობისათვის;
ბ.გ) წრფივი განტოლებისა და წრფივი უტოლობის ამოხსნა და მათი გამოყენება; სიმრავლეებზე ოპერაციების შესრულება;
გ) მიმართულება – გეომეტრია და სივრცის აღქმა:
გ.ა) ძირითადი გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და კლასიფიცირება. გეომეტრიულ ფიგურათა წარმოდგენისა და მათ შესახებ დებულებათა ფორმულირება;
გ.ბ) ფიგურებისა და მათი ელემენტების ზომების დადგენა და შეფასება სხვადასხვა ხერხით; მათი გამოყენება;
გ.გ) გეომეტრიული გარდაქმნების თვისებების გამოყენება;
გ.დ) სივრცით ფიგურასა და შლილებს შორის შესაბამისობის დადგენა.
დ) მიმართულება – მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა
დ.ა) მონაცემთა მოპოვების ხერხების სათანადოდ შერჩევა და მათი გამოყენება; მონაცემთა მოწესრიგებისა და წარმოდგენის ხერხების გამოყენება და ინტერპრეტირება;
დ.ბ) მონაცემთა ანალიზი რიცხვითი და გრაფიკული მეთოდების გამოყენებით; შედეგების ინტერპრეტირება და დასკვნების ჩამოყალიბება.
მუხლი 44. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა მათემატიკაში
ა) მიმართულება – რიცხვები და მოქმედებები:
ა.ა) ნატურალური რიცხვები; მარტივი და შედგენილი რიცხვები; გამყოფი და ჯერადი: რიცხვის რაობა (როგორც რაოდენობის აღმნიშვნელი); რიცხვის ჩაწერა ციფრებით, სიტყვებით, რიცხვის ჩაწერის რომაული სისტემა; არითმეტიკული მოქმედებები ნატურალურ რიცხვებზე, ნატურალური რიცხვის დაშლა მარტივ მამრავლებად; დაშლის ერთადერთობა (არითმეტიკის ძირითადი თეორემა), რამდენიმე ნატურალური რიცხვის უდიდესი საერთო გამყოფისა და უმცირესი საერთო ჯერადის პოვნა; გაყოფადობის ნიშნები და მათი კავშირი ათობით პოზიციურ სისტემასთან, ნაშთი;
ა.ბ) მთელი და რაციონალური რიცხვები: დადებითი და უარყოფითი რიცხვები, რაციონალური რიცხვების წარმოდგენა წილადებისა და ათწილადების სახით. რაციონალური რიცხვების შედარება და არითმეტიკული მოქმედებები რაციონალურ რიცხვებზე. რიცხვითი გამოსახულებები, მოქმედებათა თანმიმდევრობა რიცხვით გამოსახულებებში, არითმეტიკულ მოქმედებათა თვისებები, რიცხვითი უტოლობები და მათი თვისებები, რიცხვის ჩაწერის ათობითი პოზიციური სისტემა;
ა.გ) რიცხვთა ღერძი; რიცხვითი შუალედები; წერტილის კოორდინატი რიცხვთა ღერძზე, რაციონალური რიცხვის შესაბამისი წერტილის გამოსახვა რიცხვთა ღერძზე;
ა.დ) რიცხვის მოდული: მოდულის ძირითადი თვისებები და მისი გეომეტრიული აზრი;
ა.ე) პროპორცია: პროპორციულობა, პროპორციის თვისებები, პროპორციის უცნობი წევრის პოვნა, რიცხვის დაყოფა მოცემული შეფარდებით, პირდაპირპროპორციული და უკუპროპორციული დამოკიდებულება სიდიდეებს შორის;
ა.ვ) რიცხვის ნაწილი, პროცენტი; რიცხვის ნაწილის პოვნა, რიცხვის პოვნა მისი პროცენტით/ ნაწილით, რიცხვის ნაწილის ჩაწერა პროცენტის სახით;
ა.ზ) ხარისხი: რიცხვის ხარისხი ნატურალური მაჩვენებლით, ნამრავლის, ფარდობისა და ხარისხის ახარისხება; ტოლფუძიანი ხარისხების ნამრავლი და შეფარდება;
ა.თ) სიდიდის ზომის ერთეულები: მასის, დროის, სიჩქარის ერთეულები და კავშირები მოცემულ ერთეულებს შორის.
ბ) მიმართულება – კანონზომიერება და ალგებრა:
ბ.ა) სიმრავლე, სიმრავლეებს შორის მიმართებები, მოქმედებები სასრულ სიმრავლეებზე: სიმრავლე, ქვესიმრავლე, ცარიელი სიმრავლე; ოპერაციები სიმრავლეებზე: სიმრავლეთა გაერთიანება, თანაკვეთა, სხვაობა;
ბ.ბ) ალგებრული გამოსახულება: მოქმედებები გამოსახულებებზე. გამოსახულების გარდაქმნა, ალგებრული გამოსახულების მნიშვნელობის გამოთვლა ასოების მითითებული მნიშვნელობისათვის;
ბ.გ) განტოლება, უტოლობა: განტოლება და მისი ამონახსნი, უტოლობა და მისი ამონახსნი, წრფივი განტოლებისა და წრფივი უტოლობის ამოხსნა; ტოლფასი განტოლებები; ამოცანების ამოხსნა განტოლებისა და უტოლობის გამოყენებით.
გ) მიმართულება – გეომეტრია და სივრცის აღქმა:
გ.ა) ძირითადი გეომეტრიული ობიექტები და ცნებები: პლანიმეტრია – წერტილი, წრფე, სხივი, მონაკვეთი, ტეხილი, მანძილი ორ წერტილს შორის, მონაკვეთის სიგრძე, მანძილის თვისება; ტეხილის სიგრძე; კუთხე, კუთხის გრადუსული ზომა, მართი, მახვილი, ბლაგვი და გაშლილი კუთხეები;
გ.ბ) წრფეების ურთიერთგანლაგება: წრფეთა თანაკვეთა, პარალელობა, მართობულობა;
გ.გ) მრავალკუთხედი; ამოზნექილი მრავალკუთხედი: გვერდი, წვერო, კუთხე, დიაგონალი, პერიმეტრი, ამოზნექილი ფიგურის განსაზღვრება. ამოზნექილი მრავალკუთხედის კუთხეების ჯამი;
გ.დ) გეომეტრიული გარდაქმნები სიბრტყეზე: ფიგურათა ტოლობა, მოძრაობა, ღერძული და ცენტრული სიმეტრიები, მობრუნება, პარალელური გადატანა;
გ.ე) სამკუთხედი: სამკუთხედის გვერდი, კუთხე, წვერო, მედიანა, ბისექტრისა, სიმაღლე და მათი თვისებები; სამკუთხედები: მართკუთხა, მახვილკუთხა, ბლაგვკუთხა, ტოლფერდა, ტოლგვერდა და მათი თვისებები, სამკუთხედის კუთხეების ჯამი; სამკუთხედის გარე კუთხის თვისება; სამკუთხედის შუახაზის თვისებები; სამკუთხედის ტოლობის ნიშნები, სამკუთხედის უტოლობა, მართკუთხა სამკუთხედი (პითაგორას თეორემა);
გ.ვ) პარალელოგრამი: პარალელოგრამის გვერდების, კუთხეებისა და დიაგონალების თვისებები, პარალელოგრამობის ნიშნები, რომბის დიაგონალების თვისებები, მართკუთხედის დიაგონალების ტოლობა; მართკუთხედის სიმეტრიის ღერძები, კვადრატი და მისი თვისებები;
გ.ზ) ტრაპეცია: ტრაპეციის ელემენტები; ფუძე, ფერდი, სიმაღლე; ტოლფერდა ტრაპეციის თვისებები;
გ.თ) ბრტყელი ფიგურის ფართობი: ტოლი ფიგურების ფართობების ტოლობა, ბრტყელი ფიგურის ფართობის კავშირი მისი შემადგენელი ნაწილების ფართობებთან, კვადრატის, მართკუთხედის, სამკუთხედის, პარალელოგრამის, რომბის და ტრაპეციის ფართობი;
გ.ი) წრეწირი და წრე: ცენტრი, რადიუსი, დიამეტრი, ქორდა, რკალი, სექტორი, სეგმენტი, მხები;
გ.კ) მართკუთხა კოორდინატთა სისტემა სიბრტყეზე: წერტილის კოორდინატები, რიცხვთა წყვილის შესაბამისი წერტილის გამოსახვა საკოორდინატო სიბრტყეზე;
გ.ლ) მრავალწახნაგა: მრავალწახნაგას შემადგენელი ელემენტები; წვერო, წიბო, წახნაგი; კავშირი მრავალწახნაგას შემადგენელი ნაწილების რაოდენობებს შორის; კუბის, მართკუთხა პარალელეპიპედის, მართი პრიზმის, პირამიდის, ცილინდრის და კონუსის შლილები;
გ.მ) სივრცითი სხეულის მოცულობა და ზედაპირის ფართობი: სხეულის მოცულობა, კავშირი სხეულის მოცულობასა და მისი შემადგენელი სხეულების მოცულობათა შორის; კუბისა და პარალელეპიპედის გვერდითი და სრული ზედაპირის ფართობისა და მოცულობის გამოთვლა;
გ.ნ) ზომის ერთეულები: სიგრძის, ფართობის, მოცულობის ერთეულები და კავშირები მათ შორის;
გ.ო) მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა, მონაცემთა წარმოდგენა; სია, ცხრილი, პიქტოგრამა, დიაგრამა: წერტილოვანი, ხაზოვანი, სვეტოვანი, წრიული; მონაცემთა მახასიათებლები: საშუალო, მედიანა, მოდა, სიხშირე.
მუხლი 45. სწავლების მეთოდები
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მათემატიკაში ფლობს საგნის სწავლების მეთოდებს და შეუძლია:
ა) შედეგსა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მოსწავლის ფიზიკური, სოციალური, ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური თავისებურებების გათვალისწინებით:
ა.ა) ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით მოსწავლეებში ისეთი შემეცნებითი უნარების განვითარება, როგორებიცაა: რაოდენობრივი კავშირების აღქმისა და გამოყენების უნარი და ლოგიკური აზროვნება, სივრცითი და დროითი მიმართებების დაუფლება, ვარაუდის გამოთქმა და მისი კვლევა კერძო მაგალითებზე, ფანტაზია, შემოქმედებითობა;
ა.ბ) მოსწავლეებისთვის ნატიფი მოტორიკის განვითარება ნახაზების შექმნითა და მარტივი ფიგურების აწყობით;
ა.გ) მოსწავლეებში კომუნიკაციური უნარების განვითარება; მათემატიკური ტერმინოლოგიის, აღნიშვნებისა და სიმბოლოების გამოყენება; ინფორმაციის წარმოდგენის ხერხების ფლობა, ერთმანეთთან დაკავშირება, მასზე მსჯელობა; მონაცემთა შერჩევის, მოპოვებისა და ინტერპრეტაციის უნარის განვითარება;
ა.დ) მოსწავლეებისთვის ტექსტის (ამოცანის პირობის) გაგების ხელშესაწყობად გააზრებული კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის (შეკითხვების დასმა, მონიშვნა, გრაფიკული მაორგანიზებლების) გამოყენება;
ა.ე) მოსწავლეებში ზეპირი მეტყველებისას სხვადასხვა ტიპის გამონათქვამის სათანადოდ გამოყენების, მიზეზშედეგობრივი კავშირების შესახებ მსჯელობის, მოსმენისა და ანალიზის უნარის განვითარება;
ა.ვ) აქტივობის ისე შერჩევა, რომ მოსწავლემ შეძლოს ცნებებისა და მიმართებების ათვისება, მანიპულირების საშუალებით (ფიგურების და ობიექტების ზომების, აგრეთვე, მათ შორის მანძილების გასაზომად გზების, მეთოდების პოვნა და გამოყენება, ამოცანის შინაარსის აღქმა, ამოცანის მონაცემებისა და საძიებელი სიდიდეების გააზრება, კეთებით სწავლა, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება, პრობლემის გადაჭრა, კანონზომიერების აღმოჩენა, დადგენა);
ა.ზ) რესურსების შერჩევა ისეთი ეფექტური გარემოს შექმნის მიზნით, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება მიწოდებული ცნებებისა და მიმართებების აღქმაში თვალსაჩინოების საშუალებით; ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ყურადღების გააქტიურებას და აღუძრავს სწავლის სურვილს;
ა.თ) მათემატიკის მიმართ მოსწავლის მიდრეკილების, ნიჭის გამოვლენა და მათი განვითარების ხელშეწყობის მიზნით სათანადო სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება;
ა.ი) მათემატიკის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი სავარჯიშოების, აქტივობებისა და სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების – ინდივიდუალური, წყვილში, ჯგუფური, მთელი კლასის მონაწილეობით მუშაობა-შერჩევა, გამოყენება.
ბ) შედეგსა და მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვა მოსწავლის ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური თავისებურებების გათვალისწინებით:
ბ.ა) აქტივობების წარმართვისას მოსწავლის ასაკის თავისებურებების გათვალისწინება, მოსწავლეთათვის ხელშეწყობა ახალი სოციალური როლის მისაღებად, სასკოლო გარემოსა და რეჟიმთან ადაპტაციისთვის;
ბ.ბ) სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენება, რომლებიც გამოიწვევენ ინტერესს და დადებითად განაწყობენ მოსწავლეებს მათემატიკისადმი, როგორც საჭირო და მნიშვნელოვანი საგნისადმი;
ბ.გ) საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას მოსწავლის ასაკის თავისებურებების გათვალისწინებით ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მოსწავლეს მისცემს თვითგამოხატვისა და არჩევანის გაკეთების საშუალებას, ასევე ხელს შეუწყობს მათი მოტივაციისა და ნებელობითი ქცევის უნარის განვითარებას;
ბ.დ) სასწავლო მიზნის მისაღწევად მათემატიკის სპეციფიკური ტერმინებისა და დაგეგმილი აქტივობების ინსტრუქციის მკაფიოდ, გასაგები ენით ჩამოყალიბება და მიწოდება მოსწავლეთათვის, მათი ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით (ტემპი, რაოდენობა), რათა ხელი შეეწყოს ლექსიკური მარაგის ეტაპობრივ და თანმიმდევრულ გამდიდრებას;
ბ.ე) აქტივობის მიმდინარეობის ეტაპების გამოყოფა და განხორციელების მონიტორინგი, რათა მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს თანმიმდევრულად, ლოგიკურად, საქმის ბოლომდე მიყვანის და გეგმის მიხედვით მოქმედების ჩვევა;
ბ.ვ) მოსწავლეებში დაგეგმვისა და თანამშრომლობის უნარის განვითარება, შესაბამისი ამოცანების დასახვით, გააზრებითა და გადაჭრის გზების ერთობლივი ძიებით;
ბ.ზ) მოსწავლის არსებული ცოდნის გათვალისწინება და მისთვის ხელშეწყობა ამ გამოცდილების საფუძველზე ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების თანდათანობით აგებაში.
გ) სასწავლო მიზნებისა და სწავლების სტრატეგიების გათვალისწინებით შეფასების შესაბამისი მეთოდის შერჩევა და კრიტერიუმების შემუშავება; შედეგსა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად:
გ.ა) განმავითარებელი შეფასების საშუალებების გამოყენება მოსწავლეთა სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად;
გ.ბ) მოსწავლის ნამუშევრის ანალიზის საფუძველზე ასაკისთვის დამახასიათებელი ტიპური შეცდომების დადგენა და, შესაბამისად, მომავალი სამუშაოს დაგეგმვა, მათი გამოსწორების მიზნით;
გ.გ) ობიექტური შეფასების მეშვეობით მოსწავლისთვის საკუთარი შეცდომის აღმოჩენის უნარის, შეცდომის გააზრებისა და კორექტირების ჩვევის ჩამოყალიბება;
გ.დ) გარკვეული სასწავლო ეტაპის შეფასებისას თითოეული მოსწავლის დახასიათების დაწერა, კორექტული, სამართლიანი კომენტარებისა და რეკომენდაციების გამოყენება;
გ.ე) მრავალჯერადი შეფასების შედეგების გაანალიზების საფუძველზე მოსწავლის პროგრესის/რეგრესის გამომწვევი მიზეზების (სუბიექტური, ობიექტური) დადგენა და შემდგომი სასწავლო პროცესის დაგეგმვისას მათი გათვალისწინება;
გ.ვ) შეფასების გამოყენება მოსწავლეთა მრავალმხრივი, მათემატიკური აზროვნების, საგნის სპეციფიკური, უნარ-ჩვევების განვითარების უზრუნველსაყოფად.
თავი XV. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი ბუნებისმეტყველებაში (I-VI კლასი)
მუხლი 46. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები ბუნებისმეტყველებაში
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს ბუნებისმეტყველებაში შეუძლია:
ა) მოვლენის აღწერა და ზოგადი დახასიათება:
ა.ა) მოვლენებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების წარმოჩენა;
ა.ბ) კვლევის საგნის (ობიექტის) განსაზღვრა და მისი შესწავლის ეტაპების გამოყოფა (მაგ., კვლევის მიზნის, ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა; კვლევის მეთოდების შერჩევა; შედეგების ანალიზი, ინტერპრეტაცია და შეფასება);
ა.გ) ობიექტის ან მოვლენის შესასწავლად სხვადასხვა წყაროდან/საშუალებით (მაგ., უშუალო დაკვირვება, ექსპერიმენტი ან საინფორმაციო წყაროებიდან) მონაცემების მოპოვება;
ა.დ) მონაცემთა კლასიფიკაცია სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით და მათი გრაფიკების, დიაგრამების, ცხრილების და ა.შ. სახით წარმოდგენა;
ა.ე) მარტივი სტრუქტურებისა და პროცესების მოდელირება და გამოყენება;
ა.ვ) პრაქტიკულ სამუშაოებთან (ორგანიზმებთან, ქიმიურ რეაქტივებთან ან ფიზიკურ მოვლენებთან) დაკავშირებული რისკფაქტორების განსაზღვრა და მათი პრევენცია;
ა.ზ) საბუნებისმეტყველო სფეროში დაგროვებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება;
ა.თ) ეკოლოგიური პრობლემების მდგარდი განვითარების ჭრილში განხილვა;
ა.ი) მეცნიერული აღმოჩენების შედეგების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათი დადებითი და უარყოფითი გავლენის შეფასება;
ა.კ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სხვა სასწავლო დისციპლინებთან დაკავშირება;
ა.ლ) მეცნიერული ტერმინოლოგიის ადეკვატური გამოყენება წერითი და ზეპირი სახით;
ა.მ) ძირითადი ფიზიკური სიდიდეებისა და მათი განზომილებების გამოყენება;
ა.ნ) მარტივი მათემატიკური ოპერაციების გამოყენება (მაგ., რაოდენობრივი მონაცემების აღრიცხვა, ანგარიში), მათი ორგანიზება და სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენა.
მუხლი 47. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ბუნებისმეტყველებაში
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა ბუნებისმეტყველებაში იცის:
ა) სიცოცხლის ნიშნები:
ა.ა) კვება, სუნთქვა, ზრდა, მოძრაობა, გამრავლება; ამ პროცესების ზოგადი დახასიათება და მნიშვნელობა ორგანიზმებისათვის.
ბ) ორგანიზმთა მრავალფეროვნება და მათი კლასიფიკაცია:
ბ.ა) ორგანიზმთა კლასიფიკაციის ზოგადი პრინციპები და მსხვილი ტაქსონომიური ერთეულები (სამეფო, ტიპი, კლასი), მათი დამახასიათებელი ნიშნები და ტიპობრივი წარმომადგენლები.
გ) მიკროორგანიზმები:
გ.ა) მიკროორგანიზმების მრავალფეროვნება, მათი საარსებო გარემო და ცხოველმოქმედების შედეგები; მიკროორგანიზმების გამოყენება (მაგ., საკვები პროდუქტების წარმოებაში); დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები.
დ) მცენარეები:
დ.ა) მცენარეთა მრავალფეროვნება; ყვავილოვან მცენარეთა აგებულება, ძირითადი ორგანოები, მათი დანიშნულება და სახეცვლილებები; მცენარეთა გამრავლება-გავრცელება; ფოტოსინთეზის არსი და მნიშვნელობა.
ე) ცხოველები:
ე.ა) უხერხემლო და ხერხემლიანი ცხოველების მრავალფეროვნება და ცხოვრების ნირი;
სასიცოცხლო ციკლის სტადიები მწერებში, თევზებსა და ამფიბიებში; ხერხემლიან ცხოველთა ორგანოები და ორგანოთა სისტემების ზოგადი დახასიათება და ფუნქციები; ხერხემლიან ცხოველთა კლასების შედარებითი დახასიათება და გამრავლების თავისებურებები.
ვ) ადამიანი:
ვ.ა) აგებულება; ორგანოები და ორგანოთა სისტემების ზოგადი დახასიათება და ფუნქციები; სასიცოცხლო საჭიროებები; პირადი ჰიგიენა.
ზ) ორგანიზმთა შეგუება გარემოსთან:
ზ.ა) სტრუქტურული და ქცევითი შეგუების სახეები და მათი მნიშვნელობა; გადაშენებული ორგანიზმები; ორგანიზმთა გადაშენების მიზეზები.
თ) ეკოსისტემები:
თ.ა) ეკოსისტემა: კომპონენტები (ბიოტური, აბიოტური) და მოქმედი ფაქტორები (ანთროპოგენური); საქართველოს ტიპობრივი ეკოსისტემები; საქართველოში გავრცელებული სახეობები.
ი) კვებითი კავშირები:
ი.ა) ორგანიზმების ურთიერთკავშირი ეკოსისტემაში: პროდუცენტები, კონსუმენტები, რედუცენტები; კვებითი ჯაჭვები.
კ) მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტები და მათი ნაწილები:
კ.ა) დედამიწის ფორმა და სიდიდე, ხმელეთი და წყალი (კონტინენტები და ოკეანეები); რელიეფის მნიშვნელოვანი ფორმები (მთა, მთათა სისტემა, ქედი, ზეგანი, ბორცვი, ვაკე, დაბლობი, ქვაბული და სხვა); ჰიდროსფეროს შემადგენელი ნაწილები (ოკეანე, ზღვა, ტბა, მდინარე და სხვა) და მათი გამოყენება; სასმელი წყლის რესურსები (ჭა, წყარო, წყალსაცავი, მიწისქვეშა წყალი), მათი გამოყენება და დაცვა; გეოგრაფიული ობიექტების მახასიათებლები (ფორმა, სიმაღლე, სიღრმე, ჩქარი, მდორე, ციცაბო, დამრეცი და სხვა); ნიადაგი და მისი თვისებები (ფერი, მექანიკური შედგენილობა, ჰუმუსი, რეაქცია); დასახლებული პუნქტები (ქალაქი, დაბა, სოფელი), სამხარეო ცენტრები. მსოფლიოსა და საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების ნომენკლატურა.
ლ) დედამიწაზე გავრცელებული ბუნებრივი ზონები – ბიომები:
ლ.ა) წვიმიანი ტყეები, ნათელი ტყეები, ველები (სტეპები, პამპასები, პრერიები), უდაბნო, ნახევარუდაბნო, ზომიერი სარტყლის ტყეები, ტაიგა, ტუნდრა, მუდმივი გამყინვარების ზონა.
მ) ბუნებრივი რესურსები:
მ.ა) ბუნებრივი რესურსების კლასიფიკაცია; ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება.
ნ) ბუნებრივი მოვლენები, გარემოს ცვლილება:
ნ.ა) ეროზია და გამოფიტვა; სტიქიური მოვლენები (ვულკანი, მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი და სხვა); ბუნებრივი და ხელოვნური გარემო.
ო) სივრცეში ორიენტრება:
ო.ა) გლობუსი, ადგილის გეგმა, რუკა (სასწავლო რუკები, ატლასი); რუკის ლეგენდა (გამოყენებული სიმბოლოები, პირობითი ნიშნები); რუკაზე ობიექტების, მოვლენებისა და პროცესების გამოსახვის ხერხები, ჰორიზონტის მხარეები; ადგილის გაგნება, კომპასი, მასშტაბი. საკოორდინატო ბადე, ეკვატორი, ტროპიკები, პოლუსები და პოლარული წრეები, გეოგრაფიული ობიექტების ურთიერთგანლაგება; ძველი ხალხების წარმოდგენები დედამიწის შესახებ; დიდი გეოგრაფიული აღმოჩენათა მნიშვნელობა და შედეგები.
პ) პერიოდული მოვლენები და ამინდი:
პ.ა) დედამიწის ბრუნვა წარმოსახვითი ღერძისა და მზის გარშემო და მისი შედეგები – დღე-ღამის ცვლა; წელიწადის დროები; სეზონური რიტმიკა; სითბოს და სინათლის განაწილება დედამიწაზე, ამინდის კომპონენტები (ჰაერის ტემპერატურა, ნალექები, ქარი, ჭექა-ქუხილი და ელვა) და პროგნოზი; მეტეოროლოგიური ხელსაწყოების (თერმომეტრი, ბარომეტრი, ანემომეტრი ნალექების რაოდენობის მზომი, ფარდობითი ტენიანობის მზომი) გამოყენების პრინციპი; ამინდისა და კლიმატის განსხვავება; ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში სეზონების არათანაბარი ცვლა; სითბური სარტყლები.
ჟ) კოსმოსური სხეულები და ასტრონომიული მოვლენები:
ჟ.ა) პლანეტები და მათი თანამგზავრები, ვარსკვლავები, კომეტები, ასტეროიდები, მეტეორები, მეტეორიტები, გალაქტიკები დედამიწის, მთვარისა და პლანეტების მოძრაობა და მოძრაობის მოდელები; მზისა და მთვარის დაბნელება; ძველი ხალხების წარმოდგენები კოსმოსის შესახებ; კოსმოსის შესწავლის ისტორია და ტექნიკის განვითარება.
რ) ძირითადი ფიზიკური სიდიდეები:
რ.ა) დრო, სიგრძე, სიჩქარე, ფართობი, მოცულობა, მასა, სიმკვრივე, ტემპერატურა, ძალა; მათი განზომილებები, გაზომვა და გამოყენება.
ს) ენერგია:
ს.ა) ენერგიის სახეები – მექანიკური, სინათლის, სითბური, ელექტრული ენერგია; ენერგიის განახლებადი და არაგანახლებადი წყაროები, მათი გამოყენება; სითბოსა და სინათლის ბუნებრივი და ხელოვნური წყაროები.
ტ) ნივთიერება, აგრეგატული მდგომარეობები, სითბური მოვლენები:
ტ.ა) ნივთიერებათა ფიზიკური თვისებები (ფერი, სუნი, გემო, აგრეგატული მდგომარეობა, სიმკვრივე); ატომი და მოლეკულა, როგორც ნივთიერების შემადგენელი უმცირესი ნაწილაკები; დიფუზია, სითბური მოძრაობა;
ტ.ბ) ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობები, ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა: გამყარება-დნობა; აორთქლება-კონდენსაცია; სუბლიმაცია და დუღილი;
მყარ, თხევად და აირად ნივთიერებათა სითბური გაფართოების მოვლენა; წყლის თავისებურებები; ჰაერის შედგენილობა და თვისებები; ნივთიერებათა ცვლილებები (აგრეგატული მდგომარეობის შეცვლა, წვა, ჰაერზე ჟანგვა) და მათი გამომწვევი მიზეზები;
ნივთიერება და ნარევები; ნარევის კომპონენტებად დაყოფის ელემენტარული მეთოდები.
უ) მასალები და მათი თვისებები:
უ.ა) მასალა და ნედლეული; ბუნებრივი და ხელოვნური მასალები; ფართოდ გამოყენებული მასალების თვისებები (ფერი, თბოგამტარობა, დრეკადობა, გამჭვირვალობა და სხვ.), მათი გამოყენება; თბოგამტარები და თბოიზოლატორები.
ფ) სხეულთა მოძრაობა და ურთიერთქმედება:
ფ.ა) მოძრაობის სახეები (წრფივი, მრუდწირული, რხევითი, ბრუნვითი); ტრაექტორია და გადაადგილება; წრფივი თანაბარი მოძრაობის სიჩქარე და მისი გამოთვლა; მსოფლიო მიზიდულობის კანონი; სიმძიმის ცენტრი, წონასწორობა და მისი სახეები; მარტივი მექანიზმების (ბერკეტი, პინებიანი სასწორი, ჭოჭონაქი) მოქმედების პრინციპები; სხეულთა ურთიერთქმედება; ძალის ცნება; სიმძიმის, ხახუნის, დრეკადობის ძალები, მათი მაგალითები და გამოყენება.
ქ) მექანიკური რხევები და ტალღები:
ქ.ა) ბგერის ტალღოვანი ბუნება.
ბგერა, ბგერის წყაროები, ბგერის წარმოქმნა, გავრცელება და აღქმა; ბგერითი სიგნალების გადაცემა და მიღება ორგანიზმებში; სმენის ორგანოები; ექოს წარმოქმნა; ხმამაღლობა; ტონის სიმაღლე; ულტრაბგერებისა და ინფრაბგერების გამოყენების მაგალითები ცოცხალ ორგანიზმებში.
ღ) სინათლე:
ღ.ა) სინათლის გავრცელების, არეკვლისა და გარდატეხის მოვლენები.
ყ) ელექტრული დენი:
ყ.ა) ელექტროგამტარები და იზოლატორები;
ყ.ბ) დენის წყაროები; მუდმივი და ცვალადი დენი;
ყ.გ) ძაბვა, დენის ძალა და წინაღობა; ომის კანონი წრედის უბნისათვის; მარტივი ელექტრული წრედები; პარალელური და მიმდევრობითი შეერთება;
ყ.დ) ელექტრული ენერგიის გადაცემის გზები; დენის მოქმედება ცოცხალ ორგანიზმებზე და უსაფრთხოების წესები; საყოფაცხოვრებო ელექტროხელსაწყოები და მათი მოქმედების პრინციპები.
შ) მაგნიტი:
შ.ა) მაგნიტი; მაგნიტური პოლუსები; მაგნიტების ურთიერთქმედება და გამოყენება.
ჩ) გარემოს დაცვა:
ჩ.ა) მდგრადი განვითარების პრინციპები (გარემოს დაცვა და რაციონული ბუნებათსარგებლობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, საზოგადოების ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად, მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით); ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე (დადებითი და უარყოფითი შედეგები); დაცული ტერიტორიები და მათი შექმნის აუცილებლობა; წითელი წიგნი; ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენება (ხეების ჭრა, ბრაკონიერობა).
ც) ჯანმრთელობა, პირადი ჰიგიენა, უსაფრთხოება:
ც.ა) ჯანსაღი ცხოვრების წესი (კვება, დასვენება, სპორტი, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის წესების დაცვა); ჯანმრთელობისათვის საზიანო ფაქტორები და მათგან დაცვის წესები, შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები; მავნე ჩვევების (ნიკოტინის, ნარკოტიკის, ალკოჰოლის მოხმარება) გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე; უსაფრთხო ქცევის წესები (სახლში, ქუჩაში, სკოლაში, ლაშქრობაზე); გადაუდებელი დახმარების ორგანიზაციები და მათთან დაკავშირების საშუალებები.
მუხლი 48. სწავლების მეთოდები
დაწყებითი საფეხურის ბუნებისმეტყველების მასწავლებელს შეუძლია:
1. შედეგსა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა მოსწავლის ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით:
ა) ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით მოსწავლეებში ისეთი სპეციფიკური უნარების განვითარება, როგორებიცაა: გარემოზე დაკვირვება, ბუნებრივი მოვლენების ამოცნობა და აღწერა, ობიექტთა კლასიფიკაცია, მონაცემების შეგროვება, საკვლევ ობიექტთან დაკავშირებით შეკითხვების დასმა, რაოდენობრივი მონაცემების აღრიცხვა და ორგანიზება, გარემოზე ზრუნვა ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორებიც არის: დიდაქტიკური თამაშები, დაკვირვება, მარტივი ექსპერიმენტები, ექსკურსია.
ბ) მოსწავლეებში ისეთი სოციალური უნარების განვითარება, როგორებიცაა:
ბ.ა) თვითგამოხატვა, ქცევის ობიექტური შეფასება და თანამშრომლობა, გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა.
გ) მოსწავლეებში ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის საჭირო ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
დ) მოსწავლეებში კომუნიკაციური უნარების (სხვისი მოსმენისა და ზეპირი მეტყველების) განვითარების ხელშეწყობა;
ე) მოსწავლეების მიერ ტექსტების გასააზრებლად კითხვის სტრატეგიების გამოყენების ხელშეწყობა;
ვ) მოსწავლეებში მარტივი დარგობრივი ტექსტების შედგენის/წერის უნარის განვითარება;
ზ) აქტივობების ისე შერჩევა, რომ მოსწავლემ შეძლოს ცნებებისა და მიმართებების ათვისება მანიპულირების საშუალებით (კეთებით სწავლა, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება, პრობლემის გადაჭრა, კანონზომიერებების დადგენა);
თ) სასწავლო გარემოს იმგვარად მოწყობა და რესურსების (თვალსაჩინოებების) ისე შერჩევა, რაც გაადვილებს სასწავლო მასალის აღქმას, გაააქტიურებს მოსწავლეთა ყურადღებას და აღუძრავს მათ სწავლის სურვილს;
ი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ მოსწავლის ინტერესისა და მიდრეკილებების გამოვლენა და სათანადო სტრატეგიების დაგეგმვა მათი განვითარების ხელშესაწყობად.
2. შედეგსა და მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვა ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით:
ა) საგაკვეთილო პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ ხელი შეეწყოს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მათი გარემოსდაცვითი ცნობიერების განვითარებას და ეთიკურ ღირებულებათა ჩამოყალიბებას;
ბ) საგაკვეთილო პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ ხელი შეეწყოს მოსწავლეებში კვლევისა და უსაფრთხოების წესების დაცვის ჩვევების გამომუშავებას;
გ) მრავალფეროვანი მეთოდებისა და ადეკვატური თვალსაჩინოებების გამოყენებით საგაკვეთილო პროცესის იმგავრად წარმართვა, რომ აღძრას მოსწავლეებში ინტერესი ბუნებისმეტყველების მიმართ, მისცეს მათ თვითგამოხატვისა და არჩევანის გაკეთების საშუალება;
დ) სასწავლო მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქტივობების ინსტრუქციისა და უსაფრთხოების წესების მკაფიოდ და გასაგები ენით ჩამოყალიბება;
ე) პრაქტიკული სამუშაოების (სადემონსტრაციო ცდა, ექსპერიმენტი, რუკაზე მუშაობა, საველე სამუშაოები და სხვ.) მიმდინარეობის ეტაპების გამოყოფა, რათა მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს საქმიანობის დაგეგმვის, გეგმის მიხედვით მოქმედებისა და მისი ბოლომდე მიყვანის ჩვევა;
ვ) საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, აქტივობების წარმართვისას უმცროსი სასკოლო ასაკის თავისებურებების გათვალისწინება, მოსწავლეებში რეფლექსიის უნარის განვითარების ხელშეწყობა;
ზ) გარემოს შესახებ მოსწავლის ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინება და მისთვის ხელის შეწყობა ამ გამოცდილების საფუძველზე ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების თანდათანობით აგებაში;
თ) სწავლებისას საგნის სპეციფიკური ტერმინების მიწოდება მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, რათა ხელი შეეწყოს საბუნებისმეტყველო ტერმინების მარაგის ეტაპობრივ და თანამიმდევრულ გამდიდრებას.
3. სასწავლო მიზნებისა და სწავლების სტრატეგიების გათვალისწინებით შეფასების შესაბამისი მეთოდების შერჩევა და კრიტერიუმების შემუშავება შედეგსა და მოსწავლეზე ორიენტირებული საწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად:
ა) განმავითარებელი შეფასების საშუალებების გამოყენება მოსწავლეთა სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად;
ბ) მოსწავლის ნამუშევრის ანალიზის საფუძველზე ასაკისათვის დამახასიათებელი ტიპური შეცდომების ამოცნობა და მომავალი სამუშაოს დაგეგმვა შედეგის გაუმჯობესების მიზნით;
გ) კორექტული შეფასების მეშვეობით მოსწავლის მიერ საკუთარი შეცდომისადმი ობიექტური დამოკიდებულების ჩამოყალიბება (რათა იგი ჩასწვდეს შეცდომის არსს და, ამასთანავე, გააცნობიეროს, რომ შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს, მაგრამ მათი გამოსწორება შესაძლებელია დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით) და კორექტირების უნარის განვითარება (რათა მან გაითავისოს, რომ შეცდომა ბიძგს აძლევს ძიებას, პრობლემის გადაჭრის ახალი გზების აღმოჩენას);
დ) გარკვეული სასწავლო ეტაპის შეფასებისას თითოეული მოსწავლის დახასიათების დაწერა, კორექტული და ობიექტური კომენტარებისა და რეკომენდაციების გამოყენება;
ე) მრავალჯერადი შეფასების შედეგების გაანალიზების საფუძველზე მოსწავლის პროგრესის/რეგრესის გამომწვევი მიზეზების დადგენა და შემდგომი სასწავლო პროცესის დაგეგმვისას მათი გათვალისწინება.
თავი XVI. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი საზოგადოებრივ მეცნიერებებში („ჩვენი საქართველო”)
მუხლი 49. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები საზოგადოებრივ მეცნიერებებში
ა) მიმართულება: ისტორიულ-გეოგრაფიული ცნებებისა და ინფორმაციის გააზრება-გამოყენება
ა.ა) გეოქრონოლოგიური და ქრონოლოგიური ერთეულებისა (ერა, პერიოდი, წელიწადი, საუკუნე, ათასწლეული) და წელთაღრიცხვის სისტემის გამოყენება; ისტორიამდელი და ისტორიული მოვლენების შესაბამის ეპოქებთან დაკავშირება;
ა.ბ) საქართველოსა და მსოფლიოს პოლიტიკურ, ფიზიკურ და ისტორიულ რუკაზე ადგილების, მოვლენებისა და პროცესების ამოცნობა, საჭიროებისამებრ გამოყენება და მარტივი ანალოგის შექმნა.
ბ) მიმართულება: ისტორიულ-გეოგრაფიული კვლევა
ბ.ბ) წარსულისა და თანამედროვეობის ამსახველი სხვადასხვა საშუალებით (მაგ., სახელმძღვანელოს ტექსტი და სხვა წერილობითი მასალა, ილუსტრაციები, ღია ბარათები, ფოტოები, დიაგრამები, რუკები, კინოფილმები და სხვ.) გადმოცემული ისტორიულ-გეოგრაფიული ინფორმაციის შესახებ მსჯელობა; ისტორიულ-გეოგრაფიული წყაროების ანალიზი და მათ ტენდენციურობაზე მსჯელობა (გააზრებული აქვს, რომ სხვადასხვა წყარო ერთსა და იმავე მოვლენაზე ხშირად განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის; ასახელებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც განაპირობა ამა თუ იმ კონკრეტული წყაროს ტენდენციურობა);
ბ.გ) ისტორიულ და გეოგრაფიულ თემატიკაზე კითხვების დასმა და პასუხის გაცემა; სხვადასხვა ისტორიული და გეოგრაფიული წყაროს საშუალებით საჭირო ინფორმაციის მოპოვება; ისტორიულ-გეოგრაფიულ მოვლენებსა და პროცესებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენა; მარტივი ისტორიული და გეოგრაფიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება.
გ) მიმართულება: ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენებისა და პროცესების შეფასება
გ.ა) ისტორიისა და გეოგრაფიის საკითხებზე დასაბუთებული მსჯელობა; არგუმენტების შესაბამისობის დადგენა; ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენებისა და პროცესების შეფასებისათვის კრიტერიუმების განსაზღვრა.
დ) მიმართულება: კომუნიკაცია
დ.ა) ისტორიული და გეოგრაფიული ტერმინების საჭიროებისამებრ გამოყენება; ისტორიული და გეოგრაფიული ტერმინების მოსწავლეთათვის ნაცნობი ცნებებითა და სიმბოლოებით ახსნა-განმარტება როგორც ზეპირად, ისე წერილობით; ისტორიისა და გეოგრაფიის საკითხებზე მსჯელობისას, კავშირების დამყარება მოსწავლეთა ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან და შესაბამის სასწავლო საგნებთან; ისტორიისა და გეოგრაფიის საკითხებზე აღწერილობითი თემის დაწერა; ისტორიულ-გეოგრაფიული მარტივი საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება და შექმნა (მაგ., მარტივი რუკის ან ქრონოგრამის შექმნა); სხვადასხვა საშუალებით მოცემული ისტორიულ-გეოგრაფიული ინფორმაციის მოსწავლეთათვის გასაგებ ფორმატში წარმოჩენა (მაგ., რუკაზე მოცემული ინფორმაციის ცხრილის ან სქემის სახით გამოსახვა).
მუხლი 50. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა საზოგადოებრივ მეცნიერებებში
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა ისტორიასა და საქართველოს გეოგრაფიაში იცის:
ა) ისტორიისა და გეოგრაფიის შესწავლის საგანი:
ა.ა) გეოქრონოლოგია (ჰიდროსფეროს, ატმოსფეროს, კონტინენტებისა და სიცოცხლის წარმოშობა), შესაბამისი დროის ერთეულები და პერიოდიზაცია; ისტორიული დროის ერთეულები: წელი, საუკუნე, ათასწლეული, წელთაღრიცხვის სისტემა; კალენდარი და დროის აღრიცხვის სისტემა;
ა.ბ) გლობუსი, ადგილის გეგმა, რუკა (სხვადასხვა ტიპის სასწავლო რუკები, ატლასები) და სხვა გეოგრაფიული საშუალებები; ჰორიზონტის მხარეები, ადგილის გაგნება, კომპასი; მასშტაბი, რუკაზე გამოსახული ობიექტების, მოვლენებისა და პროცესების გამოსახვის ხერხები, რუკის ლეგენდა (გამოყენებული სიმბოლოები);
ა.გ) ფიზიკური, ეკონომიკური, პოლიტიკური მდებარეობა, საზღვრების მნიშვნელობა; საქართველოს ბუნებრივი საზღვრები;
ა.დ) საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობა: მხარეები, მნიშვნელოვანი ქალაქები;
ა.ე) საქართველოს ძირითადი ოროგრაფიული და ჰიდროგრაფიული ერთეულები; საქართველოს კლიმატი; ბუნებრივი რესურსები; საქართველოს ფლორა და ფაუნა; ბუნების დაცვა საქართველოში;
ა.ვ) დედამიწის ბრუნვა საკუთარი ღერძისა და მზის გარშემო და მისი შედეგები: დღე-ღამის ცვლა; წელიწადის დროების ცვლა;
ა.ზ) სითბოსა და სინათლის განაწილება დედამიწაზე; ამინდის პროგნოზი; მეტეოროლოგიური ხელსაწყოების გამოყენების პრინციპი; ამინდისა და კლიმატის განსხვავება; ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში სეზონების უთანაბრო ცვლა;
ა.თ) სითბური სარტყლები; კლიმატის გავლენა ადამიანის ყოფაზე;
ა.ი) კონტინენტებისა და ოკეანეების მდებარეობა; ფართობი; სახასიათო ბუნება (ზონები, მცენარეულობა, ცხოველთა სამყარო); ძირითადი მთიანეთები; მდინარეები; ტბები; მოსახლეობა; ძირითადი ქვეყნები და ქალაქები;
ა.კ) ისტორიული პერიოდიზაცია;
ა.ლ) უძველესი რელიგიური წარმოდგენები საქართველოში;
ა.მ) სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები საქართველოში (დიაოხი, კოლხა);
ა.ნ) კოლხეთი და ბერძნული კოლონიზაცია;
ა.ო) ქართლის სამეფოს შექმნა;
ა.პ) რომი და საქართველო;
ა.ჟ) საქართველო IV-VIII სს-ში (ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ქართლში, ვახტანგ გორგასალი, ქართლის სამეფოს სახელმწიფო მმართველობის სისტემა, ეგრისის სამეფო ბიზანტია-ირანის დაპირისპირებაში V-VI სს-ში, სახელმწიფოებრიობის გაუქმება და აღდგენა VI ს-ის ქართლში, არაბების გამოჩენა – ჰაბიბ იბნ-მასლამას დაცვის სიგელი, მურვან ყრუს შემოსევა, IV-VIII სს. საქართველოს კულტურა);
ა.რ) საქართველო IX-XI სს-ში (სამეფო-სამთავროების წარმოქმნა VIII ს. ბოლოს და IX ს-ის დასაწყისში, სამონასტრო მშენებლობა ტაო-კლარჯეთში, დავით III კურაპალატი);
ა.ს) საქართველო XI-XIII ს-ის I მეოთხედში (ბაგრატ III, გიორგი I, ბაგრატ IV, დავით IV აღმაშენებელი, მისი რეფორმები, დემეტრე I, გიორგი III, თამარ მეფე, ლაშა გიორგი, მმართველობის სისტემა, სოციალური ფენები, კულტურა და განათლება);
ა.ტ) საქართველო XIII-XV სს-ში (ჯალალ ედ-დინის შემოსევა, მონღოლების გამოჩენა, ორმეფობა, დემეტრე თავდადებული, გიორგი V ბრწყინვალე, თემურ-ლენგის შემოსევები, ალექსანდრე I დიდი, საქართველოს დაშლა სამეფო-სამთავროებად);
ა.უ) საქართველო XVI-XVIII სს-ში (ქართლის სამეფო – ლუარსაბ I და სვიმონ I, კახეთი XVI ს-ში, ამასიის ზავი, შაჰ-აბასი და საქართველო, ვახტანგ VI, თეიმურაზ II და ერეკლე II, საზოგადოებრივი ფენები, კულტურა და განათლება);
ა.ფ) საქართველო XIX-XX სს-ში (საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ, 1832 წლის შეთქმულება, ბატონყმობის გაუქმება, თერგდალეულები, ქართული კულტურა XIX საუკუნეში, საქართველო 1918-1921 წლებში, საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში – 1924 წლის აჯანყება, 30-იანი წლების რეპრესიები, II მსოფლიო ომი, ეროვნული მოძრაობა უძრაობის პერიოდში, დამოუკიდებლობის აღდგენა, საქართველოს გაწევრიანება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ევროსაბჭოში, საქართველოს კონსტიტუცია, ეროვნული სიმბოლიკა: დროშა, ჰიმნი, გერბი, ქართული კულტურა XX საუკუნეში).
მუხლი 51. სწავლების მეთოდები
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს ისტორიასა და საქართველოს გეოგრაფიაში შეუძლია:
1. შედეგსა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა მოსწავლის ფიზიკური, ემოციური, შემეცნებითი და სოციალური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით:
ა) საგაკვეთილო მიზნად მოსწავლეებში საგნისათვის დამახასიათებელი ისეთი ღირებულებების განვითარების დასახვა, როგორებიცაა: პატიოსნება, პატივისცემა, კაცთმოყვარეობა, შრომისმოყვარეობა, პატრიოტიზმი;
ბ) ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით საგაკვეთილო მიზნად ისეთი კოგნიტური უნარების განვითარების დასახვა, როგორებიცაა: სივრცითი და დროითი მიმართებების დაუფლება, ქრონოლოგიური აზროვნება, ისტორიულ-გეოგრაფიულ მოვლენებსა და პროცესებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენა, შემოქმედებითობა;
გ) საგაკვეთილო მიზნად მოსწავლეებში ისეთი სოციალური უნარების განვითარების დასახვა, როგორებიცაა: თვითგამოხატვა, თანაგრძნობა, თვითკონტროლი, პასუხისმგებლობა და თანამშრომლობა;
დ) საგაკვეთილო მიზნად მოსწავლეებში ისეთი ფიზიკური უნარის განვითარების დასახვა, როგორიცაა სივრცეში ორიენტაცია;
ე) საგაკვეთილო მიზნად მოსწავლეებში კომუნიკაციური უნარების განვითარების დასახვა; წერისა და კითხვის სტრატეგიების დაუფლება; ზეპირი მეტყველებისა და მოსმენის უნარების განვითარება;
ვ) ისეთი აქტივობების შერჩევა, რომლებიც შეესაბამება დასახულ მიზანს და ითვალისწინებს უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა საზოგადოებრივი ურთიერთობების გამოცდილებას;
ზ) აქტივობების ისე შერჩევა, რომ მოსწავლემ შეძლოს ცნებებისა და მიმართებების ათვისება მანიპულირების საშუალებით (კეთებით სწავლა, პრობლემის გადაჭრა, კანონზომიერების დადგენა, პირად გამოცდილებასთან დაკავშირება);
თ) სასწავლო გარემოს იმგვარად მოწყობა, სასწავლო მასალისა და რესურსების ისე შერჩევა, რაც გააადვილებს სასწავლო მასალის აღქმას, გაააქტიურებს მოსწავლეთა ყურადღებას და აღუძრავს მათ სწავლის სურვილს;
ი) საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართ მოსწავლეთა მიდრეკილებებისა და ნიჭის გამოვლენა, სათანადო სტრატეგიების განსაზღვრა თითოეულის განსავითარებლად;
კ) საგაკვეთილო მიზნების მისაღწევად სოციალური და საკომუნიკაციო უნარების განვითარების შესაბამისი სწავლების ორგანიზების ფორმების შერჩევა: ჯგუფური, წყვილური, ინდივიდუალური, მთელი კლასის მონაწილეობით მუშაობა;
2. შედეგსა და მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვა ფიზიკური, ემოციური, შემეცნებითი და სოციალური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით:
ა) აქტივობების წარმართვისას უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა სოციალური გამოცდილების გათვალისწინება, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც დაეხმარება მათ სხვა სოციალური როლების მნიშვნელობის გააზრებაში;
ბ) საგაკვეთილო პროცესის იმგვარად წარმართვა, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის ჯანსაღი ურთიერთობების განვითარებას, მათ სოციალიზაციას და ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბებას;
გ) მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენება, რომლებიც გააიოლებს მოსწავლეთა სასკოლო გარემოსთან ადაპტაციას; წაახალისებს მოსწავლეებს თავად შეიმუშავონ და დაიცვან საკლასო წესები;
დ) სხვადასხვა აქტივობის დროს ისეთი პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობას;
ე) გაკვეთილის წარმართვისას მოსწავლეების ოჯახური, სოციალური, ფიზიკური და კულტურული განსხვავებულობის გათვალისწინება და კორექტულად მოქმედება;
ვ) საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას მრავალფეროვანი მეთოდებისა და სასწავლო რესურსების გამოყენებით მოსწავლის ინტერესის აღძვრა საკუთარი ქვეყნის უკეთ შესასწავლად;
ზ) აქტივობების წარმართვისას უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა ნაკლები დამოუკიდებლობის გათვალისწინება და მათი ნებელობითი ქცევის უნარის განვითარების ხელშეწყობა;
თ) მოსწავლეებში კლასის, სკოლისა და საზოგადოებრივი წესების დაცვის უნარის გამომუშავება; წესების მარტივი ენითა და პოზიტიური ფორმით ჩამოყალიბება, მოსწავლეთა ქცევის თანმიმდევრული კონტროლი;
ი) სასწავლო მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქტივობების ინსტრუქციის, ქცევის წესების მკაფიოდ და გასაგები ენით ჩამოყალიბება;
კ) ხანგრძლივი აქტივობის მიმდინარეობის ეტაპების/პერიოდების გამოყოფა და განხორციელების გაკონტროლება-აღრიცხვა, დასრულების ფაზის გამოკვეთა, რათა მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს დროის კონტროლის, საქმის ბოლომდე მიყვანისა და გეგმის მიხედვით მოქმედების ჩვევა;
ლ) მოსწავლეებში დაგეგმვის უნარის განვითარება მარტივი სიტუაციური ამოცანების დასახვითა და გადაჭრის გზების ერთობლივი ძიებით;
მ) ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციას, მისცემს თვითგამოხატვის, არჩევანის გაკეთებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის გაზიარების საშუალებას;
ნ) აქტივობების წარმართვისას უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა სოციალური გამოცდილების გათვალისწინებით მათში რეფლექსიის უნარის განვითარების ხელშეწყობა;
ო) მოსწავლის პირადი სოციალური გამოცდილების გათვალისწინება და მისთვის ხელის შეწყობა ამ გამოცდილების საფუძველზე ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების თანდათანობით აგებაში;
პ) სწავლებისას საგნის სპეციფიკური ტერმინების მიწოდება მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით (ტემპი, რაოდენობა), რათა ხელი შეეწყოს ისტორიულ-გეოგრაფიული ტერმინების მარაგის ეტაპობრივ და თანმიმდევრულ გამდიდრებას;
3. შეფასების მრავალფეროვანი ხერხების გამოყენება შედეგსა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად:
ა) თითოეული მოსწავლის ნამუშევრების ანალიზის საფუძველზე ასაკისთვის დამახასიათებელი ტიპური შეცდომების ამოცნობა და, შესაბამისად, სასწავლო მეთოდების, რესურსებისა და საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება შედეგების გასაუმჯობესებლად;
ბ) მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების გამოყენება სწავლის მოტივაციის ასამაღლებლად და სწავლის უნარ-ჩვევების განსავითარებლად;
გ) კორექტული შეფასების საფუძველზე მოსწავლისათვის საკუთარი შეცდომის აღმოჩენის, ამ შეცდომისადმი ადეკვატური დამოკიდებულების, შესწორებისა და ამ პროცესში თანამშრომლობის უნარის განვითარება;
დ) კეთილგანწყობილი შეფასების მეშვეობით მოსწავლისთვის წარმატების გრძნობის გაღვივება და ობიექტური პიროვნული თვითშეფასების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
ე) გარკვეული სასწავლო ეტაპის შეფასებისას თითოეული მოსწავლის დახასიათების დაწერა კორექტული და პოზიტიური კომენტარებისა და რეკომენდაციების გამოყენებით;
ვ) მრავალჯერადი შეფასების შედეგების გაანალიზების საფუძველზე მოსწავლის პროგრესის/რეგრესის გამომწვევი მიზეზების დადგენა და სასწავლო პროცესის შემდგომი დაგეგმვისას მათი გათვალისწინება;
ზ) განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ერთმანეთისგან ფუნქციურად გამიჯვნა და თითოეულის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება;
თ) მოსწავლეებში განსავითარებელი სოციალური კომპეტენციებიდან (ღირებულებები, ცოდნა და უნარ-ჩვევები) გამომდინარე, დავალებებისა და აქტივობების შეფასების სათანადო კრიტერიუმების შემუშავება, მათი წონის განსაზღვრა და დონეების გამოყოფა.
თავი XVII. ქართულის – როგორც მეორე ენის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე
მუხლი 52. ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებლის უნარ-ჩვევები დაწყებით, საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე
ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებელს დაწყებით, საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე შეუძლია:
ა) მიმართულება მოსმენა
ა.ა) კომპლექსური თემების შემცველი ზეპირი მოხსენებების, გამოსვლების, დისკუსიების, დებატების გაგება და გაანალიზება შინაარსობრივი თვალსაზრისით (მაგ.: პრობლემატიკის, ძირითადი საკითხების, არგუმენტების გამოკვეთა, მთავარი და არამთავარი საკითხების, ვარაუდების და ფაქტების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ტექსტის ნაწილებს შორის არსებული ლოგიკური ურთიერთმიმართებების დადგენა, მოსაუბრეთა ისეთი აზრების, დამოკიდებულებებისა და ემოციების ამოცნობა, რომლებიც არ არის ექსპლიციტურად გამოხატული და სხვა);
ა.ბ) ზეპირი ტექსტების ძირითადი ენობრივ-სტილური მახასიათებლების გაგება (მაგ.: ხატოვანი გამონათქვამების, ფრაზეოლოგიზმების, იდიომატური გამოთქმების, სახე-სიმბოლოების გაგება; მსჯელობისათვის დამახასიათებელი პირობით-შედეგობითი კონსტრუქციების, სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების – განკერძოებული სიტყვებისა და გამოთქმების ამოცნობა, სხვადასხვა სტილისათვის დამახასიათებელი სინტაქსური სტრუქტურების, ენობრივი ფორმულებისა და კლიშეების ამოცნობა და სხვა);
ა.გ) ტექსტის შინაარსის აღქმა-გააზრების გასაადვილებლად მოსმენის სტრატეგიების გამოყენება (მაგ., ჩანაწერების ტექნიკის გამოყენება ინფორმაციის დასახარისხებლად; ვერბალური და არავერბალური სიგნალების – ინტონაცია, მიმიკა-ჟესტიკულაცია, ლოგიკური მახვილები, ხმის ტემბრი და სიმაღლე – გათვალისწინება; საკვანძო სიტყვების შერჩევა სათანადო ინფორმაციის ამოსაკრეფად და სხვა).
ბ) მიმართულება კითხვა
ბ.ა) სხვადასხვა ჟანრის, სტილის, მოცულობის, სტრუქტურის მქონე არამხატვრული და მხატვრული ტექსტების გაგება და გაანალიზება შინაარსობრივი თვალსაზრისით (მაგ., ტექსტში ასახული პრობლემატიკის, ძირითადი იდეის, პრობლემის გამომწვევი მიზეზების განსაზღვრა; გადმოცემული თუ ნაგულისხმევი თვალსაზრისების, შეხედულებების გამოკვეთა/გამოყოფა; მთხრობელის/ავტორის/პერსონაჟის ხედვის და ქცევის მოტივის განსაზღვრა და სხვა);
ბ.ბ) მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით (მაგ., ტექსტის ფუნქციური ტიპის განსაზღვრა; ტექსტის სტრუქტურის შესაბამისობის დადგენა ტექსტის მიზანთან და აუდიტორიასთან; პერსონაჟთა დახასიათების ხერხების ამოცნობა; ტექსტის სტრუქტურული ერთეულების, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ფუნქციის განსაზღვრა და სხვა);
ბ.გ) ტექსტების გაანალიზება კონტექსტური (კულტურული, სოციალური, ისტორიული) ფაქტორების გათვალისწინებით (მაგ., ტექსტებში ასახული თემის, იდეის, თვალსაზრისის, პრობლემის განხილვა კონტექსტის თავისებურებათა გათვალისწინებით; სხვადასხვა კონტექსტის ამსახველი ტექსტების მსგავსება-განსხვავებათა გამოვლენა და სხვა);
ბ.დ) შინაარსის აღქმა-გააზრების გასაადვილებლად კითხვის სტრატეგიების გამოყენება. (მაგ., სქემატური ჩანაწერების სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება; გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი კითხვის ხერხების გამოყენება და სხვა).
გ) მიმართულება წერა
გ.ა) სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტების (მაგ., განცხადება, მოხსენება, ესე, ნარკვევი, გამოხმაურება, მიმოხილვითი ხასიათის სტატია, რეცენზია) შედგენა. პრობლემურ საკითხებზე საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება და დაცვა; აზრის თანამიმდევრულად განვითარება; შეჯამებისას სათანადო ლოგიკური დასკვნების გამოტანა; მნიშვნელოვანი დეტალების დაწვრილებით აღწერა; საკუთარი შთაბეჭდილებების, კრიტიკული დამოკიდებულებების გადმოცემა; ტექსტის ორგანიზების წესის დაცვა; ენობრივი ნორმების დაცვა;
გ.ბ) ტექსტის შეთხზვა, რომელშიც ენობრივი ნორმების დაცვით ხატოვნადაა გადმოცემული/აღწერილი გამოგონილი თუ საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებული ისტორია.
დ) მიმართულება ზეპირმეტყველება
დ.ა) აუდიტორიის წინაშე ზეპირი მოხსენებით გამოსვლა; საკუთარი მოსაზრებების მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბება; სათანადო არგუმენტების და კონკრეტული მაგალითების მოხმობა საკუთარი მოსაზრების/პოზიციის გასამყარებლად; დასკვნის გაკეთება;
დ.ბ) დისკუსიებში მონაწილეობა და საკუთარი პოზიციის დაცვა; მეტი სიცხადისათვის აზრის პერიფრაზირება, განმარტებების შეტანა; კონტრარგუმენტებზე პასუხის გაცემა;
დ.გ) სიუჟეტების თხრობა, დეტალების დაწვრილებით აღწერა, ნიუანსების გამოკვეთა;
დ.დ) ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიების გამოყენება (მაგ., საკვანძო სიტყვების, გამოთქმების, მოდელების წინასწარ მომზადება; გამოსვლამდე რეპეტიციის გავლა, გამოსვლის გეგმის შედგენა, დისკუსიის მონაწილეთა შესაძლო არგუმენტების გათვალისწინება შესაბამისი პასუხების მოსამზადებლად).
ე) სასწავლო მასალის გაანალიზება
ე.ა) კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფისთვის შექმნილ სხვადასხვა სასწავლო მასალას შორის არჩევანის გაკეთება, საკუთარი არჩევანის დასაბუთება მასალის მეთოდური და შინაარსობრივი თვალსაზრისით გაანალიზების საფუძველზე.
მუხლი 53. ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებლის პროფესიული ცოდნა დაწყებით, საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე
ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებელმა დაწყებით, საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე იცის:
ა) ქართული ანბანი და მისი ზოგადი დახასიათება:
ა.ა) ქართული ენის ბგერითი შედგენილობა; ბგერა და ასო; მეტყველებასა და წერას შორის შეფარდება. ქართული დამწერლობის განვითარების ეტაპები; ქართულ ასოთა სწორად დაწერილობისა და ასოთა გადაბმის წესები.
ბ) ფონეტიკის საკითხები:
ბ.ა) ბგერათა დახასიათება; სპეციფიკური ბგერები; ძირითადი ფონეტიკური პროცესები: ასიმილაცია, დისიმილაცია, მეტათეზისი, ბგერის დაკარგვა და სხვა; ინტონაცია და მისი ძირითადი ელემენტები: ლოგიკური მახვილი, მეტყველების ტემპი, ხმის ტემბრი; პაუზა და მისი აზრობრივი დატვირთვა; ორთოეპიის საკითხები.
გ) გრამატიკა (მორფოლოგია და სინტაქსი):
გ.ა) სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები; მოთხრობითი ბრუნვის საკითხი; თანდებულთა განაწილება ბრუნვების მიხედვით და მათი ფუნქციები; სახელთა წარმოება და მათი ფუნქციები; ზმნისწინთა აგებულება და მათი ფუნქციები; პირისა და რიცხვის გამოხატვა ზმნაში; სუბიექტისა და ობიექტის ბრუნვები ქართულ ენაში; დრო, კილო, ასპექტი; ქცევა და მისი გამოხატვის საშუალებები ქართულში; კონტაქტი, მისი წარმოება და ფუნქცია; გარდამავლობა; გვარის კატეგორია; საწყისი და მიმღეობა, მათი წარმოება და ფუნქციები; ფორმაცვალებადი და ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილები და მათი ფუნქციები; მსაზღვრელ-საზღვრულის ურთიერთობა; რიცხვში შეთანხმების საკითხები;
გ.ბ) წინადადება აგებულებისა და შინაარსის მიხედვით; ზმნური კონსტრუქციები და მარტივი წინადადება (ქართული ენის სპეციფიკა – 4-მთავარწევრიანი წინადადება და ზმნის ცენტრალური როლი წინადადებაში); რთული სინტაქსური კონსტრუქციები; მისათითებელი სიტყვებისა და წევრ-კავშირების როლი რთულ წინადადებაში; ზმნის დრო-კილოთა ფორმების ურთიერთმიმართების საკითხი რთულ წინადადებებში; სხვადასხვა სტილური მეტყველებისათვის დამახასიათებელი სინტაქსური კონსტრუქციები.
დ) ორთოგრაფია:
დ.ა) ორთოგრაფიის ძირითადი ნორმები. სალიტერატურო ენის ნორმები და მათი დაცვა.
ე) პუნქტუაცია:
ე.ა) პუნქტუაციის წესები. პუნქტუაციის ნიშნების სტილური შესაძლებლობები. პუნქტუაცია და ინტონაცია.
ვ) ლექსიკოლოგია:
ვ.ა) სიტყვაწარმოების თავისებურებანი ქართულ ენაში. სინონიმები, ომონიმები, ანტონიმები, დიალექტიზმები, ჟარგონი, არქაიზმები, ნეოლოგიზმები, პროფესიული ლექსიკა; სიტყვათა სესხება; სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ხმარება; სიტყვის კონტექსტური მნიშვნელობა; ფრაზეოლოგიზმები და მყარი შესიტყვებები; ბარბარიზმები; ეტიმოლოგია.
ზ) ენისა და ტექსტის ურთიერთმიმართება:
ზ.ა) ტექსტისა და მისი კომპონენტების ორგანიზება (თავი, როგორც ტექსტის სტრუქტურული ნაწილი; აბზაცი, როგორც ტექსტის კომპოზიციური ერთეული); ტექსტის შემადგენელ კომპონენტთა სემანტიკური და სტრუქტურული ურთიერთდაკავშირების საშუალებანი (კავშირები, ნაცვალსახელები და ზმნიზედები, ლექსიკური განმეორება, სინონიმური ჩანაცვლება, ზმნა-შემასმენელთა ურთიერთმიმართება დროის, კილოსა და ასპექტის მიხედვით);
ზ.ბ) მეტყველების ტიპების კლასიფიკაცია აგებულების მიხედვით (პირველი, მეორე, მესამე პირის მეტყველება და მისი გამოყენების სფეროები და თავისებურება);
ზ.გ) ტექსტების კლასიფიკაცია სხვისი ნათქვამის გადმოცემისა (ირიბი ნათქვამი, პირდაპირი ნათქვამი) და საუბარში მეტყველების მონაწილეთა რაოდენობის (მონოლოგი, დიალოგი, პოლილოგი) მიხედვით;
ზ.დ) მეტყველების ფუნქციური ტიპები (აღწერა, თხრობა, მსჯელობა), მათი სტრუქტურული და სტილური თავისებურებანი;
ზ.ე) ტექსტების ფუნქციურ-სტილური ტიპოლოგია (სასაუბრო, სამეცნიერო, ოფიციალურ-საქმიანი, მხატვრული, პუბლიცისტური).
თ) მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა:
თ.ა) მხატვრული ტექსტის ელემენტები: მხატვრული ტექსტის ბგერითი ორგანიზაცია; რითმის სახეები და გარითმვის ხერხები; მხატვრული ნაწარმოების ინტონაციური ანალიზი და გამომეტყველებითი კითხვა; ტროპული მეტყველება (ეპითეტი, მეტაფორა, ირონია, გაპიროვნება და სხვა); სტილური და სინტაქსური ფიგურები (განმეორება, პარალელიზმი და სხვა);
ი) ქართული ლიტერატურა და მისი ძირითადი ეტაპები:
ი.ა) ძველი ქართული მწერლობა – სასულიერო მწერლობა (ჰაგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია), კლასიკური პერიოდის მწერლობა, აღორძინების პერიოდის მწერლობა;
ი.ბ) ახალი ქართული მწერლობა – XIX საუკუნის მწერლობა და ამ პერიოდის ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობანი: რეალიზმი, რომანტიზმი;
ი.გ) უახლესი ქართული მწერლობა XX საუკუნის მწერლობა და ამ პერიოდის ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობანი: სიმბოლოზმი, ფუტურიზმი, იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი, პოსტმოდერნიზმი;
ი.დ) განსაკუთრებული მხატვრულ-ესთეტიკური და იდეური ღირებულებების მქონე ნაწარმოებები, რომელთაც უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ძველ, ახალ და უახლეს ქართულ ლიტერატურაში.
კ) ცნებები:
კ.ა) მულტილინგვური განათლება; ინტერკულტურა; ენების პლურალისტური მიდგომები, ენის სწავლის სტრატეგიები, ინტერენა (ინტერლანგუე), გადატანის უნარი (ტრანსფერი), კითხვის მოდელები (აღმავალი, დაღმავალი, ინტერაქტიული); სასწავლო სიტუაცია.
მუხლი 54. სწავლების მეთოდები
ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებელი დაწყებით, საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე ფლობს საგნის სწავლების მეთოდებს და შეუძლია:
ა) მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა;
ა.ა) ქართულის, როგორც მეორე ენის, საგნობრივ პროგრამაზე დაყრდნობით, მოსწავლეთა ასაკობრივი ინტერესებისა და მათი ენობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით ტექსტების შერჩევა და საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა მოსმენის/კითხვის უნარ-ჩვევის გასავითარებლად; სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მოსასმენი/საკითხავი დავალებების შერჩევა ან შედგენა ტექსტის ეტაპობრივი გააზრებისათვის;
ა.ბ) ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების, მოსწავლეთა ასაკობრივი ინტერესებისა და მათი ენობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა ენობრივი, ზეპირი და წერითი უნარ-ჩვევების გასავითარებლად; დასახული მიზნების შესაბამისი განსხვავებული სირთულის მქონე სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა ცოდნის ათვისების პირველი (წვდომა-გაგება), მეორე (გავარჯიშება) თუ მესამე (დაუფლების) ფაზისათვის;
ა.გ) ენის სწავლის უნარის გასაუმჯობესებლად სწავლების სათანადო სტრატეგიების გამოყენება (მაგალითად, დისკუსიის მოწყობა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ რა ხერხი, რა სტრატეგია გამოიყენა დასმული ამოცანის გადასაჭრელად, რომელი იყო უფრო ეფექტიანი და რატომ; შეცდომების გაანალიზება მათი გამომწვევი მიზეზების დასადგენად; პირველი ენისა და ქართული ენის შედარებითი ანალიზი კონკრეტული მსგავსებებისა და განსხვავებების დასადგენად; მოსწავლეთა მიერ განხორციელებული ტრანსფერების გამოვლენა და გაანალიზება);
ა.დ) კომპლექსური დავალების შერჩევა თუ შედგენა (პროექტი, აქტივობები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ინტერდისციპლინური აქტივობები), მის შესასრულებად საჭირო გრამატიკული მექანიზმების, ლექსიკის, ენობრივი კონსტრუქციების, ენობრივი თუ საკომუნიკაციო უნარების დაკონკრეტება, მათ ასათვისებლად განსხვავებული ტიპისა და სირთულის შუალედური სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა, ძირითადი სამუშაოს შესრულების ეტაპების, გზებისა და საშუალებების განსაზღვრა.
ბ) შედეგსა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა:
ბ.ა) გაკვეთილების ჩატარება გეგმის მიხედვით;
ბ.ბ) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას ტექსტის მოსასმენად/წასაკითხად, მაგ., წინმსწრები სამოტივაცო აქტივობების გამოყენება – ვარაუდის გამოთქმა, შინაარსის/ინფორმაციის მოსწავლის პირად გამოცდილებასთან დაკავშირება, მოსწავლის ცოდნის გააქტიურება, საკითხის დასმა, აღმავალი და დაღმავალი მეთოდების მონაცვლეობა და სხვა;
ბ.გ) მოსწავლეთა მოტივირება ქართულ ენაზე ზეპირ თუ წერით აქტივობაში ჩასაბმელად, მაგ., სახალისო საკომუნიკაციო სიტუაციების შეთავაზება, თვითგამოხატვის, არჩევანის (თემა, ადრესატი, ფორმატი) საშუალების მიცემა, ადვილად დასაძლევი სასაუბრო ამოცანების შეთავაზება, გეზის მიმცემი ინსტრუქციების მიცემა კომპლექსური დავალებისთვის და სხვა;
ბ.დ) მოსწავლეებისათვის მოსასმენი/საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარება და მათი სათანადო სტრატეგიებით აღჭურვა, მაგ., ნაცნობ, არავერბალურ ელემენტებზე დაფუძნებით უცნობი ელემენტების ამოცნობა, მოსმენის/კითხვის მიზნის გათვალისწინება, კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება (გაცნობითი/ ძიებითი/შესწავლითი კითხვა) ლექსიკონის გამოყენება/შედგენა და სხვა;
ბ.ე) მოსწავლეებისათვის სამეტყველო/წერითი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარება, მათი სათანადო სტრატეგიებით აღჭურვა, მაგ., იდეების ჩამოწერა/ დახარისხება, დაგეგმვა, საჭირო ენობრივი მასალის (საკვანძო სიტყვები, გრამატიკული სტრუქტურა, ზმნის დრო და სხვ.) თავმოყრა, სამუშაო ვარიანტის გაუმჯობესება თვითშეფასების/თანაშეფასების გზით, საკომპენსაციო საშუალებების გამოყენება, მეწყვილესთან გავარჯიშება და სხვა;
ბ.ვ) ენობრივი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარება, მოსწავლეების აღჭურვა სათანადო სტრატეგიებით, მაგ., გრამატიკულ მოდელებზე დაკვირვება და მექანიზმების/კანონზომიერების დამოუკიდებლად ამოცნობა, სქემების, სტრუქტურული მოდელების გამოყენება გავარჯიშების პროცესში, შეცდომების გაანალიზება, უცნობი სიტყვების ამოწერა, დამახსოვრების სხვადასხვა ხერხის გამოყენება, პარალელების გავლება პირველ ან სხვა ნაცნობ ენასთან და სხვა;
ბ.ზ) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლის ჩაბმას ენობრივ-კომუნიკაციურ აქტივობებში, მაგ., დიფერენცირებული მოთხოვნების წაყენება მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით; თითოეული მოსწავლის წინსვლის გამოვლენა; კლასში პასუხების/მოსაზრებების შედარება-გაანალიზებაში ხელშეწყობა; მოსწავლეთა ტექსტთან/გრამატიკულ მოდელებთან მიბრუნება მოსაზრებების დასაბუთების მიზნით; კონტექსტზე დაფუძნებით ვარაუდების გამოთქმასა და პასუხების ამოცნობაში ხელშეწყობა და სხვა;
ბ.თ) მოსწავლეთა დამოუკიდებლად, წყვილებში და ჯგუფებში მუშაობის უნარ-ჩვევის განვითარება; მიღწევების დამოუკიდებლად გაუმჯობესებისათვის სათანადო უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა, მაგ., მოსწავლეთა ჩართვა შეფასების კრიტერიუმების შემუშავების, თვითშეფასების და თანაშეფასების პროცესში; ხელშეწყობა იმისა, რომ მათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ პრობლემები, შემაფერხებელი და ხელშემწყობი ფაქტორები, ხერხები, სუსტი და ძლიერი მხარეები, აღმოფხვრან ხარვეზები, მოიძიონ პრობლემათა გადაჭრის გზები; გამოიყენონ/შექმნან რესურსები (მოდელები, ცნობარი, ტაბულები, ლექსიკონი); სამუშაო დაყონ მონაკვეთებად და სხვა;
ბ.ი) დავალების ინსტრუქციის ნათლად ჩამოყალიბება/ინტერპრეტაცია;
გ) შეფასების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება შედეგსა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად
გ.ა) სასწავლო მიზნებისა და შეფასების სტრატეგიების ურთიერთშეთანხმება: მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმებისა და ხერხების შერჩევა/შემუშავება, კომპლექსური დავალებების შესაფასებლად სათანადო კრიტერიუმების სქემების (რუბრიკების) შემუშავება და თითოეული კრიტერიუმის წონის განსაზღვრა დასახული პრიორიტეტული მიზნების გათვალისწინებით;
გ.ბ) წინასწარი, მიმდინარე და შემაჯამებელი შეფასება მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად: სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი კრიტერიუმების შერჩევა-შემუშავება (შემოქმედებითობა, თანამშრომლობის უნარი, ორგანიზებულობა და სხვა), ასევე შეფასების მრავალფეროვანი ფორმის გამოყენება (ტესტები, გამოფენები, პრეზენტაციები, შეფასების ცხრილები, წარმოდგენები და სხვა);
გ.გ) განმავითარებელი შეფასების გამოყენება მოსწავლეთა ენის ცოდნის დონის გასაუმჯობესებლად და შესამოწმებლად; ენობრივი და კომუნიკაციური პრობლემების გამოსავლენად და მათი წარმომშობის მიზეზების დასადგენად, სათანადო სტრატეგიების, აქტივობების დაგეგმვა ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად;
გ.დ) განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება;
გ.ე) განვლილი მასალის საფუძველზე თვითშეფასების სხვადასხვა საშუალების (მაგ., თვითშეფასების ცხრილები, სქემები, ტესტური დავალებები შეფასების სქემებითურთ და სხვ.) შედგენა და გამოყენება კონკრეტული მასალის დასრულების შემდეგ.
დ) ქართულის სწავლება მოსწავლის კულტურული და ინტერკულტურული განვითარებისათვის
დ.ა) სოციოკულტურული და კულტურული თვალსაზრისით მდიდარი რესურსების შერჩევა და მათზე დაფუძნებით ისეთი აქტივობების აგება, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესს გამოიწვევს;
დ.ბ) კლასში არსებული მრავალფეროვნების, როგორც რესურსის, გამოყენება; მოსწავლის მშობლიური ენისა და კულტურული გამოცდილების გამოყენებით სასწავლო პროცესის გამდიდრება;
დ.გ) მოსწავლეებისათვის ისეთი მოსაზრებების გამოთქმის ხელშეწყობა, რომელიც გამომდინარეობს მათი კულტურული პერსპექტივიდან დისკუსიების, განსხვავებული კულტურული ხედვის პატივისცემის და აღიარების, მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე რეაგირების გზით;
დ.დ) ინტერკულტურული სწავლების ადეკვატური სტრატეგიებისა და შეფასების სისტემის გამოყენება;
დ.ე) მოსწავლეში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებისათვის ადეკვატური სტრატეგიების, მასალებისა და მიდგომების გამოყენება.
ე) დაწყებით საფეხურზე მეორე ენის სწავლა/სწავლების სპეციფიკის გათვალისწინება;
ე.ა) სტანდარტის მოთხოვნებზე დაფუძნებით სასწავლო პროცესის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასებისას უპირატესობის მინიჭება სწავლების ისეთი სტრატეგიებისათვის, რომლებიც ააქტიურებს სენსორულ, კინესთეტიკურ და მოტორულ სისტემებთან და წარმოსახვასთან დაკავშირებულ სააზროვნო (არაანალიტიკურ) პროცესებს, მაგალითად: მასალის ახსნისას თვალსაჩინოებების, ანალოგიების, იგავური ენის, მეტაფორების, მიმიკა-ჟესტიკულაციის გამოყენება, მასალის ასათვისებლად თუ ცოდნის შესაფასებლად როლების გათამაშება, მინისპექტაკლების დადგმა, დახატვა-გაფერადება, ნაკეთობების შექმნა, მუსიკის მოსმენა, სიმღერა, განსახიერება და სხვა;
ე.ბ) კითხვის ორი უნარ-ჩვევის (წერილობითი კოდის გახმოვანება და წაკითხულის შინაარსის გაგება) ერთმანეთისაგან გარჩევა და ორივე უნარის წარმატებით გასავითარებლად სწავლების სათანადო სტრატეგიების გამოყენება, ასევე კითხვის ორი განსხვავებული ტექნიკის (ჩუმი და ხმამაღალი კითხვის) დანიშნულებისამებრ გამოყენება;
ე.გ) წერის სამი უნარ-ჩვევის – მოტორიკის, კოდირების, ანუ ბგერების ასოებად ქცევისა და შექმნა-შედგენის – ერთმანეთისაგან გარჩევა და სამივე უნარის გასავითარებლად სათანადო აქტივობების გამოყენება;
ე.დ) მოსწავლეების კომუნიკაციური უნარ-ჩვევის დაუფლებისათვის მომზადება: გასავითარებელი უნარების (მოსმენა-გაგება, ბგერების სმენით გარჩევა, ასოების/მარცვლების/ სიტყვების თვალით გარჩევა, მხედველობითი მეხსიერება, გამოთქმა, ტექსტების ზეპირად თქმა, ინტერაქცია, სიტყვების/მინიტექსტის გაგება კითხვის ჩუმი ტექნიკის გამოყენებით, ხმამაღალი კითხვა, ასოების გამოწერა, სიტყვების გამოწერა, მინიტექსტის შედგენა და სხვა) გაცნობიერება და დაწყებითი საფეხურის ამა თუ იმ ეტაპზე პრიორიტეტული უნარებისა და მათი განვითარებისათვის სწავლების სტრატეგიების განსაზღვრა.
თავი XVIII. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
მუხლი 55. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს შეუძლია:
ა) მიმართულება: ზეპირმეტყველება
ა.ა) სხვათა მეტყველების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით, ვერბალური (შესაფერისი ენობრივი კონსტრუქციები, ადეკვატური ლექსიკა, მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები: მეტაფორა, ირონია, იუმორი, ეპითეტი, შედარება და სხვა) და არავერბალური (ჟესტი, მიმიკა, ინტონაცია, ხმის აწევ-დაწევა, პაუზა და სხვა) საშუალებების ეფექტურობის თვალსაზრისით;
ა.ბ) აქტიური მოსმენის სტრატეგიების გამოყენება (კითხვის დასმა, მოსმენილის პარიფრაზირება, ჩანიშვნა და ა.შ.);
ა.გ) სამეტყველო ქცევის წარმართვა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით; საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი სამეტყველო სტრატეგიებისა და აუდიტორიაზე ზემოქმედების ვერბალური და არავერბალური ხერხების ეფექტური გამოყენება;
ა.დ) საჯარო გამოსვლებისთვის მომზადების სტრატეგიების ფლობა (ინფორმაციის შეგროვება, ტექსტის დაგეგმვა, ჩანაწერების/სლაიდშოუს, თვალსაჩინო მასალის მომზადება, კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენება, ინფორმაციის რელევანტურობისა და სანდოობის გადამოწმება, ტექსტის დამახსოვრება, რეპეტიციის გავლა).
ბ) მიმართულება: კითხვა
ბ.ა) სხვადასხვა ჟანრის, ეპოქისა და კულტურის მხატვრული ტექსტების გაანალიზება, ჟანრული მახასიათებლების, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის, კომპოზიციური თავისებურების, სტრუქტურული ელემენტების, სიუჟეტის განვითარების, პერსონაჟის ხატვის ხერხების, მთხრობელის პოზიციის, ისტორიული კონტექსტისა და ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების გათვალისწინებით;
ბ.ბ) სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება და შედარება ისტორიული, სოციალური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით;
ბ.გ) სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის მიზნის განსაზღვრა და შეფასება, მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;
ბ.დ) ტექსტის ლინგვისტური ანალიზი (ტექსტის სტრუქტურა; ტექსტის ფუნქციური ტიპები; ტექსტის ფუნქციური ტიპის შესაბამისი ენობრივ-გამომხატველობითი საშუალებები);
ბ.ე) კითხვის სტრატეგიების გამოყენება (საჭირო ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროში; ტექსტებში მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის გადამოწმება; მარკირების სისტემის გამოყენება; სქემების, დიაგრამების, ცნებათა განმარტებების და ა.შ. გამოყენება მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და იდეების გასააზრებლად და დასამუშავებლად; ტექსტიდან სხვადასხვა ტიპის ინფორმაციისა და ლექსიკური ერთეულების მონიშვნა/ამოწერა).
გ) მიმართულება: წერა
გ.ა) წერილობითი ტექსტების შექმნა, სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის შესაბამისი სტრუქტურული მახასიათებლებისა და ენობრივი ნორმების დაცვით (აკადემიური წერა – თეზისის ჩამოყალიბება, არგუმენტირებული მსჯელობა, ტექსტის შესავალი და დასკვნითი ნაწილების ფორმულირება, კონტრარგუმენტის/ანტითეზისის არგუმენტაციასა და თეზისთან დაპირისპირება, შესაბამისი ლექსიკისა და სტილის გამოყენება; მხატვრული წერა – სათქმელის მხატვრული ფორმით გამოსახვა, სიუჟეტის აგება, პერსონაჟის დახასიათება, გარემოს აღწერა და მხატვრული გამოსახვის ხერხების გამოყენება; ესეს დაწერა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება განსახილველი საკითხი, ავტორისეული მოსაზრებები, შთაბეჭდილებები და შეფასებები საკითხთან დაკავშირებით; ოფიციალურ-საქმიანი ტექსტის შექმნა სათანადო მოდელების გამოყენებით, ოქმების, ანგარიშის ფორმატის დაცვით, პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით; რეფერატის შედგენა, თემების შერჩევა რეფერირებისათვის, ანალიზის შესაბამის ფორმატში დაწერა წყაროების, ავტორის შესახებ ცნობების, გამოცემის დროისა და ადგილის მითითებით);
გ.ბ) წერის სათანადო სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება (მიზნისა და აუდიტორიის განსაზღვრა, ნაწერის დაგეგმვა, კომპოზიციის აგება, სამუშაო ვერსიის ხელახალი გადასინჯვა, ინფორმაციის სანდოობის გადამოწმება, ტექსტის შესადგენად და დასაფორმატებლად კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენება, ნაწერის რედაქტირება-კორექტირება).
მუხლი 56. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა იცის:
ა) ზოგადი ცნობები ქართული ენის შესახებ:
ა.ა) ქართული სალიტერატურო ენის განვითარების საფეხურები; ქართული სალიტერატურო ენა და კილოები; ქართული დამწერლობის ისტორია; ქართული და მისი მონათესავე ენები.
ბ) ფონეტიკა-ფონოლოგიის საკითხები:
ბ.ა) ასო და ბგერა. ბგერათა ფონოლოგიური დახასიათება (წარმოთქმის ადგილისა და მჟღერობა-სიყრუის მიხედვით; ცალეულები, წყვილეულები, სამეულები); ძირითადი ფონეტიკური პროცესები (ასიმილაცია, დისიმილაცია, მეტათეზისი, ბგერის დაკარგვა და სხვ.).
გ) გრამატიკა:
გ.ა) მორფოლოგია და სინტაქსი; სახელები; სახელთა ბრუნება; მრავლობითი რიცხვის წარმოება; არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი სახელების წარმოება და ფუნქციები; ნაცვალსახელის ჯგუფები, წარმოება და თავისებურებები; სახელთა ბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები ძველ ქართულში; ზმნა; ზმნის პირი და პირიანობა; ზმნის დრო, კილო და ასპექტი, ქცევა, კონტაქტი, გარდამავლობა, გვარი; ზმნისწინი და მისი ფუნქციები (მიმართულება, ასპექტი, სიტყვაწარმოება); ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილები; წინადადება; სინტაქსური კავშირის სახეები; წინადადებების კლასიფიკაცია შინაარსისა და შედგენილობის მიხედვით; მარტივი წინადადება; შერწყმული წინადადება; რთული წინადადება: თანწყობა და ქვეწყობა; პირდაპირი და ირიბი ნათქვამი; განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები; ძველი ქართული ენისათვის დამახასიათებელი სინტაქსური თავისებურებანი.
დ) ორთოგრაფია:
დ.ა) ორთოგრაფიის წესები და ნორმები.
ე) პუნქტუაცია:
ე.ა) პუნქტუაციის წესები; პუნქტუაციის ნიშნების სტილისტური შესაძლებლობები; პუნქტუაცია და ინტონაცია.
ვ) ლექსიკოლოგია:
ვ.ა) სიტყვაწარმოების თავისებურებანი ქართულ ენაში; სინონიმები, ომონიმები, ანტონიმები, დიალექტიზმები, ჟარგონი, არქაიზმები, ნეოლოგიზმები, ბარბარიზმები; პროფესიული ლექსიკა; სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ხმარება; სიტყვის კონტექსტური მნიშვნელობა; ფრაზეოლოგიზმები და მყარი შესიტყვებები; მათი ეტიმოლოგია.
ზ) ენისა და ტექსტის ურთიერთმიმართება:
ზ.ა) წინადადებისა და მისი კომპონენტების ორგანიზება;
ზ.ბ.) ტექსტისა და მისი კომპონენტების ორგანიზება (თავი, როგორც ტექსტის სტრუქტურული ნაწილი; აბზაცი, როგორც ტექსტის კომპოზიციური ერთეული; აბზაცის ფუნქციები; ფრაგმენტი და მისი სახეები და სხვა);
ზ.გ) ტექსტის შემადგენელ კომპონენტთა სემანტიკური და სტრუქტურული ურთიერთდაკავშირების საშუალებანი (კავშირები, ანაფორული ნაცვალსახელები და ზმნიზედები, ლექსიკური განმეორება, სინონიმური ჩანაცვლება, ზმნა-შემასმენელთა ურთიერთმიმართება დროის, კილოსა და ასპექტის მიხედვით);
ზ.დ) წინადადებათა გადაბმის სახეები (ჯაჭვური, პარალელური, შერეული);
ზ.ე) მეტყველების ტიპების კლასიფიკაცია აგებულების მიხედვით (პირველი, მეორე, მესამე პირის მეტყველება და მათი გამოყენების სფეროები და თავისებურება);
ზ.ვ) ტექსტების კლასიფიკაცია სხვისი ნათქვამის გადმოცემის (ირიბი ნათქვამი, პირდაპირი ნათქვამი), მეტყველების მონაწილეთა რაოდენობის (მონოლოგი, დიალოგი, პოლილოგი) მიხედვით;
ზ.ზ) მეტყველების ფუნქციური ტიპები (აღწერა, თხრობა, მსჯელობა, მათი სტრუქტურული და სტილური თავისებურებანი);
ზ.თ) ტექსტების ფუნქციურ-სტილური ტიპოლოგია (სასაუბრო, სამეცნიერო, ოფიციალურ-საქმიანი, მხატვრული, პუბლიცისტური);
ზ.ი) ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები: ტროპული მეტყველება (ეპითეტი, მეტაფორა, ირონია, შედარება, გაპიროვნება, ჰიპერბოლა, სიმბოლო, ალუზია, და სხვ.), სტილისტური ფიგურები (განმეორება, პარალელიზმი, გრადაცია და სხვა).
თ) მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა:
თ.ა) მხატვრული ტექსტის ელემენტები: მხატვრული ტექსტის ბგერითი ორგანიზაცია: ალიტერაცია, ასონანსი, რითმა; რითმის სახეები, გარითმვის ხერხები; ბგერწერის ფუნქცია; მხატვრული ნაწარმოების ინტონაციური ანალიზი და გამომეტყველებითი კითხვა; გაპიროვნება, შედარება, მეტაფორა; აფორიზმი; სტილისტური ეფექტების შემქმნელი მხატვრული საშუალებანი (განმეორება, პარალელიზმი და სხვ.);
თ.ბ) მხატვრული ნაწარმოების სტილის განმსაზღვრელი ფონოლოგიური (ალიტერაცია, ასონანსი) და სემანტიკური (მეტაფორა, ევფემიზმი, მეტონიმია) ფიგურები, სინტაქსური ფიგურები.
ი) ქართული ლიტერატურის ძირითადი ეტაპები:
ი.ა) ძველი ქართული მწერლობა – სასულიერო მწერლობა (ჰაგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია), კლასიკური პერიოდის მწერლობა, აღორძინების პერიოდის მწერლობა;
ი.ბ) ახალი ქართული მწერლობა – XIX საუკუნის მწერლობა და ამ პერიოდის ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობანი: რომანტიზმი, რეალიზმი;
ი.გ) უახლესი ქართული მწერლობა – XX საუკუნის მწერლობა და ამ პერიოდის ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობანი: სიმბოლიზმი, იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი, ფუტურიზმი, პოსტმოდერნიზმი.
მუხლი 57. სწავლების მეთოდები
საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს შეუძლია:
ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვა:
ა.ა) ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამაზე დაყრდნობით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, შესაბამისი ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;
ა.ბ) ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული ისეთი თემატური სასწავლო გეგმის შედგენა, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა ცოდნას, ინტერესებს, შესაძლებლობებს, შეხედულებებსა და გამოცდილებას;
ა.გ) ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების ეფექტიანი სტრატეგიების განსაზღვრა, რომლებიც ორიენტირებულია მოსწავლეებში გააზრებული და საფუძვლიანი ცოდნის შეძენასა და უნარ-ჩვევების გამომუშავება-განვითარებაზე;
ა.დ) სასწავლო პროცესისათვის ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს წიგნიერების კომპეტენციას, კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარს;
ა.ე) ისეთი საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა, სასწავლო საქმიანობის დაგეგმვა და დავალებების შერჩევა/შედგენა, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს ტექსტის მრავალმხრივი გააზრება-გაანალიზებისა და შეფასების უნარ-ჩვევებს;
ა.ვ) ისეთი საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა, სასწავლო საქმიანობების დაგეგმვა და დავალებების შერჩევა/შედგენა, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს ზეპირი და წერითი მეტყველების უნარ-ჩვევებს;
ა.ზ) ისეთი საქმიანობების შერჩევა, რომლებიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, პარალელი გაავლონ უცხოურ და მშობლიურ სოციოკულტურულ სამყაროებს შორის, ამოიცნონ და გააანალიზონ მსგავსება-განსხვავებანი, დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები, შეადარონ ერთმანეთს ქართული ლიტერატურისა და შესაბამისი პერიოდის მსოფლიო ლიტერატურის ცნობილი ნაწარმოებები;
ა.თ) სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით, ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების მიზნების განსაზღვრა და შესაბამისი საქმიანობების შერჩევა (მაგ., აღწერითი ტიპის მხატვრული ტექსტის ენობრივი მახასიათებლების – ზედსართავი სახელების, მიმღეობების ჭარბი გამოყენება, განსაზღვრებითი და გარემოებითი წინადადებების სიმრავლე და სხვ. ამოცნობა-გაანალიზება და მათი გამოყენება ამავე ტიპის ტექსტის შექმნისას);
ა.ი) სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან თანამშრომლობა და ერთობლივი სტრატეგიების შემუშავება; ინტეგრირებული გაკვეთილებისა და სხვადასხვა არასაგაკვეთილო საქმიანობის ერთობლივი დაგეგმვა;
ა.კ) მიზნის შესაბამისი შეფასების ისეთი ტიპებისა და მეთოდების შერჩევა, რომელთა საშუალებითაც გამოვლინდება არა მარტო მოსწავლეთა შესაძლებლობები, შეფასდება მათი ცოდნა და უნარ-ჩვევები, არამედ გაუმჯობესდება სწავლა-სწავლების ხარისხი;
ა.კ) მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმებისა და მეთოდების შერჩევა/შემუშავება, კრიტერიუმების სქემების (რუბრიკების) შემუშავება და თითოეულის წონის განსაზღვრა დასახული პრიორიტეტული მიზნების გათვალისწინებით.
ბ) სასწავლო პროცესის წარმართვა:
ბ.ა) სწავლისა და სწავლების ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება;
ბ.ბ) ისეთი სასწავლო საქმიანობებისა და მეთოდების გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივირებას ტექსტის მოსასმენად/წასაკითხად, ზეპირ თუ წერით საქმიანობაში მათ ჩართვას: მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინება, თვითგამოხატვისა და არჩევანის საშუალების მიცემა, წინმსწრები სამოტივაციო აქტივობების შემუშავება: ვარაუდების გამოთქმა, შინაარსის/ინფორმაციის მოსწავლის პირად გამოცდილებასთან დაკავშირება, მოსწავლის ცოდნის გააქტიურება, დამხმარე ინსტრუქციების მიცემა, მოსმენილის/წაკითხულის ირგვლივ აზრის გამოთქმისა და დისკუსიის წახალისება და სხვა;
ბ.გ) ისეთი სასწავლო საქმიანობებისა და მეთოდების გამოყენება, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს კითხვის/წერითი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევებს: იმ ფაქტორების გათვალისწინება, რომლებიც ზეგავლენას ახდენს კითხვისა და წერის უნარების განვითარებაზე (მოსწავლის ცოდნა და გამოცდილება, ენობრივი კომპეტენცია, შესაქმნელი ტექსტის ტიპის, მისი სტრუქტურისა და ჟანრობრივი მახასიათებლების ცოდნა, კითხვისა და წერის სტრატეგიების გამოყენების უნარი); მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენება მოსწავლეთა დამოუკიდებლად კითხვისა და წერის უნარის განვითარების მიზნით (მაგ., გაცნობითი/ძიებითი/შესწავლითი/სწრაფი კითხვის მიზნობრივად გამოყენება, ტექსტის სტრუქტურულ თავისებურებებსა თუ ჟანრობრივ მახასიათებლებზე დაკვირვება, მიზნისა და აუდიტორიის განსაზღვრა, იდეების გენერაცია-დახარისხება, დაგეგმვა, სამუშაო ვარიანტის გაუმჯობესება-გადამუშავება თვითშეფასების/თანაშეფასების გზით და სხვ.);
ბ.დ) ისეთი სასწავლო საქმიანობებისა და მეთოდების გამოყენება, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს სამეტყველო ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევებს: იმ ფაქტორების გათვალისწინება, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ზეპირმეტყველების უნარის განვითარებაზე (მოსწავლის ცოდნა და გამოცდილება, ენობრივი კომპეტენცია, ფსიქო-სოციალური ფაქტორები, სტრატეგიების გამოყენების უნარი) და მათი გამოყენება მოსწავლეთა ეფექტიანი სტრატეგიებით უზრუნველყოფის მიზნით (მაგ., ინფორმაციის შეგროვება, მიზნისა და აუდიტორიის განსაზღვრა, იდეების გენერირება-დახარისხება, დაგეგმვა, ჩანაწერების მომზადება, თვალსაჩინო მასალის მომზადება, რეპეტიციის გავლა, თანაშეფასებაში მონაწილეობა და სხვა);
ბ.ე) ისეთი სასწავლო საქმიანობებისა და მეთოდების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის ჩართულობას: დიფერენცირებული დავალებების მიცემა მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით, ამოცანების განსაზღვრა, კლასში პასუხების/მოსაზრებების შედარება-გაანალიზების ხელშეწყობა, საკამათო საკითხებზე დისკუსიის წახალისება და სხვ.;
ბ.ვ) ქართული გრამატიკის სწავლა/სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინება და ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც მოსწავლეებს გაუადვილებს მის ათვისებას (აღმოჩენის გზით სწავლა, კანონზომიერების დადგენა);
ბ.ზ) ზეპირ და წერით კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინებით, ეტაპობრივი, თანამიმდევრული სვლის უზრუნველყოფა აღქმა-გაგებიდან (კითხვა/მოსმენა) შექმნა-შედგენისაკენ (ლაპარაკი და წერა): მოსალოდნელი შედეგიდან გამომდინარე, კონკრეტული ენობრივი და კომუნიკაციური უნარების განსაზღვრა (ამა თუ იმ გრამატიკული ფორმის, სინტაქსური ყალიბის, ენობრივი კონსტრუქციების გამოყენება, ლექსიკური ერთეულების ათვისება; წინადადებების/აბზაცების აზრობრივი გადაბმა, ტექსტის სტრუქტურა და სხვა);
ბ.თ) ისეთი მიდგომების გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა პიროვნულ, კულტურულ განვითარებასა და ინტერკულტურულ განათლებას:
ბ.ი) მოსწავლეთათვის ისეთი დავალებების/ამოცანების შეთავაზება, რომელთა გადაჭრაც ხელს შეუწყობს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას;
ბ.კ) პედაგოგიურ პრაქტიკაში ისეთი აქტივობებისა და მეთოდების გამოყენება, რომლებიც მოსწავლეებს ინტერდისციპლინური ანალოგიებისა და პარალელების ძიებისკენ უბიძგებს, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ თვითგამოხატვას და პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს (თეატრალური წარმოდგენების, ინსტალაციის დადგმა, ვიდეორგოლების, ფოტოესეების, ანიმაციის შექმნა და მათი მუსიკალური გაფორმება; გამოყენებითი ხელოვნების ელემენტების მეშვეობით, ლიტერატურული ანტურაჟისა და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალის გაცოცხლება და სხვ.);
გ) შეფასება:
გ.ა) განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ისეთი სტრატეგიების გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს შედეგების დამოუკიდებლად გაუმჯობესებაში: მოსწავლეთა ჩართვა შეფასების კრიტერიუმების შემუშავების, თვითშეფასებისა და თანაშეფასების პროცესში; ხელშეწყობა, რომ მათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები, საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, აღმოფხვრან ხარვეზები, მოიძიონ პრობლემათა გადაჭრის გზები და სხვ.;
გ.ბ) მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმებისა და სქემების შედგენა და გამოყენება;
გ.გ) მოსწავლეთა საჭიროებების, პროგრესისა და მიღწევების აღნუსხვა და ანალიზი;
გ.დ) შეფასების მონაცემების გამოყენება მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად.
თავი XIX. ეთნიკურ უმცირესობათა ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი (VII-XII კლასი)
მუხლი 58. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ეთნიკურ უმცირესობათა ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
1. მასწავლებელს შეუძლია:
ა) ზეპირმეტყველების მიმართულებით:
ა.ა) სხვათა მეტყველების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება ვერბალური და არავერბალური საშუალებების ეფექტურობის თვალსაზრისით, საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;
ა.ბ) აქტიური მოსმენის სტრატეგიების გამოყენება;
ა.გ) სამეტყველო ქცევის წარმართვა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით. საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი სამეტყველო სტრატეგიებისა და აუდიტორიაზე ზემოქმედების ვერბალური და არავერბალური ხერხების ეფექტური გამოყენება.
ბ) კითხვის მიმართულებით:
ბ.ა) სხვადასხვა ჟანრის, ეპოქისა და კულტურის მხატვრული ტექსტების გაანალიზება ისტორიული, სოციალური და კულტურული კონტექსტის, ჟანრული მახასიათებლების, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის, კომპოზიციური თავისებურების, სტრუქტურული ელემენტების, სიუჟეტის განვითარების, პერსონაჟის ხატვის ხერხების, მთხრობელის პოზიციისა და ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების გათვალისწინებით;
ბ.ბ) სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის შეფასება მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
გ) წერის მიმართულებით:
გ.ა) წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის შესაბამისი სტრუქტურული მახასიათებლებისა და ენობრივი ნორმების დაცვით;
გ.ბ) წერის სანდოობის გადამოწმება, ტექსტის შესადგენად და დასაფორმატებლადსათანადო სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება (მიზნისა და აუდიტორიის განსაზღვრა, ნაწერის დაგეგმვა, კომპოზიციის აგება, სამუშაო ვერსიის ხელახალი გადასინჯვა, ინფორმაციის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენება, ნაწერის რედაქტირება-კორექტირება).
მუხლი 59. სასწავლო პროცესის მართვა
1. სასწავლო პროცესის დაგეგმვისას მასწავლებელს შეუძლია:
ა) უმცირესობათა ენისა და ლიტერატურის პროგრამაზე დაყრდნობით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, შესაბამისი ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;
ბ) უმცირესობათა ენისა და ლიტერატურის საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული ისეთი თემატური სასწავლო გეგმის შედგენა, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა ცოდნას, ინტერესებს, შესაძლებლობებს, შეხედულებებს, მათ ლიტერატურულ და ცხოვრებისეულ გამოცდილებას;
გ) სასწავლო პროცესისათვის ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს წიგნიერების კომპეტენციას, კითხვის, წერის, ზეპირმეტყველების, ინფორმაციის დამუშავების, ტექსტის მრავალმხრივი გააზრება-გაანალიზებისა და შეფასების, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარს;
დ) სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან თანამშრომლობა – ინტეგრირებული გაკვეთილებისა და სხვადასხვა არასაგაკვეთილო საქმიანობის ერთობლივი დაგეგმვა.
2. სასწავლო პროცესის წარმართვის პროცესში მასწავლებელს შეუძლია:
ა) სასწავლო პროცესის წარმართვა ისეთი საქმიანობებისა და მეთოდების გამოყენებით, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივირებას ტექსტის მოსასმენად/წასაკითხად, ზეპირ თუ წერით საქმიანობაში ჩართვას;
ბ) სასწავლო საქმიანობების, სტრატეგიებისა და მეთოდების გამოყენება, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს კითხვის/წერითი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევებს;
გ) სასწავლო საქმიანობებისა და მეთოდების გამოყენება, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს სამეტყველო ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევებს;
დ) სასწავლო საქმიანობებისა და მეთოდების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის, მათ შორის სსსმ მოსწავლეების, ჩართულობას: დიფერენცირებული დავალებების მიცემა მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით;
ე) ზეპირ და წერით კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინებით ეტაპობრივი, თანმიმდევრული სვლის უზრუნველყოფა აღქმა-გაგებიდან (კითხვა/მოსმენა) შექმნა-შედგენისაკენ (ლაპარაკი და წერა);
ვ) გრამატიკის სწავლა/სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინება და ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც მოსწავლეებს გაუადვილებს მის ათვისებას (აღმოჩენის გზით სწავლა, კანონზომიერების დადგენა);
ზ) საქმიანობების გამოყენება, რომლებიც მოსწავლეებს ენების სოციოკულტურულ სამყაროებს შორის პარალელის გავლების, უმცირესობათა ენის ლიტერატურის და შესაბამისი პერიოდის მსოფლიო ლიტერატურის ცნობილი ნაწარმოებების ერთმანეთთან შედარების საშუალებას მისცემს;
თ) მოსწავლეთათვის ისეთი დავალებების/ამოცანების შეთავაზება, რომელთა გადაჭრაც ხელს შეუწყობს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას;
ი) ისეთი რესურსების (მათ შორის ციფრულის) შერჩევა და გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეების მედია და ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებას.
3. შეფასების პროცესში მასწავლებელს შეუძლია:
ა) შეფასების ისეთი ტიპებისა და მეთოდების შერჩევა და გამოყენება, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება როგორც მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენა, მათი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასება, ასევე სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
ბ) განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ისეთი სტრატეგიების გამოყენება, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს შედეგების დამოუკიდებლად გაუმჯობესებაში;
გ) მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმებისა და სქემების (რუბრიკების) შემუშავება, თითოეულის შეწონვა დასახული პრიორიტეტული მიზნების გათვალისწინებით.
თავი XX. ქართულენოვანი სკოლების მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენის (ასურული, ოსური, უდიური, კურმანჯი, ჩეჩნური, ხუნძური) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
(მასწავლებლის სტანდარტი შეესაბამება B1 დონის მოთხოვნებს)
მუხლი 60. დაწყებითი საფეხურის მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
დაწყებითი საფეხურის ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს შეუძლია:
ა) მოსმენის მიმართულებით:
ა.ა) სამიზნე ენაზე მოსაუბრეთა ლაპარაკის გაგება;
ა.ბ) გარკვევით, სტანდარტულ ენაზე ჩაწერილი აუდიოჩანაწერების გაგება;
ა.გ) მოსმენის მიზნის განსაზღვრა და სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
ბ) ლაპარაკის მიმართულებით:
ბ.ა) სამიზნე ენისთვის შესაბამისი გამოთქმით, გაბმულად ლაპარაკი და სამიზნე ენისათვის დამახასიათებელი ინტონაციის დაცვა;
ბ.ბ) ინტერაქციაში მონაწილეობა (აქტუალურ თემებზე საუბარში აქტიური მონაწილეობა);
ბ.გ) საკუთარი გრძნობების გამოხატვა და ოცნებების, იმედების, მიზნების გადმოცემა;
ბ.დ) სატელეფონო საუბრის წარმართვა;
ბ.ე) დისკუსიის დროს საკუთარი მოსაზრების გამოთქმა, დასაბუთება, რჩევის მიცემა;
ბ.ვ) ლაპარაკისას ენობრივ-ლექსიკური და გრამატიკული ნორმების დაცვა;
ბ.ზ) ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
გ) კითხვის მიმართულებით:
გ.ა) კორესპონდენციის – სხვადასხვა ხასიათის ღია ბარათის, პირადი წერილის გაგება;
გ.ბ) ფოლკლორული (მითები, გადმოცემები), ისტორიული ან/და ლიტერატურული ტექსტების გაგება;
გ.გ) კითხვის სხვადასხვა მიზნის გამოკვეთა და შესაბამისი სტრატეგიების – გაცნობითი (ტექსტის კითხვა ზოგადი შინაარსის გასაგებად), შესწავლითი (ტექსტის კითხვა მისი დეტალური გაგების მიზნით), ძიებითი (ტექსტის კითხვა რაიმე კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად) – გამოყენება.
დ) წერის მიმართულებით:
დ.ა) მიმოწერა (ღია ბარათი, პირადი წერილი) და წერილის საშუალებით ინფორმაციის მოპოვება;
დ.ბ) საკუთარი შეხედულების, დამოკიდებულების წერილობით გადმოცემა;
დ.გ) წერისას ლექსიკური და გრამატიკული ნორმების დაცვა;
დ.დ) წერის მიზნის განსაზღვრა და წერის სტრატეგიების გამოყენება;
დ.ე) წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის დაცვა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;
დ.ვ) წერის სამი უნარ-ჩვევის – მოტორიკის, კოდირების ანუ ბგერების ასოებად ქცევისა და შექმნა-შედგენის ერთმანეთისაგან გარჩევა და სამივე უნარის განსავითარებლად, სათანადო აქტივობების გამოყენება.
მუხლი 61. სასწავლო პროცესის მართვა
1. სასწავლო პროცესის დაგეგმვის პროცესში მასწავლებელს შეუძლია:
ა) გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო პროცესის დაგეგმვა კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განსავითარებლად: სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით, გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა, ამ მიზნების შესაბამისი დავალებების შერჩევა ან/და შედგენა, შუალედური და მოკლევადიანი მიზნების განსაზღვრა და მათი შესაბამისი განსხვავებული ტიპისა და სირთულის სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა ცოდნის ათვისების პირველ (წვდომა-გაგება), მეორე (გავარჯიშება) თუ მესამე (დაუფლების) ფაზისათვის, დასახული გრძელვადიანი მიზნის ეტაპობრივად განსახორციელებლად;
ბ) მოსწავლის სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით, ტექსტების შერჩევა და საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა მოსმენის/კითხვის უნარ-ჩვევის განსავითარებლად;
გ) მოსწავლის სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით, საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა ენობრივი, ზეპირი, წერითი უნარ-ჩვევის განსავითარებლად;
დ) სამიზნე ენის საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განსავითარებლად სავარჯიშოების/დავალებების შერჩევა, მათთვის საჭირო დროის განსაზღვრა;
ე) სოციალურ-კულტურული და კულტურული თვალსაზრისით მდიდარი რესურსების შერჩევა და მათზე დაფუძნებით ისეთი აქტივობების აგება, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესს გამოიწვევს.
2. სასწავლო პროცესის წარმართვისას მასწავლებელს შეუძლია:
ა) გაკვეთილების ჩატარება გეგმის მიხედვით;
ბ) მოსწავლეთა მოტივირება სამიზნე ენაზე ზეპირ თუ წერით აქტივობაში ჩასაბმელად;
გ) მოსწავლეებისათვის მოსასმენი/საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარება და მათი სათანადო სტრატეგიებით აღჭურვა;
დ) მოსწავლეებისათვის სამეტყველო/წერითი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარება, მათი სათანადო სტრატეგიებით აღჭურვა;
ე) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლის ჩაბმას მოსასმენ/საკითხავ/გრამატიკულ აქტივობებში;
ვ) დავალების ინსტრუქციების ნათლად ჩამოყალიბება/ინტერპრეტირება სამიზნე აუდიტორიის დონის გათვალისწინებით;
ზ) ისეთი სასწავლო საქმიანობებისა და მეთოდების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის, მათ შორის სსსმ მოსწავლეების, ჩართულობას: დიფერენცირებული დავალებების მიცემა მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით.
3. შეფასების პროცესში მასწავლებელს შეუძლია:
ა) სასწავლო მიზნებისა და შეფასების სტრატეგიების ურთიერთშეთანხმება;
ბ) შეფასების ისეთი ტიპებისა და მეთოდების შერჩევა და გამოყენება, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება როგორც მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენა, მათი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასება, ასევე სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
გ) განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ისეთი სტრატეგიების გამოყენება, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს შედეგების დამოუკიდებლად გაუმჯობესებაში;
დ) მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმებისა და სქემების (რუბრიკების) შემუშავება მიმართულებების მიხედვით, თითოეულის შეწონვა დასახული პრიორიტეტული მიზნების გათვალისწინებით;
ე) მოსწავლის შეფასებისას ასაკობრივი თავისებურებებისა და დაწყებით საფეხურზე ენების სწავლა/სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით.
თავი XXI. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
მუხლი 62. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებელს შეუძლია:
ა) მიმართულება რიცხვები და მოქმედებები:
ა.ა) რიცხვების ადეკვატურად გამოყენება სხვადასხვა ასპექტში; რიცხვით სისტემებს შორის კავშირების გამოსახვა სხვადასხვა ხერხით, პოზიციური სისტემების გამოყენება, რიცხვების კლასიფიკაცია;
ა.ბ) ნამდვილ და კომპლექსურ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება; რიცხვებზე მოქმედებების თვისებების გამოყენება, მათ შორის, კავშირების დასაბუთება და მათი გამოყენება;
ა.გ) რაოდენობების შეფასებისა და შედარების სხვადასხვა ხერხის გამოყენება; რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასება სხვადასხვა ხერხით;
ა.დ) ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება და მათი გამოყენება (მათ შორის რეალურ ვითარებაში);
ა.ე) რიცხვების თვისებების, რიცხვის გამოსახვის პოზიციური სისტემების და რიცხვებთან დაკავშირებული ზოგიერთი ალგორითმის გამოყენება საინფორმაციო ტექნოლოგიებიდან გამომდინარე პრობლემების გადაჭრისას.
ბ) მიმართულება, კანონზომიერებები და ალგებრა
ბ.ა) რიცხვითი მიმდევრობების, მწკრივებისა და ფუნქციათა თვისებების გამოყენება პრაქტიკული საქმიანობიდან ან მეცნიერების სხვადასხვა დარგიდან გამომდინარე პრობლემების გადაჭრისას;
ბ.ბ) განტოლებათა და უტოლობათა სისტემების ამოხსნა და მათი გამოყენება პრობლემების გადაჭრისას;
ბ.გ) დისკრეტული მათემატიკის მეთოდების გამოყენება პრობლემების გადაჭრისას.
გ) მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა
გ.ა) ვექტორებზე მოქმედებების შესრულება და ვექტორების გამოყენება გეომეტრიული და საბუნებისმეტყველო პრობლემების გადაჭრისას;
გ.ბ) გეომეტრიული ფიგურების (მათ შორის, ბრუნვით მიღებული სხეულების) ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება; გეომეტრიულ ფიგურათა წარმოდგენისა და მათ შესახებ დებულებათა ფორმულირების ხერხების გამოყენება;
გ.გ) ფიგურებისა და მათი ელემენტების ზომების დადგენა და შეფასება სხვადასხვა ხერხით და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად;
გ.დ) ზოგიერთი არაევკლიდური გეომეტრიის თვისებების ჩამოყალიბება მათსა და ევკლიდურ გეომეტრიას შორის განსხვავების აღწერა; სფერული გეომეტრიის თვისებების გამოყენება ობიექტთა ზომების და მათ შორის მანძილების დასადგენად;
გ.ე) გეომეტრიული გარდაქმნების თვისებების ჩამოყალიბება და მათი გამოყენება გეომეტრიული და პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას;
გ.ვ) სიმრავლის („წერტილთა გეომეტრიული ადგილის“) ცნების გამოყენება გეომეტრიული ობიექტების გამოსახვისას და მათი თვისებების აღსაწერად;
გ.ზ) სივრცით ფიგურასა და მის კვეთებს/გეგმილებს შორის კავშირების დადგენა. სივრცითი ფიგურის კვეთებისა და გეგმილების გამოყენება ამ ფიგურის შესასწავლად;
გ.თ) დედუქციური/ინდუქციური მსჯელობის გამოყენება გეომეტრიულ დებულებათა დასამტკიცებლად.
დ) მიმართულება: მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა
დ.ა) მონაცემთა მოწესრიგებისა და წარმოდგენის ხერხების ადეკვატურად გამოყენება დასმული ამოცანის ამოსახსნელად; მონაცემთა წარმოდგენის ხერხების ინტერპრეტირება;
მონაცემთა მოპოვების ხერხების ადეკვატურად შერჩევა და მათი გამოყენება დასმული პრობლემის გადაჭრისას;
დ.ბ) მონაცემთა ანალიზი რიცხვითი და გრაფიკული მეთოდების გამოყენებით, შედეგების ინტერპრეტირება და დასკვნების ჩამოყალიბება;
დ.გ) ალბათური მოდელებისა და ალბათობის თვისებების აღწერა, მათი გამოყენება შემთხვევითი მოვლენების აღწერისას.
მუხლი 63. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებელმა იცის:
1. ალგებრა და ანალიზის საწყისები
ა) სიმრავლე, მოქმედებები სიმრავლეებზე
ა.ა) ქვესიმრავლე, ორი სიმრავლის ტოლობა, ცარიელი სიმრავლე;
ა.ბ) მოქმედებები სიმრავლეებზე: გაერთიანება, თანაკვეთა, სხვაობა, სიმრავლის დამატება.
ბ) მიმართებები
ბ.ა) სიმრავლეთა დეკარტული ნამრავლი; ბინარული მიმართება; მიმართებათა სახეები: ეკვივალენტობა, დალაგება, ასახვა;
ბ.ბ) დალაგებები რიცხვებში და სიბრტყეზე: ნორმით დალაგება, დალაგებული სიმრავლეების დეკარტული ნამრავლის დალაგება, ლექსიკოგრაფიული დალაგება.
გ) ლოგიკა
გ.ა) ლოგიკური მოქმედებები გამონათქვამებზე: უარყოფა, კონიუნქცია, დიზიუნქცია, იმპლიკაცია; მათი ჭეშმარიტული მნიშვნელობების ცხრილი; გამონათქვამთა ტოლფასობის შემოწმება ჭეშმარიტულ მნიშვნელობათა ცხრილის საშუალებით;
გ.ბ) ზოგადმართებული გამონათქვამები, ლოგიკური გამომდინარეობა; დამტკიცების ცნება; გამონათქვამთა თავსებადი და არათავსებადი ერთობლიობები; გამონათქვამის კონვერსიული (მოპირდაპირე), ინვერსიული (შებრუნებული) და კონტრაპოზიციური გამონათქვამები;
გ.გ) კონტრაპოზიციის კანონი, მათემატიკური დებულებების დასაბუთების მეთოდები: დედუქცია, საწინააღმდეგოს დაშვება;
გ.დ) კონტრმაგალითის აგება და მათემატიკური ინდუქცია. უნივერსალობის და არსებობის კვანტორები.
დ) ასახვები
დ.ა) ასახვის განსაზღვრის არე; ასახვის მნიშვნელობათა სიმრავლე; ასახვის შეზღუდვა განსაზღვრის არის ქვესიმრავლეზე; ასახვის გრაფიკი, სიმრავლის ანასახი და წინასახე;
დ.ბ) ასახვათა კომპოზიცია; ასახვათა ტიპები: ინექცია, სურექცია, ბიექცია, ასახვის შექცევადობა;
დ.გ) სიმრავლეთა ეკვივალენტობა, სიმრავლის თვლადობა.
ე) მთელი რიცხვები
ე.ა) არითმეტიკული მოქმედებები მთელ რიცხვებზე;
ე.ბ) გამყოფი და ჯერადი; მარტივი და შედგენილი რიცხვები; მარტივ რიცხვთა სიმრავლის უსასრულობა;
ე.გ) ნატურალური რიცხვის დაშლა მარტივ მამრავლებად; დაშლის ერთადერთობა (არითმეტიკის ძირითადი თეორემა);
ე.დ) რამდენიმე მთელი რიცხვის უდიდესი საერთო გამყოფისა და უმცირესი საერთო ჯერადის მოძებნა; ევკლიდეს ალგორითმი;
ე.ე) გაყოფადობის ნიშნები და მათი კავშირი პოზიციურ სისტემასთან. ნაშთი, ნაშთთა არითმეტიკა (ჯამი და ნამრავლი).
ვ) რაციონალური რიცხვები
ვ.ა) რაციონალური რიცხვების წარმოდგენა წილადებისა და ათწილადების სახით;
ვ.ბ) რაციონალური რიცხვების შედარება და არითმეტიკული მოქმედებები რაციონალურ რიცხვებზე;
ვ.გ) რაციონალურ რიცხვთა სიმრავლის თვლადობა.
ზ) ირაციონალური რიცხვები; ნამდვილი რიცხვები
ზ.ა) ნამდვილი რიცხვის წარმოდგენა უსასრულო ათწილადის სახით;
ზ.ბ) ნამდვილი რიცხვების შედარება და არითმეტიკული მოქმედებები ნამდვილ რიცხვებზე;
ირაციონალური რიცხვის ცნება; ირაციონალური რიცხვების მაგალითები;
ზ.გ) არათანაზომადი მონაკვეთები; ირაციონალური რიცხვის ათობითი მიახლოება; ნამდვილ რიცხვთა სიმრავლის არათვლადობა.
თ) რიცხვითი გამოსახულებები და ცვლადის შემცველი გამოსახულებები
თ.ა) მოქმედებათა თანმიმდევრობა გამოსახულებებში, არითმეტიკულ მოქმედებათა თვისებები; გამოსახულების გარდაქმნა და მისი რიცხვითი მნიშვნელობის გამოთვლა; ტოლობები, იგივეობები, განტოლებები, უტოლობები და მათი თვისებები;
თ.ბ) რიცხვის ჩაწერის პოზიციური სისტემები; რიცხვის გამოსახვა სხვადასხვა პოზიციურ სისტემაში; ერთ პოზიციურ სისტემაში გამოსახული რიცხვის გამოსახვა მეორე პოზიციურ სისტემაში.
ი) რიცხვითი ღერძი
ი.ა) ნამდვილი რიცხვის გამოსახვა რიცხვით ღერძზე; წერტილის კოორდინატი რიცხვით ღერძზე;
ი.ბ) რიცხვთა ღია და ჩაკეტილი შუალედები; რიცხვის მოდული, მოდულის ძირითადი თვისებები და გეომეტრიული აზრი.
კ) პროპორცია
კ.ა) პროპორციის თვისებები, პროპორციის უცნობი წევრის პოვნა, რიცხვის დაყოფა მოცემული შეფარდებით;
კ.ბ) სიდიდეებს შორის პირდაპირპროპორციული და უკუპროპორციული დამოკიდებულება;
რამდენიმე რიცხვის საშუალო არითმეტიკული; საშუალო გეომეტრიული და საშუალო ჰარმონიული, ოქროს კვეთა.
ლ) პროცენტი
ლ.ა) რიცხვის პროცენტი და ნაწილი, რიცხვის პროცენტისა და ნაწილის პოვნა;
ლ.ბ) რიცხვის პოვნა მისი პროცენტით ან ნაწილით, რიცხვის ჩაწერა პროცენტის სახით.
მ) ხარისხი
მ.ა) ხარისხი, ხარისხი ნატურალური, მთელი და რაციონალური მაჩვენებლით; ნამრავლის, ფარდობისა და ხარისხის ახარისხება; ტოლფუძიანი ხარისხების ნამრავლი და შეფარდება;
მ.ბ) -ური ხარისხის ფესვი, არითმეტიკული ფესვი, არითმეტიკული ფესვის თვისებები.
ნ) მრავალწევრები
ნ.ა) მრავალწევრების შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა;
ნ.ბ) ბეზუს თეორემა;
ნ.გ) ევკლიდეს ალგორითმი, მრავალწევრის დაშლა მამრავლებად;
ნ.დ) შემოკლებული გამრავლების ფორმულები ნიუტონის ბინომი.
ო) ლოგარითმი
ო.ა) რიცხვის ლოგარითმი, ძირითადი ლოგარითმული იგივეობა; ლოგარითმის თვისებები; ნატურალური ლოგარითმი.
პ) კოორდინატთა სისტემა
პ.ა) მართკუთხა კოორდინატთა სისტემა სიბრტყეზე და სივრცეში, წერტილის კოორდინატები; ნამდვილ რიცხვთა წყვილის (სამეულის) გამოსახვა საკოორდინატო სიბრტყეზე (სივრცეში).
ჟ) ფუნქცია; ფუნქციის გრაფიკი
ჟ.ა) ფუნქციის განსაზღვრის არე; ფუნქციის მნიშვნელობათა სიმრავლე;
ჟ.ბ) ფუნქციის ზრდადობა, კლებადობა, ლუწობა, კენტობა, პერიოდულობა;
ჟ.გ) რთული ფუნქცია (ფუნქციათა კომპოზიცია); შექცეული ფუნქცია;
ჟ.დ) ფუნქციის გრაფიკის ცნება, გრაფიკის ზოგიერთი ტრანსფორმაცია ( , , , , , );
ჟ.ე) კავშირი ფუნქციის თვისებებსა და მისი გრაფიკის თვისებებს შორის; ფუნქციის მოცემა ცხრილის, ფორმულისა და გრაფიკის საშუალებით;
ჟ.ვ) ელემენტარული ფუნქციები: მრავალწევრები, წილადწრფივი და რაციონალური, ხარისხოვანი, მაჩვენებლიანი, ლოგარითმული.
რ) ტრიგონომეტრიული ფუნქციები
რ.ა) კუთხის ზომა, კუთხის გრადუსული და რადიანული ზომა; კავშირი კუთხის რადიანულ და გრადუსულ ზომებს შორის;
რ.ბ) ტრიგონომეტრიული ფუნქციები: სინუსი, კოსინუსი, ტანგენსი და კოტანგენსი, მათი გრაფიკები; შექცეული ტრიგონომეტრიული ფუნქციები;
რ.გ) ტრიგონომეტრიული ფუნქციების პერიოდულობა; უმცირესი პერიოდის მოძებნა; ტრიგონომეტრიული ფუნქციების ლუწობა და კენტობა;
რ.დ) ძირითადი დამოკიდებულებები ერთი და იმავე არგუმენტის ტრიგონომეტრიულ ფუნქციებს შორის;
რ.ე) დაყვანის ფორმულები; ალგებრული მოქმედებები ტრიგონომეტრიულ ფუნქციებზე.
ს) განტოლება, უტოლობები, განტოლებათა და უტოლობათა სისტემები
ს.ა) განტოლების ამონახსნი, ტოლფასი განტოლებები და განტოლებათა სისტემები;
ს.ბ) წრფივი, კვადრატული, რაციონალური, მაჩვენებლიანი, ლოგარითმული, ირაციონალური, ტრიგონომეტრიული, მოდულის შემცველი განტოლებები და უტოლობები;
ს.გ) წრფივ განტოლებათა სისტემის ამოხსნის ხერხები (უცნობის გამორიცხვის ხერხი, ალგებრული შეკრება, კრამერის თეორემა);
ს.დ) ორი ცვლადის შემცველ წრფივ და კვადრატულ განტოლებათა სისტემები; ტოლფასი განტოლებები და განტოლებათა სისტემები;
ს.ე) პარამეტრის შემცველი განტოლებები და განტოლებათა სისტემები;
ს.ვ) წრფივ ორუცნობიან უტოლობათა სისტემა, მის ამონახსნთა სიმრავლის გამოსახვა საკოორდინატო სიბრტყეზე;
ს.ზ) წრფივი დაპროგრამების ამოცანა ორი ცვლადის შემთხვევაში (გეომეტრიული ამოხსნა);
ს.თ) ამოცანების ამოხსნა განტოლებისა და განტოლებათა სისტემის გამოყენებით.
ტ) რიცხვითი მიმდევრობები
ტ.ა) რიცხვითი მიმდევრობა, როგორც ნატურალური არგუმენტის ფუნქცია; მიმდევრობის სახეები: მონოტონური, ზრდადი, კლებადი, მუდმივი შემოსაზღვრული, შემოუსაზღვრელი, კრებადი, განშლადი;
ტ.ბ) არითმეტიკული პროგრესია: არითმეტიკული პროგრესიის -ური წევრისა და პირველი წევრის ჯამის გამოსათვლელი ფორმულები;
ტ.გ) გეომეტრიული პროგრესია: გეომეტრიული პროგრესიის -ური წევრისა და პირველი წევრის ჯამის გამოსათვლელი ფორმულები;
ტ.დ) მიმდევრობის მოცემის რეკურენტული ხერხი; ფიბონაჩის მიმდევრობა;
ტ.ე) მიმდევრობის ზღვარი, რიცხვითი მიმდევრობის კრებადობა; კრებად მიმდევრობათა არითმეტიკული თვისებები; უსასრულოდ მცირე და უსასრულოდ დიდი მიმდევრობები;
ტ.ვ) თეორემა ზრდადი (კლებადი), ზემოდან (ქვემოდან) შემოსაზღვრული მიმდევრობის კრებადობის შესახებ; ნეპერის რიცხვი;
ტ.ზ) უსასრულოდ კლებადი გეომეტრიული პროგრესიის კრებადობა და ჯამის გამოსათვლელი ფორმულა.
უ) ფუნქციის ზღვარი. ფუნქციის უწყვეტობა
უ.ა) ფუნქციის ზღვარი წერტილში; წერტილში ფუნქციის ზღვრის არითმეტიკული თვისებები;
უ.ბ) ფუნქციის უწყვეტობა წერტილში; უწყვეტი ფუნქციის ცნება; ძირითად ელემენტარულ ფუნქციათა უწყვეტობა;
უ.გ) სეგმენტზე განსაზღვრულ უწყვეტ ფუნქციათა გლობალური თვისებები: ბოლცანო-კოშის თეორემა შუალედური მნიშვნელობის შესახებ;
უ.დ) ვაიერშტრასის თეორემა მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობების მიღწევადობის შესახებ.
ფ) ფუნქციის წარმოებული
ფ.ა) ფუნქციის წარმოებული წერტილში; მისი გეომეტრიული და ფიზიკური შინაარსი;
ფ.ბ) არითმეტიკული მოქმედებები ფუნქციებზე და წარმოებული; ფუნქციათა კომპოზიციის წარმოებული, შექცეული ფუნქციის წარმოებული;
ფ.გ) ელემენტარულ ფუნქციათა წარმოებულები;
ფ.დ) წარმოებადი ფუნქციის გრაფიკის წერტილში მხები წრფის განტოლება; ფერმას თეორემა.
ქ) ფუნქციის გამოკვლევა
ქ.ა) ფუნქციის მონოტონურობის შუალედების დადგენა;
ქ.ბ) ფუნქციის გამოკვლევა ლოკალურ ექსტრემუმზე; სეგმენტზე განსაზღვრული წარმოებადი ფუნქციის უდიდესი და უმცირესი მნიშვნელობის მოძებნა;
ქ.გ) ფუნქციის ასიმპტოტების მოძებნა;
ქ.დ) ფუნქციის გრაფიკის სქემატური გამოსახვა.
ღ) ინტეგრალი
ღ.ა) ფუნქციის პირველადი და განუსაზღვრელი ინტეგრალი; განუსაზღვრელი ინტეგრალები ძირითადი ელემენტარული ფუნქციებისათვის;
ღ.ბ) რიმანის განსაზღვრული ინტეგრალი; მისი გეომეტრიული შინაარსი; რიმანის განსაზღვრული ინტეგრალის ძირითადი თვისებები: წრფივობა, ადიციურობა, ნაწილობითი ინტეგრება, ცვლადის გარდაქმნა განსაზღვრულ ინტეგრალში; ნიუტონ-ლაიბნიცის ფორმულა;
ღ.გ) მრუდწირული ტრაპეციის ფართობის გამოთვლა განსაზღვრული ინტეგრალის გამოყენებით;
ღ.დ) წარმოებულისა და ინტეგრალის ფიზიკური შინაარსი (სიჩქარე, გავლილი მანძილი, სიმძლავრე, მუშაობა).
ყ) კომპლექსური რიცხვები
ყ.ა) კომპლექსური რიცხვების ჩაწერა ალგებრული და ტრიგონომეტრიული სახით;
ყ.ბ) კომპლექსური რიცხვების გეომეტრიული ინტერპრეტაცია; კომპლექსური რიცხვის მოდული, არგუმენტი;
ყ.გ) კომპლექსური რიცხვის შეუღლებული რიცხვი; არითმეტიკული მოქმედებები კომპლექსურ რიცხვებზე და მათი გეომეტრიული ინტერპრეტაცია;
ყ.დ) კვადრატული სამწევრის კომპლექსური ფესვები;
ყ.ე) ალგებრის ძირითადი თეორემა (დამტკიცების გარეშე), ვიეტის თეორემა -ური ხარისხის მრავალწევრებისათვის;
ყ.ვ) კომპლექსური რიცხვის ნატურალური ხარისხი (მუავრის ფორმულა); -ური ხარისხის ფესვი კომპლექსური რიცხვიდან.
შ) კომბინატორიკის ელემენტები
შ.ა) გადანაცვლებათა, ჯუფთებათა და წყობათა რაოდენობების გამოსათვლელი ფორმულები;
შ.ბ) ბინომური კოეფიციენტების თვისებები, პასკალის სამკუთხედი და ნიუტონის ბინომი.
ჩ) გრაფები
ჩ.ა) ძირითადი ცნებები გრაფთა თეორიიდან: წვერო, წიბო, რკალი, მარყუჟი, მოსაზღვრე წვეროები და წიბოები, წიბოს და წვეროს ინციდენტურობა; მარშრუტი, ციკლი;
ჩ.ბ) ორიენტირებული და არაორიენტირებული გრაფები, ხე, წვეროს ინდექსი, მარშრუტის სიგრძე;
ჩ.გ) გრაფების მოცემის ხერხები: ინციდენტურობის და მოსაზღვრეობის ცხრილებით, სიით; გრაფების იზომორფულობა;
ჩ.დ) გრაფის ეილერის მახასიათებელი;
ჩ.ე) გრაფის უნიკურსალურობა, ბმული გრაფის უნიკურსალურობის აუცილებელი და საკმარისი ნიშანი;
ჩ.ვ) ეილერის ციკლები და გზები, მათი არსებობის კრიტერიუმები.
2. გეომეტრია
ა) გეომეტრიის საწყისი ცნებები
ა.ა) საწყისი ცნებები, გეომეტრიის აქსიომატური ბუნება; აქსიომები და ძირითადი გეომეტრიული ობიექტები;
ა.ბ) წერტილი, წრფე; სხივი, მონაკვეთი, ტეხილი; მანძილი ორ წერტილს შორის; მონაკვეთის სიგრძე, ტეხილის სიგრძე; მანძილის თვისება (სამკუთხედის უტოლობა);
ა.გ) კუთხე, კუთხის გრადუსული ზომა, მართი, მახვილი, ბლაგვი და გაშლილი კუთხეები; კუთხის ბისექტრისა; მისი თვისება;
ა.დ) მონაკვეთის შუამართობი; მონაკვეთის შუამართობის თვისება;
ა.ე) მოსაზღვრე და ვერტიკალური კუთხეები; მოსაზღვრე კუთხეების ჯამი; ვერტიკალური კუთხეების ტოლობა;
ა.ვ) წრფეების ურთიერთგანლაგება; წრფეთა პარალელურობა; ორი წრფის მესამე წრფით გადაკვეთისას მიღებული კუთხეები; ორი პარალელური წრფის მესამეთი გადაკვეთისას მიღებული კუთხეების თვისებები; წრფეთა პარალელურობის ნიშნები;
ა.ზ) კუთხე ორ წრფეს შორის; წრფეთა მართობულობა; მართობი, დახრილი და გეგმილი; მანძილი წერტილიდან წრფემდე;
ბ) მრავალკუთხედი
ბ.ა) გვერდი, წვერო, კუთხე, დიაგონალი, პერიმეტრი;
ბ.ბ) ამოზნექილი ფიგურის განსაზღვრება; ამოზნექილი მრავალკუთხედის კუთხეების ჯამი.
გ) სამკუთხედი
გ.ა) სამკუთხედის გვერდი, კუთხე, წვერო, მედიანა, ბისექტრისა, სიმაღლე და მათი თვისებები;
გ.ბ) სამკუთხედის სახეები: მართკუთხა, მახვილკუთხა, ბლაგვკუთხა, ტოლფერდა, ტოლგვერდა და მათი თვისებები;
გ.გ) სამკუთხედის კუთხეების ჯამი; სამკუთხედის გარე კუთხის თვისება;
გ.დ) დამოკიდებულება სამკუთხედის გვერდებსა და კუთხეებს შორის;
გ.ე) სამკუთხედის შუახაზის თვისებები;
გ.ვ) სამკუთხედების ტოლობის ნიშნები;
გ.ზ) მსგავსი სამკუთხედები; სამკუთხედების მსგავსების ნიშნები; მსგავსი სამკუთხედების პერიმეტრებისა და ფართობების შეფარდება;
გ.თ) სინუსებისა და კოსინუსების თეორემები; სამკუთხედის ამოხსნა;
გ.ი) სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირი და სამკუთხედში ჩახაზული წრეწირი; მათი რადიუსების გამოსათვლელი ფორმულები.
დ) მართკუთხა სამკუთხედი
დ.ა) მართკუთხა სამკუთხედების ტოლობის ნიშნები;
დ.ბ) პითაგორას თეორემა;
დ.გ) ტრიგონომეტრიული თანაფარდობები მართკუთხა სამკუთხედის კუთხეებსა და გვერდებს შორის;
დ.დ) თანაფარდობები ჰიპოტენუზაზე დაშვებულ სიმაღლეს, კათეტებს, ჰიპოტენუზაზე კათეტების გეგმილებსა და ჰიპოტენუზას შორის;
დ.ე) მართკუთხა სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის თვისება.
ე) პროპორციები გეომეტრიაში
ე.ა) თალესის თეორემა;
ე.ბ) მონაკვეთის დაყოფა მოცემული პროპორციით;
ე.გ) ოქროს კვეთა, მონაკვეთების არითმეტიკული საშუალო, გეომეტრიული საშუალო და ჰარმონიული საშუალო.
ვ) პარალელოგრამი
ვ.ა) პარალელოგრამის გვერდების, კუთხეებისა და დიაგონალების თვისებები;
ვ.ბ) პარალელოგრამობის ნიშნები;
ვ.გ) რომბის დიაგონალების თვისებები, მართკუთხედის დიაგონალების თვისებები; რომბისა და მართკუთხედის სიმეტრიის ღერძები, კვადრატი და მისი თვისებები.
ზ) ტრაპეცია
ზ.ა) ტრაპეციის ელემენტები; ტრაპეციის შუახაზის თვისება; ტოლფერდა ტრაპეციის თვისებები.
თ) წრეწირი და წრე
თ.ა) ცენტრი, რადიუსი, დიამეტრი, ქორდა, რკალი, სექტორი, სეგმენტი, მხები;
თ.ბ) რიცხვი π; რკალის გრადუსული და რადიანული ზომა;
თ.გ) წრეწირისა და წრეწირის რკალის სიგრძის გამოსათვლელი ფორმულები;
თ.დ) ცენტრული და ჩახაზული კუთხეები და მათი თვისებები; კუთხე ორ ქორდას, ერთი წერტილიდან გამოსულ ორ მხებს, მხებსა და მკვეთს, ორ მკვეთს შორის;
თ.ე) წრეწირის მხების თვისება; ქორდის მართობული დიამეტრის თვისება; ურთიერთგადამკვეთი ქორდების თვისებები;
თ.ვ) თეორემები წრეწირისადმი ერთი წერტილიდან გავლებული ორი მხების, მხებისა და მკვეთის, ორი მკვეთის შესახებ.
ი) წესიერი მრავალკუთხედები
ი.ა) წესიერ მრავალკუთხედებში ჩახაზული და მათზე შემოხაზული წრეწირები;
ი.ბ) დამოკიდებულება წესიერი მრავალკუთხედის გვერდსა და ჩახაზული და მასზე შემოხაზული წრეწირების რადიუსებს შორის;
ი.გ) წესიერ მრავალკუთხედთა სიმეტრიები.
კ) ბრტყელი ფიგურის ფართობი
კ.ა) ბრტყელი ფიგურის ფართობი და მისი თვისებები;
კ.ბ) კვადრატის, მართკუთხედის, სამკუთხედის, პარალელოგრამის, რომბის, ტრაპეციის და წესიერი მრავალკუთხედის ფართობთა გამოსათვლელი ფორმულები;
კ.გ) წრიული სექტორისა და წრის ფართობის გამოსათვლელი ფორმულები.
ლ) ძირითადი გეომეტრიული აგებები ფარგლითა და სახაზავით
ლ.ა) სამკუთხედის აგება მისი ელემენტების მიხედვით;
ლ.ბ) მოცემული კუთხის ტოლი კუთხის აგება; კუთხის ბისექტრისის აგება;
ლ.გ) მონაკვეთის შუამართობის აგება; მოცემულ წერტილზე მოცემული წრფის მართობული წრფის გავლება;
ლ.დ) მოცემულ წერტილზე მოცემული წრფის პარალელური წრფის გავლება;
ლ.ე) მონაკვეთის გაყოფა მოცემული შეფარდებით;
მ) გეომეტრიული გარდაქმნები
მ.ა) ღერძული და ცენტრული სიმეტრიები, მობრუნება, პარალელური გადატანა; ჰომოთეტია; მათი გამოსახვა კოორდინატებში;
მ.ბ) მსგავსების გარდაქმნა; გეომეტრიული გარდაქმნების კომპოზიციები;
ნ) წერტილი, წრფე და სიბრტყე სივრცეში
ნ.ა) გადამკვეთი, პარალელური და აცდენილი წრფეები;
ნ.ბ) წრფეთა პარალელურობის ნიშანი;
ნ.გ) კუთხე აცდენილ წრფეებს შორის; მანძილი აცდენილ წრფეებს შორის;
ნ.დ) წრფისა და სიბრტყის მართობულობის ნიშანი; წრფისა და სიბრტყის პარალელურობის ნიშანი;
ნ.ე) კუთხე წრფესა და სიბრტყეს შორის;
ნ.ვ) ორწახნაგა კუთხე; ორწახნაგა კუთხის ზომა; კუთხე სიბრტყეებს შორის;
ნ.ზ) სიბრტყეთა პარალელურობის ნიშანი; ორი სიბრტყის მართობულობის ნიშანი;
ნ.თ) მართობი და დახრილი; მანძილი წერტილიდან სიბრტყემდე; სამი მართობის თეორემა;
ნ.ი) პარალელური დაგეგმილება სიბრტყეზე; კავშირი ბრტყელი ფიგურის ფართობსა და ამ ფიგურის სიბრტყეზე გეგმილის ფართობს შორის;
ნ.კ) მრავალწახნაგა; წვერო, წიბო, წახნაგი; კავშირი მათ რაოდენობებს შორის (ეილერის თეორემა);
ნ.ლ) წესიერი მრავალწახნაგები (პლატონისეული სხეულები).
ო) პრიზმა
ო.ა) პრიზმის ფუძე, გვერდითი წახნაგი, გვერდითი წიბო, სიმაღლე, დიაგონალი;
ო.ბ) პრიზმის კერძო სახეები (მართი პრიზმა, წესიერი პრიზმა, მართი პარალელეპიპედი, მართკუთხა პარალელეპიპედი, კუბი).
პ) პირამიდა
პ.ა) პირამიდის წვერო, გვერდითი წიბო, ფუძე, გვერდითი წახნაგი, სიმაღლე;
პ.ბ) წესიერი პირამიდა; აპოთემა; წაკვეთილი პირამიდა;
ჟ) ბრუნვითი სხეულები
ჟ.ა) ცილინდრი; მისი ელემენტები; ცილინდრის ღერძული კვეთა;
ჟ.ბ) კონუსი, მისი ელემენტები; წაკვეთილი კონუსი;
ჟ.გ) ბირთვი, სფერო; მათი ელემენტები; ბირთვის კვეთა სიბრტყით; სფეროს მხები სიბრტყე;
ჟ.დ) წრფის გარშემო მრავალკუთხედის ბრუნვის შედეგად მიღებული ფიგურები.
რ) სხეულის მოცულობა და ზედაპირის ფართობი
რ.ა) სივრცითი სხეულის მოცულობა და მისი თვისებები;
რ.ბ) კუბის, პარალელეპიპედის, პრიზმის გვერდითი და სრული ზედაპირის ფართობებისა და მოცულობების გამოთვლა;
რ.გ) პირამიდის, ცილინდრის, კონუსის, წაკვეთილი პირამიდის და წაკვეთილი კონუსის გვერდითი და სრული ზედაპირის ფართობთა და მოცულობათა გამოთვლა;
რ.დ) ბირთვის მოცულობის და ზედაპირის ფართობის გამოსათვლელი ფორმულები.
ს) შლილები და კვეთები
ს.ა) კუბის, მართკუთხა პარალელეპიპედის, მართი პრიზმის, პირამიდის, ცილინდრის და კონუსის შლილები და კვეთები;
ს.ბ) კუბის, მართკუთხა პარალელეპიპედის, მართი პრიზმის, პირამიდის, ცილინდრის და კონუსის აღდგენა მათი შლილების საშუალებით;
ს.გ) კუბის, მართკუთხა პარალელეპიპედის, მართი პრიზმის, პირამიდის, ცილინდრის და კონუსის კვეთების აგება.
ტ) გეომეტრიული გარდაქმნები სივრცეში
ტ.ა) ღერძული და ცენტრული სიმეტრიები; სიმეტრია სიბრტყის მიმართ; პარალელური გადატანა; მობრუნება წრფის მიმართ; ჰომოთეტია; მსგავსების გარდაქმნა;
ტ.ბ) გეომეტრიული გარდაქმნების (ღერძული და ცენტრული სიმეტრია, სიმეტრია სიბრტყის მიმართ, პარალელური გადატანა, ჰომოთეტია) გამოსახვა კოორდინატებში;
ტ.გ) კუბის, პარალელეპიპედის, წესიერი პრიზმის, წესიერი პირამიდის, კონუსის, სფეროს და ბირთვის სიმეტრიები.
უ) ვექტორები
უ.ა) ვექტორები და მოქმედებები ვექტორებზე: შეკრება, სკალარზე გამრავლება; ვექტორთა სკალარული და ვექტორული გამრავლება, მათი ძირითადი თვისებები;
უ.ბ) კოლინეარული და კომპლანარული ვექტორები;
უ.გ) ვექტორებისა და ვექტორებზე მოქმედებების გამოსახვა კოორდინატებში; ვექტორის გაშლა საკოორდინატო ორტების მიმართ.
ფ) ანალიზური გეომეტრიის ელემენტები სიბრტყეზე
ფ.ა) ორ წერტილს შორის მანძილის გამოსახვა დეკარტულ კოორდინატებში; მონაკვეთის გაყოფა მოცემული პროპორციით;
ფ.ბ) წრფის განტოლება ზოგადი სახით; ორ წერტილზე გამავალი წრფის განტოლება;
ფ.გ) საკუთხო კოეფიციენტი (დახრილობა); კუთხე ორ წრფეს შორის; წრფეთა პარალელურობის და მართობულობის პირობები;
ფ.დ) მანძილი წერტილიდან წრფემდე;
ფ.ე) კონუსური კვეთები: ელიფსი, ჰიპერბოლა და პარაბოლა; მათი კანონიკური განტოლებები; ფოკუსები, ნახევარღერძები, ექსცენტრისიტეტი, დირექტრისა.
ქ) ანალიზური გეომეტრიის ელემენტები სივრცეში
ქ.ა) ორ წერტილს შორის მანძილის გამოსახვა დეკარტულ კოორდინატებში; მონაკვეთის გაყოფა მოცემული პროპორციით;
ქ.ბ) წრფის განტოლება სივრცეში; ორ წერტილზე გამავალი წრფის განტოლება;
ქ.გ) სიბრტყის ზოგადი სახის განტოლება სივრცეში;
ქ.დ) კუთხე ორ სიბრტყეს შორის; ორი სიბრტყის პარალელურობის და მართობულობის პირობები;
ქ.ე) წრფისა და სიბრტყის პარალელურობისა და მართობულობის პირობები;
ქ.ვ) მანძილი წერტილიდან სიბრტყემდე;
ქ.ზ) სფეროს განტოლება.
ღ) ელემენტარული წარმოდგენები არაევკლიდური გეომეტრიების შესახებ
ღ.ა) ევკლიდური გეომეტრიის დებულებების ანალოგიური დებულებები რომელიმე არაევკლიდურ გეომეტრიაში (მაგალითად, ცნობილია, რომ ერთ წრფეზე მდებარე სამი წერტილიდან მხოლოდ ერთი მდებარეობს დანარჩენ ორს შორის. სამართლიანია თუ არა ეს დებულება სფერული გეომეტრიის შემთხვევაში?);
ღ.ბ.) მარტივი დებულებები რომელიმე არაევკლიდურ გეომეტრიაში (მაგალითად, ლობაჩევსკის გეომეტრიაში სამკუთხედის შუახაზი ნაკლებია ფუძის ნახევარზე);
ღ.გ.) ობიექტთა ზომების ან/და ობიექტთა შორის მანძილების განსაზღვრა არაევკლიდურ გეომეტრიაში (მათ შორის რეალური ვითარების შესაბამის ამოცანებში; მაგალითად, მანძილი ორ წერტილს შორის სფერულ გეომეტრიაში).
ყ) ზომის ერთეულები
ყ.ა) სიგრძის, ფართობის, მოცულობის, მასის, დროის და სიჩქარის ერთეულები.
შ) მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა
შ.ა) მონაცემთა წარმოდგენა;
შ.ბ) სია, ცხრილი, პიქტოგრამა;
შ.გ) დიაგრამა: წერტილოვანი, ხაზოვანი, სვეტოვანი, წრიული, ფოთლებიანი ღეროების მსგავსი დიაგრამა, ჰისტოგრამა, პოლიგონი, ოგივა, დაგროვილ ფარდობით სიხშირეთა დიაგრამა.
ჩ) მონაცემთა მახასიათებლები
ჩ.ა) ცენტრალური ტენდენციის საზომები (საშუალო, მედიანა, მოდა); მონაცემთა გაფანტულობის საზომები (გაბნევის დიაპაზონი, საშუალო კვადრატული გადახრა);
ჩ.ბ) სიხშირეთა განაწილება; დაგროვილი სიხშირე; დაგროვილი ფარდობითი სიხშირე; მონაცემთა პოზიციის მახასიათებელი – რანგი;
ჩ.გ) დაწყვილებული მონაცემები, გაფანტულობის დიაგრამა, კორელაცია, უმცირეს კვადრატთა მეთოდი.
ც) ალბათობა
ც.ა) ელემენტარულ ხდომილობათა სივრცე; ხდომილობა; ოპერაციები ხდომილობებზე;
ც.ბ) არათავსებადი ხდომილობები, ალბათობის კლასიკური განსაზღვრება; ალბათობის გამოთვლა კომბინატორიკის გამოყენებით;
ც.გ) ხდომილობათა ჯამის ალბათობის გამოთვლა; პირობითი ალბათობა; ორი ხდომილობის ნამრავლის ალბათობა; დამოუკიდებელი ხდომილობები;
ც.დ) სრული ალბათობის ფორმულა, ბაიესის ფორმულა;
ც.ე) დისკრეტული შემთხვევითი სიდიდე და მისი განაწილების ფუნქცია;
ც.ვ) დისკრეტული შემთხვევითი სიდიდის რიცხვითი მახასიათებლები: მათემატიკური ლოდინი, დისპერსია;
ც.ზ) განმეორებითი ცდები; ბინომური განაწილება; გეომეტრიული ალბათობა.
მუხლი 64. სწავლების მეთოდები
საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებელს შეუძლია:
ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვა
ა.ა) მათემატიკის საგნობრივ პროგრამაზე დაყრდნობით სასწავლო მასალის შერჩევა და გაკვეთილის მიზნების განსაზღვრა გამოთვლების, მოდელირების, მსჯელობა-დასაბუთების, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების განსავითარებლად; დასახული მიზნების შესაბამისი სხვადასხვა ტიპისა და სირთულის დავალებების შერჩევა ან შედგენა;
ა.ბ) სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით მოკლევადიანი საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა გამოთვლების, მოდელირების, მსჯელობა-დასაბუთების, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების განსავითარებლად; დასახული მიზნების შესაბამისი, განსხვავებული სირთულის სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა;
ა.გ) გრძელვადიანი სასწავლო პროცესის დაგეგმვა გამოთვლების, მოდელირების, მსჯელობა-დასაბუთებისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განსავითარებლად;
ა.დ) სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა, ამ მიზნების შესაბამისი დავალებების შერჩევა-შედგენა; მოსალოდნელი პროდუქტის (მაგ., მათემატიკური მოდელის, გამოთვლების შედეგის, თეორემის დამტკიცების, საპრეზენტაციო მასალის) შინაარსისა და მიზნების რუკის შედგენა, რომელშიც აისახება პრობლემის განსაზღვრა, მისი ჩამოყალიბება მათემატიკურ ენაზე; შესაბამისი მოდელის შედგენა, საჭირო მონაცემების განსაზღვრა და მოპოვება; მოდელის გამოყენებით პრობლემის გადაჭრა, მოდელის შეფასება და მისი კორექცია შეფასების შედეგების გათვალისწინებით; ამ რუკაზე დაფუძნებით, შუალედური და მოკლევადიანი მიზნების განსაზღვრა და მათი შესაბამისი განსხვავებული ტიპისა და სირთულის სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა, რომლებიც მოსწავლეებს ეტაპობრივად მოამზადებს დასახული მიზნის განსახორციელებლად;
ა.ე) სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი ჯგუფური სამუშაოს დაგეგმვა (მაგ., პროექტი, აქტივობა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ინტერდისციპლინური აქტივობები/პროექტები): მიზნების განსაზღვრა, სხვა დისციპლინებთან დაკავშირება/ინტეგრირება, მიზნების შესაბამისი დავალების შერჩევა, მონაწილეთა რაოდენობისა და მათი ფუნქციების განსაზღვრა, განხორციელების ეტაპების, გზებისა და საშუალებების დადგენა;
ა.ვ) მოსწავლის მოტივაციის ასამაღლებლად ისეთი დავალებების განსაზღვრა, შექმნა და გამოყენება, რომლებიც შეესაბამება სასწავლო მასალას, მოსწავლის მოთხოვნილებას, ავითარებს მოსწავლის ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარს;
ა.ზ) ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც წარმოაჩენს ტექნოლოგიების (ელექტრონული ცხრილები, მათემატიკური კომპიუტერული პროგრამები, გრაფიკული პროგრამები) გამოყენების დადებით მხარეებს და მათ როლს პრობლემების გადაჭრაში;
ა.თ) ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც წარმოაჩენს მათემატიკის როლს წარმატებული სამსახურებრივი კარიერის წარმართვაში;
ა.ი) მაგალითების შერჩევა მათემატიკური ცოდნისა და უნარების გამოსაყენებლად (მათ შორის, რეალურ ვითარებასთან დაკავშირებული მაგალითები).
ბ) სასწავლო პროცესის წარმართვა
ბ.ა) ახალი ცნებების, ობიექტებისა და პროცედურების შემოტანისას მოსწავლის არსებული ცოდნის განსაზღვრა; სწავლების პროცესის თანმიმდევრულად ისე წარმართვა, რომ მოსწავლე ეფექტურად ახერხებდეს უკვე არსებული ცოდნის გამოყენებას კომპლექსურ ვითარებაში;
ბ.ბ) სხვადასხვა სახის აქტივობისა და სწავლების ფორმის გამოყენება, მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით;
ბ.გ) კავშირის დამყარება მათემატიკის სხვადასხვა მიმართულებას, აგრეთვე, მათემატიკასა და სხვა დისციპლინებს შორის;
ბ.დ) სასწავლო მასალის გადაცემისას შესაფერისი სტრატეგიისა და ტექნიკის (მაგ., კანონზომიერების ამოცნობა, ვიზუალური წარმოდგენა, ფორმულა) გამოყენება;
ბ.ე) შეკითხვების დასმის სტრატეგიის გამოყენება, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს არგუმენტების წარმოდგენასა და დებულების დასაბუთებაში; სასწავლო პროცესში დამხმარე მასალის (მაგ., თვალსაჩინოებების, ტექნოლოგიების) შერჩევა და ეფექტურად გამოყენება, მოსწავლის მიერ დამხმარე მასალის გამოყენებისათვის ხელშეწყობა;
ბ.ვ) საზოგადოების განვითარებაში მათემატიკის როლის წარმოჩენისას სხვადასხვა რესურსის შერჩევა;
ბ.ზ) სასწავლო მასალაში მოცემული მათემატიკური კონცეფციებისა და იდეების ევოლუციური და ისტორიული განვითარების გაცნობა მოსწავლეთათვის.
გ) შეფასება
გ.ა) განმავითარებელი შეფასების გამოყენება მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით: მოსწავლის კომპეტენციის შემოწმება ცოდნის ათვისების სამივე დონეზე (I. პროცედურის წვდომა; II. პროცედურაში გავარჯიშება; III. პროცედურის დაუფლება), კონკრეტული პრობლემებისა და მათი წარმომშობი მიზეზების გამოვლენა და სათანადო აქტივობების დაგეგმვა ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად; განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება ცოდნის ათვისების მესამე ფაზაში;
გ.ბ) სასწავლო მიზნებისა და შეფასების სტრატეგიების ურთიერთშეთანხმება: მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების და ხერხების შერჩევა/შემუშავება, კომპლექსური დავალებების შესაფასებლად სათანადო კრიტერიუმების სქემების (რუბრიკების) შემუშავება და თითოეულის წონის განსაზღვრა დასახული პრიორიტეტული მიზნების გათვალისწინებით;
გ.გ) შეფასების წარმოება მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად: სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი კრიტერიუმების შერჩევა-შემუშავება (შემოქმედებითობა, თანამშრომლობის უნარი, ორგანიზებულობა და სხვ.);
გ.დ) მოსწავლის მიერ დაშვებულ შეცდომებსა და მასალის არასწორ/არასრულყოფილ გააზრებაში კანონზომიერებების აღმოჩენა; კორექციის შესატანად, შესაფერისი პროცედურების გამოყენება და სასწავლო პროცესის ადეკვატური მოდიფიკაცია;
გ.ე) მოსწავლის ფაქტობრივი ცოდნისა და მაღალი დონის სააზროვნო კომპეტენციების შესაფასებლად ადეკვატური ხერხების შექმნა და გამოყენება;
გ.ვ) საკუთარი პედაგოგიური საქმიანობის შეფასება; შეფასებისა და თვითშეფასების მონაცემების გამოყენება მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად.
თავი XXII. საბაზო და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
მუხლი 65. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელს შეუძლია:
ა) მოვლენის არსის განსაზღვრა და მოვლენებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების წარმოჩენა;
ბ) კვლევის საგნის განსაზღვრა და მისი შესწავლის ეტაპების გამოყოფა;
გ) ობიექტის ან მოვლენის შესასწავლად მონაცემების სხვადასხვა წყაროდან/საშუალებით (მაგ., ექსპერიმენტის, უშუალო დაკვირვების ან საინფორმაციო წყაროებიდან) მოპოვება;
დ) მონაცემების კლასიფიცირება (დახარისხება) სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით და მონაცემების სხვადასხვა სახით (ფორმით, ხერხით) წარმოდგენა;
ე) კვლევის შედეგების ანალიზი და შეფასება;
ვ) სტრუქტურების და პროცესების მოდელირება;
ზ) პრაქტიკულ სამუშაოებთან დაკავშირებული რისკფაქტორების განსაზღვრა და პრევენცია;
თ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების განხილვა ზოგადისტორიულ ჭრლში;
ი) საბუნებისმეტყველო სფეროში არსებული ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში;
კ) საბუნებისმეტყველო პრობლემების მდგრადი განვითარების კუთხით განხილვა;
ლ) მეცნიერული აღმოჩენების შედეგების დადებითი და უარყოფითი გავლენის შეფასება;
მ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დაკავშირება სხვა სასწავლო დისციპლინებთან;
ნ) მეცნიერული ტერმინოლოგიით მეტყველება (წერითი და ზეპირი);
ო) საბუნებისმეტყველო პრობლემების გადაჭრისას სათანადო მათემატიკური ოპერაციების გამოყენება.
მუხლი 66. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
1. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელმა იცის:
ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლის ობიექტები და მიზნები;
ბ) ბუნებისმეტყველების ადგილი მეცნიერებათა სისტემაში;
გ) საბუნებისმეტყველო იდეების ჩამოყალიბების (ფორმირების) ისტორია;
დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერული ცნებები და ტერმინები;
ე) კვლევის მეთოდები;
ვ) კვლევა და მისი ეტაპები; ცდა (დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადები, მონაცემები, საკონტროლო ცდა, განმეორებითი ცდა, ცდის ოქმი); მონაცემების მოპოვების გზები (ცდა/ექსპერიმენტი, დაკვირვება, გამოკითხვა (კითხვარი), ინფორმაციის მოძიება (ინტერნეტი, სამეცნიერო ლიტერატურა და სხვ.).
2. ბიოლოგია
ა) ბიოლოგიის საგანი და ცოცხალი მატერიის თვისებები
ა.ა) ბიოლოგიის კვლევის საგანი და სიცოცხლის არსი; ცოცხალი მატერიის ორგანიზაციული დონეები, ცოცხალი მატერიის კრიტერიუმები; ბიოლოგიის ადგილი მეცნიერებათა სისტემაში; ბიოლოგიის კვლევის მეთოდები; ბიოლოგიურ მეცნიერებათა სისტემა.
ბ) სიცოცხლის წარმოშობა დედამიწაზე (კრეაციონისტული, თვითჩასახვის ჰიპოთეზა, სტაციონარული მდგომარეობის, პანსპერმიის და ბიოქიმიური ევოლუციის ჰიპოთეზები, ეუკარიოტული უჯრედის წარმოშობის ჰიპოთეზები).
გ) ორგანიზმთა მრავალფეროვნება და სისტემატიკა
გ.ა) ბიოლოგიური მრავალფეროვნება; სისტემატიკა (სახეობის კრიტერიუმები, ორგანიზმთა სისტემა); დომენი პროკარიოტები (სამეფო მონერები: არქეები, ეუბაქტერიები, ოქსიფოტობაქტერიები);
გ.ბ) დომენი ეუკარიოტები (სამეფო პროტოკტისტები; სამეფო სოკოები; სამეფო უმაღლესი მცენარეები: ხავსნაირები, გვიმრანაირები, შიშველთესლოვნები, ფარულთესლოვნები; სამეფო ცხოველები: ნაწლავღრუიანები, ბრტყელი ჭიები, მრგვალი ჭიები, რგოლოვანი ჭიები, მოლუსკები, ფეხსახსრიანები, კანეკლიანები, ქორდიანები); სხვაობა წითელ ნუსხასა და წითელ წიგნს შორის; მათში შეტანილი ზოგიერთი სახეობები.
დ) უჯრედი – ელემენტარული ცოცხალი სისტემა
დ.ა) უჯრედული თეორია, მისი ჩამოყალიბების მოკლე ისტორია და ძირითადი დებულებები;
დ.ბ) უჯრედის ქიმიური ორგანიზაცია (წყალი; მინერალური მარილები, ნახშირწყლები; ლიპიდები; ცილები; ნუკლეინის მჟავები; ადენოზინტრიფოსფორმჟავა);
დ.გ) უჯრედის მორფოლოგიური ორგანიზაცია (პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედები; უჯრედული მემბრანები: პლაზმური მემბრანის აგებულება და ქიმიური შედგენილობა; უჯრედის ბირთვი; ციტოპლაზმა; ენდოპლაზმური ბადე; რიბოსომა; გოლჯის აპარატი; ლიზოსომა; პეროქსისომა; ვაკუოლი; მიტოქონდრია; პლასტიდები; უჯრედის ცენტრი; ჩანართები; წამწამები და შოლტები);
დ.დ) უჯრედის სასიცოცხლო ციკლი, მიტოზი;
დ.ე) სიცოცხლის არაუჯრედული ფორმები – ვირუსები: სტრუქტურული ერთეულები, ფუნქციები.
ე) ქსოვილები
ე.ა) ცხოველებისა და ადამიანების ქსოვილები (ეპითელური, შემაერთებელი, კუნთოვანი, ნერვული); უმაღლესი მცენარეების ქსოვილები (წარმომშობი, მფარავი, მექანიკური, გამტარი, ძირითადი, გამომყოფი).
ვ) ნივთიერებათა და ენერგიის ცვლა
ვ.ა) ენერგეტიკული ცვლა (უჯრედული სუნთქვა, დუღილი); ფოტოსინთეზი; ქემოსინთეზი; ცილის ბიოსინთეზი.
ზ) ორგანიზმთა გამრავლება და ინდივიდუალური განვითარება
ზ.ა) გამრავლება – ორგანიზმთა ძირითადი სასიცოცხლო თვისება, სიცოცხლის უწყვეტობის უზრუნველყოფის პროცესი; უსქესო გამრავლება; სქესობრივი გამრავლება; სასქესო უჯრედების ჩამოყალიბება ცხოველებში; მეიოზი; განაყოფიერება ცხოველებში;
ზ.ბ) სასქესო უჯრედების ჩამოყალიბება და ორმაგი განაყოფიერება ყვავილოვან მცენარეებში; სქესობრივი გამრავლების არარეგულარული ტიპები; ონტოგენეზი (ემბრიონული და პოსტემბრიონული განვითარება ცხოველებში);
ზ.გ) ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლი (ზრდა, რეგენერაცია, დაბერება და სიკვდილი).
თ) გენეტიკის საფუძვლები
თ.ა) მემკვიდრულობის კანონზომიერებები და მემკვიდრეობის პრინციპები. მენდელის მიერ დადგენილი კანონზომიერებანი (ჰიბრიდოლოგიური მეთოდი; მონოჰიბრიდული შეჯვარება; პირველი თაობის ჰიბრიდთა ერთგვარობის კანონი; დათიშვის კანონი; ალელიზმი; ფენოტიპი და გენოტიპი, გამეტათა სიწმინდის წესი; არასრული დომინირება; გამაანალიზებელი შეჯვარება; ალელურ გენთა ურთიერთქმედების ფორმები; მრავლობითი ალელიზმი); მონოჰიბრიდული შეჯვარების ციტოლოგიური მექანიზმი; დიჰიბრიდული შეჯვარება (გენთა დამოუკიდებლად მემკვიდრეობის კანონი);
თ.ბ) არაალელურ გენთა ურთიერთქმედება (კომპლემენტურობა, ეპისტაზი, პოლიმერია, პლეიოტროპიზმი). მემკვიდრეობითობის ქრომოსომული თეორია; სქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმი; სქესთან შეჭიდულობა; გენთა შეჭიდულობა და კროსინგოვერი; გენთა ხაზობრივი განლაგება ქრომოსომაში; ციტოპლაზმური მემკვიდრეობა; ცვალებადობის კანონზომიერებანი (არამემკვიდრული; მემკვიდრული; კომბინაციური; მუტაციური: გენური, ქრომოსომული და გენომური მუტაციები; ინდუცირებული მუტაგენეზი); მემკვიდრეობითობის მოლეკულური საფუძვლები (ნუკლეინის მჟავების როლი მემკვიდრეობაში); გენის აგებულება, მისი მოქმედების რეგულაცია, რეპარაცია;
თ.გ) გენური ინჟინერია; უჯრედული ინჟინერია; ადამიანის გენეტიკის თავისებურება და კვლევის მეთოდები (გენეალოგიური, ტყუპთა, დერმატოგლიფიკის, პოპულაციური, ბიოქიმიური, ციტოგენეტიკური, მოლეკულური ბიოლოგიისა და სომატურ უჯრედთა გენეტიკის მეთოდები);
თ.დ) ნიშან-თვისებების მემკვიდრეობა ადამიანში (რეზუსფაქტორი); გენეტიკა და მედიცინა (მემკვიდრული პათოლოგიების პროფილაქტიკა; მემკვიდრული დაავადებანი; გენური დაავადებები; ქრომოსომული დაავადებები);
თ.ე) გენეტიკა და სელექცია (ჯიშთა მრავალფეროვნება; სელექციის ტრადიციული და თანამედროვე მეთოდები).
ი) ადამიანის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებანი
ი.ა) ორგანოები და ორგანოთა სისტემები, მათი აგებულება და ფუნქციები;
ი.ბ) კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემა (ვიტამინები; საჭმლის მონელება პირის ღრუში, კუჭში, წვრილ და მსხვილ ნაწლავებში; შეწოვა);
ი.გ) სუნთქვა და სუნთქვის სისტემა (ჰაერგამტარი გზები, ფილტვები; გაზთა ცვლა ფილტვებსა და ქსოვილებში);
ი.დ) სისხლი და სისხლის მიმოქცევის სისტემა (გული, სისხლძარღვები, სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრეები); ლიმფური სისტემა;
ი.ე) იმუნიტეტი: თანდაყოლილი და ადაპტური იმუნიტეტი; თანდაყოლილი იმუნიტეტის ბარიერები; ბრძოლა ინფექციებთან; ანტისხეულები და იმუნური პასუხი; მძიმე ინფექციური დაავადებები და მათი პრევენცია; შიდსი და მისი პრევენცია;
ი.ვ) მოძრაობა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა (ჩონჩხი და კუნთები);
ი.ზ) ნერვული სისტემა – კოორდინაცია და პასუხი გაღიზიანებაზე (ნეირონი; ნერვული იმპულსის გავრცელება, სინაფსი; ნერვული სისტემის ანატომიური და ფუნქციური თავისებურებანი; ნერვული რეგულაციის რეფლექსური პრინციპი);
ი.თ) შეგრძნების ორგანოები (რეცეპტორთა ზოგადი მიმოხილვა, ყნოსვის, სმენის, მხედველობის, გემოს, შეხების და კუნთური შეგრძნების ორგანოები);
ი.ი) ენდოკრინული სისტემა (ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი, ფარისებრი, პარაფარისებრი, კუჭქვეშა, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლები);
ი.კ) ფსიქიკა და ქცევა; ემოცია და მოტივაცია; ძილი და სიზმარი; მეხსიერება;
ი.ლ) კანი;
ი.მ) გამომყოფი სისტემა;
ი.ნ) გამრავლების ორგანოები და ინდივიდუალური განვითარება;
ი.ო) ჰომეოსტაზი;
ი.პ) ჰიგიენა და ჯანმრთელობა; ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა ადამიანისათვის.
კ) ევოლუცია
კ.ა) ევოლუციური თეორიის განვითარების ისტორია (ლამარკი, დარვინ-უოლესი);
კ.ბ) მიკროევოლუციის კანონზომიერებანი (პოპულაცია ევოლუციური პროცესის ელემენტარული ერთეული; პოპულაციის გენეტიკური დახასიათება); მიკროევოლუციის მამოძრავებელი ფაქტორები (მუტაციური პროცესი, გენთა დრეიფი, გენთა ნაკადი, იზოლაცია); ბუნებრივი გადარჩევა, მისი წანამძღვრები და ძირითადი ფორმები (მასტაბილიზებელი, მამოძრავებელი, დიზრუპტული, სქესობრივი); ადაპტაცია – ბუნებრივი გადარჩევის შედეგი (მფარველობითი, დანაწევრებითი, გამაფრთხილებელი შეფერილობები; მიმიკრია); სახეობათა წარმოქმნა (ალოპატრიული, სიმპატრიული); მაკროევოლუციის კანონზომიერებანი და მისი დამამტკიცებელი არგუმენტები (მოლეკულური ბიოლოგიის, უჯრედული ბიოლოგიის, შედარებითი ემბრიოლოგიის, შედარებითი ანატომიის, ბიოგეოგრაფიისა და პალეონტოლოგიის არგუმენტები); პროგრესული ევოლუციის ძირითადი მიმართულებები (ალოგენეზი, აროგენეზი, კატაგენეზი); ბიოლოგიური ევოლუციის ძირითადი კანონზომიერებები (დივერგენცია, კონვერგენცია, პარალელიზმი);
კ.გ) ევოლუციის ძირითადი წესები;
კ.დ) ბიოლოგიური პროგრესი და რეგრესი;
კ.ე) ანთროპოგენეზი, მისი ეტაპები.
ლ) ეკოლოგია
ლ.ა) ეკოლოგია და ეკოსისტემები; ეკოსისტემების ძირითადი ფაქტორები; კვებითი დონეები ეკოსისტემებში; ცოცხალი ორგანიზმების ურთიერთქმედება ეკოსისტემაში: ურიერთდამოკიდებულება ორგანიზმებს შორის; პოპულაციის რიცხობრიობაზე მოქმედი ფაქტორები; ნივთიერებების წრებრუნვა ბუნებაში, მკვდარი ორგანიზმების დაშლა; ბიოსფერო, როგორც გლობალური ეკოლოგიური სისტემა (მისი ევოლუცია და სტრუქტურა).
მ) ადამიანი და გარემო
მ.ა) ანთროპოგენური ზემოქმედება ბიოსფეროზე; ბიოტექნოლოგია და ეკოლოგიური პრობლემები (გენური ინჟინერია, უჯრედული ინჟინერია); ბიოტექნოლოგიის გამოყენება მედიცინაში, სოფლის მეურნეობაში, მრეწველობასა და გარემოს დაცვით ღონისძიებებში; გენეტიკური ინჟინერიის ეთიკური პრობლემები;
მ.ბ) გლობალური და ლოკალური ეკოლოგიური პრობლემები; ატმოსფეროს, წყლის და ნიადაგის დაბინძურება; ადამიანის დადებითი მოქმედება გარემოზე: ბუნების დაცვა; უსაფრთხო წყალი და საკვები; ადამიანის მიერ ეკოსისტემების მართვა; ინდივიდუალური და საერთო დაცვა დაავადებებისგან; საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციების მნიშვნელობა.
ნ) მათემატიკური აპარატი
ნ.ა) ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება სხვადასხვა ხერხით; რაოდენობების შედარების და შეფასების სხვადასხვა ხერხი; ფიზიკურ სიდიდეთა საზომი ერთეულები და მათი ერთმანეთთან კავშირი; ალბათობის თეორიის ელემენტები (გენეტიკურ ამოცანებთან კავშირში); ფუნქციათა თვისებები; მონაცემთა წარმოდგენის ფორმები (სია, ცხრილები, გრაფიკები, დიაგრამები).
3. ქიმია
ზოგადი და არაორგანული ქიმია
ა) ქიმიის შესწავლის ობიექტები:
ა.ა) ქიმიური ელემენტი. ნივთიერება. ქიმიური რეაქცია.
ბ) ქიმიური ელემენტი
ბ.ა) წარმოდგენების განვითარება ატომის აღნაგობის შესახებ; ატომთა მოდელები; ატომის თანამედროვე მოდელი; ატომბირთვის შედგენილობა; ნუკლონები; სტაბილური და რადიონუკლიდები; ბუნებრივი და ხელოვნური რადიოაქტიურობა; ბირთვული რეაქციები – ბირთვული სინთეზი და ბირთვული გაყოფა;
ბ.ბ) ატომის ელექტრონული გარსი; ენერგეტიკული დონეები და ორბიტალები; ელექტრონის კვანტური რიცხვები; ატომის ელექტრონული კონფიგურაცია: უმცირესი ენერგიის პრინციპი, პაულის პრინციპი, ჰუნდის წესი, კლეჩკოვსკის წესები;
ბ.გ) ქიმიური ელემენტის სიმბოლო, ატომის მასა, ფარდობითი ატომური მასა, იზოტოპური შედგენილობა. მოლური წილი. ქიმიური ელემენტის მახასიათებლები: ვალენტობა, ჟანგვის რიცხვი, ატომური (კოვალენტური, იონური, ვან დერ ვაალსური) რადიუსი, იონიზაციის ენერგია, ელექტრონისადმი სწრაფვა, ელექტროუარყოფითობა;
ბ.დ) ქიმიური ელემენტების კლასიფიკაცია; პერიოდულობის კანონი და ელემენტთა პერიოდული სისტემა; ატომის აღნაგობა პერიოდული სისტემის ჭრილში; ელემენტების და მათი ნაერთების ფორმებისა და თვისებების პერიოდული ცვლილება;
ბ.ე) s, p, d, f ელემენტები.
გ) ნივთიერება, ნარევი
გ.ა) ნივთიერების ქიმიური არსი, აგებულების ატომურ-მოლეკულური თეორია; ნივთიერების სტრუქტურული ნაწილაკები – ატომები, იონები, მოლეკულები; ნივთიერების ქიმიური ფორმულა; ნივთიერების ფარდობითი მოლეკულური მასა; ნივთიერების რაოდენობა და მისი ერთეული – მოლი; მოლური მასა; ნივთიერების შედგენილობის მუდმივობის კანონი;
გ.ბ) ქიმიური ბმა: იონური, კოვალენტური, მეტალური; არაპოლარული და პოლარული კოვალენტური ბმები; კოვალენტური ბმის წარმოქმნა ელექტრონების გაზიარებით და დონორ-აქცეპტორული მექანიზმით; არაპოლარული და პოლარული მოლეკულები; დიპოლური მომენტი; კოვალენტური ბმის წარმოქმნის ორი მეთოდი: ვალენტური ბმების მეთოდი (ატომური ორბიტალების ჰიბრიდიზაცია, კავშირი ჰიბრიდიზაციის ტიპსა და მოლეკულის გეომეტრიულ ფორმას შორის) და მოლეკულური ორბიტალების მეთოდი.
კოვალენტური ბმის თვისებები (ბმის სიგრძე, ბმის ენერგია, ჯერადობა, გეზურობა, პოლარობა, პოლარიზებადობა); კრისტალური მესრის ტიპები: ატომური, იონური, მოლეკულური, მეტალური; მოლეკულათშორისი ურთიერთქმედების ძალები – წყალბადური ბმა და ვან დერ ვაალსის ძალები (დიპოლურ-დიპოლური და დისპერსული ურთიერთქმედების ძალები);
გ.გ) მყარი, თხევადი და აირადი ნივთიერებების აღნაგობა; გაზის კანონები: ბოილ-მარიოტის, გეი-ლუსაკის, შარლის კანონები, გაზის გაერთიანებული კანონი, იდეალური გაზის მდგომარეობის განტოლება, ავოგადროს კანონი, აირის მოლური მოცულობა, ფარდობითი სიმკვრივე;
გ.დ) ნივთიერებებთან მუშაობის უსაფრთხოების წესები და უსაფრთხოების ნიშნები;
გ.ე) ჰომოგენური და ჰეტეროგენული ნარევები; მყარი ნარევი – შენადნობი; ნარევის კომპონენტებად დაყოფის ხერხები: აორთქლება, დალექვა, გაფილტვრა, გამოხდა (დისტილაცია);
გ.ვ) ქიმიური ანალიზის მეთოდები: თვისებითი (ალის შეფერვა, თვისებითი/აღმომჩენი რეაქციები) და რაოდენობრივი (წონითი მეთოდი ანუ გრავიმეტრია და მოცულობითი მეთოდი ანუ ტიტრიმეტრია); ფიზიკო-ქიმიური მეთოდები: ქრომატოგრაფია, ელექტროქიმიური მეთოდი(pH-მეტრია), ოპტიკური მეთოდი(ფოტომეტრია);
გ.ზ) ხსნარი – ჰომოგენური ნარევი; მყარი, თხევადი და აირადი ხსნარები; კონცენტრირებული, განზავებული, უჯერი, ნაჯერი, ზენაჯერი ხსნარები; კრისტალიზაცია; ჰეტეროგენული ნარევი – სუსპენზია, კოლოიდი, ემულსია;
გ.თ) ნივთიერების წყალში ხსნადობა; ხსნადობის კოეფიციენტი; მყარი ნივთიერებისა და აირის ხსნადობის დამოკიდებულება ტემპერატურაზე; ხსნადობის მრუდები;
გ.ი) ხსნარის კონცენტრაციის გამოსახვის ხერხები: მასური წილი და მოლური კონცენტრაცია.
დ) ქიმიური რეაქციის მიმდინარეობის კანონზომიერებები
დ.ა) ქიმიური რეაქციის არსი, მიმდინარეობის პირობები, გარეგნული ნიშნები. ქიმიური რეაქციის ტოლობა. რეაქციის დროს მასის მუდმივობის კანონი. გამოთვლები ქიმიური ტოლობის გამოყენებით;
დ.ბ) ქიმიური რეაქციის სითბური ეფექტი; ენთალპია; ენთალპიის ცვლილება რეაქციის დროს; ეგზოთერმული და ენდოთერმული რეაქციები და ენერგიის დიაგრამები; თერმოქიმიური ტოლობები და გამოთვლები ამ ტოლობების გამოყენებით;
დ.გ) ქიმიური რეაქციის კინეტიკური განტოლება; რეაქციის სიჩქარის ექსპერიმენტულად განსაზღვრის ხერხები; რეაქციის მოლეკულურობა და რიგი; რეაქციის სიჩქარეზე მოქმედი ფაქტორები - მორეაგირე ნივთიერებების ბუნება, შეხების ზედაპირის ფართობი, კონცენტრაცია, წნევა, ტემპერატურა, კატალიზატორი; მოქმედ მასათა კანონი; ვანტჰოფის წესი; აქტივაციის ენერგია; ჰომოგენური და ჰეტეროგენული კატალიზი; კატალიზური რეაქციების მექანიზმები; ინჰიბიტორები;
დ.დ) რეაქციის შექცევადობა; პირდაპირი და შებრუნებული რეაქციები; ქიმიური წონასწორობა; წონასწორობის მუდმივა. წონასწორული კონცენტრაციები. ლე შატელიეს პრინციპი. ქიმიურ წონასწორობაზე მოქმედი ფაქტორები – კონცენტრაცია, წნევა, ტემპერატურა;
დ.ე) რეაქციები ელექტროლიტთა ხსნარებში. ელექტროლიტური დისოციაცია. სუსტი, საშუალო და ძლიერი ელექტროლიტები. დისოციაციის ხარისხი და მუდმივა. იონური მიმოცვლის რეაქციები. ფუძე-მჟავური წონასწორობა. წყლის იონური ნამრავლი. ინდიკატორები და ხსნარის წყალბადური მაჩვენებელი (pH). შეუღლებული ფუძე-მჟავური წყვილები. მარილთა ჰიდროლიზი. ჰიდროლიზის ხარისხი და მუდმივა. ბუფერული ხსნარები;
დ.ვ) ჟანგვა-აღდგენის რეაქციის ზოგადი დახასიათება. ჟანგვისა და აღდგენის ნახევარრეაქციები. ტიპური მჟანგავები და აღმდგენები. ჟანგვა-აღდგენის რეაქციების ტოლობების შედგენა ელექტრონული ბალანსის მეთოდით. ჟანგვა-აღდგენის რეაქციების კლასიფიკაცია და რაოდენობრივი დახასიათება სტანდარტული ელექტროდული პოტენციალებით;
დ.ზ) ელექტროლიტის ნალღობისა და წყალხსნარის ელექტროლიზი. კათოდსა და ანოდზე მიმდინარე ნახევარრეაქციები. ელექტროლიზი ხსნადი და უხსნადი ანოდით. ელექტროლიზის რაოდენობრივი დახასიათება ფარადეის კანონებით. ელექტროლიზის პრაქტიკული გამოყენება. გალვანური ელემენტის მუშაობის პრინციპი. აკუმულატორები;
დ.თ) დაშლის, შეერთების, ჩანაცვლების, მიმოცვლის ქიმიური რეაქციები. წვის, ჟანგვის, კოროზიის პროცესები.
ე) არაორგანულ ნაერთთა კლასიფიკაცია
ე.ა) მარტივი და რთული ნივთიერებები. ალოტროპია. მეტალები და არამეტალები პერიოდულ სისტემაში. მეტალთა ქიმიური აქტიურობის მწკრივი, მათი მიღების ხერხები, ზოგადი ფიზიკური და ქიმიური თვისებები. არამეტალების ზოგადი თვისებები და მიღების ხერხები;
ე.ბ) არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასები – ოქსიდები, მჟავები, ფუძეები, მარილები: შედგენილობა, კლასიფიკაცია, მიღების ხერხები, ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, გამოყენება. კავშირი არაორგანულ ნაერთთა კლასებს შორის;
ე.გ) კომპლექსური/კოორდინაციული ნაერთები;
ე.დ) არაორგანულ ნაერთთა ნომენკლატურა.
ვ) სხვადასხვა ჯგუფის ელემენტთა დახასიათება
ვ.ა) წყალბადი, ჰალოგენები, ჟანგბადი, გოგირდი, აზოტი, ფოსფორი, ნახშირბადი, სილიციუმი, ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, ალუმინი, რკინა, მანგანუმი. მათი მნიშვნელოვანი ნაერთები, თვისებები, მიღება გამოყენება.
ორგანული ქიმია
ზ) ორგანული ნაერთები
ზ.ა) ორგანული ნაერთების აღნაგობის თეორია, ჰომოლოგია. სტრუქტურული და სტერეოიზომერია. სივრცული, ინდუქციური და მეზომერული ეფექტები. ორგანული რეაქციები (ჩანაცვლების, მიერთების, ელიმინირების, იზომერიზაციის) და მათი მექანიზმები – რადიკალური, ელექტროფილური და ნუკლეოფილური. ორგანული ნაერთების კლასიფიკაცია და საერთაშორისო ნომენკლატურა.
თ) ორგანულ ნაერთთა კლასები
ნახშირწყალბადები
თ.ა) ალკანები: ჰომოლოგიური რიგი, აღნაგობა, ნომენკლატურა, მიღება, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება;
თ.ბ) ალკენები: ჰომოლოგიური რიგი, აღნაგობა, მიღება, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება. მარკოვნიკოვის წესი;
თ.გ) ალკინები: ზოგადი დახასიათება. აცეტილენი – აღნაგობა, მიღება, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება;
თ.დ) არენები: ბენზოლი - აღნაგობა, მიღება, თვისებები და გამოყენება. ტოლუოლი. ატომთა ურთიერთგავლენა ტოლუოლის მაგალითზე;
თ.ე) ალკადიენები. კლასიფიკაცია, აღნაგობა, იზომერია, ნომენკლატურა; ბუტადიენ-1,3-ის ძირითადი ქიმიური თვისებები (მიერთება, პოლიმერიზაცია); ალკადიენების გამოყენება. ზოგადი ცნობები ციკლოალკანებზე.
ი) ნახშირწყალბადების წარმოებულების ზოგადი დახასიათება.
ჟანგბადშემცველი ორგანული ნაერთები.
ი.ა) ალკანოლები – ჰომოლოგიური რიგი, მიღება, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება; ეთილენგლიკოლი და გლიცერინი; ფენოლი; მათი თვისებები და გამოყენება;
ი.ბ) ალდეჰიდები: ჰომოლოგიური რიგი, მიღება, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება;
ი.გ) კეტონები: აცეტონი;
ი.დ) კარბონმჟავები: ჰომოლოგიური რიგი, მიღება, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება; ჭიანჭველმჟავა, ძმარმჟავა; წარმოდგენა პალმიტინის და სტეარინის მჟავებზე;
ი.ე) ესტერები: ესტერიფიკაციის და ჰიდროლიზის რეაქციები;
ი.ვ) ცხიმები: თხევადი და მყარი ცხიმები, თვისებები და გამოყენება.
კ) ნახშირწყლები: მონო-, დი- და პოლისაქარიდების წარმომადგენლები: გლუკოზა, მისი ციკლური ფორმები და ქიმიური თვისებები; ფრუქტოზა, საქაროზა, სახამებელი და ცელულოზა, მათი ზოგადი დახასიათება.
აზოტშემცველი ორგანული ნაერთები
ლ) ამინები: თვისებები და გამოყენება.
მ) ამინომჟავები: აღნაგობა და თვისებები. პეპტიდური ბმა.
ნ) ცილები: აგებულება, როლი ბუნებაში.
ო) მაღალმოლეკულური ნაერთების ზოგადი დახასიათება: პოლიმერი, მონომერი, ელემენტარული რგოლი, პოლიმერიზაციის ხარისხი; პოლიმერიზაციის და პოლიკონდენსაციის რეაქციები.
პ) ბუნებრივი და სინთეზური ორგანული ნაერთები
პ.ა) წარმოდგენა ორგანულ ენერგორესურსებზე: აირადი, თხევადი, მყარი სათბობი; მათი გადამუშავება. საწვავის წვის პროდუქტები.
ჟ) მათემატიკური აპარატი
ჟ.ა) ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება სხვადასხვა ხერხით; რაოდენობების შედარებისა და შეფასების სხვადასხვა ხერხი, ფიზიკურ სიდიდეთა სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან კავშირი; ფუნქციათა თვისებები;
ჟ.ბ) მონაცემთა წარმოდგენის ფორმები (ცხრილები, გრაფიკები, დიაგრამები).
4. ფიზიკა
ა) კინემატიკის საფუძვლები
ა.ა) მოძრაობის სახეები (წრფივი, მრუდწირული, რხევითი, ბრუნვითი); ტრაექტორია, გადაადგილება, წრფივი თანაბარი მოძრაობის სიჩქარე, საშუალო და მყისი სიჩქარე, მოძრაობის ფარდობითობა, სიჩქარეთა შეკრება; წრფივი თანაბარაჩქარებული მოძრაობა; აჩქარება, თავისუფალი ვარდნის აჩქარება; სიჩქარე და გადაადგილება თანაბარაჩქარებული მოძრაობის დროს; მრუდწირული მოძრაობა, სიჩქარე და აჩქარება მრუდწირული მოძრაობის დროს.
ბ) ურთიერთქმედება მექანიკაში
ბ.ა) სხეულთა ურთიერთქმედება, ძალა; სიმძიმის, ხახუნის (უძრაობის, სრიალის და გორვის), დრეკადობის ძალები, ჰუკის კანონი, იუნგის მოდული; ნიუტონის კანონები, მასა – ინერტულობის საზომი; მასა და წონა; უწონობა, გადატვირთვა; სიმკვრივე; მსოფლიო მიზიდულობის კანონი; სხეულის იმპულსი, იმპულსის მუდმივობის კანონი, რეაქტიული მოძრაობა; სიმძიმის ცენტრი, წონასწორობა (მდგრადი, არამდგრადი, განურჩეველი); ძალის მომენტი, მარტივი მექანიზმები; მექანიკური მუშაობა და სიმძლავრე; ცვლადი ძალის მუშაობა; პოტენციური და კინეტიკური ენერგიები, ერთი სახის ენერგიის გადასვლა მეორეში, ენერგიის მუდმივობის კანონი მექანიკაში; ტექნოლოგიური პროცესების განვითარება (საფრენი აპარატები, მანქანები და სხვა), კავშირი მექანიკის კანონებთან.
გ) მექანიკური რხევები და ტალღები
გ.ა) მექანიკური რხევა, ჰარმონიული რხევის განტოლება, რხევის მახასიათებელი პარამეტრები; თავისუფალი რხევა, იძულებითი რხევა, რხევის მილევა, რეზონანსი; განივი და გრძივი ტალღა, ტალღის სიგრძე, ტალღის სიჩქარე; არეკვლა, დიფრაქცია, ინტერფერენცია; ბგერა, ბგერის წყაროები, ბგერის წარმოქმნა, გავრცელება და აღქმა; ბგერითი სიგნალების გადაცემა და მიღება ორგანიზმებში, სმენის ორგანოები; ექოს წარმოქმნა; ხმამაღლობა, ტონის სიმაღლე; ულტრაბგერა და ინფრაბგერა; დოპლერის ეფექტი.
დ) ჰიდრო და აეროსტატიკა, ჰიდროდინამიკა
დ.ა) წნევა. აირის წნევა, წნევა სითხეებში, პასკალის კანონი; ჰიდრავლიკური მანქანა; ატმოსფერული წნევა, ტორიჩელის ცდა; ამომგდები ძალა, არქიმედეს კანონი, სხეულთა ცურვის პირობები; სითხეთა დინება, ბერნულის კანონი; ლამინარული და ტურბულენტური დინება; კაპილარული მოვლენები, ზედაპირული დაჭიმულობა, სიბლანტე.
ე) ოპტიკა
ე.ა) სინათლის სხივის გავრცელების კანონზომიერებები, არეკვლა, გარდატეხა, სრული შინაგანი არეკვლა, შთანთქმა, დისპერსია; სხივთა სვლა ჩაზნექილ და ამოზნექილ ლინზებში, ბრტყელ, ჩაზნექილ და ამოზნექილ სარკეებში; გამოსახულების აგება ლინზაში და ბრტყელ სარკეში; თხელი ლინზის ფორმულა, ლინზის გამადიდებლობა; თანამედროვე ოპტიკური სისტემები, მათი მუშაობის პრინციპი. მხედველობა და მხედველობის ორგანოები, ახლომხედველობა და შორსმხედველობა, მხედველობის გაუმჯობესების გზები; ფოტომეტრია, სინათლის ძალა, განათებულობა; სინათლის გავრცელების სიჩქარე (სხვადასხვა მეცნიერის მიერ ჩატარებული გაზომვები); სინათლის ტალღური ბუნება, სინათლის ელექტრომაგნიტური თეორია; ფოტოეფექტი, ფოტონები, სინათლის კვანტური ბუნება.
ვ) სითბური მოვლენები
ვ.ა) მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის ძირითადი დებულებები; მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის ძირითადი განტოლება, ტემპერატურა; ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობები, გადასვლა ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში; ფიზიკური მახასიათებლების ცვლილება ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობების ცვლილების დროს; თბოგამტარები და თბოიზოლატორები, თბორეგულაციის მექანიზმები ორგანიზმებში; ნივთიერებათა სითბური გაფართოება, წყლის ანომალია; სითბოს რაოდენობა, კუთრი სითბოტევადობა; გამყარება-დნობა, აორთქლება-კონდენსაცია, დუღილი, დუღილის ტემპერატურა, ნაჯერი ორთქლი, ნაჯერი ორთქლის წნევის დამოკიდებულება ტემპერატურაზე. დნობის და ორთქლადქცევის კუთრი სითბო, დნობისა და ორთქლადქცევისათვის საჭირო სითბოს რაოდენობა. წვის სითბო, სითბური ძრავები (შიგაწვის ძრავა, ტურბინა), ძრავის მქკ. სითბური ენერგიის გადაცემის გზები (კონვექცია, გამოსხივება, თბოგამტარობა).
ზ) იდეალური აირი
ზ.ა) იდეალური აირის მდგომარეობის განტოლება, იდეალური აირის კანონები; შინაგანი ენერგია; თერმოდინამიკის I და II კანონი, შექცევადი და შეუქცევადი პროცესები, ენტროპია; აბსოლუტური ტემპერატურა, აბსოლუტური ნული.
თ) მყარი სხეულის თვისებები
თ.ა) მყარი სხეულის მექანიკური თვისებები; დეფორმაცია, დეფორმაციის სახეები; სიმტკიცე, სიმტკიცის ზღვარი.
ი) ელექტროსტატიკა
ი.ა) ორგვარი ელექტრული მუხტი; მუხტის მუდმივობის კანონი; სხეულთა დამუხტვა გავლენით და ხახუნით; ელექტრული ველი, ელ. ველის ძალწირები; დამუხტული სხეულების ურთიერთქმედება; ელ. მოვლენები ბუნებაში; კულონის კანონი, დიელექტრიკული შეღწევადობა; ელ. ველის დაძაბულობა, სუპერპოზიციის პრინციპი; ელ. ველის პოტენციალი, პოტენციალთა სხვაობა; ელექტროტევადობა, კონდენსატორი, ბრტყელი კონდენსატორის ელექტროტევადობა.
კ) ელექტრული დენი
კ.ა) ელექტრული დენი; ელექტროგამტარები და იზოლატორები; დენის წყაროები; სტანდარტული ელექტროდული პოტენციალი; გალვანური ელემენტი; დენის ძალა, ძაბვა, გამტარის წინაღობა, წინაღობის დამოკიდებულება ტემპერატურაზე; ომის კანონი წრედის უბნისათვის; გამტართა პარალელური და მიმდევრობითი შეერთება; დენის მუშაობა და სიმძლავრე; დენის წყაროს ემძ, ომის კანონი სრული წრედისათვის; დენის სითბური და ქიმიური მოქმედება; ელექტრული დენი სითხეში, აირში და ვაკუუმში; ელექტროლიტური დისოციაციის თეორია, დისოციაციის ხარისხი და მუდმივა; ელექტროლიზის კანონები, ელექტროქიმიური ეკვივალენტი; ნახევარგამტარი, ელ. დენი ნახევარგამტარში.
ლ) მაგნიტური ველი
ლ.ა) მაგნიტური ველი, ველის ძალწირები, დენის მაგნიტური მოქმედება, დენიანი გამტარების ურთიერთქმედება; მაგნიტური ველის ინდუქცია, მაგნიტური ნაკადი, ამპერის ძალა; ლორენცის ძალა; ცვლადი დენი, ცვლადი დენის გენერატორი; ელ. მაგნიტური ინდუქციის მოვლენა, ლენცის წესი; თვითინდუქცია, ინდუქციურობა; ტრანსფორმატორი, ელ. ენერგიის გადაცემა და განაწილება; მაგნიტური ველის ენერგია; რხევითი კონტური, ენერგიის გარდაქმნა რხევით კონტურში; ცვლადი ელექტრული ველი, ელექტრომაგნიტური ტალღა, ელექტრომაგნიტური ტალღების სკალა.
მ) ფარდობითობის თეორია
მ.ა) ფარდობითობის თეორიის ძირითადი ელემენტები, მისი შექმნის მნიშვნელობა; თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემების მოქმედების პრინციპი; ლაზერის მოქმედების პრინციპი.
ნ) ატომური და ბირთვული ფიზიკა
ნ.ა) რეზერფორდის ცდა, ატომის პლანეტარული მოდელი, პერიოდულობის კანონი და პერიოდული სისტემა; ბორის პოსტულატები; ატომის ბირთვის აღნაგობა, პროტონისა და ნეიტრონის აღმოჩენა; ბუნებრივი რადიოაქტივობა და გამოსხივება; რადიოაქტიური გამოსხივების ბიოლოგიური ზემოქმედება, რადიოაქტიური დაშლის კანონი, ნახევარდაშლის პერიოდი; იზოტოპები; ბირთვული ძალები, ბირთვული რეაქტორი; ჯაჭვური რეაქცია; თერმობირთვული რეაქციები; ელემენტარულ ნაწილაკთა და ურთიერთქმედებათა თანამედროვე კლასიფიკაცია.
ო) მათემატიკური აპარატი
ო.ა) მოქმედებები ნამდვილ რიცხვებზე; ფიზიკურ სიდიდეთა სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან კავშირი; რაოდენობების შედარების და შეფასების სხვადასხვა სტრატეგია; მოქმედებები ვექტორებზე; რიცხვითი მიმდევრობების, მწკრივებისა და ფუნქციათა თვისებები; დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის საფუძვლები; მონაცემთა წარმოდგენის ფორმები (ცხრილები, გრაფიკები, დიაგრამები).
პ) ცდის დაგეგმვა და ჩატარება
პ.ა) ცდის შედეგების წარმოდგენა ცხრილების, დიაგრამების, გრაფიკების საშუალებით; გაზომილი ფიზიკური სიდიდეების საშუალო მნიშვნელობის, აბსოლუტური ცდომილების (სტანდარტული გადახრის) და ფარდობითი ცდომილების განსაზღვრა მრავალჯერადი გაზომვისას; გაზომილი ფიზიკური სიდიდეების აბსოლუტური ცდომილების და ფარდობითი ცდომილების განსაზღვრა ერთჯერადი გაზომვისას ხელსაწყოს დანაყოფის ფასის გათვალისწინებით; ჯამის, სხვაობის, ნამრავლისა და განაყოფის ცდომილებების მარტივი შეფასება.
მუხლი 67. სწავლების მეთოდები
საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელს შეუძლია:
ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვა:
ა.ა) ბუნებისმეტყველების საგნობრივ პროგრამაზე დაყრდნობით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, შესაბამისი ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;
ა.ბ) ბუნებისმეტყველების საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული ისეთი სასწავლო გეგმის შედგენა, რომლის მიხედვითაც მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა და რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა ცოდნას, ინტერესებს, შესაძლებლობებს, შეხედულებებსა და გამოცდილებას;
ა.გ) ბუნებისმეტყველების საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების ეფექტიანი სტრატეგიების განსაზღვრა, რომლებიც ორიენტირებულია მოსწავლეებში გააზრებული ცოდნის შეძენასა და ამ ცოდნის საფუძველზე უნარ-ჩვევების გამომუშავება-განვითარებაზე;
ა.დ) მიზნის შესაბამისი შეფასების ისეთი ტიპებისა და ფორმების შერჩევა, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნება მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენა და მათი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასება, რაც ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას;
ა.ე) კრიტერიუმების განსაზღვრა და შესაბამისი ცხრილებისა და სქემების შედგენა შეფასების სხვადასხვა ფორმისთვის (ექსპერიმენტის, ცდის ჩატარება, პროექტის მომზადება, რეფერატი, საველე სამუშაოები და სხვ.);
ა.ვ) საბუნებისმეტყველო საგნების და სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან თანამშრომლობა და ერთობლივი სტრატეგიების შემუშავება – ინტეგრირებული გაკვეთილებისა და სხვადასხვა არასაგაკვეთილო აქტივობის ერთობლივი დაგეგმვა სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის;
ა.ზ) იმ ტიპის აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს სწორ დამოკიდებულებას და პირად პასუხისმგებლობას გარემომცველი სამყაროს მიმართ;
ა.თ) პრაქტიკული აქტივობების დაგეგმვისას უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა
ბ) სასწავლო პროცესის წარმართვა:
ბ.ა) მოტივაციის ამაღლების სტრატეგიების გამოყენება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლის ხელშესაწყობად;
ბ.ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისთვის პრიორიტეტული აქტივობების განხორცილება როგორც სასკოლო გარემოში, ასევე მის გარეთ (მუზეუმი, საწარმო, ზოოლოგიური და ბოტანიკური პარკი, კვლევითი ინსტიტუტი, ბუნებრივი გარემო);
ბ.გ) აქტივობების იმგვარად წარმართვა, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევითი უნარი და შეძლონ როგორც სხვათა, ასევე საკუთარი კვლევების კრიტიკული შეფასება;
ბ.დ) მოსწავლეთა შორის დისკუსიების გამოყენებით საბუნებისმეტყველო საკითხების გააზრების ხელშეწყობა; დისკუსიის, როგორც სწავლების მეთოდის, გამოყენება მოსწავლეთა შორის საბუნებისმეტყველო საკითხების პოპულარიზაციისათვის;
ბ.ე) საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის პროცესში ყველა მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებითა და სწავლების სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით მათი მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა;
ბ.ვ) საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას საგანთაშორისი კავშირების დამყარება, რათა მოსწავლეებმა განახორციელონ ცოდნის ტრანსფერი – ერთ საგანში მიღებული ცოდნის სხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადატანა და გამოყენება;
ბ.ზ) საბუნებისმეტყველო საკითხის შესწავლისას მისი გამოყენებითი ასპექტის დემონსტრირება, რათა მოსწავლეებმა შეძლონ მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება;
ბ.თ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეებში დამოუკიდებელი სწავლის უნარის განვითარების ხელშეწყობა;
ბ.ი) სასწავლო პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ ხელი შეეწყოს მოსწავლეებში სემიოტიკური კომპეტენციის – ფორმულის, განტოლების, დიაგრამის, სქემის და ა.შ. საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრების, ინტერპრეტირების და ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის უნარის – განვითარებას;
ბ.კ) სასწავლო პროცესში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისთვის აუცილებელი მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების მოძიება/შექმნა და გამოყენება, ასევე, მოსწავლეთათვის მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ.ლ) სასწავლო პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ პრაქტიკულ სამუშაოებთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დაცვის უნარ-ჩვევები.
გ) შეფასება:
გ.ა) სასწავლო მიზნის (მაგ., კვლევა და მისი ეტაპები; ცდა/ექსპერიმენტი; დაკვირვება და ა.შ.) შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების შემუშავება;
გ.ბ) შეფასების სქემების გამოყენება;
გ.გ) მოსწავლეთა საჭიროებების, პროგრესისა და მიღწევების მონიტორინგი და შედეგების ანგარიშის სახით წარმოდგენა;
გ.დ) შეფასებისა და თვითშეფასების მონაცემების გამოყენება მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად.
თავი XXIII. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
მუხლი 68. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებელს შეუძლია:
1. ისტორია
ა) მიმართულება: ისტორიული დრო და სივრცე
ა.ა) რუკისა და ადგილის გეგმის, როგორც სასწავლო რესურსის გამოყენება;
ა.ბ) დროში ორიენტირება;
ა.გ) ქრონოლოგიური ერთეულების სისტემის გამოყენება;
ბ) მიმართულება: ისტორიული ინტერპრეტაცია
ბ.ა) ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების განსხვავებული ინტერპრეტაციის ანალიზი და შეფასება;
გ) მიმართულება: ისტორიული კვლევა
გ.ა) ისტორიული (პირველადი და მეორადი) წყაროების ანალიზი;
გ.ბ) ისტორიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება.
დ) მიმართულება: კომუნიკაცია
დ.ა) მსჯელობა სხვადასხვა ეპოქაში საქართველოსა და მსოფლიოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სოციალურ - ეკონომიკური და კულტურულ - რელიგიური მოვლენების შესახებ;
დ.ბ) მსჯელობა თანამედროვე ეპოქასა და წარსულში განსხვავებული კულტურების ურთიერთობისა და ურთიერთგავლენის შესახებ;
დ.გ) მსჯელობა საქართველოსა და მსოფლიოში პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-რელიგიური პროცესების ურთიერთმიმართების შესახებ;
დ.დ) მიმოხილვითი თხზულების დაწერა ისტორიულ თემატიკაზე;
დ.ე) ისტორიული თემის დაწერა საკუთარი კვლევის საფუძველზე.
2. გეოგრაფია
ა) მიმართულება: დრო და სივრცე
ა.ა) რუკის ენის გაგება; რუკის, სხვა თვალსაჩინოებების (სქემა, დიაგრამა, ფოტო, ცხრილი, გრაფიკი) და გეოგრაფიული ხელსაწყოების გამოყენებით ინფორმაციის მოძიება;
ა.ბ) სივრცეში ორიენტირება – ჰორიზონტის მხარეების და გრადუსთა ბადე; ადგილის მდებარეობის განსაზღვრა;
ა.გ) ლეგენდის გამოყენებით სიმბოლოების აღქმა;
ა.დ) მასშტაბის აღქმა – მასშტაბის გამოყენებით ადგილის და მანძილების გაზომვა და შედარება, კარტოგრაფიული პროექციების განსხვავება;
ა.ე) რუკებიდან და სხვა თვალსაჩინოებებიდან (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვ.) მოპოვებული ინფორმაციის დაკავშირება გეოგრაფიულ ცოდნასთან და ამის საფუძველზე ადგილის, მოვლენისა და პროცესების დახასიათება, კანონზომიერებების დადგენა;
ა.ვ) რელიეფის, ჰიდროსფეროს (შიგა წყლების და მსოფლიო ოკეანის), ატმოსფერული მოვლენების, ბუნებრივი რესურსების, განსახლებების, მოსახლეობის დემოგრაფიული მახასიათებლების, სოციალური და ეკონომიკური სისტემების, სატრანსპორტო სისტემის შესახებ ინფორმაციის მოძიება-ანალიზი; თვალსაჩინოებების თემატური ანალოგების შედგენა.
ბ) მიმართულება: გეოგრაფიული კვლევა
ბ.ა) თემატიკის შესაბამისი გეოგრაფიული კვლევის (მათ შორის, საველეს) დაგეგმვა; პრობლემის, გეოგრაფიული კვლევის მიზნის, მისი გადაჭრის გზებისა და მიმართულების განსაზღვრა;
ბ.ბ) გეოგრაფიული კვლევისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება, მონაცემთა ორგანიზება;
ბ.გ) გეოგრაფიული კვლევის განსახორციელებლად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
ბ.დ.) გეოგრაფიული პრობლემის გადაჭრა, კვლევის შედეგების არგუმენტირებულად წარმოჩენა;
ბ.ე) გეოგრაფიული თემის სტრუქტურული ორგანიზაცია.
გ) მიმართულება: გეოგრაფიული ინტერპრეტაცია
გ.ა) გეოგრაფიული ტერმინებისა და ცნებების ადეკვატური გამოყენება;
გ.ბ) გეოგრაფიული ფაქტების მოსაზრებისგან განსხვავება;
გ.გ) გავრცელებული გეოგრაფიული სტერეოტიპების კონტრარგუმენტაცია;
გ.დ) გეოგრაფიული ინფორმაციის საფუძველზე პროგნოზების გაკეთება და მოდელების შექმნა (გეოგრაფიულ კონტექსტში);
გ.ე) სხვადასხვა ფორმატში (წერითი, ზეპირი, ვიზუალური) წარმოდგენილი ინფორმაციის გააზრება და აღქმად ფორმატში წარმოჩენა.
დ) მიმართულება: კომუნიკაცია
დ.ა) რუკებისა და სხვა თვალსაჩინოებების გამოყენებით, საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა; გეოგრაფიული კვლევის შედეგების წარმოჩენისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამოვლენა;
დ.ბ) მოვლენებსა და პროცესებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე მსჯელობა; გეოგრაფიული თემის დაწერა;
დ.გ) გეოგრაფიული დავალების სპეციფიკის გათვალისწინებით, სამუშაოს დანაწილება, განხილვა და სხვ.;
დ.დ) დამუშავებული გეოგრაფიული თემის პრეზენტაცია.
3. სამოქალაქო განათლება
ა) მიმართულება: კვლევა
ა.ა) საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი შესაძლებლობების, ადგილისა და მნიშვნელობის გაანალიზება;
ა.ბ) საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენებისა და პროცესების ამოცნობა და მრავალმხრივი გაანალიზება;
ა.გ) საზოგადოებრივი, რელიგიური, საგანმანათლებლო, სამართლებრივი, სახელმწიფო და ეკონომიკური ინსტიტუტების ფუნქციებისა და მნიშვნელობის გაანალიზება; დემოკრატიული პროცესების ანალიზი საზოგადოების ინტერესებთან, ტრადიციებთან და ღირებულებებთან მიმართებით.
ა.დ) სამოქალაქო ცხოვრების, პოლიტიკისა და სახელმწიფოს მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი;
ა.ე) საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების საფუძვლების ანალიზი; საზოგადოებრივი ინტერესების განხორციელებისათვის სამოქალაქო მონაწილეობითი პროცესების მნიშვნელობის ანალიზი;
ბ) მიმართულება: შეფასება
ბ.ა) საზოგადოებრივ მოვლენებსა და პროცესებთან მიმართებაში პოზიციის გამომუშავება და არგუმენტირებულად დაცვა;
ბ.ბ) საზოგადოებრივ მოვლენებსა და პროცესებთან მიმართებაში სხვადასხვა მიდგომისა თუ პოზიციის კრიტიკულად შეფასება;
ბ.გ) კონსტიტუციის საფუძველზე მოქმედი ხელისუფლების საქმიანობაში დემოკრატიის მიზნების, ღირებულებებისა და პრინციპების ასახვის შეფასება;
ბ.დ) ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში მოქალაქეების როლის, მათი პირადი პოლიტიკური და ეკონომიკური ვალდებულებების შეფასება;
გ) მიმართულება: კომუნიკაცია
გ.ა) საზოგადოებრივი ინტერესების განსახორციელებლად, მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
გ.ბ) საზოგადოებრივ საკითხებზე მსჯელობისას, სხვადასხვა არგუმენტისა და გამოხატვის ფორმების მიზნობრივად გამოყენება;
გ.გ) იმ პროცესებსა თუ გადაწყვეტილებებში ეფექტურად მონაწილეობა, რომლებიც ეხება მოსწავლეებისა და საკუთარ პიროვნულ განვითარებას, მშობლებისა და სკოლის, საზოგადოების ინტერესებს.
მუხლი 69. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებელმა იცის:
1. ისტორია
ა) ისტორიის შესავალი:
ა.ა) ისტორიის შესწავლის საგანი და ამოცანები;
ა.ბ) ისტორიის დამხმარე დისციპლინები – არქეოლოგია, ეთნოლოგია, წყაროთმცოდნეობა, ისტორიოგრაფია, ნუმიზმატიკა, ისტორიული გეოგრაფია, ეპიგრაფიკა;
ა.გ) მსოფლიოსა და საქართველოში ისტორიული აზრის განვითარება (ძველი სამყაროსა და შუა საუკუნეების მემატიანეები, ახალი ეპოქის ისტორიკოსები, XIX-XX საუკუნეების ისტორიკოსები).
ბ) დრო და კალენდარი:
ბ.ა) ისტორიული დროის ერთეულები: წელი, საუკუნე, ათასწლეული, წელთაღრიცხვის სისტემა; კალენდარი და დროის აღრიცხვის სისტემები;
ბ.ბ) ისტორიის პერიოდიზაცია.
გ) პრეისტორიული ეპოქა:
გ.ა) ადამიანის წარმოშობა და განვითარება; მისი განსახლება მსოფლიოში;
გ.ბ) პალეოლითი;
გ.გ) ნეოლითური რევოლუცია;
გ.დ) სპილენძ-ბრინჯაოს ეპოქა;
გ.ე) უძველესი რელიგიური წარმოდგენები;
გ.ვ) ხელოვნება პირველყოფილ საზოგადოებაში;
გ.ზ) პრეისტორიული ეპოქის ადამიანი საქართველოს ტერიტორიაზე.
დ) ძველი აღმოსავლეთი:
დ.ა) რა არის სახელმწიფო? თეორიები სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ;
დ.ბ) დამწერლობის გაჩენა, დამწერლობის ტიპები;
დ.გ) ძველი ეგვიპტე; ადგილმდებარეობა, სახელმწიფო მმართველობის სისტემა, სოციალური სისტემა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლება, კულტურა და რელიგია;
დ.დ) შუამდინარეთი (შუმერ – აქადის სახელმწიფოები, ბაბილონი, ასურეთი); ადგილმდებარეობა, სახელმწიფო მმართველობის სისტემა, სოციალური სისტემა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლება, კულტურა და რელიგია;
დ.ე) ხეთების სამეფო; ადგილმდებარეობა, სახელმწიფო მმართველობის სისტემა, სოციალური სისტემა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლება, კულტურა და რელიგია;
დ.ვ) ურარტუ; ადგილმდებარეობა, სახელმწიფო მმართველობის სისტემა, სოციალური სისტემა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლება, კულტურა და რელიგია;
დ.ზ) ფინიკია; ადგილმდებარეობა, სახელმწიფო მმართველობის სისტემა, სოციალური სისტემა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლება, კულტურა და რელიგია;
დ.თ) იუდეა და ისრაელი; ადგილმდებარეობა, სახელმწიფო მმართველობის სისტემა, სოციალური სისტემა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლება, კულტურა და რელიგია;
დ.ი) აქემენიანთა იმპერია; ადგილმდებარეობა, სახელმწიფო მმართველობის სისტემა, სოციალური სისტემა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლება, კულტურა და რელიგია;
დ.კ) ძველი ჩინეთი; ადგილმდებარეობა, სახელმწიფო მმართველობის სისტემა, სოციალური სისტემა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლება, კულტურა და რელიგია;
დ.ლ) ძველი ინდოეთი; ადგილმდებარეობა, სახელმწიფო მმართველობის სისტემა, სოციალური სისტემა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლება, კულტურა და რელიგია;
ე) ქართველი ხალხის წარმომავლობის საკითხი:
ე.ა) სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტომთა უძველესი გაერთიანებები. დიაოხი და კოლხა.
ვ) ძველი საბერძნეთი, ელინიზმი და რომი:
ვ.ა) საბერძნეთის მდებარეობა, ბუნებრივი პირობები, კრეტა-მიკენი; არქაული ეპოქა – დიდი ბერძნული კოლონიზაცია; კლასიკური ეპოქა – ათენი; სპარტა; ბერძენ-სპარსელთა ომები; პელოპონესის ომი; ბერძნული პოლისის კრიზისი;
ვ.ბ) სახელმწიფო სისტემა;
ვ.გ) სოციალ-ეკონომიკური სისტემები;
ვ.დ) განათლება;
ვ.ე) ძველი ბერძნული რელიგია (ღმერთების პანთეონი, სპორტული თამაშები);
ვ.ვ) ძველი ბერძნული კულტურა (თეატრი, არქიტექტურა, ქანდაკება, ფერწერა, ლიტერატურა, მეცნიერება, ფილოსოფია, ისტორიოგრაფია);
ვ.ზ) ალექსანდრე მაკედონელის იმპერია და მისი დაცემა;
ვ.თ) ელინისტური ეპოქა;
ვ.ი) იტალიის მდებარეობა, ბუნებრივი პირობები; ეტრუსკები; რომის დაარსება – მეფობის ეპოქა; რომის რესპუბლიკა (მმართველობის სისტემა, სოციალ-ეკონომიკური სისტემა, პატრიციები და პლებეები; დაპყრობითი ომები, რესპუბლიკის კრიზისი, სამოქალაქო ომები);
ვ.კ) რომის იმპერია ახ. წ. I.-II საუკუნეებში – პრინციპატი;
ვ.ლ) იმპერატორის ხელისუფლება და მმართველობის სისტემა; სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, საგარეო და საშინაო პოლიტიკა. რომი ახ. წ. II საუკუნეში - ძლიერების მწვერვალი;
ვ.მ) ქრისტიანული რელიგია;
ვ.ნ) ქრისტიანობის წარმოშობა, ქრისტიანული მოძღვრება, ქრისტიანობის გავრცელება და მისი დევნა;
ვ.ო) რომის იმპერია ახ. წ. III – V საუკუნეებში – დომინატი;
ვ.პ) დიოკლეტიანეს რეფორმები და დომინატის დამყარება; კონსტანტინეს რეფორმები; ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება; რომის იმპერიის ორად გაყოფა; რომი და ბარბაროსები; დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა);
ვ.ჟ) კულტურა ძველ რომში (არქიტექტურა, ლიტერატურა, რელიგია; „პური და სანახაობა”, ისტორიოგრაფია);
ზ) საქართველო ანტიკურ ხანაში:
ზ.ა) ეგრისის სამეფო ძვ. წ. VI-III სს. და ბერძნული ახალშენები;
ზ.ბ) ქართლის (იბერიის) სამეფო – სახელმწიფო მმართველობის სისტემა, საზოგადოებრივი (სოციალური) ურთიერთობები, საგარეო პოლიტიკა (ურთიერთობა ელინისტურ სახელმწიფოებთან, რომთან და პართიასთან);
ზ.გ) ანტიკური ხანის ქართული კულტურა და რელიგია;
თ) სასანიანთა ირანი – ტერიტორია, სახელმწიფო მმართველობის სისტემა, ბიზანტიასთან ურთიერთობა, სასანიანთა ირანის კავკასიური პოლიტიკა, რელიგიური ექსპანსია.
ი) ბიზანტიის იმპერია IV- XV:
ი.ა) სახელმწიფო მმართველობის სისტემა; იუსტინიანე დიდი და „რომის სამართლის კრებული“; ურთიერთობა ბარბაროსულ სახელმწიფოებთან; ირან-ბიზანტიის ომები; იბერია და ეგრისი ირან-ბიზანტიის დაპირისპირებაში;
ი.ბ) არაბები და ბიზანტიის იმპერია; ჰერაკლე კეისარი; ხატთაყვანისმცემლობა და ხატმებრძოლეობა; განხეთქილება მსოფლიო ქრისტიანულ ეკლესიაში;
ი.გ) თურქ-სელჩუკები და ბიზანტია;
ი.დ) ბიზანტია და ჯვაროსნები;
ი.ე) ბიზანტიის დასუსტება და დაცემა (XII-XV სს.);
ი.ვ) ბიზანტიური კულტურა: არქიტექტურა, იკონოგრაფია, მეცნიერება, განათლება, მწერლობა.
კ) არაბები – მუჰამედი და ისლამი; სახალიფოს ჩამოყალიბება; არაბთა დაპყრობები; სუნიტები და შიიტები; მუსლიმთა რელიგიური პოლიტიკა; სახალიფოს კრიზისი; მუსლიმური კულტურა (არქიტექტურა, ლიტერატურა, მეცნიერება);
ლ) თურქ-სელჩუკები – სელჩუკთა სახელმწიფოს ჩამოყალიბება; სელჩუკთა დაპყრობები; სახელმწიფოს დასუსტება და დაშლა;
მ) მონღოლები – მონღოლთა სახელმწიფოს შექმნა – ჩინგიზ ყაენი. მონღოლთა დაპყრობები, მონღოლთა სახელმწიფოები;
ნ) ოსმალები – ოსმალთა სახელმწიფოს ჩამოყალიბება; რელიგიური პოლიტიკა; დაპყრობითი ომები; ევროპისა და ოსმალთა ურთიერთობა; ოსმალეთის იმპერიის დასუსტება;
ო) დასავლეთ ევროპა შუა საუკუნეებში (V-XV სს):
ო.ა) ხალხთა დიდი გადასახლება; ფრანკების სამეფო (მეროვინგები, კაროლინგების იმპერია: კარლოს დიდი, „კაროლინგული რენესანსი“; ფრანკების იმპერიის დაცემა);
ო.ბ) ფეოდალიზმი დასავლეთ ევროპაში;
ო.გ) რაინდობა;
ო.დ) შუა საუკუნეების ქალაქი;
ო.ე) სოფელი შუა საუკუნეებში;
ო.ვ) ვაჭრობა და ხელოსნობა, მანუფაქტურები;
ო.ზ) ეკლესია შუა საუკუნეებში – კათოლიკობა და მართლმადიდებლობა; ერესი; მსოფლიო საეკლესიო კრებები; რომის პაპი და მართლმადიდებელი პატრიარქები; ეკლესია და სახელმწიფო; განდეგილობა და მონასტრები; კათოლიკური ორდენები;
ო.თ) ჯვაროსნული ლაშქრობები;
ო.ი) წოდებრივ-წარმომადგენლობითი მონარქიების ჩამოყალიბება;
ო.კ) განათლება შუა საუკუნეებში – სკოლები და უნივერსიტეტები;
ო.ლ) შუა საუკუნეების ევროპული ხელოვნება: არქიტექტურა, იკონოგრაფია, მეცნიერება, ლიტერატურა;
ო.მ) ინგლისი – X - XV სს.
ო.ნ) საფრანგეთი – X - XV სს.
ო.ო) საღვთო რომის იმპერია – X - XV სს.
ო.პ) ესპანეთი – VII – XV სს.
ო.ჟ) იტალიის ქალაქები – VII – XV სს.
ო.რ) რუსეთი X -XVII სს:
პ) საქართველო IV-XIV სს:
პ.ა) ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება; ვახტანგ გორგასალი; „დიდი ომიანობა“; სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილება; მეფობის გაუქმება ქართლში; ერისმთავრობის ინსტიტუტი;
პ.ბ) არაბობა საქართველოში (ჰაბიბ იბნ-მასლამას „დაცვის სიგელი“, მურვან ყრუსა და ბუღა თურქის ლაშქრობები, არაბთა მმართველობის სისტემა საქართველოში);
პ.გ) ადრეფეოდალური ხანის ქართული კულტურა: სამონასტრო ცხოვრება, ასურელი მამები, გრიგოლ ხანძთელი, არქიტექტურა;
პ.დ) სამეფო-სამთავროების წარმოშობა;
პ.ე) პატრონყმობა საქართველოში;
პ. ვ) საქართველოს ერთიანი სახელმწიფო;
პ.ზ) საქართველო XI საუკუნეში – საქართველოს გაერთიანების დასაწყისი - დავით კურაპალატი; ბაგრატ III;
პ.თ) ბიზანტია და საქართველო – გიორგი I, ბაგრატ IV, გიორგი მთაწმინდელი;
პ.ი) საქართველო და თურქ-სელჩუკები;
პ.კ) საქართველოს გაერთიანება – დავით IV აღმაშენებელი; დავითის მემკვიდრეები - დემეტრე I; გიორგი III;
პ.ლ) თამარ მეფის ეპოქა;
პ.მ) ქართული კულტურა XII-XIII საუკუნეებში: ქალაქები, განათლება, საერო და სასულიერო მწერლობა, საისტორიო მწერლობა, არქიტექტურა, იკონოგრაფია;
პ.ნ) მონღოლთა ბატონობა საქართველოში – მონღოლური მმართველობის დამყარება საქართველოში;
პ.ო) ორმეფობა საქართველოში, ხალხის აღწერა და მონღოლური გადასახადები;
პ.პ) დემეტრე თავდადებული;
პ.ჟ) გიორგი V ბრწყინვალე;
პ.რ) თემურ-ლენგის შემოსევები საქართველოში და მისი შედეგები;
ჟ) დასავლეთ ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, რუსეთი ახალ დროში (XV-XIX სს.):
ჟ.ა) რენესანსი (მსოფლმხედველობა, მეცნიერება, ხელოვნება);
ჟ.ბ) რეფორმაცია (მარტინ ლუთერი, კალვინიზმი, რეფორმაცია ინგლისში, კონტრრეფორმაცია);
ჟ.გ) კოლუმბამდელი ამერიკის ცივილიზაციები: (მაია, აცტეკები და ინკები);
ჟ.დ) დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები (ვასკო და გამა, კოლუმბი, მაგელანი);
ჟ.ე) აბსოლუტიზმი;
ჟ.ვ) საფრანგეთი – (რიშელიე, მაზარინი, ლუი XIV, მერკანტელიზმი);
ჟ.ზ) ინგლისი – ტიუდორები;
ჟ.თ) საღვთო რომის იმპერია – ჰაბსბურგები;
ჟ.ი) ესპანეთი – ჰაბსბურგები
ჟ.კ) რუსეთის იმპერია – პეტრე I; ეკატერინე II;
ჟ.კ) კოლონიალიზმის დასაწყისი;
ჟ.ლ) ნიდერლანდების ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის;
ჟ.მ) ინგლისის რევოლუცია (სამოქალაქო ომი, კრომველი, რევოლუციის შედეგები);
ჟ.ნ) სამრეწველო გადატრიალება;
ჟ.ო) ამერიკის კოლონიზაცია ინგლისელების მიერ; ომი დამოუკიდებლობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა, ჯორჯ ვაშინგტონი, 1787 წლის კონსტიტუცია; სამოქალაქო ომი აშშ-ში;
ჟ.პ) განმანათლებლობა (ფრანგი განმანათლებლები, ეკონომიკური თეორიები ფიზიოკრატები, ადამ სმიტი);
ჟ.ჟ) საფრანგეთის დიდი რევოლუცია (აბსოლუტიზმის კრიზისი, მონარქიის დამხობა, იაკობინელთა დიქტატურა, რევოლუციის შედეგები);
ჟ.რ) ნაპოლეონის ეპოქა (ნაპოლეონის აღზევება, ნაპოლეონის საგარეო პოლიტიკა და საომარი კამპანიები; კონტინენტური ბლოკადა, 1812 წლის საომარი კამპანია რუსეთში, ბრძოლა ლაიფციგთან, ვატერლოოს ბრძოლა);
ჟ.ს) რევოლუციების ხანა ევროპაში;
ჟ.ტ) ინდუსტრიული რევოლუცია;
ჟ.უ) იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი – ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი, ესპანეთი;
ჟ.ფ) ევროპა XIX საუკუნის მეორე ნახევარში – საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა, გერმანიის გაერთიანება, იტალიის გაერთიანება, ალექსანდრე II-ის რეფორმა;
ჟ.ქ) ურბანიზაცია, სოციალური ცვლილებები; მუშათა მოძრაობა, მარქსიზმი;
ჟ.ღ) დასავლური კულტურა XVI-XIX სს.
რ) საქართველო XV-XVIII სს:
რ.ა) ალექსანდრე დიდი; გიორგი VIII და ქვეყნის დაშლა სამეფო-სამთავროებად; ბრძოლა ირანისა და ოსმალეთის წინააღმდეგ XVI-XVII სს. (ბრძოლა სიხოისტასთან, ამასიის ზავი, ლუარსაბ I და სიმონ I, სამცხე-საათაბაგოსა და აჭარის ოსმალეთის მფლობელობაში გადასვლა, თეიმურაზ I და ლუარსაბ II, გიორგი სააკაძე); ვახტანგ VI; თეიმურაზ II და ერეკლე II; სოლომონ I; საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XVI-XVIII სს; ქართული კულტურა XV-XVIII სს;
ს) საქართველო XIX საუკუნეში:
ს.ა) რუსეთის მიერ ქართული სამეფო-სამთავროების გაუქმება; აჯანყებები ქართლის მთიანეთში, კახეთში, იმერეთსა და გურიაში, 1832 წლის შეთქმულება; რუსეთის მთავრობის პოლიტიკა საქართველოში 30-50-იან წლებში; რუსეთ-ირანის ომები და საქართველო; რუსეთ-თურქეთის ომები და საქართველო; ბატონყმობის გაუქმება საქართველოში; 60-70-იან წლების რეფორმები; „თერგდალეულები“; მარქსისტული მოძრაობა საქართველოში; პოლიტიკური მიმდინარეობებისა და პარტიების ჩამოყალიბება; ქართული კულტურა XIX საუკუნეში;
ტ) XX საუკუნე:
ტ.ა) საქართველო და მსოფლიო XX საუკუნის პირველ ნახევარში: I მსოფლიო ომი; რევოლუციები და სამოქალაქო ომი რუსეთში;
ტ.ბ) პარიზის სამშვიდობო კონფერენცია;
ტ.გ) საქართველო 1918-1921 წლებში;
ტ.დ) საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში (20-იანი წლების დასაწყისის განმათავისუფლებელი აჯანყებები; კოლექტივიზაცია და ინდუსტრიალიზაცია; პოლიტიკური რეპრესიები);
ტ.ე) ევროპა პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის, ტოტალიტარული სახელმწიფოები – გერმანია, იტალია, საბჭოთა კავშირი;
ტ.ვ) აშშ – დიდი დეპრესია;
ტ.ზ) დასავლური კულტურა XX საუკუნის პირველ ნახევარში;
ტ.თ) II მსოფლიო ომი და საქართველო; II მსოფლიო ომის შედეგები; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლები (შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვა, ომის წარმართვის მეთოდებისა და საშუალებების შეზღუდვა);
ტ.ი) მსოფლიო და საქართველო XX საუკუნის მეორე ნახევარსა და XXI საუკუნის დასაწყისში: ცივი ომი, ცივი ომის დროინდელი კონფლიქტები (მაგ., კარიბის კრიზისი, ვიეტნამის ომი, ავღანეთის ომი);
ტ. კ) „პერესტროიკა“ და სსრკ-ის დაშლა; მსოფლიო და საქართველო პოსტსაბჭოთა ეპოქაში;
ტ.ლ) XX საუკუნის დასავლური კულტურა;
ტ.მ) XX საუკუნის ქართული კულტურა.
2. გეოგრაფია
ა) გეოგრაფიის შესავალი:
ა.ა) გეოგრაფიის შესწავლის საგანი, ამოცანები, ობიექტი და მიზნები;
ა.ბ) გეოგრაფიული იდეების ჩამოყალიბების (ფორმირების) ისტორია; მოგზაურები და მოგზაურობები; დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები; ქართული გეოგრაფიული აზროვნების განვითარება და გეოგრაფიის ფუძემდებლები;
ა.გ) გეოგრაფიული ცნებები და ტერმინები;
ა.დ) გეოგრაფიის და გეოგრაფიული ცოდნის მნიშვნელობა;
ა.ე) თანამედროვე გეოგრაფიული მეცნიერების სისტემა;
ა.ვ) გეოგრაფიული კვლევის მეთოდები: ტრადიციული (აღწერილობითი, შედარებით გეოგრაფიული, კარტოგრაფიული) და თანამედროვე (მათემატიკური, აეროკოსმოსური, გეოინფორმაციული, მოდელირება); გეოგრაფიული პროგნოზირება;
ა.ზ) მდგრადი განვითარების კონცეფცია;
ბ) სივრცეში ორიენტირება
ბ.ა) რუკა, რუკის ენა; გლობუსი; ადგილის გეგმა; კომპასი; ჰორიზონტის მხარეები, გრადუსთა ბადე, გრძედი და განედი, ტროპიკები და პოლუსები;
ბ.ბ) დედამიწის წლიური და დღეღამური მოძრაობა;
ბ.გ) სასაათო სარტყელები, თარიღთა ცვლის ხაზი;
ბ.დ) მასშტაბი; კარტოგრაფიული პროექციები; სხვადასხვა ხელსაწყოთი აზომვების ჩატარება (რუკასა და ველზე);
გ) ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლები:
გ.ა) ატმოსფეროს აგებულება და შედგენილობა; ამინდი და კლიმატი; ტემპერატურის ცვლილება განედის, სიმაღლის და ოკეანესთან სიახლოვის მიხედვით; ქარები, მათი წარმოშობა და გავრცელების კანონზომიერებები; ნალექები, მათი წარმოშობა და გავრცელების კანონზომიერებები;
გ.ბ) ამინდის პროგნოზი; მეტეოროლოგიური ხელსაწყოების (თერმომეტრი, ბარომეტრი, ანემომეტრი ნალექების რაოდენობის მზომი, ფარდობითი ტენიანობის მზომი) გამოყენების პრინციპი; კლიმატური სარტყელები; კლიმატის გავლენა მიწათმოქმედებაზე, ტრანსპორტზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე; ატმოსფეროსთან დაკავშირებული კატასტროფული მოვლენები; ატმოსფეროს დაცვა;
გ.გ) ჰიდროლოგია: მდინარეები, ტბები, მყინვარები, მიწისქვეშა წყლები, ჭაობები, წყალსაცავები; მათი მდებარეობა, ძირითადი მახასიათებლები და მნიშვნელობა; გავლენა რელიეფზე, კლიმატზე, მოსახლეობაზე, მეურნეობაზე; წყლის რესურსების მოცულობა, გამოყენება, დაცვა. წყალთან დაკავშირებული კატასტროფული მოვლენები;
გ.დ) ზღვებისა და ოკეანეების მდებარეობა და განფენილობა; მარილიანობა, სიღრმე, სრუტეები, ყურეები, მიქცევა-მოქცევა, დინებები, სამეურნეო გამოყენება, დაბინძურება, დაცვა;
გ.ე) დედამიწის შინაგანი აგებულება; ლითოსფეროს ფილების მოძრაობა; დედამიწის ზედაპირის ცვლილება: ვულკანები და მიწისძვრები; რელიეფი, გეოლოგიური პერიოდები (გეოქრონოლოგია), ტექტონიკა, ენდოგენური და ეგზოგენური პროცესები; წიაღისეული რესურსები, რესურსების მდგრადი გამოყენება; აბსოლუტური და შეფარდებითი სიმაღლე, რელიეფის ფორმები და ტიპები, მისი გავლენა კლიმატზე, მცენარეებზე, ცხოველებზე, მეურნეობაზე;
გ.ვ) ნიადაგის წარმოქმნა, ტიპები და ნაყოფიერება, მცენარეთა და ცხოველთა სამყარო; ბუნებრივი ზონები, სიმაღლებრივი სარტყლურობა; სახასიათო ბუნებრივი და ანთროპოგენური ლანდშაფტები; ბიომრავალფეროვნება, მათი დაცვა, კონსერვაცია;
გ.ზ) გეოგრაფიული გარსი და მისი ძირითადი კანონზომიერებები;
დ) საზოგადოებრივი გეოგრაფია:
დ.ა) გეოგრაფიული მდებარეობა და საზღვრები;
დ.ბ) ბუნებრივი რესურსები (გავრცელება, მნიშვნელობა, მდგრადი გამოყენება); ბუნებრივი რესურსები და მეურნეობის დარგები; რესურსების კლასიფიკაცია ამოწურვადობის მიხედვით; მიწის, წყლის, აგროკლიმატური, ტყის, მსოფლიო ოკეანის რესურსები, ალტერნატიული ენერგიის რესურსები;
დ.გ) მოსახლეობა: მსოფლიოს დემოგრაფიული ვითარება (ისტორიული წარსულიდან დღემდე); სხვაობები და მსგავსებები ქვეყნების მიხედვით; მოსახელობის რასები, ეთნიკური და რელიგიური სტრუქტურა (გავრცელება); შობადობა, სიკვდილიანობა, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა, შრომითი რესურსები;
დ.დ) რეგიონების და ქვეყნების სოციალურ-დემოგრაფიული კლასიფიკაცია (სიცოცხლის ხანგრძლივობის, შობადობის, მოკვდაობის, ჯანდაცვის და განათლების დონის მიხედვით); დემოგრაფიული გადასვლა; დემოგრაფიული პოლიტიკა;
დ.ე) მიგრაცია;
დ.ვ) ურბანიზაცია და განსახლება; მოსახლეობის სიმჭიდროვე; დასახლების ტიპები;
დ.ზ) მეურნეობის დარგები (ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ტრანსპორტი, ვაჭრობა, მრეწველობა, კომუნიკაციები);
დ.თ) პოლიტიკური გეოგრაფია და გეოპოლიტიკა;
დ.ი) მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ფორმირება;
დ.კ) ქვეყნების ტიპოლოგია ტერიტორიის სიდიდის, მოსახლეობის რიცხოვნობის, გეოგრაფიული მდებარეობის, ბუნებრივი რესურსების მიხედვით;
დ.ლ) ქვეყნები მმართველობის ფორმის და ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის მიხედვით;
დ.მ) ქვეყნები საერთაშორისო სტატუსის და საგარეო პოლიტიკური კურსის მიხედვით;
დ.ნ) მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციები (გაერთიანებები);
დ.ო) ქვეყნები სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით (ჰუმანური განვითარების ინდექსი);
დ.პ) რეგიონებად დაყოფის პრინციპები და ძირითადი რეგიონები; გაეროს ქვეყნების ტიპოლოგია;
დ.ჟ) გლობალიზაციის პროცესი და გლობალიზაციის ინდექსი;
დ.რ) კაცობრიობის მდგრადი განვითარების პერსპექტივა;
დ.ს) უმნიშვნელოვანესი გლობალური პრობლემები: პოლიტიკური, სოციალურ- ეკონომიკური, ბუნებრივი და ანთროპოგენური; მათი მახასიათებლები და მოგვარების გზები;
ე) საქართველოს გეოგრაფია:
ე.ა) ტერიტორიის ფორმირება; მდებარეობა (ფიზგეოგრაფიული, გეოპოლიტიკური, სატრანსპორტო-გეოგრაფიული და სხვ.) და საზღვრები; საქართველო და კავკასია; ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა და რეგიონები;
ე.ბ) ბუნება (მნიშვნელოვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლები: რელიეფი, ჰავა, შიგა წყლები; ნიადაგები; მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო);
ე.გ) ბუნებრივი რესურსები;
ე.დ) მოსახლეობა (აღწერა, დემოგრაფია, მიგრაცია, ურბანიზაცია, დასახლების ტიპები); მოსახლეობის ეთნიკური და რელიგიური სტრუქტურა;
ე.ე) სახასიათო ბუნებრივი (ზღვის, მთის, ტყის, ბარის) და ანთროპოგენური (აგრარული, ინდუსტრიული) ლანდშაფტები;
ე.ვ) ინფრასტრუქტურა; მეურნეობის დარგები;
ე.ზ) კულტურული მრავალფეროვნება;
ე.თ) საქართველო და ჰუმანური განვითარების ინდექსი; საქართველოს პარტნიორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები;
ე.ი) გარემოსდაცვითი პრობლემები და სტიქიური მოვლენები; ბუნების დაცვა (სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი, დაცული ტერიტორიები, წითელი წიგნი და სხვა).
3. სამოქალაქო განათლება
ა) საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლები და ძირითადი ცნებები:
ა.ა) სამყაროს, ადამიანისა და საზოგადოების წარმოშობის ძირითადი თეორიები;
ა.ბ) პიროვნების არსი, იდენტობა, სოციალიზაცია, პიროვნული განვითარება;
ა.გ)პიროვნების ადგილი და როლი საზოგადოებაში;
ა.დ) მდგრადი განვითარების თეორია;
ა.ე) ძირითადი თეორიები საზოგადოების განვითარების კანონზომიერებათა შესახებ;
ა.ვ) საზოგადოებრივი მეცნიერებების ძირითადი მიმართულებები და ობიექტები;
ბ) საზოგადოებრივ მეცნიერებებში გამოყენებული ძირითადი მეთოდები:
ბ.ა) კითხვები, თეორია, ჰიპოთეზა, გამოცდა და შეფასება;
ბ.ბ) დაკვირვება და ექსპერიმენტი;
ბ.გ) მსჯელობა – ფაქტი და მოსაზრება;
ბ.დ) სოციალური სტატისტიკა და ანალიზი;
ბ.ე) შედარებითი ანალიზი;
ბ.ვ) მიზეზშედეგობრივი ანალიზი (აუცილებელი და საკმარისი პირობები);
ბ.ზ) სიტუაციური ანალიზი;
ბ.თ) პრაქტიკული კვლევა (Action Research).
გ) ადამიანის უფლებები და თავისუფლებები:
გ.ა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საფუძვლები;
გ.ბ) მათი განვითარების ძირითადი ისტორიული ეტაპები;
გ.გ) უფლებებისა და თავისუფლებების არსი;
გ.დ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კლასიფიკაცია;
გ.ე) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმსაზღვრელი ფუძემდებლური დოკუმენტები;
გ.ვ) ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები;
დ) კონფლიქტი და მშვიდობის მშენებლობა:
დ.ა) კონფლიქტი: კონფლიქტის ტიპები, გამომწვევი მიზეზები;
დ.ბ) კონფლიქტის გადაჭრისა და კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის სტრატეგიები;
დ.გ) მშვიდობა, როგორც პროცესი – მისი არსი და სწავლების სტრატეგიები;
დ.დ) ფორმალური და არაფორმალური სამშვიდობო განათლება;
ე) მშვიდობიანი თანაარსებობა და მრავალფეროვანი გარემო:
ე.ა) კულტურის არსი, რაობა და მისი მრავალფეროვნება;
ე.ბ) რელიგია, როგორც კულტურული ფენომენი;
ე.გ) უმრავლესობა, უმცირესობები, მოწყვლადი ჯგუფები;
ე.დ) თანასწორობა და დისკრიმინაცია;
ე.ე) ინტეგრაცია და ასიმილაცია;
ე.ვ) სტერეოტიპი;
ე.ზ) ტოლერანტობა;
ვ) დემოკრატიის არსი და მისი ძირითადი ინსტიტუტები:
ვ.ა) დემოკრატიის პრინციპები და ღირებულებები;
ვ.ბ) დემოკრატიის განვითარების ძირითადი ისტორიული ეტაპები;
ვ.გ) დემოკრატიული ინსტიტუტები და მათი მნიშვნელობა საზოგადოების განვითარებაში.
ზ) ძირითადი საზოგადოებრივი ინსტიტუტები და მათი ურთიერთქმედება:
ზ.ა) საზოგადოებრივი ინტერესები და სამოქალაქო საზოგადოება;
ზ.ბ) საზოგადოებრივი ინსტიტუტები;
ზ.გ) სამოქალაქო მონაწილეობა.
თ) მოქალაქეობა:
თ.ა) მოქალაქეების სოციალური როლები;
თ.ბ) მოქალაქის უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა;
თ.გ) მოქალაქის როლი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში, აქტიური მოქალაქეობა;
თ.დ) მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
ი) გლობალური პრობლემები და მისი მოგვარების გზები:
ი.ა) სიცოცხლის უფლება და ბავშვთა სიკვდილიანობა;
ი.ბ) ) ჯანსაღი ცხოვრების წესი, სოციალური დაავადებები (ალკოჰოლიზმი და ნარკომანია);
ი.გ) არასრულწლოვანთა დამნაშავეობა;
ი.დ) განათლება და მისი ხელმისაწვდომობა;
ი.ე) დევნილები და ლტოლვილები;
ი.ვ) სიღარიბე და მისი დაძლევის გზები;
ი.ზ) ადამიანი და გარემო;
ი.თ) მდგრადი განვითარება და მისი ასპექტები;
ი.ი) არათანაბარი განვითარება და კორუფცია;
ი.კ) ტრეფიკინგი, უსაფრთხო მიგრაცია;
ი.ლ) გლობალიზაცია;
ი.მ) საქართველოს ურთიერთობების პრინციპები მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან;
ი.ნ) საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი და არასამთავრობო ორგანიზაციები;
კ) სახელმწიფოსა და სამართლის განვითარების ძირითადი საკითხები:
კ.ა) სახელმწიფო, სახელწიფო მმართველობა, მმართველობის ფორმები, ნიშნები, ფუნქციები, მოწყობა, სახელმწიფოს ტიპები;
კ.ბ)პოლიტიკა, პოლიტიკური იდეოლოგიები, პოლიტიკური რეჟიმები;
კ.გ)პოლიტიკური კულტურის არსი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა;
კ.დ)ხელისუფლების არსი და მიზანი, კონსტიტუციური მმართველობა;
კ.ე)ადგილობრივი თვითმმართველობა;
კ.ვ) სახელმწიფოს წარმოშობა საქართველოში და მისი განვითარების ეტაპები;
კ.ზ) სამართლის წარმოშობა და განვითარება;
კ.თ) სამართლებრივი სახელმწიფო და მისი მახასიათებლები;
კ.ი) კანონის უზენაესობა და კანონიერება;
კ.კ) სამართლებრივი კულტურა;
კ.ლ) საერთაშორისო სამართალი (ჰუმანიტარული, სისხლის სამართალი, გარემოსდაცვითი, ადამიანის უფლებების, შრომის და ა.შ.) და მისი მნიშვნელობა;
კ.მ) საქართველოს სახელმწიფოს კანონმდებლობა და მისი კავშირი საერთაშორისო სამართალთან;
კ.ნ)კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები და მისი სახეები;
კ.ო) საქართველოს კონსტიტუციალიზმის ისტორია;
კ.პ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები;
ლ) ეკონომიკის ძირითადი ცნებები, კატეგორიები და თეორიები; ეკონომიკის ძირითადი საკითხები:
ლ.ა) ძირითადი ეკონომიკური სისტემები;
ლ.ბ) ბაზრები და მათი ტიპები;
ლ.გ) ეკონომიკური საქმიანობა, მეწარმეობა;
ლ.დ) შრომის ბაზარი;
ლ.ე) პროფესიონალიზმი და ცოდნის ეკონომიკა;
ლ.ვ) კეთილდღეობის არსი და მნიშვნელობა;
ლ.ზ) სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქციები.
ლ.თ) საზოგადოებრივი საქონელი და მომსახურება;
ლ.ი) სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება და პოლიტიკა;
ლ.კ) ბიუჯეტი;
ლ.ლ) ფული და მისი ფუნქციები.
მუხლი 70. სწავლების მეთოდები
საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებელს შეუძლია:
ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვა:
ა.ა) საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნობრივ პროგრამაზე დაყრდნობით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, შესაბამისი ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;
ა.ბ) საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული ისეთი სასწავლო გეგმის შედგენა, რომლის მიხედვითაც მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა და რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა ცოდნას, ინტერესებს, შესაძლებლობებს, შეხედულებებსა და გამოცდილებას;
ა.გ) საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების ეფექტური სტრატეგიების განსაზღვრა, რომლებიც ორიენტირებულია მოსწავლეებში გააზრებული და საფუძვლიანი ცოდნის შეძენასა და უნარ-ჩვევების გამომუშავება-განვითარებაზე;
ა.დ) მიზნის შესაბამისი შეფასების ისეთი ტიპებისა და ფორმების შერჩევა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება არა მარტო მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენა და მათი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასება, რაც ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას;
ა.ე) შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა და შეფასების ცხრილებისა და სქემების შედგენა შემდეგი ტიპის აქტივობებისათვის: პრობლემის იდენტიფიკაცია, ინფორმაციის მოძიება, პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების განსაზღვრა და მათი ეფექტიანობის შეფასება, ისტორიულ-გეოგრაფიული საშუალებების გამოყენება, ისტორიულ-გეოგრაფიული წყაროებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხების ანალიზი, ისტორიული და გეოგრაფიული კვლევის დაგეგმვა, ჩატარება და პრეზენტაცია, საზოგადოებრივი მეცნიერებების თემებზე საკლასო დისკუსიებში მონაწილეობა, სხვადასხვა ტიპის წერითი დავალებების შესრულება და სხვა;
ა.ვ) სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის საზოგადოებრივი მეცნიერებების და სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან თანამშრომლობა და ერთობლივი სტრატეგიების შემუშავება – ინტეგრირებული გაკვეთილებისა და სხვადასხვა არასაგაკვეთილო აქტივობის ერთობლივი დაგეგმვა;
ა.ზ) საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების პროცესის დაგეგმვისას საფეხურებს შორის უწყვეტობის პრინციპის გათვალისწინება;
ა.თ) იმ ტიპის აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს სოციალურ და სამოქალაქო კომპეტენციებს, როგორებიცაა: საკუთარი აზრის დაფიქსირება და დაცვა, განსხვავებული აზრის პატივისცემა და გათვალისწინება, ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება, სხვისი უფლებების პატივისცემა, ტოლერანტობა, კონფლიქტების პრევენცია და მოგვარება, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვ.;
ბ) სასწავლო პროცესის წარმართვა:
ბ.ა) საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლის მოტივაციის ამაღლების სტრატეგიების გამოყენება;
ბ.ბ) მოსწავლეებში საზოგადოებრივი მეცნიერებების ცოდნის გაღრმავებისა და უნარების განვითარების მიზნით თანამედროვე პედაგოგიური მეთოდებისა და აქტივობების გამოყენება;
ბ.გ) აქტივობების იმგვარად წარმართვა, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევითი უნარი და შეძლონ როგორც სხვათა, ასევე, საკუთარი კვლევების კრიტიკული შეფასება;
ბ.დ) მოსწავლეებში საზოგადოებრივი მეცნიერებების საკითხებზე სადისკუსიო და წერითი უნარების განვითარების ხელშეწყობა;
ბ.ე) საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლის პროცესში ყველა მოსწავლის (მათი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით) მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა (ჯგუფურ მუშაობებში და პროექტებში მონაწილეობა, სხვადასხვა ღონისძიების ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება და სხვ.);
ბ.ვ) საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებისას საგანთაშორისი კავშირების დამყარება, რათა მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის ტრანსფერი – ერთ საგანში მიღებული ცოდნის სხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადატანა და გამოყენება;
ბ.ზ) აქტივობების იმგვარად წარმართვა, რომ მოსწავლეებმა შეძლონ მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება;
ბ.თ) მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომი და მოხერხებული ისტორიულ-გეოგრაფიული საშუალებების, მედია და ტექნოლოგიური რესურსების გამოყენება (საჭიროების შემთხვევაში, თავად შექმნა);
ბ.ი) საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლა-სწავლების პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ საკუთარი სწავლის პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარი;
ბ.კ) სასწავლო პროცესის წარმართვა მოსწავლეებში სემიოტიკური კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობისათვის – რუკის, ფოტოს, დიაგრამის, სქემის და ა.შ. საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრების, ინტერპრეტირების და ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის უნარის განვითარებას;
გ) შეფასება:
გ.ა) საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმებისა და სქემების შედგენა და გამოყენება;
გ.ბ) საზოგადოებრივ მეცნიერებებში მოსწავლეთა პროგრესისა და მიღწევების მონიტორინგის წარმართვა;
გ.გ) საზოგადოებრივ მეცნიერებებში მოსწავლეთა საჭიროებების, პროგრესისა და მიღწევების აღნუსხვა, ანალიზი და ანგარიშის სახით წარმოდგენა;
გ.დ) მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად შეფასების მონაცემების გამოყენება; საკუთარი პედაგოგიური საქმიანობის შეფასება; მის მიერ გამოყენებული სწავლების თანამედროვე კონცეფციების, მეთოდებისა და სტრატეგიების კრიტიკულად შეფასება;
დ) ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების სწავლება მოსწავლის პიროვნული, კულტურული განვითარებისა და ესთეტიკური აღზრდის უზრუნველსაყოფად:
დ.ა) ისეთი დავალებებისა და აქტივობების შერჩევა ან მოფიქრება, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარის განვითარებაში;
დ.ბ) ისეთი დავალებებისა და აქტივობების შერჩევა ან მოფიქრება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას;
დ.გ) ისეთი დავალებებისა და აქტივობების შერჩევა ან მოფიქრება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეთიკური ღირებულებების გამომუშავებასა და მაღალი გემოვნების განვითარებას;
დ.დ) ისეთი დავალებებისა და აქტივობების შერჩევა ან მოფიქრება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პატრიოტიზმის განვითარებას;
დ.ე) ისეთი დავალებებისა და აქტივობების შერჩევა ან მოფიქრება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეების პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებას;
დ.ვ) ისეთი დავალებებისა და აქტივობების შერჩევა, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
თავი XXIV. დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის უცხოური ენების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
მუხლი 71. დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის უცხოური ენების მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
ეროვნული სასწავლო გეგმა და დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის უცხოური ენების მასწავლებლის სტანდარტი ევროსაბჭოს „ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს“ მითითებების გათვალისწინებით შეიქმნა. სარეკომენდაციო ჩარჩო განსაზღვრავს ენის ფლობის სამ ძირითად დონეს: A, B და C. ეს სამი დონე ექვს განშტოებად იყოფა: A1, A2, B1, B2, C1, C2. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, I უცხოური ენის მოსწავლის სტანდარტი მიზნად ისახავს B1 დონის დაძლევას, ხოლო II უცხოური ენის მოსწავლის სტანდარტი მიზნად ისახავს A2 დონის დაძლევას. მასწავლებლის სტანდარტი შეესაბამება B2 დონის მოთხოვნებს.
დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის უცხოური ენების მასწავლებელს შეუძლია:
ა) მიმართულება – მოსმენა:
ა.ა) მოსმენის მიზნის განსაზღვრა და სათანადო სტრატეგიების გამოყენება;
ა.ბ )სამიზნე ენაზე მოსაუბრეთა საუბრის გაგება;
ა.გ) საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებებისა და ინსტრუქციების გაგება;
ა.დ) ფილმების ენის გაგება, თუკი არ გამოიყენება სპეციფიკური სლენგი;
ა.ე) გარკვევით, სტანდარტულ ენაზე ჩაწერილი საინფორმაციო აუდიოჩანაწერებისა და ტელე-რადიო-გადაცემების (ინტერვიუ, რეპორტაჟი, სპორტული ანგარიში, ამინდის პროგნოზი, ახალი ამბები და სხვა) გაგება;
ა.ვ) შინაარსობრივად რთულ მოხსენებებში ძირითადი აზრის გაგება;
ა.ზ) პროფესიულ ინტერესებთან დაკავშირებული (მეთოდური, ინტერკულტურული ხასიათის) შინაარსობრივად რთული მოხსენებების გაგება;
ბ) მიმართულება – ლაპარაკი:
ბ.ა) ზეპირმეტყველების მიზნის განსაზღვრა და სათანადო სტრატეგიების გამოყენება;
ბ.ბ) ბუნებრივად, დაუბრკოლებლად, შესაბამისი გამოთქმით, გაბმულად ლაპარაკი და უცხოური ენისათვის დამახასიათებელი ინტონაციის დაცვა;
ბ.გ) ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციებისათვის თავის გართმევა (საკლასო ოთახში კომუნიკაცია, შეკვეთა, სასტუმროს დაჯავშნა, საქმიანი შეხვედრის დანიშვნა და სხვ.);
ბ.დ) ინტერაქციაში მონაწილეობა (აქტუალურ თემებზე საუბარში აქტიური მონაწილეობა);
ბ.ე) საკუთარი გრძნობების გამოხატვა და ოცნებების, იმედების, მიზნების გადმოცემა;
ბ.ვ) სატელეფონო საუბრის წარმართვა;
ბ.ზ) დისკუსიის დროს, არგუმენტების, ახსნა-განმარტებებისა და კომენტარების საშუალებით, საკუთარი მოსაზრების გამოთქმა, დასაბუთება, დამტკიცება, რჩევის მიცემა;
ბ.თ) პროფესიულ თემაზე ზეპირი გამოსვლის მომზადება და წარმოდგენა;
ბ.ი) პრობლემის კრიტიკულად აღწერა: დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოკვეთა;
ბ.კ) ყოფითი სადავო სიტუაციების მოგვარება (მაგ., მეზობელთან, ტრანსპორტის მძღოლთან, საჯარო მოხელესთან);
ბ.ლ) საუბრისას ენობრივ-ლექსიკური და გრამატიკული ნორმების დაცვა;
ბ.მ) მოსაუბრის, აუდიტორიის განსაზღვრა და შესაბამისი რეგისტრის (ფამილარული, თავაზიანი, ოფიციალური, ნეიტრალური) შერჩევა;
გ) მიმართულება – კითხვა:
გ.ა) კითხვის სხვადასხვა მიზნის გამოკვეთა და შესაბამისი სტრატეგიების – გაცნობითი (ტექსტის კითხვა ზოგადი შინაარსის გასაგებად), შესწავლითი (ტექსტის კითხვა მისი დეტალური გაგების მიზნით), ძიებითი (ტექსტის კითხვა რაიმე კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად) – გამოყენება;
გ.ბ) კორესპონდენციის – სხვადასხვა ხასიათის ღია ბარათის, პირადი წერილის, საქმიანი წერილის (მათი ელექტრონული ვერსიის) გაგება;
გ.გ) პრაგმატული ტექსტების (კულინარიული რეცეპტი, კატალოგი, სამარშრუტო გეგმა, რეკლამა, აფიშა, ანონსი, აბრა, რეცეპტი, ტელე-რადიოპროგრამა, უსაფრთხოების წესები, გამაფრთხილებელი წარწერა, მენიუ, ბანკომატის ან მობილური ტელეფონის ინსტრუქცია და სხვ.) გაგება;
გ.დ) შემეცნებით-ინფორმაციული ხასიათის ტექსტების (კულტურის, ბუნებისმეტყველების და სხვ. სფეროებიდან) გაგება;
გ.ე) პრესის (ინტერვიუ, რეპორტაჟი, ტელეპროგრამა, ქრონიკა, კომიქსი, აქტუალურ თემებზე დაწერილი სტატიები, მკითხველის გამოხმაურება და სხვ.) გაგება;
გ.ვ) მხატვრული ლიტერატურის (პოეზიის ნიმუშები, მემუარები, დღიური, რომანი, ნოველა, ესეი, ბიოგრაფია და სხვ.) გაგება (საჭიროებისამებრ, ლექსიკონის დახმარებით);
გ.ზ) ბიოგრაფიის გაგება;
გ.თ) პროფესიული/მეთოდური/დიდაქტიკური ტექსტების გაგება;
დ) მიმართულება – წერა:
დ.ა) წერის მიზნის განსაზღვრა და სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
დ.ბ) პრაგმატული ტექსტების წერა: კულინარიული რეცეპტის, კვირის განრიგის, ანკეტის, ტელეპროგრამის, ტურისტული ბუკლეტის და სხვ. შექმნა; აპლიკაციის, ბლანკის, ანკეტის და სხვ. შევსება;
დ.გ) მიმოწერა (ღია ბარათი, პირადი წერილი, საქმიანი წერილი და მათი ელექტრონული ვერსიები) და წერილის საშუალებით ინფორმაციის მოპოვება;
დ.დ) ბიოგრაფიის წერა;
დ.ე) შემეცნებით-ინფორმაციული ხასიათის ტექსტის წერა (ისტორიულ/კულტურულ/საბუნებისმეტყველო საკითხებზე);
დ.ვ) საგაზეთო სტატიების (განცხადების, გამოხმაურების) შექმნა;
დ.ზ) საკუთარი შეხედულების, დამოკიდებულების წერილობით გადმოცემა და დასაბუთება, პრობლემის წერილობით გამოხატვა;
დ.თ) სასწავლებელში ან სამუშაო ადგილზე წარსადგენად საკუთარი მონაცემების (მაგ., ავტობიოგრაფიის / CV) წერილობით წარდგენა;
დ.ი) სამოტივაციო წერილის წერა;
დ.კ) წერისას ლექსიკური და გრამატიკული ნორმების დაცვა;
დ.ლ) წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის დაცვა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
მუხლი 72. დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის უცხოური ენების მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
1. დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის უცხოური ენების მასწავლებლის სტანდარტის შინაარსი არის იმ ენობრივი მასალის ნაკრები, რომელიც სტანდარტში დადგენილი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განსავითარებლად გამოიყენება. უცხოური ენების მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს ქვემოთ მოცემული ლექსიკისათვის განკუთვნილი ერთ-ერთი თემა.
2. დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის უცხოური ენების მასწავლებელმა იცის:
ა) პიროვნების იდენტიფიკაცია: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, დაბადების ადგილი და თარიღი, ასაკი, სქესი, ოჯახური მდგომარეობა, ეროვნება, წარმომავლობა, მოქალაქეობა, რელიგიური კუთვნილება, სამუშაო ადგილი, გარეგნობა, ხასიათის თვისებები, ემოცია, გემოვნება, ურთიერთობები (მაგ., ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები, ნაცნობები);
ბ) საცხოვრებელი გარემო: ბინა, სახლი, ოთახის ტიპები (მაგ., საძინებელი, სამზარეულო, სააბაზანო და ა.შ.), სახლის ნაწილები (მაგ., სარდაფი, სახურავი, კიბე და ა.შ.), ავეჯი, დეკორაცია (მაგ., ხალიჩა, ნახატი, სარკე და ა.შ.), კომუნალური გადასახადები (მაგ., ქირა, დენის/წყლის/ტელეფონის/გათბობის გადასახადი და ა.შ.), ტექნიკური ხელსაწყოები (მაგ., უთო, შხაპი, სარეცხი მანქანა, მაცივარი, ტელევიზორი და ა.შ.), ქალაქი (მაგ., ქუჩა, ტროტუარი, ლამპიონი, გადასასვლელი და ა.შ.), სოფელი (მაგ., მინდორი, ფერმა, ეზო და ა.შ.);
გ) დედამიწა და სამყარო: კოსმოსი (მაგ., მზე, მთვარე, ვარსკვლავი, პლანეტა ა.შ.), გეოგრაფია (მაგ., ეკვატორი, ტროპიკი, ჩრდილოეთი, სამხრეთი და ა.შ.), კონტინენტები და სახელმწიფო (მაგ., ჰიმნი, საზღვარი, დედაქალაქი და ა.შ.), ამინდი (მაგ., ჰავა, წვიმა, თოვლი, მზე და ა.შ.), ლანდშაფტი (მაგ., მთა, ბარი, ტყე), ფლორა და ფაუნა (მაგ., შინაური და გარეული ცხოველები, ფრინველები, მწერები, მცენარეები, თევზები, ხეები, ყვავილები);
დ) ყოფა: ძილი (მაგ., სიზმარი, დაძინება, გაღვიძება), საუზმე, სადილი, ვახშამი, კერძის მომზადება, ბინის/სახლის მოვლა/დალაგება (მაგ., სარეცხი, საუთოებელი, ქიმწმენდა), საყიდლები (მაგ: სუპერმარკეტში, ბაზარში, საფუნთუშეში, საკანცელარიო მაღაზიაში, დახლი, სალარო, ფასი, წონა);
ე) ჯანმრთელობა და ჰიგიენა: სხეულის ნაწილები, ბანაობა (მაგ., სააბაზანო ნივთები), ჩაცმა (მაგ., ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკური საშუალებები, პარფიუმერია) საპარიკმახეროში (მაგ., ვარცხნილობა, თმის ფერი), ექიმთან (მაგ., საავადმყოფო, დაზღვევა, ქირურგი, ანალიზი, რეცეპტი, წამალი, აფთიაქი);
ვ) გართობა, თავისუფალი დრო, სპორტი, ჰობი: კაფე, რესტორანი, კინო (მაგ., მსახიობი, რეჟისორი, სცენარი, ეკრანი), კონცერტი (მაგ., ოპერა, თეატრი, ბალეტი, სპექტაკლი, დრამა, კომედია), დისკოთეკა, სტადიონი, სპორტის სახეობები, სპორტული ტერმინოლოგია და შეჯიბრები (მაგ., ფეხბურთი, ჩოგბურთი, სპორტსმენი, გუნდი, მწვრთნელი, მსაჯი, ჩემპიონატი), წიგნი (მაგ., ნოველა, მოთხრობა, ავტორი, პოეზია, ყდა, გამოცემა);
ზ) მედია: რადიო/ტელევიზია (მაგ., გადაცემა, წამყვანი, პროგრამა), ბეჭდური პრესა (მაგ., ჟურნალი, გაზეთი, სტატია, სათაური, განცხადება), ინტერნეტი (მაგ., ელექტრონული ფოსტა, ვებგვერდი, ფორუმი), მობილური ტელეფონი (მაგ., კლავიატურა, სმს, დარეკვა/ზარი);
თ) ტრანსპორტი და მოგზაურობა/დასვენება: ველოსიპედი, ავტომობილი, ტაქსი (მაგ., ავტომობილის მარკები, სალონი, ძარა, საბარგული, საბურავი), ავტობუსი (მაგ., რეისი, დანიშნულების ადგილი), გემი (მაგ., პორტი, კაიუტა, კაპიტანი), თვითმფრინავი (მაგ., აეროპორტი, ბარგი, საბაჟო, პასპორტი), მეტრო და მატარებელი (მაგ., სადგური, ესკალატორი, მიწისქვეშა გადასასვლელი), ბილეთის აღება, დაჯავშნა, არდადეგები, შვებულება (მაგ., ზამთრის კურორტი, თხილამური, ციგა, ზაფხულის კურორტი, გარუჯვა, ცურვა), სასტუმრო (მაგ., ნომერი, ჯავშანი, მომსახურება, რეგისტრაცია);
ი) განათლება: სკოლა (მაგ., გაკვეთილი, მასწავლებელი, სასკოლო ნივთები, სასკოლო საგნები), უმაღლესი განათლება (მაგ., უნივერსიტეტი, პროფესიული სასწავლებელი, ლექცია, დეკანი, გამოცდა, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ხარისხი);
კ) ბანკი: საბანკო ოპერაციები (მაგ., ფულის გადარიცხვა, ანგარიშის გახსნა, ვალუტის გაცვლა...), ბანკომატი (მაგ., პინკოდი, თანხის აღება...);
ლ) საქმიანი კონტაქტები: საქმიანობის წარმოჩენა/პრეზენტაცია, საქმიანი დოკუმენტაცია (მაგ., სამოტივაციო წერილი, განაცხადის შეტანა, რეზიუმე, განცხადებაზე გამოხმაურება), საქმიანი შეხვედრა, სამსახური (მაგ., სამუშაო საათები და გრაფიკი, დასაქმება, დასვენების დღეები, შემოსავალი, გადასახადები, პენსია, მივლინება, ხელმძღვანელი, ქვეშევრდომი);
მ) საზოგადოებრივი ცხოვრება: პოლიტიკა, სახელმწიფო წყობა (მაგ., არჩევნები, კანდიდატი, ხმის მიცემა, პარტია, პრეზიდენტი, პარლამენტი, მინისტრი, მთავრობა), სოციალური მაჩვენებლები (მაგ., ადამიანის უფლებები, ომი, მშვიდობა, ჯარი, სიმდიდრე, სიღარიბე, გარემოს დაბინძურება, კრიმინალი, უმუშევრობა, ნარკომანია, პოლიცია, სასამართლო).
3. მეტყველების ტიპები: თხრობა, აღწერა, ახსნა-განმარტება, დასაბუთება:
ა) სამეტყველო ფუნქციები:
ა.ა) სოციალური ურთიერთობები: მისალმება, დამშვიდობება, მოკითხვა, პიროვნების/თავის წარდგენა, მობოდიშება, მადლობის გადახდა, კეთილი სურვილების გამოხატვა, წახალისება/შექება, შეთავაზება, დაპატიჟება, შეხვედრის დანიშვნა, მიმოწერის ეტიკეტი;
ა.ბ) ინფორმაციის გაცვლა: პირადი მონაცემები – სახელი, გვარი, ასაკი, მისამართი, ეროვნება, წარმომავლობა, რელიგიური კუთვნილება, პროფესია/ხელობა. ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამინდი, სურვილები / საჭიროებები / მოთხოვნილებები /ოცნებები და სხვ.;
ა.გ) აღწერა-დახასიათება: ადამიანის გარეგნობა, ჩაცმულობა, ხასიათი, საგნის/მოვლენის აღწერა, დადებითი/უარყოფითი შეფასება;
ა.დ) ემოციები და დამოკიდებულება: სიხარული, კმაყოფილება, ბრაზი, უკმაყოფილება, გულდაწყვეტა, სინანული, გაკვირვება, ინტერესი, ინდიფერენტულობა, დადებითი/უარყოფითი შეფასება, შთაბეჭდილება;
ა.ე) დროში ორიენტირება: დროში ლოკალიზება (საათი, დღე-ღამის მონაკვეთი, თარიღი, წელიწადის დრო), ქრონოლოგია, სიხშირე, თანადროულობა, ხანგრძლივობა;
ა.ვ) სივრცეში ორიენტირება: ადგილმდებარეობა, გზის/გეზის/მიმართულების/დანიშნულების ადგილის მითითება;
ა.ზ) ინსტრუქცია: ნების დართვა, აკრძალვა, რჩევა-დარიგება, თხოვნა;
ა.თ) ლოგიკური კავშირები: მიზეზი, შედეგი, ოპოზიცია, პირობითობა.
4. ინგლისური ენის გარამატიკა.
არტიკლი - Articles
ა.ა) განსაზღვრული - Definite Article
ა.ბ) განუსაზღვერლი- Indefinite Article
ა.გ) ნულოვანი -Zero Article
ბ) არსებითი სახელი - Nouns
ბ.ა) საკუთარი, საზოგადო, აბსტრაქტული, ნივთიერებათა, კრერბითი - Proper, common, abstract, material, collective
ბ.ბ) თვლადი, უთვლადი - Countable, uncountable
ბ.გ) ბრუნვა - Case, Double, Genetive
ბ.დ) რიცხვი - number
გ) ზედსართავი სახელი - Adjectives
გ.ა) შედარების ხარისხები - comparisons of adjectives
გ.ბ) ზედსართავ სახელთა თანმდევრობა - Order of adjectives
დ) რიცხვითი სახელი - Numerals
დ.ა) რაოდენობითი, რიგობითი - Cardinal, ordinal.
ე) ნაცვალსახელი Pronouns
ე.ა) პირის - Personal
ე.ბ) ჩვენებითი - Demonstrative
ე.გ) კუთვნილებითი- Possessive
ე.დ) კითხვითი - Interrogative
ე.ე) განუსაზღვრელობითი- Indefinite
ე.ვ) უკუქცევითი- Reflexive
ე.ზ) ემფატური - Emphatic
ე.თ) მიმართებითი - Relative
ვ) ზმნა - Verb
ვ.ა) წესიერი,არაწესიერი - Regular, Irregular
ვ.ბ) სრულმნიშვნელოვანი, დამხმარე - Main, auxiliary
ვ.გ) მაერთიზმნები - Linking verbs
ვ.დ) გარდამავალი, გარდაუვალი- Transitive, intransitive
ვ.ე) უპირო ფორმები- Nonfinite forms (Infinitive, gerund, present/past participle);
ვ.ვ) მოდალური ზმნები/ მოდალური ზმნების პერფექტული ფორმები - Modal verbs/ Perfect modals
ვ.ზ) ზმნური კონსტრუქციები- V+ ing. V+ infinitive, V+ object+ infinitive
ვ.თ) ფრაზული ზმნები - Phrasal verbs
ვ.ი) დროის ფორმები მოქმედებით გვარში - Tense forms -Active voice
ვ.კ) დრის ფორმები ვნებით გვარში/ ვნებითი გვარის კონსტრუქციები Tense forms – passive voice/ Passive construction
ვ.ლ) კავშირებითი კილო - Subjunctive mood;
ზ) ზმნიზედა -Adverbs
ზ.ა) დროის, ადგილის, ხარისხის, ვითრების, კითხვითი, განუსაზღვრელი - Adverbs of time, place, degree, manner, interrogative, indefinite;
თ) წინდებული - Prepositions
ი) კავშირი - Conjunctions
ი.ა) მაერთებელი/მაქვემდებარებელი - Coordinating, subordinating
კ) ნაწილაკი - Particle
ლ) წინადადება - Sentence types
ლ.ა) მტკიცებითი, კითხვითი, უარყოფითი - Affirmative, interrogative, negative;
ლ.ბ) თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი - Declarative, interrogative, imperative;
ლ.გ) მარტივი, რთული თანწყობილი, რთული ქვეწყობილი- Simple, compound, complex;
ლ.დ) პირობითი ( I,II, III, შერეული) - Conditional I, II, III, mix conditionals;
მ) წინადადების წევრები - Parts of the sentence
მ.ა) მთავარი, მეორეხარისხოვანი - Main, secondary;
ნ) პირდაპირი და ირიბი თქმა -Direct and indirect speech
ო) დროთა თანმიმდევრობა - Sequence of tenses,
პ) ინვერსია - Inversion;
ჟ) სიტყვის წარმოება - Wordbuilding;
რ) კონსტრუქციები - Constructions.
5. რუსული ენის გრამატიკა
ა) მორფოლოგია - Морфология:
ა.ა) არსებითი სახელი - Имя существительное:
ა.ა.ა) Разряды имен существительных (конкретные, абстрактные, вещественные, собирательные, разносклоняемые, несклоняемые);
ა.ა.ბ) Постоянные признаки: одушевленные, неодушевленные, собственные, нарицательные, род;
ა.ა.გ) Непостоянные признаки: число, падеж;
ა.ა.დ) Типы склонения;
ა.ა.ე) Синтаксическая роль: в предложении может являться подлежащим, дополнением, несогласованным определением и т.д.
ა.ა.ვ) Правописание имен существительных.
ა.ბ) ზედსართავი სახელი - Имя прилагательное:
ა.ბ.ა) Формы имен прилагательных;
ა.ბ.ბ) Разряды имен прилагательных (качественные, относительные, притяжательные);
ა.ბ.გ) Степени сравнения;
ა.ბ.დ) Непостоянные признаки: полное или краткое, степень сравнения, род, число, падеж;
ა.ბ.ე) Синтаксическая роль: в предложении может являться определением, именной частью составного сказуемого и т.д.;
ა.ბ.ვ) Правописание имен прилагательных.
ა.გ) რიცხვითი სახელი -Имя числительное:
ა.გ.ა) Простые, сложные, составные;
ა.გ.ბ) Разряды имен числительных (количественные, порядковые, собирательные, дробные);
ა.გ.გ) Непостоянные признаки: род, число, падеж;
ა.გ.დ) Склонение числительных;
ა.გ.ე) Синтаксическая роль: количественные – любой член предложения, порядковые – определение и т.д.;
ა.გ.ვ) Правописание имен числительных.
ა.დ.) ნაცვალსახელი - Местоимение:
ა.დ.ა) Разряды местоимений (личные, вопросительные, относительные, притяжательные, указательные, определительные, неопределенные, отрицательные, возвратное);
ა.დ.ბ) Склонение местоимений;
ა.დ.გ) Непостоянные признаки: лицо (только у личных), падеж, число, род;
ა.დ.დ) Синтаксическая роль: в предложении подлежащее, определение, дополнение и т.д.;
ა.დ.ე) Правописание местоимений.
ა.ე.) ზმნა და ზმნური კატეგორიები - Глагол и отглагольные формы:
ა.ე.ა) ზმნა - Глагол:
ა.ე.ა.ა.) Инфинитив;
ა.ე.ა.ბ.) Постоянные признаки: вид, спряжение, переходность;
ა.ე.ა.გ) Непостоянные признаки: наклонение, число, время, лицо, род;
ა.ე.ა.დ) Спряжение, разноспрягаемые глаголы;
ა.ე.ა.ე.) Разряды глаголов ( глаголы движения и т.д.);
ა.ე.ა.ვ.) Синтаксическая роль: в предложении неопределенная форма - любой член предложения, личные формы - сказуемое;
ა.ე.ა.ზ.) Правописание глаголов.
ა.ე.ბ) მიმღეობა - Причастие:
ა.ე.ბ.ა.) Постоянные признаки: время, залог, вид;
ა.ე.ბ.ბ.) Непостоянные признаки: форма (краткая, полная), род, число, падеж;
ა.ე.ბ.გ.) Склонение;
ა.ე.ბ.დ.) Синтаксическая роль: в предложении - определение, краткие страдательные – именная часть составного сказуемого;
ა.ე.ბ.ე.) Правописание причастий.
ა.ე.გ) აბსოლუტივი- Деепричастие:
ა.ე.გ.ა.) Постоянные признаки: неизменяемая форма, вид, переходность;
ა.ე.გ.ბ.) Синтаксическая роль: в предложении - обстоятельство;
ა.ე.გ.გ.) Правописание деепричастий.
ა.ვ) ზმნიზედა - Наречие:
ა.ვ.ა) Разряды наречий (места, времени, образа действия и т.д.);
ა.ვ.ბ) Категория состояния;
ა.ვ.გ) Синтаксическая роль: в предложении - обстоятельство;
ა.ვ.დ) Правописание наречий.
ა.ზ) თანდებული - Предлог:
ა.ზ.ა) Непроизводные, производные.
ა.თ) ნაწილაკი - Частица:
ა.თ.ა) Формообразующие, отрицательные, модальные.
ა.ი) კავშირი - Союз:
ა.ი.ა) Сочинительные, подчинительные.
ა.კ) შორისდებული - Междометие: Непроизводные, производные.
ა.ლ) ორთოგრაფია - Орфография:
ა.ლ.ა) Безударные гласные в корне слова;
ა.ლ.ბ) Согласные в корне слова;
ა.ლ.გ) Гласные и согласные в приставках;
ა.ლ.დ) гласные после шипящих и Ц;
ა.ლ.ე) Гласные И, Ы после Ц;
ა.ლ.ვ) Гласные (не после шипящих) в суффиксах существительных, прилагательных, глаголов и причастий;
ა.ლ.ზ) Согласные (кроме Н) в суффиксах существительных и прилагательных;
ა.ლ.თ) Гласные Е и И в окончаниях слов;
ა.ლ.ი) Одна и две буквы Н в суффиксах;
ა.ლ.კ) Буквы Ъ и Ь;
ა.ლ.ლ) Употребление заглавных букв;
ა.ლ.მ) Различие на письме приставок НЕ- и НИ- в местоимениях и наречиях и частиц НЕ и НИ;
ა.ლ.ნ) Слитное и раздельное написание омонимичных самостоятельных и служебных слов;
ა.ლ.ო) Непроверяемые орфограммы в словах;
ა.ლ.პ) Перенос слова;
ა.ლ.ჟ) Соединительные гласные в сложных словах.
ბ) სინტაქსი და პუნქტუაცია - Синтаксис и пунктуация:
ბ.ა) შესიტყვება - Словосочетание:
ბ.ა.ა) მარტივი წინადადება - Простое предложение:
ბ.ა.ა.ა) Подлежащее и способы его выражения;
ბ.ა.ა.ბ) Сказуемое и способы его выражения;
ბ.ა.ა.გ) Второстепенные члены предложения;
ბ.ა.ა.დ) Виды простых предложений по цели высказывания, по эмоциональной окраске, по наличию главных членов, по наличию (отсутствию) второстепенных членов;
ბ.ა.ა.ე) Знаки препинания в конце предложения;
ბ.ა.ა.ვ) Тире в простом предложении.
ბ.ა.ბ) Простое осложненное предложение:
ბ.ა.ბ.ა) Однородные члены, знаки препинания при однородных членах;
ბ.ა.ბ.ბ) Обособленные члены, знаки препинания при обособленных членах;
ბ.ა.ბ.გ) Обращение и междометия, знаки препинания в предложениях с обращением и междометиями;
ბ.ა.ბ.დ) Вводные слова, вводные и вставные конструкции, знаки препинания в предложениях с вводными словами, вводными и вставными конструкциями.
ბ.ა.გ) რთული წინადადება - Сложное предложение:
ბ.ა.გ.ა.) Сложносочиненное предложение, знаки препинания в сложносочиненном предложении;
ბ.ა.გ.ბ) Сложноподчиненное предложение;
ბ.ა.გ.გ.) Виды сложноподчиненных предложений по значению, знаки препинания в сложноподчиненном предложении;
ბ.ა.გ.დ.) Типы бессоюзных предложений, знаки препинания в бессоюзном предложении.
ბ.ა.დ) პირდაპირი და ირიბი ნათქვამი, ციტატა - Чужая речь:
ბ.ა.დ.ა.) Прямая речь, знаки препинания в предложениях с прямой речью;
ბ.ა.დ.ბ.) Косвенная речь, знаки препинания в предложениях с косвенной речью;
ბ.ა.დ.გ.) Цитата, знаки препинания в цитатах.
ბ.ა.დ.დ.) დიალოგი– Диалог:
ბ.ა.დ.ე)Отделение друг от друга реплик в диалоге.
გ) ფონეტიკა - Фонетика:
გ.ა) Образование звуков языка;
გ.ბ) Гласные звуки;
გ.გ) Согласные звуки;
გ.დ) Чередование звуков;
გ.ე) Роль ударения в словах.
დ) ორთოეპია - Орфоэпия:
დ.ა) Произношение отдельных звуков, звукосочетаний, некоторых грамматических форм;
დ.ბ) Ударение.
ე) სიტყვაწარმოება - Словообразование:
ე.ა) Способы словообразования.
ვ) ლექსიკა - Лексика:
ვ.ა) Лексическое значение слова (однозначные, многозначные слова, прямое и переносное значение слов, омонимы, синонимы, антонимы);
ვ.ბ) Общеупотребительные и необщеупотребительные слова (диалектные, профессиональные и т.д.);
ვ.გ) Фразеология.
ზ) ტექსტი - Текст:
ზ.ა) Признаки текста: выраженность, автономность, цельность, упорядоченность, членимость, соотнесение содержания с темой;
ზ.ბ) Типы текста и их особенности : повествование, описание, рассуждение.
თ) მეტყველების სტილი -Стили речи, их функция и сфера употребления.
6. ფრანგული ენის გრამატიკა
ა) არსებითი სახელი – Le nom:
ა.ა) სქესი: მდედრობითი/მამრობითი – Le genre du nom: masculin/féminin;
ა.ბ) რიცხვი: მხოლობითი/მრავლობითი – Le nombre du nom: singulier/pluriel.
ბ) არტიკლი - L’article:
ბ.ა) განუსაზღვრელი არტიკლი – L’article indéfini, განსაზღვრული არტიკლი – L’article défini;
ბ.ბ) შერწყმული არტიკლი – L’article contracté;
ბ.გ) ნაწილობითი არტიკლი – L’article partitif.
გ) თვისებითი ზედსართავი სახელები – L’adjectif qualificatif:
გ.ა) სქესი: მდედრობითი/მამრობითი – Le genre de l’adjectif: masculin/féminin;
გ.ბ) რიცხვი: მხოლობითი/მრავლობითი – Le nombre de l’adjectif: singulier/pluriel;
გ.გ) შედარებითი და აღმატებითი ხარისხები – Le comparatif et le superlatif.
დ) ნაცვალსახელოვანი ზედსართავი სახელები – Les adjectifs pronominaux:
დ.ა) კუთვნილებითი – L’adjectif possessif;
დ.ბ) ჩვენებითი – L’adjectif démonstratif;
დ.გ) განუსაზღვრელი – L’adjectif indéfini;
დ.დ) კითხვითი – L’adjectif interrogatif.
ე) რიცხვითი ზედსართავი სახელები – Les adjectifs numéraux:
ე.ა) რაოდენობითი – Les adjectifs numéraux cardinaux ;
ე.ბ) რიგობითი – Les adjectifs numéraux ordinaux.
ვ) ნაცვალსახელები – Le pronom:
ვ.ა) მახვილიანი და უმახვილო პირის ნაცვალსახელები – Les pronoms personnels atones et toniques;
ვ.ბ) ნაცვალსახელი y და en – Les pronoms personnels y et en;
ვ.გ) ნაცვალსახელით გამოხატული პირდაპირი და ირიბი დამატების ადგილი თხრობით და ბრძანებით კილოში – La place des pronoms personnels compléments à l’indicatif et à l’impératif;
ვ.დ) კუთვნილებითი – Les pronoms possessifs;
ვ.ე) ჩვენებითი – Les pronoms démonstratifs;
ვ.ვ) განუსაზღვრელი – Les pronoms indéfinis;
ვ.ზ) კითხვითი – Les pronoms interrogatifs;
ვ.თ) მიმართებითი – Les pronoms relatifs.
ზ) ზმნა – Le verbe:
ზ.ა) I, II და III ჯგუფის ზმნები – Les trois groupes de verbes;
ზ.ბ) La syntaxe du verbe (les verbes intransitifs, transitifs directs/indirects, verbes à double construction);
ზ.გ) Forme active/passive, Forme pronominale, Forme impersonnelle:
ზ.გ.ა) დამხმარე ზმნები – Les deux auxiliaires;
ზ.გ.ბ) ზმნის პასიური ფორმა – La forme passive;
ზ.გ.გ) უკუქცევითი ზმნები – La forme pronominale;
ზ.გ.დ) უპირო ზმნები – La forme impersonnelle.
თ) თხრობითი კილო და მისი დროები – Le mode indicatif et ses temps:
თ.ა) ახლანდელი დროის გამოხატვა – L’expression du présent, აწმყო Le présent;
თ.ბ) მომავალი დროის გამოხატვა – L’expression du futur, მარტივი მომავალი – Le futur simple, უახლოესი მომავალი – Le futur proche, წინარე მომავალი – Le futur antérieur ;
თ.გ) წარსული დროის გამოხატვა – L’expression du passé:
თ.გ.ა) ნამყო უწყვეტელი – L’imparfait;
თ.გ.ბ) წყვეტილი – Le passé composé;
თ.გ.გ) წინარე წარსული – Le plus-que-parfait;
თ.გ.დ) მარტივი წარსული – Le passé simple;
თ.გ.ე) ურთიერთობა ნამყო უწყვეტელი/ წყვეტილი – Les relations imparfait/passé composé;
თ.გ.ვ) ურთიერთობა ნამყო უწყვეტელი /მარტივი წარსული – Les relations imparfait/passé simple;
თ.გ.ზ) დროთა შეთანხმება თხრობით კილოში – La concordance des temps à l’indicatif.
ი) კავშირებითი კილო – Le mode subjonctif:
ი.ა) წარმოება – Formation;
ი.ბ) აწმყო კავშირებითი – Le subjonctif présent /passé;
ი.გ) დროთა შეთანხმება კავშირებით კილოში – Concordance des temps au subjonctif.
კ) პირობითი კილო – Le mode conditionnel:
კ.ა) წარმოება – Formation;
კ.ბ) პირობითი კილოს დროები – Les temps du conditionnel:
კ.ბ.ა) Le présent;
კ.ბ.ბ) Le passé.
ლ) ბრძანებითი კილო – Le mode Impératif:
ლ.ა) წარმოება – Formation;
ლ.ბ) ფუნქციები – Valeurs et emplois.
მ) უპირო კილოები – Les modes impersonnels: infinitif et participe:
მ.ა) საწყისი კილო – Le mode infinitif, la proposition infinitive;
მ.ბ) მიმღეობა – Le mode participe:
მ.ბ.ა) აწმყო მიმღეობა – Le participe présent;
მ.ბ.ბ) გერუნდივი – Le gérondif.
ნ) ზმნიზედები – L’adverbe:
ნ.ა) ადგილის ზმნიზედები L’adverbe de lieu;
ნ.ბ) დროის ზმნიზედები – L’adverbe de temps;
ნ.გ) რაოდენობის აღმნიშვნელი ზმნიზედები – L’adverbe de quantité;
ნ.დ) ვითარების აღმნიშვნელი ზმნიზედები – L’adverbe de manière;
ნ.ე) მტკიცებითი, უარყოფითი და კითხვითი ზმნიზედები – L’adverbe d’affirmation, de négation, d’interrogation;
ნ.ვ) შედარებითი და აღმატებითი ხარისხები – Le comparatif et le superlatif.
ო) წინდებულები – La préposition: მარტივი და რთული – Les prépositions simples et les locutions prépositives.
პ) კავშირები – La conjonction:
პ.ა) მაერთებელი – La conjonction de coordination;
პ.ბ) მაქვემდებარებელი – La conjonction de subordination.
ჟ) შორისდებული – L’interjection;
რ) სიტყვათწარმოება – Formation des mots;
ს) წინადადება – La phrase;
ტ) წინადადების ტიპები – Les différents types de phrases:
ტ.ა) უარყოფითი წინადადება – La phrase négative;
ტ.ბ) კითხვითი წინადადება (კითხვის დასმის სამი ფორმა) - La phrase interrogative (les trois formes de l’interrogation);
ტ.გ) ძახილის წინადადება – La phrase exclamative.
უ) მარტივი წინადადებიდან რთულისკენ – De la phrase simple à la phrase complexe:
უ.ა) რთული თანწყობილი წინადადება – La proposition juxtaposée et coordonnée;
უ.ბ) რთული ქვეწყობილი წინადადება – La proposition subordonnée;
უ.გ) მიმართებითი დამოკიდებული წინადადება – Les subordonnées relatives;
უ.დ) დამატებითი დამოკიდებული წინადადება – Les subordonnées complétives;
უ.ე) გარემოებითი დამოკიდებული წინადადება – Les subordonnées circonstancielles.
ფ) ირიბი ნათქვამი – Le discours rapporté:
ფ.ა) პირდაპირი ნათქვამი – Le discours direct;
ფ.ბ) ირიბი ნათქვამი – Le discours indirect;
ფ.გ) ირიბი კითხვითი – L’interrogation indirecte.
ქ) ლოგიკური და დროითი ურთიერთობები - Les relations logico – temporelles:
ქ.ა) დროის გამოხატვა – L’expression du temps;
ქ.ბ) მიზეზის გამოხატვა – L’expression de la cause;
ქ.გ) შედეგისა და მიზნის გამოხატვა – L’expression de la conséquence et du but;
ქ.დ) ოპოზიციისა და დათმობის გამოხატვა – L’expression de l’opposition et de la concession;
ქ.ე) პირობითობისა ვარაუდის გამოხატვა გამოხატვა – L’expression de la condition et de l’hypothèse;
ქ.ვ) ინტენსივობისა და შედარების გამოხატვა – L’expression de l’intensité et de la comparaison.
7. გერმანული ენის გრამატიკა
ა) არსებითი სახელი და არტიკლი:
ა.ა) განსაზღვრული არტიკლი – der, die, das;
ა.ბ) მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი;
ა.გ) განუსაზღვრელი არტიკლი – ein;
ა.დ) არსებითი სახელის უარყოფა (უარყოფითი არტიკლი) – kein;
ა.ე) ნულოვანი არტიკლი – der Nullartikel;
ა.ვ) არსებითი სახელის კნინობითი ფორმები: chenlein;
ა.ზ) ბრუნება განსაზღვრულ არტიკლთან ერთად (Nominativ, Genitiv Akkusativ, Dativ);
ა.თ) ბრუნება განუსაზღვრელ და უარყოფით არტიკლთან ერთად (ein/kein);
ა.ი) სუსტი ბრუნება განუსაზღვრელ და უარყოფით არტიკლთან ერთად;
ა.კ) გეოგრაფიული დასახელებები და მათი არტიკლები.
ბ) ნაცვალსახელი:
ბ.ა) პირის ნაცვალსახელები –Personalpronomen;
ბ.ბ) კუთვნილებითი ნაცვალსახელები – Possesivpronomen (Possesivartikel);
ბ.გ) ჩვენებითი ნაცვალსახელები - Demonstrativpronomen;
ბ.დ) კითხვითი ნაცვალსახელები – Fragepronomen;
ბ.ე) განუსაზღვრელი და უარყოფითი ნაცვალსახელები – Indefinitpronomen/Negativpronomen;
ბ.ვ) პირნაკლი ნაცვალსახელი – UnpersönlichesPronomen „es“;
ბ.ზ) უკუქცევითი ნაცვალსახელები – Reflexivpronomen;
ბ.თ) მიმართებითი ნაცვალსახელები – Relativpronomen.
გ) ზედსართავი სახელი:
გ.ა) ზედსართავი სახელის შედარების ხარისხები: Positiv, Komparativ, Superlativ;
გ.ბ) ზედსართავი სახელის შეთანხმება არსებით სახელთან;
გ.გ) ზედსართავი სახელი არსებითის წინ;
გ.დ) შედარება (so+Adjektiv+wie, Komparativ+als);
გ.ე) ზედსართავი სახელის ბრუნება;
გ.ვ) ზედსართავი სახელის გაარსებითება.
დ) რიცხვითი სახელი:
დ.ა) რაოდენობითი რიცხვითი სახელი – Kardinalzahlen;
დ.ბ) რიგობითი რიცხვითი სახელი –Ordinalzahlen.
ე) წინდებული:
ე.ა) ბრალდებითი ბრუნვის წინდებულები – Präpositionen mit dem Akkusativ;
ე.ბ) მიცემითი ბრუნვის წინდებულები – Präpositionen mit dem Dativ;
ე.გ) მიცემითი და ბრალდებითი ბრუნვების საერთო წინდებულები Wechselpräpositionen;
ე.დ) ნათესაობითი ბრუნვის წინდებულები – Präpositionen mit dem Genitiv.
ვ) ზმნა:
ვ.ა) ზმნის ფუძე და დაბოლოება – Verbstamm und Verbendung;
ვ.ბ) ზმნის ძირითადი ფორმები –Grundformen;
ვ.გ) სუსტი, ძლიერი, შერეული, დამხმარე, მოდალური, უკუქცევითი, თავსართმოცილებადი და შედგენილი (თავსართმოუცილებადი) ზმნები და მათი უღლება;
ვ.დ) აწმყო დრო – Präsens;
ვ.ე) ნამყო წარსული – Präteritum;
ვ.ვ) ნამყო სასაუბრო დრო – Perfekt;
ვ.ზ) ნამყო წინარე დრო – Plusquamperfekt;
ვ.თ) მყოფადი დრო – Futur I;
ვ.ი) მყოფადი დრო – Futur II;
ვ.კ) ბრძანებითი კილო – Imperativ;
ვ.ლ) მიმღეობა – Partizip I;
ვ.მ) მიმღეობა – Partizip II;
ვ.ნ) ზმნის გარდამავლობა;
ვ.ო) ზმნური მართვა;
ვ.პ) ინფინიტიური კონსტრუქციები;
ვ.ჟ) ვნებითი გვარის წარმოება – Passiv;
ვ.რ) თხრობითი კილო – Indikativ;
ვ.ს) კავშირებითი კილო – Konjunktiv II;
ვ.ტ) კავშირებითი კილო – Konjunktiv I;
ვ.უ) ირიბი თქმა;
ვ.ფ) ზმნის გაარსებითება.
ზ) ზმნიზედა:
ზ.ა) ადგილის, დროის და ვითარების გარემოების ზმნიზედები;
ზ.ბ) ზმნიზედის შედარების ხარისხები – Komparation der Adverbien;
ზ.გ) კითხვითი და ჩვენებითი ნაცვალსახელური ზმნიზედები –Pronominaladverbien.
თ) კავშირი:
თ.ა) მაერთებელი და მაქვემდებარებელი კავშირები: und, aber, oder, wenn, als, weil, obwohl, dass, bevor, bis, nachdem, seit, damit, deshalb, entweder oder, immer wenn, um zu, ohne zu, (an)statt zu.
ი) ნაწილაკი:
ი.ა) etwa, mal, denn, fast, sehr, doch, wirklich, etwas, ziemlich, ganz, wenigstens, eigentlich, besonders, schließlich.
კ) სიტყვაწარმოება:
კ.ა) რთულის სიტყვის წარმოება – Komposita;
კ.ბ) სუფიქსები და პრეფიქსები Vorsilben und Nachsilben -isch, -lich, ig, -los, -voll, -arm, -reich და სხვა;
კ.გ) die -in, die -heit, die -ung, die -keit, die -tät, die -tion, die -ie, die -ei, die –schaft და სხვა.
ლ) წინადადება:
ლ.ა) მტკიცებითი წინადადება – der Aussagesatz;
ლ.ბ) არაკითხვითსიტყვიანი წინადადება – die Satzfrage;
ლ.გ) კითხვითსიტყვიანი წინადადება – die Wortfrage;
ლ.დ) ბრძანებითი წინადადება – der Aufforderungssatz;
ლ.ე) მთავარი და დამოკიდებული წინადადება – der Hauptsatz und der Nebensatz;
ლ.ვ) რთული თანწყობილი წინადადება – die Satzverbindung/die Satzreihe;
ლ.ზ) რთული ქვეწყობილი წინადადება – das Satzgefüge;
ლ.თ) დამოკიდებული წინადადების ტიპები: der Temporalsatz, der Konditionalsatz, der Kasualsatz, der Konzessivsatz, der Modalsatz, der Komparativsatz, der Adversativsatz, der Finalsatz, der Konsekutivsatz, der Lokalsatz, der Relativsatz;
ლ.ი) წინადადების წევრები die Satzteile (Satzglieder): das Subjekt, das Prädikat (თანამედროვე წყაროებში das Verb), das Objekt, die prädikative Bestimmung, die Adverbialbestimmung, das Attribut.
მუხლი 73. სწავლების მეთოდები
დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის უცხოური ენების მასწავლებელი ფლობს საგნის სწავლების მეთოდებს და შეუძლია:
ა) მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა:
ა.ა) უცხოური ენების საგნობრივ პროგრამაზე დაყრდნობით ტექსტების შერჩევა და საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა მოსმენის/კითხვის უნარ-ჩვევის განსავითარებლად; დასახული მიზნების შესაბამისი დაძლევადი, სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მოსასმენი/საკითხავი დავალებების შერჩევა ან შედგენა, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის ეტაპობრივად ამოცნობას;
ა.ბ) მოსწავლის სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა ენობრივი, ზეპირი, წერითი უნარ-ჩვევის გასავითარებლად; დასახული მიზნების შესაბამისი, განსხვავებული სირთულის სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა ცოდნის ათვისების პირველი (წვდომა-გაგება), მეორე (გავარჯიშება) თუ მესამე (დაუფლების) ფაზისათვის;
ა.გ) გრძელვადიანი სასწავლო პროცესის დაგეგმვა კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განსავითარებლად: სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა, ამ მიზნების შესაბამისი დავალებების შერჩევა ან/და შედგენა, შუალედური და მოკლევადიანი მიზნების განსაზღვრა და მათი შესაბამისი განსხვავებული ტიპისა და სირთულის სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა ცოდნის ათვისების პირველ (წვდომა-გაგება), მეორე (გავარჯიშება) თუ მესამე (დაუფლების) ფაზისათვის დასახული გრძელვადიანი მიზნის ეტაპობრივად განსახორციელებლად;
ა.დ) უცხოური ენების საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გასავითარებლად შერჩეული სავარჯიშოების/დავალებების განსახორციელებლად საჭირო დროის განსაზღვრა, თითოეული აქტივობის მსვლელობის ეტაპების დაგეგმვა და სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების შერჩევა: ჯგუფური, წყვილური, ინდივიდუალური, მთელი კლასის მონაწილეობით მუშაობა; შეფასების მიზნებისა და სტრატეგიების განსაზღვრა.
ბ) შედეგსა და მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილების (საგაკვეთილო პროცესის) წარმართვა:
ბ.ა) გაკვეთილების ჩატარება გეგმის მიხედვით;
ბ.ბ) მოსწავლეთა მოტივირება უცხოურ ენაზე ზეპირ თუ წერით აქტივობაში ჩასაბმელად, მაგალითად: სახალისო საკომუნიკაციო სიტუაციების, მოსწავლის ინტერესებთან და პირად გამოცდილებასთან დაკავშირებული თემების/საკითხების შერჩევა, თვითგამოხატვის საშუალების შეთავაზება, არჩევანის (თემა, ადრესატი, ფორმატი) საშუალების მიცემა, დაძლევადი სასაუბრო ამოცანების შეთავაზება და სხვა;
ბ.გ) მოსწავლეებისათვის მოსასმენი/საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარება და მათი სათანადო სტრატეგიებით აღჭურვა, მაგალითად: ნაცნობ/არავერბალურ ელემენტებზე დაფუძნებით უცნობი ელემენტების ამოცნობა, მოსმენის/კითხვის მიზნის გათვალისწინება, კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება (გაცნობითი/ძიებითი/შესწავლითი კითხვა) ლექსიკონის გამოყენება/შედგენა და სხვა;
ბ.დ) მოსწავლეებისათვის სამეტყველო/წერითი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარება, მათი სათანადო სტრატეგიებით აღჭურვა, მაგალითად: იდეების ჩამოწერა/დახარისხება, დაგეგმვა, საჭირო ენობრივი მასალის (საკვანძო სიტყვები, გრამატიკული სტრუქტურა, ზმნის დრო და სხვა) თავმოყრა, სამუშაო ვარიანტის გაუმჯობესება თვითშეფასების/თანაშეფასების გზით, საკომპენსაციო საშუალებების გამოყენება, მეწყვილესთან გავარჯიშება და სხვა;
ბ.ე) ენობრივ-ლექსიკური ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარება, მოსწავლეების სათანადო სტრატეგიებით აღჭურვა, მაგალითად: გრამატიკულ მოდელებზე დაკვირვება და მექანიზმების/კანონზომიერების დამოუკიდებლად ამოცნობა, სქემების, სტრუქტურული მოდელების გამოყენება გავარჯიშების პროცესში, პირადი ლექსიკონის შედგენა, დამახსოვრების სხვადასხვა ხერხის გამოყენება და სხვა;
ბ.ვ) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლის ჩაბმას მოსასმენ/საკითხავ/გრამატიკულ აქტივობებში, მაგალითად: დიფერენცირებული მოთხოვნების წაყენება მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით, მოსასმენი/საკითხავი/გრამატიკული ამოცანების დასმა, კლასში პასუხების/მოსაზრებების შედარება-გაანალიზების ხელშეწყობა, მოსწავლეთა ტექსტთან/გრამატიკულ მოდელებთან მიბრუნება მოსაზრებების დასაბუთების მიზნით, კონტექსტზე დაფუძნებით ამოცნობის, ვარაუდების გამოთქმის ხელშეწყობა და სხვა;
ბ.ზ) დავალების ინსტრუქციების ნათლად ჩამოყალიბება/ინტერპრეტირება სამიზნე აუდიტორიის დონის გათვალისწინებით;
გ) მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის შეფასებისას:
გ.ა) განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების გამოყენება ცოდნის ათვისების მესამე ფაზაში;
გ.ბ) სასწავლო მიზნებისა და შეფასების სტრატეგიების ურთიერთშეთანხმება: მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმებისა და ხერხების შერჩევა/შემუშავება, კომპლექსური დავალებების შესაფასებლად სათანადო კრიტერიუმების სქემების (რუბრიკების) შემუშავება და თითოეული კრიტერიუმის წონის განსაზღვრა პრიორიტეტული საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გათვალისწინებით;
დ) დაწყებით საფეხურზე უცხოური ენის სწავლა/სწავლების სპეციფიკის გათვალისწინება:
დ.ა) საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასებისას უპირატესობის მინიჭება სწავლების ისეთი სტრატეგიებისათვის, რომლებიც ააქტიურებს სენსორულ (ხედვა, ყნოსვა, გემო, სმენა, შეხება), კინესთეტიკურ (რეცეპტორების ერთობლიობა, რომლის საშუალებითაც ადამიანი აღიქვამს მოძრაობას), მოტორულ სისტემებთან და წარმოსახვასთან დაკავშირებულ აზროვნების (არაანალიტიკურ) პროცესებს, მაგალითად: მასალის ახსნისას, თვალსაჩინოებების, ანალოგიების, იგავური ენის, მეტაფორების, მიმიკა-ჟესტიკულაციის გამოყენება, მასალის ასათვისებლად თუ ცოდნის შესაფასებლად როლების გათამაშება, მინისპექტაკლების დადგმა, დახატვა-გაფერადება, მასალის მანიპულირება, ლოტოებით თამაში, მუსიკის მოსმენა, სიმღერა, განსახიერება და სხვა;
დ.ბ) კითხვის ორი უნარ-ჩვევის – ხმამაღალი კითხვის და კითხვა-გაგების ერთმანეთისაგან გარჩევა და, ორივე უნარის წარმატებით განსავითარებლად, სწავლების სათანადო სტრატეგიების გამოყენება, ასევე, კითხვის ჩუმი და ხმამაღალი ტექნიკების დანიშნულებისამებრ გამოყენება;
დ.გ) წერის სამი უნარ-ჩვევის – მოტორიკის, კოდირების ანუ ბგერების ასოებად ქცევისა და შექმნა-შედგენის ერთმანეთისაგან გარჩევა და სამივე უნარის განსავითარებლად სათანადო აქტივობების გამოყენება;
დ.დ) მოზარდების კომუნიკაციური უნარ-ჩვევის დაუფლებისათვის მომზადება: განსავითარებელი უნარების (მოსმენა-გაგება, სმენითი დისკრიმინაცია ანუ ბგერების სმენით გარჩევა, ხედვითი დისკრიმინაცია ანუ თვალით ასოების/მარცვლების/სიტყვების გარჩევა, მხედველობითი მეხსიერება, გამოთქმა, ტექსტების ზეპირად თქმა, ინტერაქცია, სიტყვების/მინიტექსტის გაგება კითხვის ჩუმი ტექნიკის გამოყენებით, ხმამაღალი კითხვა, ასოების მოხაზვა, სიტყვების გამოწერა, მინიტექსტის შედგენა და სხვ.) გაცნობიერება და დაწყებითი საფეხურის ამა თუ იმ ეტაპზე პრიორიტეტული უნარებისა და მათი განვითარებისათვის სწავლების სტრატეგიების განსაზღვრა;
ე) უცხოური ენის სწავლება მოსწავლის პიროვნული, კულტურული და ინტერკულტურული განვითარების უზრუნველსაყოფად როგორც დაწყებით, ისე საბაზო თუ საშუალო საფეხურზე:
ე.ა) მოსწავლეთათვის ისეთი დავალებების/ამოცანების შეთავაზება, რომლებიც ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებას;
ე.ბ) მოსწავლეთათვის ისეთი დავალებების/ამოცანების შეთავაზება, რომელთა გადაჭრაც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
ე.გ) სოციო-კულტურული და კულტურული თვალსაზრისით მდიდარი რესურსების შერჩევა და მათზე დაფუძნებით ისეთი აქტივობების აგება, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესს გამოიწვევს;
ე.დ) ისეთი აქტივობების შერჩევა ან შედგენა, რომლებიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გაავლონ პარალელი უცხოურ და მშობლიურ სოციოკულტურულ სამყაროებს შორის, ამოიცნონ და გააანალიზონ მსგავსებები და განსხვავებები, დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები.
თავი XXV. სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
მუხლი 74. სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
1. სასწავლო გარემო
ა) სპეციალური მასწავლებელი ქმნის და/ან ეხმარება საგნის მასწავლებელს/მასწავლებლებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლისათვის ისეთი სასწავლო გარემოს შექმნაში, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის სენსო-მოტორულ, კოგნიტურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებას, მოსწავლის მიერ სასწავლო პროგრამის ათვისებას, ინდივიდუალური შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას, მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და ინტეგრირებას სასწავლო პროცესში;
ბ) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია ხელი შეუწყოს სსსმ მოსწავლესა და კლასის დანარჩენ მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ჯგუფთან მიკუთვნებულობის ხარისხის გაზრდას;
გ) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია დაეხმაროს საგნის მასწავლებელს/მასწავლებლებს როგორც სსსმ მოსწავლის კლასში ქცევის, ასევე, ზოგადად, კლასის მართვაში;
დ) სპეციალური მასწავლებელი იცნობს და სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანობაში იყენებს კომუნიკაციის დამხმარე და ალტერნატიულ ტექნოლოგიებს (მაგ., სურათებით კომუნიკაციის სისტემა) მოსწავლის კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულეების დასაძლევად;
ე) სპეციალური მასწავლებელი ეხმარება/ასწავლის კომუნიკაციის სირთულეების მქონე სსსმ მოსწავლეს კომუნიკაციის დამხმარე ან ალტერნატიული საშუალებებით ურთიერთობას და სწავლის პროცესში მათ გამოყენებას;
ვ) სპეციალური მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება საგნის მასწავლებელს/მასწავლებლებს, მშობლებსა და სხვა სპეციალისტებს, გამოიყენონ კომუნიკაციის დამხმარე და ალტერნატიული ტექნოლოგიები იმ მოსწავლეებთან ურთიერთობისას, რომელთაც კომუნიკაციის სირთულეები აქვთ;
ზ) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია გარემოს, სასწავლო რესურსების და სტრატეგიების მოდიფიკაცია სსსმ მოსწავლის საჭიროებებისა და სასწავლო ინტერესების შესაბამისად და იყენებს ამ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში;
თ) სპეციალური მასწავლებელი ბავშვთან, მშობელთან, მეურვესთან, აღმზრდელთან (თუ ბავშვი სკოლა-პანსიონში ირიცხება) მუშაობის პროცესში იყენებს დამოუკიდებელი ცხოვრების პრინციპებს და უსაბუთებს მათ ამ მიდგომის უპირატესობას;
ი) სპეციალურმა მასწავლებელმა იცის, რა გავლენას ახდენს გარემოში არსებული მოლოდინები ბავშვის/მოზარდის აკადემიურ მიღწევასა და ქცევაზე.
2. შეფასება
ა) სპეციალური მასწავლებელი ახდენს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ადრეულ იდენტიფიცირებას და უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან ამ რისკის ქვეშ მყოფი პირის დროულ მიმართვას შესაბამის სპეციალისტთან;
ბ) სპეციალური მასწავლებელი აფასებს მოსწავლის სასწავლო გარემოს, სწავლისა და ქცევის სიძნელეებს და სწავლის სტრატეგიებს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით (მაგ., მოსწავლეზე დაკვირვება სხვადასხვა საგანმანათლებლო გარემოში; სხვა სპეციალისტისგან და მშობლებისგან/მეურვისგან/აღმზრდელისგან ინფორმაციის მიღება და/ან ინტერვიუს წარმოება, სასწავლო გარემოს შეფასება და სხვ.);
გ) სპეციალური მასწავლებელი იყენებს სსსმ მოსწავლის შეფასების შედეგებს მოსწავლის საგანმანათლებლო უფლებების დასაცავად;
დ) სპეციალური მასწავლებელი იყენებს სსსმ მოსწავლის შეფასების შედეგებს მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებებთან დაკავშირებული სამუშაო გეგმის შესადგენად და განსახორციელებლად;
ე) სპეციალური მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში, იყენებს სხვადასხვა სპეციალისტის მიერ ჩატარებული მოსწავლის შეფასების შედეგებს (საგნის მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი და სხვ.);
ვ) სპეციალურ მასწავლებელს მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასების საფუძველზე შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს მშობელს/მეურვეს, სკოლას, რომელი კონკრეტული სპეციალისტის ან სპეციალისტთა ჯგუფის ჩართვაა საჭირო ბავშვთან მუშაობისას;
ზ) სპეციალური მასწავლებელი სსსმ მოსწავლის შეფასებისას ითვალისწინებს მოსწავლის ეთნიკურ, რელიგიურ, კულტურულ, სქესობრივ და სხვა თავისებურებებს (უნიკალობას).
3. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
ა) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასების საფუძველზე დაადგინოს და არგუმენტირებულად დაასაბუთოს, რომ მოსწავლეს ესაჭიროება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით განათლების მიღება;
ბ) სპეციალურ მასწავლებელს აქვს ადეკვატური მოლოდინი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის აკადემიურ მიღწევასთან დაკავშირებით და ამის მიხედვით ისახავს საგანმანათლებლო მიზნებს;
გ) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია მართოს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე მომუშავე გუნდის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის/გადახედვის პროცესი;
დ) სპეციალურ მასწავლებელს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელების მონიტორინგი;
ე) სპეციალური მასწავლებელი საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთან, დამრიგებელთან, სხვა სპეციალისტებთან და მშობლებთან/მეურვესთან ერთად მონაწილეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელებაში;
ვ) სპეციალური მასწავლებელი საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთან, დამრიგებელთან, სხვა სპეციალისტებთან და მშობლებთან/მეურვესთან ერთად შეიმუშავებს და ახორციელებს მოსწავლის მიერ დასწავლილი უნარების სხვადასხვა გარემოში გამოყენების გეგმას;
ზ) სპეციალური მასწავლებელი ითვალისწინებს ეთნიკურ, რელიგიურ, ლინგვისტურ, სქესობრივ და სხვა თავისებურებებს (უნიკალობას) სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანობაში;
თ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს და იყენებს პრობლემური ქცევის მართვის სტრატეგიებს;
ი) სპეციალური მასწავლებელი იცავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განათლების უფლებებს და ასწავლის სსსმ მოსწავლეს საკუთარი უფლებების დაცვას.
4. სსსმ მოსწავლესთან/მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობა
ა) სპეციალური მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურად მუშაობს სსსმ მოსწავლესთან ან მოსწავლეთა მცირე ჯგუფთან (რესურსოთახში, კლასში ან კლასის გარეთ) მოსწავლის აკადემიური და სოციალური უნარებისა თუ ქცევის გაუმჯობესებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით;
ბ) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის მომზადება სასწავლო გარემოსთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის.
5. საბაზო აკადემიური უნარების განვითარება
ა) სპეციალური მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში, ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს წერას, კითხვასა და ანგარიშს;
ბ) სპეციალური მასწავლებელი ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს სწავლის დამხმარე სტრატეგიებს.
6. თანამშრომლობა
ა) სპეციალური მასწავლებელი თანამშრომლობს საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთან, ფსიქოლოგთან, ოკუპაციურ თერაპევტთან, მედიცინის მუშაკთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა პირებთან სსსმ მოსწავლის სასწავლო პროცესში ინტეგრირების მიზნით და, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინირებას უწევს მათ მუშაობას მოსწავლესთან;
ბ) სპეციალური მასწავლებელი ეფექტიანად თანამშრომლობს სსსმ მოსწავლის მშობელთან/მეურვესთან; აღმზრდელთან (თუ ბავშვი სკოლა-პანსიონში ირიცხება); აცნობს მშობელს/მეურვეს, აღმზრდელს ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროებებს; აძლევს მათ რეკომენდაციებს მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებებზე დამატებითი ღონისძიებების მისაღებად;
გ) სპეციალური მასწავლებელი ეხმარება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელს/მეურვეს, აქტიურად ჩაერთოს მოსწავლის საგანმანათლებლო პროცესში და საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
დ) სპეციალური მასწავლებელი ითვალისწინებს მშობლის/მეურვის, ბავშვის ინტერესებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს;
ე) სპეციალური მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში, ესწრება გაკვეთილს და სსსმ მოსწავლეს განუმარტავს საგნის მასწავლებლის ინსტრუქციებს და ეხმარება მას დავალების შესრულებაში;
ვ) სპეციალური მასწავლებელი სასწავლო პროცესის დაკვირვების შედეგად რეკომენდაციას უწევს საგნის მასწავლებელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისა და ქცევის მართვის სტრატეგიებთან დაკავშირებით;
ზ) სპეციალური მასწავლებელი თანამშრომლობს სკოლის ადმინისტრაციასთან, სსსმ მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებებიდან გამომდინარე, დამატებითი მატერიალური და ადამიანური რესურსის ჩართვის მიზნით;
თ) სსსმ მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, სპეციალური მასწავლებელი თანამშრომლობს ახალი სკოლის სპეციალურ მასწავლებელთან, საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა პირებთან სსსმ მოსწავლის მიერ სასწავლო პროცესში მიღწეული წარმატებებისა და სხვა საჭიროებების გაცნობის მიზნით;
ი) სპეციალური მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში, აძლევს რჩევებს განათლების სხვა სფეროების წარმომადგენლებს (სახელობო, პროფესიული და უმაღლესი განათლება) სსსმ მოსწავლის სკოლის შემდგომი განათლებისა და მისი საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით.
მუხლი 75. სპეციალური მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
ა) სპეციალურმა მასწავლებელმა იცის სპეციალური და ინკლუზიური განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლები, ინკლუზიური განათლების რაობა; იცის მსგავსება და განსხვავება ინკლუზიურ განათლებასა და სპეციალურ განათლებას შორის;
ბ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს პროფესიულ ცოდნას შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების სოციალურ და სამედიცინო მოდელებს შორის არსებული მსგავსებისა და განსხვავების შესახებ;
გ) სპეციალური მასწავლებელი იცნობს დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიას;
დ) სპეციალური მასწავლებელი იცნობს საერთაშორისო და სახელმწიფოებრივ დოკუმენტებს, რომლებიც არეგულირებს სპეციალურ და ინკლუზიურ განათლებას საქართველოში;
ე) სპეციალურმა მასწავლებელმა იცის სფეროში დამკვიდრებული ტერმინოლოგია და ზრუნავს სასწავლო პროცესში არაეთიკური ტერმინების (მაგ., გონებაშეზღუდული; დეფექტური და ა.შ.) აღმოფხვრასა და ადეკვატური პროფესიული ტერმინების დამკვიდრებაზე;
ვ) სპეციალური მასწავლებელი იცნობს სხვადასხვა სახის დარღვევას, რომელიც ხელს უშლის ინდივიდს სწავლასა და დამოუკიდებელ ფუნქციონირებაში; იცის, რა გავლენას ახდენს ეს დარღვევები მოსწავლის სწავლასა და განვითარებაზე;
ზ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს პროფესიულ ცოდნას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე (სსსმ) მოსწავლის სწავლების მეთოდოლოგიების, სწავლების სტრატეგიებისა და დახმარების ტექნოლოგიების შესახებ;
თ) სპეციალურმა მასწავლებელმა იცის ბავშვის განვითარებაზე მოქმედი ინდივიდუალური (პიროვნული) და გარემო ფაქტორები; იცის, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ფაქტორებმა სსსმ მოსწავლის სწავლასა და განვითარებაზე;
ი) სპეციალური მასწავლებელი ფლობს საბაზო აკადემიური უნარების (წერა, კითხვა და ანგარიში) განვითარების მეთოდებსა და სტრატეგიებს სსსმ მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით;
კ) სპეციალურმა მასწავლებელმა იცის პრობლემური ქცევის მართვის სტრატეგიები.
მუხლი 76. მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალური მასწავლებელი
1. მხედველობის დარღვევის მქონე სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები:
ა) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია ოფთალმოლოგთან მჭიდრო თანამშრომლობით შეაფასოს მხედველობის დარღვევის მქონე ინდივიდის ფუნქციური მხედველობა და დაადგინოს, რა სახის ტექნიკური აღჭურვილობა ესაჭიროება მას;
ბ) სპეციალური მასწავლებელი მოსწავლის მშობელთან, ფსიქოლოგთან და სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობით აფასებს მხედველობის დარღვევის მქონე პირის აკადემიურ, სოციალურ, ქცევით უნარებს, დამოუკიდებლობის ხარისხსა და საგანმანათლებლო გარემოს;
გ) სპეციალური მასწავლებელი მხარდაჭერას უწევს კლასის მასწავლებელს მხედველობის დარღვევის მქონე პირებისთვის სასწავლო მასალის შერჩევაში, ორგანიზებასა და გამოყენებაში;
დ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს და იყენებს ბრაილის შრიფტის გამოყენების ტექნიკას და შეუძლია მისი სწავლება უსინათლო მოსწავლეებისა და მათი მშობლების/მეურვისთვის;
ე) სპეციალური მასწავლებელი ფლობს კომპენსატორული აუდიოუნარების სწავლების ტექნოლოგიას და იყენებს ამ ცოდნას სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანობაში, როგორც თვალით კითხვის ან ბრაილის შრიფტის სწავლების დამატებით ტექნიკას;
ვ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლისთვის ხელით წერისა და ხელმოწერის სწავლების სტრატეგიებს და იყენებს ამ ცოდნას სწავლა-აღმზრდელობით საქმიანობაში;
ზ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს და იყენებს კომპიუტერის კლავიატურის გამოყენების სწავლების ტექნოლოგიას მხედველობის დარღვევის მქონე პირებისთვის;
თ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს და იყენებს დამხმარე ტექნოლოგიების (გამადიდებელი ლუპები, ბინოკლი, ხმის სინთეზატორი, საანგარიშო, ხმოვანი გამომთვლელი მანქანა, ტაქტილური გრაფიკები და სხვ.) გამოყენების სწავლების ტექნოლოგიას მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის;
ი) სპეციალური მასწავლებელი ფლობს და იყენებს მცირემხედველ მოსწავლეებთან ნარჩენი მხედველობის ეფექტურად გამოყენების სწავლების ტექნოლოგიას;
კ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს და იყენებს მხედველობის დარღვევის მქონე პირისთვის სოციალური და საყოფაცხოვრებო უნარების სწავლების მეთოდიკას;
ლ) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია სპეციალური ტექნოლოგიების გამართვა, გამოყენება და შენახვა;
მ) სპეციალური მასწავლებელი აძლევს რჩევას მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეს, მშობელს/მეურვეს, დროულად მიმართოს შესაბამის სერვისებსა და დაწესებულებებს;
ნ) სპეციალური მასწავლებელი იძლევა პროფესიასთან დაკავშირებულ რჩევებს უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისთვის.
2. მხედველობის დარღვევის მქონე სპეციალური მასწავლებლის პროფესიული ცოდნა:
ა) სპეციალური მასწავლებელი ფლობს პროფესიულ ცოდნას უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლების შესახებ;
ბ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს პროფესიულ ცოდნას მხედველობის დარღვევის მქონე პირების სწავლების მეთოდოლოგიების, სწავლების სტრატეგიების და დამხმარე ტექნოლოგიების შესახებ. იცნობს სწავლების მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს;
გ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს პროფესიულ ცოდნას ადამიანის მხედველობის სისტემის აგებულებისა და მისი ფუნქციონირების შესახებ; იცნობს ადამიანის მხედველობის სისტემასთან დაკავშირებული დარღვევებისა და დაავადებების თანამედროვე კლასიფიკაციას;
დ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს პროფესიულ ცოდნას მხედველობის დარღვევის გავლენის შესახებ ბავშვის განვითარებასა და სწავლაზე;
ე) სპეციალურმა მასწავლებელმა იცის, როგორ ხდება მხედველობის დარღვევის კომპენსაცია სხვა სენსორული სისტემების საშუალებით და იყენებს ამ ცოდნას პროფესიულ საქმიანობაში;
ვ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს პროფესიულ ცოდნას იმის თაობაზე, თუ რა გავლენას ახდენს გარემო (ფიზიკური, სოციალური, აუდიტორული, ინსტიტუციური) უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლის განვითარებასა და სწავლაზე.
მუხლი 77. სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალური მასწავლებელი
1. სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალური მასწავლებლის უნარ-ჩვევები:
ა) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია აუდიოგრამის წაკითხვა და იცის, როგორ ფუნქციონირებს სმენის აპარატი;
ბ) სპეციალურ მასწავლებელს მშობელთან, კლასის მასწავლებელთან და სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობით შეუძლია სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის აკადემიური, სოციალური, ქცევითი/ემოციური უნარების, დამოუკიდებლობის ხარისხისა და საგანმანათლებლო გარემოს შეფასება;
გ) სპეციალური მასწავლებელი სხვა სპეციალისტებთან, მათ შორის, ფსიქოლოგთან და მშობლებთან, თანამშრომლობით იყენებს გარემოს ორგანიზების სხვადასხვა სტრატეგიას, რომლებიც ხელს უწყობს სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის განვითარებასა და სწავლას ყველა მოქმედი სენსორული სისტემის საშუალებით;
დ) სპეციალური მასწავლებელი უზრუნველყოფს სმენის დარღვევის მქონე ინდივიდებისთვის სასწავლო მასალის შერჩევას, ორგანიზებასა და გამოყენებას;
ე) სპეციალური მასწავლებელი სმენის დარღვევის მქონე პირის განვითარების ყველა საფეხურზე უზრუნველყოფს მის ეფექტურ კომუნიკაციას საგანმანათლებლო გარემოსთან;
ვ) სპეციალური მასწავლებელი აცნობიერებს და პრაქტიკულ საქმიანობაში იყენებს ცოდნას იმის შესახებ, რომ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლების სტილის (მეთოდებისა და ტექნოლოგიების) შერჩევა უკავშირდება სმენის დარღვევის ფორმასა და ასაკს, როდესაც მოხდა სმენის დაზიანება;
ზ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს ჟესტურ ენას და იყენებს მას საგანმანათლებლო პროცესში, ყრუ მოსწავლეების სწავლებისას;
თ) სპეციალური მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში ასწავლის ჟესტურ ენას ყრუ მოსწავლეს და უწევს რეკომენდაციას მასთან უშუალო კავშირში მყოფ პირს;
ი) სპეციალური მასწავლებელი ფლობს და იყენებს ბილინგვურ მიდგომას სმენის დარღვევის მქონე მოსწავლესთან;
კ) სპეციალური მასწავლებელი იცნობს სწავლების აუდიოვერბალურ/აუდიოორალურ მეთოდს და მიზანმიმართულად იყენებს მას სმენადაქვეითებული მოსწავლეების სწავლებისას;
ლ) სპეციალური მასწავლებელი იცნობს და საჭიროების შემთხვევაში იყენებს ტოტალური კომუნიკაციის მეთოდს;
მ) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია დამხმარე და გამაძლიერებელი ტექნოლოგიების გამართვა, გამოყენება და შენახვა;
ნ) სპეციალური მასწავლებელი აძლევს რჩევას სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეს ან მის მშობელს/მეურვეს, დროულად ჩაერთოს შესაბამის სერვისებსა და დაწესებულებებში;
ო) სპეციალური მასწავლებელი იძლევა პროფესიასთან დაკავშირებულ რჩევებს სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის.
2. სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალურმა მასწავლებელმა იცის:
ა) სპეციალური მასწავლებელი იცნობს ყრუ და სმენადაქვეითებული პირების განათლების ისტორიულ და ფილოსოფიურ საფუძვლებს, ძირითად მოდელებსა და თეორიებს. იცის, რა განსხვავებაა სმენის დარღვევის სამედიცინო, სოციალურ და კულტურულ მოდელებს შორის;
ბ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს პროფესიულ ცოდნას სმენის დარღვევის მქონე პირების სწავლების მეთოდოლოგიების, სწავლების სტრატეგიებისა და დახმარების ტექნოლოგიების შესახებ. იცნობს სწავლების მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს;
გ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს პროფესიულ ცოდნას სმენის ანალიზატორის აგებულებისა და ფუნქციონირების, სმენის დარღვევის თანამედროვე კლასიფიკაციის შესახებ;
დ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს პროფესიულ ცოდნას სმენის დარღვევის მქონე პირის განვითარების კანონზომიერებების, მათ შორის, ენისა და მეტყველების განვითარების შესახებ;
ე) სპეციალური მასწავლებელი ფლობს პროფესიულ ცოდნას იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს სოციალური გარემო სმენის დარღვევის მქონე ინდივიდის განვითარებასა და სწავლაზე;
ვ) სპეციალური მასწავლებელი იცნობს ყრუთა კულტურასა და ისტორიას და ფლობს ინფორმაციას ჟესტური ენებისა და ამ ენაზე მეტყველი საზოგადოებების შესახებ;
ზ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს პროფესიულ ცოდნას ყრუ ადამიანის ლინგვისტური უფლებების შესახებ და იმის შესახებ, რომ ყრუ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ჟესტურ ენაზე მეტყველი გარემო.
მუხლი 78. საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალური მასწავლებელი
1. საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალური მასწავლებლის უნარ-ჩვევები:
ა) სპეციალური მასწავლებელი აფასებს საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლის აკადემიურ, სოციალურ უნარებს, დამოუკიდებლობის ხარისხსა და საგანმანათლებლო გარემოს;
ბ) სპეციალური მასწავლებელი იყენებს სხვა სპეციალისტების მიერ ჩატარებული ინტელექტის ტესტებისა და ადაპტური ფუნქციონირების მონაცემებს საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლესთან მუშაობის დაგეგმვისა და წარმართვის დროს;
გ) სპეციალური მასწავლებელი უზრუნველყოფს საშუალო და მძიმე ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით სასწავლო მასალის შერჩევას, ორგანიზებასა და გამოყენებას;
დ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს და იყენებს საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირებისთვის ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისი წერა-კითხვის (მათ შორის, ფუნქციური კითხვის) და ანგარიშის სწავლების ინდივიდუალიზებულ მეთოდებს;
ე) სპეციალური მასწავლებელი ფლობს და იყენებს საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირების ადაპტური ქცევისა და სოციალური უნარების სწავლების მეთოდიკას და ხელს უწყობს მათ ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
ვ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს და იყენებს საშუალო და მძიმე ინტელექტუალური, მათ შორის, მრავალმხრივი დარღვევის მქონე მოსწავლის კლასში ჩართვის სტრატეგიებს;
ზ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს და იყენებს საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლის პრობლემური ქცევის შეფასების, პრევენციისა და მართვის მრავალფეროვან ტექნიკას, მათ შორის, გამოყენებით ქცევით ანალიზს;
თ) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია რეკომენდაციის გაწევა სხვა სპეციალისტებისათვის საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლესთან პროფესიული უნარების განვითარებაზე მუშაობის პროცესში;
ი) სპეციალური მასწავლებელი აძლევს რჩევას საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეს, მშობელს/მეურვეს, დროულად მიმართოს შესაბამის სერვისებსა და დაწესებულებებს, მათ შორის, პროფესიულ და სახელობო განათლების ცენტრებს.
2. საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალური მასწავლებელი ფლობს:
ა) პროფესიულ ცოდნას საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირთა განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლების შესახებ;
ბ) პროფესიულ ცოდნას საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირთა განათლების თანამედროვე თეორიების შესახებ;
გ) პროფესიულ ცოდნას საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირების შემეცნებითი, სოციალური, ემოციური, მოტორული და ქცევითი თავისებურებების შესახებ;
დ) სპეციალური მასწავლებელი იცნობს საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის იდენტიფიკაციისა და დიაგნოსტირების ინსტრუმენტებსა და კრიტერიუმებს;
ე) სპეციალური მასწავლებელი იცნობს სხვადასხვა დარღვევის ძირითად მახასიათებლებს, რომლებიც უკავშირდება საშუალო და მძიმე ინტელექტუალურ დარღვევას (დაუნის სინდრომი, მყიფე სინდრომი თუ სხვა ქრომოსომული და მეტაბოლური პროცესებით გამოწვეული დარღვევები; ცერებრული დამბლა და სხვ.);
ვ) პროფესიულ ცოდნას საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირების სწავლების მეთოდოლოგიების, სწავლების სტრატეგიების და დახმარების ტექნოლოგიების შესახებ. იცნობს სწავლების მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს.
მუხლი 79. ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალური მასწავლებელი
1. ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალური მასწავლებლის უნარ-ჩვევები:
ა) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლის აკადემიური, სოციალური, ქცევითი უნარების, დამოუკიდებლობის ხარისხისა და საგანმანათლებლო გარემოს შეფასება;
ბ) სპეციალური მასწავლებელი იყენებს სხვა სპეციალისტების მიერ ჩატარებული შეფასების შედეგებს ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლესთან მუშაობის დაგეგმვისა და წარმართვის დროს;
გ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს და იყენებს ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლის პრობლემური ქცევის შეფასებისა და მართვის მრავალფეროვან ინდივიდუალურ და ჯგუფურ მეთოდებს, მათ შორის, გამოყენებით ქცევით ანალიზს;
დ) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლეს საკუთარი ქცევის მართვის, სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებისა და პრობლემის გადაჭრის სტრატეგიები;
ე) სპეციალური მასწავლებელი ხელს უწყობს თანმიმდევრული საკლასო რუტინის/წესების შექმნასა და დაცვას ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე პირებისათვის;
ვ) სპეციალური მასწავლებელი უზრუნველყოფს ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის სასწავლო მასალის შერჩევას, ორგანიზებასა და გამოყენებას;
ზ) სპეციალური მასწავლებელი რეკომენდაციას უწევს ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლის მშობელს/მეურვეს, აღმზრდელს, მოსწავლის ქცევის მართვის სტრატეგიებთან დაკავშირებით;
თ) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია, რეკომენდაცია გაუწიოს სხვა სპეციალისტს ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლისთვის პროფესიული უნარების განვითარების პროცესში;
ი) სპეციალური მასწავლებელი აძლევს რჩევას ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლეს, მშობელს/მეურვეს, დროულად მიმართოს შესაბამის სერვისებსა და დაწესებულებებს.
2. ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალური მასწავლებელი ფლობს:
ა) პროფესიულ ცოდნას ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლეთა განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლების შესახებ;
ბ) პროფესიულ ცოდნას ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლეთა განათლების შესახებ არსებული თეორიების შესახებ;
გ) პროფესიულ ცოდნას ქცევითი და ემოციური დარღვევის ფორმებისა და ეტიოლოგიის შესახებ;
დ) პროფესიულ ცოდნას ქცევითი და ემოციური დარღვევის გავლენის შესახებ ბავშვის განვითარებასა და სწავლა-სწავლებაზე;
ე) პროფესიულ ცოდნას ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე პირების სწავლების მეთოდოლოგიების, სწავლების სტრატეგიებისა და დახმარების ტექნოლოგიების შესახებ. იცნობს სწავლების მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს;
ვ) პროფესიულ ცოდნას ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის ეთიკის ნორმების შესახებ.
თავი XXVI. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის სტანდარტი
მუხლი 80. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელს შეუძლია:
ა) მიმართულება: ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
ა.ა) მიზეზშედეგობრივი კავშირების დამყარება ჯანსაღი ცხოვრების წესის როლსა და მოზარდის ანატომიურ-ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას შორის;
ა.ბ) პირადი ჰიგიენის, დაზღვევა-დახმარების, თვითდაზღვევისა და უსაფრთხოების წესების (სპორტულ დარბაზში, სპორტულ მოედანზე და საზოგადოდ) დაცვა;
ა.გ) საკუთარი მოძრაობების მართვის ხერხების სისტემური ათვისება და ამ გზით ცხოვრებაში აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევების და მათთან დაკავშირებული ცოდნის შეძენა და პრაქტიკაში რაციონალური გამოყენება;
ა.დ) მიზეზშედეგობრივი კავშირების დამყარება ჯანსაღი ცხოვრების წესის (ფიზიკური განვითარება, ორგანიზმის ფუნქციურ შესაძლებლობათა გაფართოება და გაკაჟება, მოძრაობითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება) როლსა და საზოგადოებაში პიროვნების წარმატებული ინტეგრაციის (შრომისმოყვარეობა, ზნეობრივი ნორმების დაცვა, პატრიოტიზმი, სიმამაცე, შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა) პროცესს შორის;
ა.ე) განსაკუთრებული შემთხვევის დროს ადეკვატურად რეაგირება და პირველადი დახმარების აღმოჩენა;
ა.ვ) საზოგადოებაში მოზარდის ინტეგრაციის პროცესში შესაძლო საფრთხეების ანალიზი (იცნობს უსაფრთხოების წესებს, სხვადასხვა მოქმედების ხერხებს და ფლობს შესაძლო კრიტიკული სიტუაციიდან გამოსვლის საშუალებებს).
ბ) მიმართულება: მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები
ბ.ა) ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოძრაობითი მოქმედებების შესრულების ხერხების წარმოჩენა (მთლიანად ან ელემენტებად, შენელებულ ან ჩვეულებრივ ტემპში);
ბ.ბ) ცალკეული მოძრაობების იზოლირება და ერთმანეთთან შედარება, მათი მართვა, საკუთარი შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენება;
ბ.გ) მოძრავი და სპორტული თამაშების წესების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება.
გ) მიმართულება: აქტიური მონაწილეობა
გ.ა) ორგანიზმის გაკაჟებისა და ჯანმრთელობის განმტკიცებისათვის აუცილებელი ფიზიკური აქტივობების დანერგვა და განვითარება;
გ.ბ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი ლაშქრობა-ექსკურსიების დროს სავალდებულო წესების, სპეციალური ნორმებისა და მოთხოვნების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება;
გ.გ) კლასგარეშე აქტივობების (სპორტული, შრომითი, საზოგადოებრივი და სხვ.) აღწერა და გამოყენება;
გ.დ.) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა ინტეგრაცია თანატოლებთან და მათი ჩართვა გუნდურ თამაშებსა და ინდივიდუალურ მოძრაობით მოქმედებებში.
მუხლი 81. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელმა იცის:
ა) ცხოვრების ჯანსაღი წესის არსი, მისი მთავარი პრინციპები, მათი დანერგვისა და დაცვის აუცილებლობა, შრომით და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობა-მონაწილეობა;
ბ) ფიზიკური აღზრდის მიზანი და ამოცანები;
გ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საწყისი ცნებები: ფიზიკური აღზრდა, ფიზიკური მომზადება, ფიზიკური კულტურა, ფიზიკური სრულყოფა, ფიზიკური განვითარება, სპორტი, სპორტული წვრთნა;
დ) მოტორული (მოძრაობითი) უნარ-ჩვევების საფუძვლები, რაციონალური ტანადობის განვითარების და კუნთური მასის ზრდის მასტიმულირებელი ვარჯიშები, მათი პრაქტიკული მნიშვნელობა, სარგებლიანობა, რიგითობა, სიხშირე, რიტმი, მოცულობა და ა.შ. (ინდივიდუალური და ჯგუფური ვარჯიშების კომპლექსები მოძრაობითი უნარიანობის განვითარების შესაძლებლობათა მიხედვით);
ე) ოლიმპიური თამაშების საინტერესო ფაქტები და საქართველოს სპორტსმენთა სპორტული მიღწევები ოლიმპიურ თამაშებზე;
ვ) მოძრაობითი მოქმედებების სწავლების საშუალებები და მეთოდები; სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოზარდებთან მუშაობის სპეციფიკა;
ზ) მოძრავი თამაშების ჩატარების მეთოდიკა (თამაშის მომზადება, თამაშის დაწყება და მისი ხელმძღვანელობა, თამაშის ორგანიზებულად დამთავრება);
თ) ფიზიკური ვარჯიშები – ფიზიკური აღზრდის ძირითადი სპეციფიკური საშუალება (შინაარსი და ფორმა); ფიზიკურ ვარჯიშთა ტექნიკა; მოძრაობის მახასიათებლები, მოძრაობითი მოქმედებების ტექნიკურად შესრულების ზოგადი წესები, ფიზიკურ ვარჯიშთა კლასიფიკაცია, ვარჯიშთა ეფექტურობის დამოკიდებულობა მათი გამოყენების პირობებზე;
ი) ფიზიკური აღზრდის მეთოდების სტრუქტურული საფუძვლები (დატვირთვა და დასვენება; ზუსტად რეგლამენტირებული ვარჯიშის მეთოდები; თამაშობითი და შეჯიბრებითი მეთოდები; სიტყვიერი და თვალსაჩინო მეთოდები);
კ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი ლაშქრობა-ექსკურსიების მნიშვნელობა და ორგანიზება (ლაშქრობის ხასიათი, მისი სირთულე და სახეობა, მარშრუტის მანძილი, გზისა და რელიეფის ხასიათი, წლის პერიოდი, კლიმატური პირობები, მოსწავლეთა რაოდენობა და მათი ფიზიკური და ტექნიკური მომზადება, უზრუნველყოფა საჭურველ-აღკაზმულობით, კვების პროდუქტებით, სატრანსპორტო საშუალებით და სხვა);
ლ) ფიზიკური აღზრდის დიდაქტიკური პრინციპები;
მ) სპორტული ტერმინოლოგია;
ნ) სწავლების პროცესის წინაპირობები და ეტაპები (სწავლების პირველდაწყებითი ეტაპი, გაღრმავებული სწავლების ეტაპი, ცოდნის განმტკიცებისა და შემდგომი სრულყოფის ეტაპი);
ო) ფიზიკური თვისებები (ძალა, გამძლეობა, სისწრაფე, სიმარჯვე, მოქნილობა, კოორდინაცია და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი სხვა უნარი); ამოცანები, საშუალებები და მათი განვითარების მეთოდები;
პ) გაკვეთილის განმსაზღვრელი ნიშნები; ამოცანების დასახვა გაკვეთილზე; გაკვეთილის სტრუქტურა (ნაწილები); დატვირთვის რეგულირებისა და მოვარჯიშეთა ორგანიზაციის მეთოდიკა; საინტერესო და სახალისო გაკვეთილის განმსაზღვრელი პირობები; სასწავლო გეგმის მიხედვით გაკვეთილების დაგეგმვა და აღრიცხვა;
ჟ) ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან მეცადინეობების თავისებურებები;
რ) მოსწავლეთა ინდივიდუალური მიდრეკილებისა და თანდაყოლილი მონაცემების სწორი შეფასება და სპორტის შესაბამისი სახეობის შერჩევა;
ს) ფიზიკური, ტექნიკური, ტაქტიკური, ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური მომზადება;
ტ) საკვების მნიშვნელობა ბავშვთა ზრდა-განვითარების, ჯანმრთელობის განმტკიცებისა და შრომისუნარიანობის ამაღლებაში; კვების რეჟიმი, სპორტული დიეტა;
უ) ბუნებრივი გარემოს გამაჯანსაღებელი ძალები (მზე, ჰაერი, წყალი) და ჰიგიენური ფაქტორები, როგორც ფიზიკური აღზრდის საშუალება. ბუნებრივი ფაქტორების მიზანშეწონილი გამოყენებით, ფიზიკური ვარჯიშობის პროცესში ორგანიზმის გაკაჟება და სხვა რთულ პირობებთან ორგანიზმის შეგუება;
ფ) პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა; ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ჰიგიენა; სხეულის მოვლის წესები და პროცედურები; ჰიგიენური მოთხოვნები სპორტული ტანსაცმლისა და სპორტული ფეხსაცმელების მიმართ; ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სამეცადინო ადგილის, სპორტული ინვენტარის, სპორტული დარბაზისა და სათავსოების ჰიგიენის დაცვა;
ქ) ტრავმატიზმის პროფილაქტიკა, რეგულარული სამედიცინო შემოწმების მნიშვნელობა; პირველადი სამედიცინო დახმარება და მისი ორგანიზაცია;
ღ) მავნე ჩვევების გავლენა ადამიანის ფსიქიკასა და ხასიათზე (აპათია, აგრესია, დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, ყურადღების გაფანტვა და სხვა);
ყ) თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მავნე ზემოქმედება;
შ) ადამიანთა ურთიერთობა, თანაცხოვრების პრინციპების დაცვა, უმწეოთა მიმართ თანაგრძნობა; ტოლერანტობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ადამიანების, საპირისპირო სქესის, უფროსი ასაკის პირთა, ეროვნების, რელიგიის და ა.შ. წარმომადგენელთა მიმართ.
მუხლი 82. სწავლების მეთოდები
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელს შეუძლია:
ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვა:
ა.ა) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო პროგრამაზე დაყრდნობით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, შესაბამისი ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;
ა.ბ) სასწავლო გეგმის შედგენა, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა ასაკობრივ და გენდერულ თავისებურებებს, მათ შემძლეობით უნარიანობას, ინტერესებსა და მოთხოვნილებებს, არსებულ მატერიალურ რესურსებს; უსაფრთხოების წესების დაცვას;
ა.გ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო პროგრამის შესაბამისი სწავლა-სწავლების ეფექტური სტრატეგიების განსაზღვრა: სიტყვიერი და თვალსაჩინო ზემოქმედების საშუალებები;
ა.დ) მოძრაობათა სწავლების პროცესის თავისებურებათა იმ კანონზომიერებების განსაზღვრა, რომელთა მიხედვით ხორციელდება მოძრაობითი შემძლეობის, ჩვევებისა და მასთან დაკავშირებული ცოდნის მიზანდასახული ჩამოყალიბება; ფიზიკური ვარჯიშების ტექნიკის დასწავლის, განმტკიცებისა და სრულყოფის ოპტიმალური გზების შერჩევა;
ა.ე) მოსწავლეთა შესაძლებლობების შესაბამისი სხვადასხვა ტიპისა და სირთულის დავალებების (ვარჯიშები, მოძრაობითი მოქმედებები, სიტუაციური ამოცანები) შერჩევა/შედგენა;
ა.ვ) ჰიგიენური და უსაფრთხოების წესების შესწავლისათვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა:
ბ) კომპლექსური ხასიათის სასიცოცხლო მნიშვნელობის მოძრაობითი და მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის აუცილებელი აქტივობების დაგეგმვა:
ბ.ა) მოსწავლის სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის განვითარებისათვის შესაბამისი გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა;
ბ.ბ) ამ მიზნების შესაბამისი კომპლექსური ვარჯიშების შერჩევა/შემუშავება; უხეში შეცდომების აცილების მიზნით, სპეციალური ტრენაჟორების, დამხმარე საშუალებების, სპორტული იარაღებისა და ინვენტარის გამოყენება;
ბ.გ) მოსალოდნელი შედეგის შინაარსისა და მიზნების რუკის შედგენა, რომელშიც აისახება შედეგის მისაღწევად საჭირო ვარჯიშები (თავის, კისრის, გულ-მკერდის, მუცლის, ქვემო და ზემო კიდურების კუნთები, სასუნთქი აპარატი და სხვა), მათი თანმიმდევრობა, ინტენსივობა და ა.შ.;
ბ.დ) ამ რუკაზე დაყრდნობით, სხვადასხვა ტიპისა და სირთულის ვარჯიშების შერჩევა/შემუშავება, რომლებიც მოსწავლეებს ეტაპობრივად განუვითარებს კომპლექსურ, სასიცოცხლო მნიშვნელობის მოძრაობით უნარ-ჩვევებს;
ბ.ე) მონაწილეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენაში ფიზიკური აღზრდის და სპორტის საგნობრივ პროგრამაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩასართავად;
გ) სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი კომპლექსური ხასიათის ჯგუფური აქტივობების დაგეგმვა:
გ.ა) გუნდური თამაშების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ლაშქრობების, სპორტული შეჯიბრებების შერჩევა და ჩატარება;
გ.ბ) სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის სხვა საგნისა და საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებთან თანამშრომლობა და მოძრაობითი აქტივობების ერთობლივი დაგეგმვა;
გ.გ) დაგეგმილ აქტივობათა განხორციელებისათვის საჭირო დროის განსაზღვრა, თითოეული აქტივობის მსვლელობის ეტაპების დაგეგმვა და სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების შერჩევა: ინდივიდუალური, ჯგუფური, გუნდური, მთელი კლასის მონაწილეობით მუშაობა.
მუხლი 83. სასწავლო პროცესის წარმართვა
ა) დაგეგმილი გაკვეთილების პრაქტიკაში განხორციელება (პირდაპირი ინსტრუქცია, კოოპერირებული შესწავლა, დისციპლინათშორისი ინსტრუქციები), რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს მოსწავლეთა მოტივაცია და წარმატებულობა;
ბ) მრავალფეროვანი აქტივობებისა და სტრატეგიების გამოყენება მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების მიზნით – სახალისო პრობლემური სიტუაციების, მოსწავლის ინტერესებთან და პირად გამოცდილებასთან დაკავშირებული საკითხების, ვარჯიშთა კომპლექსების გამოყენება;
გ) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს ყოველი მოსწავლის ჩაბმას აქტივობებში (მათ შორის, არასათანადო ფიზიკური მდგომარეობის მქონე და სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდების): დიფერენცირებული მოთხოვნების წაყენება მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით;
დ) შესაბამისი რესურსების (სპორტული ინვენტარი, სპორტული იარაღები, მოწყობილობები, კომპიუტერი, ვიდეომასალა, ექსპერტების მოწვევა და სხვ.) შერჩევა და ამა თუ იმ მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის აუცილებელი მოქმედებებისა თუ ვარჯიშების შესასრულებლად ნათელი და ამომწურავი ინსტრუქციების მიცემა.
მუხლი 84. შეფასება
ა) განმავითარებელი შეფასების გამოყენება, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით;
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმებისა და სქემების შედგენა და გამოყენება;
ბ) მოსწავლეთა პროგრესისა და მიღწევების მონიტორინგის წარმართვა;
გ) მოსწავლეთა საჭიროებების, პროგრესისა და მიღწევების აღნუსხვა, ანალიზი და ანგარიშის სახით წარმოდგენა;
დ) შეფასების მონაცემების გამოყენება მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად; საკუთარი პედაგოგიური საქმიანობის შეფასება.
მუხლი 85. ფიზიკური აღზრდის სწავლების შედეგად მოსწავლის პიროვნული განვითარების უზრუნველყოფა
ა) მოსწავლეთათვის ისეთი აქტივობების/ამოცანების (პრობლემური საყოფაცხოვრებო სიტუაციური ამოცანების გადაჭრა, ვარჯიშების კომპლექსების შემუშავებაში, სპორტულ ღონისძიებებში, ინტერდისციპლინურ აქტივობებში მონაწილეობა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ტურისტული ლაშქრობებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა) შეთავაზება, რაც ხელს შეუწყობს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, ფიზიკური და ფსიქიკური უნარების განვითარებასა და ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას;
ბ) ისეთი აქტივობების შერჩევა/შედგენა, რომლებიც ასახავს რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციას და საშუალებას მისცემს მოზარდებს, დაუკავშირონ საკუთარი გამოცდილება არსებულ სოციოკულტურულ გარემოსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ სხვადასხვა ტიპის ცხოვრების წესს; ამოიცნონ და გააანალიზონ მსგავსება-განსხვავებები, დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები, გამოიტანონ დასკვნები და მოახდინონ შეფასებები;
გ) მოსწავლეების მოთხოვნილებებზე (კონკრეტული მოსწავლისა და კლასის შესაძლებლობებზე, მიღწევებზე, წარუმატებლობის მიზეზებზე) ორიენტირებული კვლევის წარმოება. ამ მიზნიდან გამომდინარე, კოლეგებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა, რაც უზრუნველყოფს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მაქსიმალურ მიღწევას; ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების სწავლა-სწავლების პროცესისთვის საჭირო გაკვეთილების დაგეგმვა იმგვარად, რომ გამოიწვიოს მოსწავლეთა მაქსიმალური დაინტერესება, მოტივაციის აღძვრა; ხელი შეუწყოს დასახული მიზნების თანმიმდევრულად მიღწევას, კლასის ორგანიზებას, მართვას, მოსწავლეთა შემოწმებისა და შეფასებისათვის საჭირო ხერხებისა და მეთოდების წარმატებით გამოყენებას;
დ) იმ საშუალებების, მეთოდებისა და ხერხების თანმიმდევრულად გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ სწავლების აუცილებელ ეფექტს.
თავი XXVII. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის სტანდარტი
მუხლი 86. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელს შეუძლია:
ა) მიმართულება: შემოქმედებითობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები
ა.ა) ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების გამოყენება ნამუშევარში იდეის, შინაარსის, ხასიათის, განწყობილების გადმოსაცემად (კომპოზიციური განაწილება, ფერი, კოლორიტი, ფაქტურა, განათება; შესრულების მანერა: მონასმი, ხაზი, ფორმა; დეტალი: პოზა, ჟესტი, გამომეტყველება და ა.შ.);
ა.ბ) ნამუშევრის შექმნისას კომპოზიციური განაწილების პრინციპების (მთლიანობა, წონასწორობა, პერსპექტივა, პროპორცია, ხედვის წერტილი, ჰორიზონტის ხაზი, თავშეყრის წერტილი, წინა და უკანა პლანი, მასშტაბი, სიმეტრია) გამოყენება;
ა.გ) ნამუშევრის შექმნისას ცივი და თბილი, კონტრასტული ფერების, ფერთა გრადაციის გამოყენება (კოლორიტი, ფერის ინტენსივობა, ნახევარტონი, ფერი (ძირითადი, შედგენილი და სხვა);
ა.დ) სხვადასხვა მხატვრული ხერხის (შუქ-ჩრდილი, შტრიხი, ლაქა, ბლიკი და ა.შ.) საშუალებით, საგანთა მოცულობის გამოსახვა;
ა.ე) სხვადასხვა მხატვრული ხერხისა (შუქ-ჩრდილი, კონტრასტი, კომპოზიციური განაწილება, სხვადასხვაგვარი მონასმი, ფაქტურა, ლაქა, კოლორიტი და ა.შ.) და ეფექტის გამოყენებით, ასოციაციების, ემოციების, იდეების გადმოცემა;
ა.ვ) სხვადასხვა ტექნიკის, პროცედურის (ტრადიციული ხელსაქმის სხვადასხვა სახეობის, ფერწერის, გრაფიკის, კოლაჟის, აპლიკაციის, მარტივი სამგანზომილებიანი კონსტრუქციის და ა.შ.) გამოყენება;
ა.ზ) კომპიუტერული, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება დიზაინის შესაქმნელად, დოკუმენტაციის გასაკეთებლად, ვიდეოგადაღებისთვის, პრეზენტაციის ჩასატარებლად;
ა.თ) სასკოლო რესურსის შექმნა (თეატრალური რეკვიზიტები სასკოლო სპექტაკლებისთვის, სასკოლო სტენდები, წიგნების აკინძვა, რუკები და სხვ.) და ადეკვატური გამოყენება;
ა.ი) ექსპერიმენტის ჩატარება ნამუშევრის შექმნისას (ხელოვნების ელემენტების, პრინციპების, სხვადასხვა მასალის, ტექნიკისა და პროცედურის გამოყენებით);
ა.კ) შემოქმედებითი იდეების პროდუცირების უნარი (მოსწავლის სტანდარტის მოთხოვნებისა და მოსწავლეთა შესაძლებლობების შეთავსებით, სხვადასხვა ტიპის თემების, აქტივობების, პროექტების ორგანიზება, ლოგიკური, შედეგზე ორიენტირებული თანმიმდევრობის დაგეგმვა და განხორციელება);
ა.ლ) მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, კომფორტული, შემოქმედებითი და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა შემეცნებისა და შემოქმედების მოტივირებას;
ა.მ) სასწავლო რესურსების ორგანიზება; მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინება, თვითგამოხატვის საშუალების მიცემა, საინტერესო ამოცანების და აქტივობების შეთავაზება და სხვა;
ა.ნ) მოსწავლეების დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის ორგანიზება (მოსწავლეთა ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა, ფუნქციების ადეკვატურად განაწილება, მეწყვილეთა ურთიერთდახმარების წახალისება).
ბ) მიმართულება: ხელოვნების აღქმა კონტექსტში.
ბ.ა) ხელოვნების ნიმუშის, ავტორის, ეპოქის ამოცნობა;
ბ.ბ) სხვადასხვა ეპოქის ხელოვნების (მაგ., ძველი აღმოსავლეთი, ანტიკური ხანა, შუა საუკუნეები, XV–XIX საუკუნეების დასავლეთ ევროპა) გარჩევა-ანალიზი, მსჯელობა სხვადასხვა ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებზე (კომპოზიციური განაწილება, კოლორიტი, ხაზი, ფორმა, შესრულების მანერა), თემატიკაზე, ეპოქათა შორის გავლენასა და შემოქმედის ინდივიდუალობაზე. ამ კუთხით, ეგვიპტური, ანტიკური, შუა საუკუნეებისა და სხვა ეპოქის ხელოვნების შედარებითი ანალიზი, ნამუშევრის შინაარსის დაკავშირება ისტორიულ, პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ კონტექსტთან (მაგ., დელაკრუას „თავისუფლება ბარიკადებზე“);
ბ.გ) სხვადასხვა მხატვრული სტილისთვის დამახასიათებელი ნიშნებისა (ფორმა – მოცულობითი/ბრტყელი, გარემო – რეალური/ირეალური, პროპორციები, მასშტაბი – რეალური/უტრირებული, დარღვეული და სხვ.) და ძირითადი მიმდინარეობების გარჩევა-ანალიზი; ცვლილებები ხელოვნებაში (ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა, არქიტექტურა, დიზაინი, ვიზუალური ხელოვნება და ა.შ.), მსჯელობა თეორიებზე, გამომსახველობით ხერხებზე, ტექნოლოგიაზე, მასალაზე და ა.შ.);
ბ.დ) სახვითი ხელოვნების დარგებისა და ჟანრების ამოცნობა-დახასიათება, მსჯელობა მათი წარმოშობისა და განვითარების ისტორიის შესახებ;
ბ.ე) სხვადასხვა ეპოქაში არსებული დომინანტური ხელოვნების დარგების ეპოქალური ანალიზი;
ბ.ვ) მსჯელობა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების დარგებზე, მათი წარმოშობისა და განვითარების ისტორიაზე, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების დამზადების ტექნოლოგიასა და მასალაზე;
ბ.ზ) მსჯელობა-ანალიზი ქართული ხელოვნებისა და კულტურის შესახებ;
ბ.თ) კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტში გააზრების უნარი;
ბ.ი) ხელოვნების ნაწარმოების შინაარსის ამოცნობა და დაკავშირება ცხოვრებისეულ, ლიტერატურულ, ისტორიულ, რელიგიურ სიუჟეტებთან; ნაწარმოების შინაარსისა თუ დეტალების სხვა საგნებში განვლილ სასწავლო მასალასთან დაკავშირება;
გ) მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
გ.ა) ხელოვნების ნიმუშის ანალიზი და შეფასება;
გ.ბ) მსჯელობა ხელოვნების ნაწარმოების იდეის, შინაარსის, დანიშნულების, ფუნქციის შესახებ. ხელოვნების ნაწარმოების (ფერწერული ტილო, გრაფიკული ნამუშევარი, ფილმი, წარმოდგენა, პლაკატი, ნახატი, ქანდაკება, მემორიალი და სხვა) ამ კუთხით ანალიზი;
გ.გ) მსჯელობა, თუ როგორ არის გამოყენებული ხელოვნების ელემენტები და პრინციპები ნამუშევარში იდეის, შინაარსის, ხასიათის, განწყობილების გადმოსაცემად (კომპოზიციური განაწილება, ფერი, კოლორიტი, ფაქტურა, განათება, შესრულების მანერა: მონასმი, ხაზი, ფორმა; დეტალი: პოზა, ჟესტი, გამომეტყველება და ა.შ.);
გ.დ) მსჯელობა სხვადასხვა მხატვრული სტილისა და ძირითადი მიმდინარეობების შესახებ (მაგ., გოთიკური, რომანული, მანიერიზმი, ბაროკო, როკოკო, კლასიციზმი, რეალიზმი, იმპრესიონიზმი, ფოვიზმი, ფუტურიზმი და სხვ.);
გ.ე) მოსწავლის წახალისება აზრის, იდეის გამოთქმისთვის; მოსწავლეთა თემატურ დისკუსიაში ჩაბმა და მათი აზრის ადეკვატური შეფასება;
გ.ვ) სათანადო ტერმინოლოგიის გამოყენება და, საჭიროების შემთხვევაში, განმარტება;
გ.ზ) სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება: კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, საკლასო და სასკოლო გამოფენა, თემატური პრეზენტაცია, ზეიმი, სპექტაკლი, ექსკურსიები მუზეუმებში, გალერეებში, სახელოსნოებში, ქალაქგარეთ.
მუხლი 87. დაწყებითი და საბაზო საფეხურის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლმა იცის:
ა) სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები:
ხაზი, შტრიხი, მონასმი, ფერი (ძირითადი, შედგენილი, კონტრასტული ფერები, კოლორიტი, ფერის ინტენსივობა, ნახევარტონი), შუქ-ჩრდილი, ფაქტურა, ფორმა, მოცულობა, პროპორციები, კომპოზიციური განაწილების საფუძვლები: მთლიანობა, სივრცე (ხედვის წერტილი, ჰორიზონტის ხაზი, პერსპექტივა, თავშეყრის წერტილი, წინა და უკანა პლანი), სიმეტრია, რიტმი, წონასწორობა, კონტრასტი.
ბ) ტექნიკა და პროცედურა:
ფერწერის, გრაფიკის სხვადასხვა ტექნიკა, ძერწვა, აპლიკაცია, ქაღალდის პლასტიკა, მოზაიკა, კოლაჟი, კონსტრუქცია, ანაბეჭდი, კომპიუტერული ტექნოლოგიები; დეკორატიულ-გამოყენებითი საგნების დამზადება ქაღალდის, თიხის, ქსოვილის, ხის, ლითონის და სხვა (მაგ., ბუნებრივი) მასალით.
გ) საქართველოს ხელოვნება და კულტურა:
ინფორმაცია ქართული ხელოვნების შესახებ (საქართველოს ისტორიული და კულტურული ძეგლები, სახვითი ხელოვნების მოღვაწეები და მათ შემოქმედება); ქართული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგები: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, არქიტექტურა, კედლის მხატვრობა, კერამიკა, მინანქარი, ოქრომჭედლობა, ჭედურობა და სხვ. ამ ჭრილში საქართველოს სხვადასხვა კუთხის თავისებურება, ხალხური რეწვა.
დ) მსოფლიოს ხალხთა ხელოვნება და კულტურა:
დ.ა) სხვადასხვა ეპოქის ხელოვნება (პირველყოფილიდან დღემდე, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგების ანალიზი);
დ.ბ) ეპოქის ისტორიული, სოციალური, რელიგიური და პოლიტიკური კონტექსტი და მისი გავლენა მომდევნო პერიოდის ხელოვნებაზე; ხელოვნების როლი საზოგადოების ცხოვრებაში;
დ.გ) ახალი და თანამედროვე ხელოვნების მიმდინარეობები და ფორმები (ტექნოლოგიები, თეორიები, გამომსახველობითი ხერხები, მასალა და ა.შ.), ვიზუალური ხელოვნება – ცვლილებები ხელოვნების ენაში;
დ.დ) სხვადასხვა მხატვრული სტილი და ძირითადი მიმდინარეობები ხელოვნებაში: ბიზანტიური, გოთიკური, რომანული, ბაროკო, როკოკო, კლასიციზმი, რეალიზმი, რომანტიზმი, იმპრესიონიზმი, აბსტრაქციონიზმი, კუბიზმი, ფოვიზმი, ფუტურიზმი და სხვა.:
ე) სახვითი ხელოვნების დარგების და ჟანრების წარმოშობისა და განვითარების ისტორია:
ე.ა) ხელოვნების ისტორიის ელემენტარული საფუძვლები; კონკრეტული ჟანრის სხვადასხვა ეპოქის ან ავტორის ნამუშევართა შედარებითი ანალიზი.
ვ) გამოყენებითი ხელოვნების დარგები:
ვ.ა) მატერიალური კულტურის ისტორიის ელემენტარული საფუძვლები (ცალკეული დარგების განვითარების ისტორია, დანიშნულება, თავისებურება, მასალა); ისტორიული და თანამედროვე ნიმუშები.
მუხლი 88. სწავლების მეთოდები
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელს შეუძლია:
ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვა:
ა.ა) ეროვნული სასწავლო გეგმის (სტანდარტის) მოთხოვნების გათვალისწინებით გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების განსაზღვრა და სასწავლო პროცესის დაგეგმვა; დასახული მიზნების შესაბამისი სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მქონე დავალებების და სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა, რათა მოსწავლეები ეტაპობრივად მოემზადონ დასახული გრძელვადიანი მიზნის განსახორციელებლად;
ა.ბ) სასწავლო მიზნის განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების (პრაქტიკული, საინტერპრეტაციო, ანალიზის, კვლევის, საპრეზენტაციო, საკომუნიკაციო და სხვ.) დადგენა და ხელოვნების საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული ისეთი სასწავლო გეგმის შედგენა, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლის აქტიურ მონაწილეობას სასწავლო პროცესში და რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა ცოდნას, ინტერესებს, შესაძლებლობებს, შეხედულებებსა და გამოცდილებას;
ა.გ) აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებით საქმიანობას, ხელოვნების ნიმუშების აღქმის უნარის ჩამოყალიბებას, ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლას, კრიტიკული აზროვნების, გარემოს ესთეტიკური აღქმისა და მოწესრიგების უნარების გამომუშავება-განვითარებას;
ა.დ) სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი ჯგუფური სამუშაოს დაგეგმვა (მაგ., პროექტი, აქტივობა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ინტერდისციპლინური აქტივობები/პროექტები), მიზნების განსაზღვრა, სხვა საგნებთან კავშირის დადგენა, მიზნების შესაბამისი იდეის/თემისა და დავალების შერჩევა, მონაწილეთა რაოდენობისა და ფუნქციების, განხორციელების ეტაპების, გზებისა და საშუალებების განსაზღვრა;
ა.ე) გაკვეთილისათვის შერჩეული სავარჯიშოების/დავალებების განსახორციელებლად საჭირო დროის განსაზღვრა, თითოეული აქტივობის მსვლელობის ეტაპების დაგეგმვა და სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების შერჩევა: ჯგუფური, წყვილური, ინდივიდუალური, მთელი კლასის მონაწილეობით მუშაობა; შეფასების მიზნებისა და სტრატეგიების განსაზღვრა.
ბ) სასწავლო პროცესის წარმართვა:
ბ.ა) გაკვეთილების ჩატარება გეგმის მიხედვით;
ბ.ბ) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას გასაცნობი მასალის მიმართ: მასალის და აქტივობის შერჩევისას მოსწავლეთა შესაძლებლობისა და ინტერესების გათვალისწინება, წინმსწრები სამოტივაციო აქტივობების შემუშავება – ვარაუდების გამოთქმა, მოსწავლის პირად გამოცდილებასთან შინაარსის/ინფორმაციის დაკავშირება, მოსწავლის ცოდნის გააქტიურება, საინტერესო ამოცანების დასმა, აზრის გამოთქმის, მსჯელობის წახალისება და სხვა;
ბ.გ) მოსწავლეთა მოტივირება სხვადასხვა სახის აქტივობაში ჩასაბმელად: მოსწავლის ინტერესებთან და მის პირად გამოცდილებასთან დაკავშირებული თემების/ საკითხების შერჩევა, თვითგამოხატვისა და არჩევანის (თემა, მასალა, გამომსახველობითი ხერხები და სხვ.) საშუალების მიცემა, საინტერესო დავალებების შეთავაზება და სხვა;
ბ.დ) ხელოვნების საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების ისეთი ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება, რომლებიც ორიენტირებულია მოსწავლეებისათვის ამოცანების/პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევის განვითარებაზე;
ბ.ე) მოსწავლეებისთვის გრძელვადიანი პროექტის დაგეგმვა და ეტაპობრივად განხორციელება: მიზნის განსაზღვრა, იდეების გენერირება-დახარისხება, დაგეგმვა, მოდელებზე დაკვირვება, საჭირო მასალის თავმოყრა/მოძიება, ჩანახატის, ესკიზის შექმნა მომავალი ნამუშევრისათვის, შედეგის გაუმჯობესება-გადამუშავება, თვითშეფასების/თანაშეფასების, მეწყვილესთან აზრის გაცვლის, ურთიერთდახმარების გზით და სხვა;
ბ.ვ) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ თითოეული მოსწავლის ჩაბმას საკლასო აქტივობებში: დიფერენცირებული მოთხოვნების წაყენება, მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით, სხვადასხვა ტიპის და სირთულის ამოცანების დასმა, კლასში პასუხების/მოსაზრებების შედარება-გაანალიზების ხელშეწყობა, საკამათო საკითხებზე დისკუსიის წახალისება და სხვა.
მუხლი 89. შეფასება
ა) განმავითარებელი შეფასების გამოყენება მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით: მოსწავლის კომპეტენციის შემოწმება ცოდნის ათვისების სამივე დონეზე (I. ოპერაციის წვდომა; II. ოპერაციის გავარჯიშება; III. ოპერაციის დაუფლება), კონკრეტული პრობლემების წარმომშობი მიზეზების გამოვლენა და სათანადო აქტივობების დაგეგმვა მათ აღმოსაფხვრელად;
ბ) განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება ცოდნის ათვისების მესამე დონეზე;
გ) მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად სასწავლო პროცესში შეფასების მრავალფეროვანი კომპონენტების გამოყენება;
დ) სასწავლო მიზნებისა და შეფასების სტრატეგიების ურთიერთშეთანხმება: მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების და ხერხების შერჩევა/შემუშავება;
ე) მოსწავლეთა ჩართვა შეფასების კრიტერიუმების შემუშავების, თვითშეფასებისა და თანაშეფასების პროცესში; ხელშეწყობა, რომ მათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები, საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, აღმოფხვრან ხარვეზები, მოიძიონ პრობლემათა გადაჭრის გზები და სხვა;
ვ) შეფასების მონაცემების გამოყენება მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
თ) მოსწავლეთა საჭიროებების, პროგრესისა და მიღწევების აღნუსხვა, ანალიზი და ანგარიშის სახით წარმოდგენა;
ზ) საკუთარი პედაგოგიური საქმიანობის შეფასება;
თ) თვითშეფასების მონაცემების გამოყენება მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად.
თავი XXVIII. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი მუსიკაში
მუხლი 90. დაწყებითი, საშუალო და საბაზო საფეხურის მუსიკის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
დაწყებითი, საშუალო და საბაზო საფეხურის მუსიკის მასწავლებელს შეუძლია:
ა) მიმართულება: პრაქტიკული უნარ-ჩვევები
ა.ა) სიმღერა (მხატვრული ჩანაფიქრის გადმოცემა ნაწარმოების შესრულების დროს; გამართული სოლფეჯირების უნარები; სოლო და საანსამბლო/საგუნდო პარტიების შესრულებისა და სწავლების უნარები);
ა.ბ) საკრავის/საკრავების ფლობა მარტივი მუსიკალური ნაწარმოების შესრულების, აკომპანემენტის სახით, იმპროვიზაციის დროს;
ა.გ) გუნდის, ანსამბლის ხელმძღვანელობა (რეპერტუარის შერჩევა, სწავლება, შესრულება);
ა.დ) მუსიკალური ენის ელემენტების გამოყენება (სანოტო სისტემის ახსნის, სიმღერის, მუსიკალური ნაწარმოების მოსმენისა და ანალიზის, მუსიკის ჩაწერის, მელოდიის ჰარმონიზაციის დროს);
ა.ე) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ინტერნეტი, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამები) და აპარატურის (მაგნიტოფონი, დიქტოფონი, ფოტო, ვიდეო, ტელე-აპარატურა, კომპიუტერი, პროექტორი) გამოყენება: იმპროვიზაციული სავარჯიშოების, მუსიკალური კომპოზიციის შესრულების დროს, სხვადასხვა სახის ჩანაწერის დემონსტრაციისთვის, მიღწეული შემოქმედებითი შედეგის აუდიო, ვიდეო და ფოტოფაილებით დასაფიქსირებლად, რესურსების მოსაძიებლად.
ბ) მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ბ.ა) სხვადასხვა ჟანრის მუსიკის ქრესტომათიული ნიმუშების ამოცნობა, ამ ნაწარმოებების მუსიკალურ-თემატური მასალის გადმოცემა სხვადასხვა ხერხით (სიმღერა, დაკვრა) და მათი ზოგადი დახასიათება (სახელწოდება, ავტორი, ეპოქა, ჟანრი, სტილი);
ბ.ბ) მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების სმენითი ანალიზი, დახასიათება (ეპოქა, ჟანრი, სტილი, ფორმა, გამომსახველობითი საშუალებები);
ბ.გ) მუსიკალური ნაწარმოების შესრულების შეფასება; სხვადასხვა ინტერპრეტაციის შედარება;
ბ.დ) თანამედროვე ქართული მუსიკალურ-კულტურული ცხოვრების მიმოხილვა;
ბ.ე) ადგილობრივი კულტურული ცხოვრების მიმოხილვა;
ბ.ვ) მუსიკალური ტერმინოლოგიის გამოყენება საუბრის დროს და, საჭიროების შემთხვევაში, განმარტება;
ბ.ზ) ღონისძიებების მოწყობა: წარმოდგენების, შეხვედრების გამართვა/მუსიკალური გაფორმება; სკოლისა და საჯარო წარმოდგენებსა და კონცერტებზე დასწრება; ექსკურსიების ორგანიზება მუზეუმებში, საკონცერტო და თეატრალურ დარბაზებში.
გ) მიმართულება: მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში
გ.ა) ქართული და მსოფლიო მუსიკალური კულტურის წარმომადგენლების, კომპოზიტორებისა და შემსრულებლების შესახებ მსჯელობა;
გ.ბ) სხვადასხვა ეპოქისა და ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებებს (ქართული და მსოფლიო მუსიკალური კულტურის ცნობილი ნიმუშები) შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებებზე მსჯელობა და კულტურულ-ისტორიულ კონტექსტთან დაკავშირება;
გ.გ) მუსიკალური სტილებისა და ეპოქების დახასიათება (მაგ., ბაროკო, კლასიციზმი, რომანტიზმი, იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი, XX და XXI საუკუნეების მუსიკა და სხვ.);
გ.დ) ერთი და იმავე ეპოქის ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნაწარმოებებს შორის პარალელის გავლება.
მუხლი 91. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მუსიკის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
დაწყებითი, საშუალო და საბაზო საფეხურის მუსიკის მასწავლებელმა იცის:
ა) სასიმღერო რეპერტუარი;
ა.ა) ერთხმიანი, ორხმიანი, სამხმიანი სიმღერები;
ა.ბ) ხალხური, კლასიკური, თანამედროვე რეპერტუარი;
ბ) მუსიკის თეორია;
ბ.ა) მუსიკალური ანბანი (სანოტო სისტემა, მუსიკალური დამწერლობა, მუსიკალური ენის ელემენტები, ძირითადი მუსიკალური ტერმინები, დინამიკური ნიუანსები, შესრულების ხერხები და ა.შ.);
ბ.ბ) ჰარმონიის საკითხები (მაჟორულ-მინორული სისტემა, ძირითადი ფუნქციები, მელოდიის ჰარმონიზაცია);
ბ.გ) მუსიკალური ნაწარმოებების ფორმის საკითხები (მარტივი ფორმები, რონდო, კუპლეტური, ვარიაციული, სონატური ალეგრო);
ბ.დ) საკრავთმცოდნეობის საკითხები სხვადასხვა საკრავზე (ბგერის მიღების წესი, სპეციფიკური საშემსრულებლო ხერხები (ფლაჟოლეტი, პიციკატო და სხვ.), საორკესტრო ჯგუფები;
ბ.ე) სხვადასხვა ეპოქის (ბაროკო, კლასიციზმი, რომანტიზმი, იმპრესიონიზმი და სხვ.) სტილური მიმართულებები;
ბ.ვ) მუსიკალური ხელოვნების ძირითადი ჟანრები, მათი წარმოშობა და განვითარების გზა;
ბ.ზ) მუსიკალური ხელოვნების გამოჩენილი წარმომადგენლები (შემოქმედებითი პორტრეტები), ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებები - შექმნის ისტორია, ლიტერატურული პირველწყარო, ისტორიული, სოციალური, რელიგიური და პოლიტიკური კონტექსტი; მუსიკის როლი ხელოვნების სხვა დარგებსა (თეატრი, კინო) და საზოგადოების ცხოვრებაში;
გ) ქართული მუსიკა
გ.ა) ქართული მუსიკის ისტორია, მისი ძირითადი მიმართულებები (ხალხური მუსიკა, პროფესიული მუსიკა);
გ.ბ) პროფესიული მუსიკის ჟანრები: უძველესი პროფესიული მუსიკა, საოპერო, სიმფონიური, საგუნდო მუსიკა, ქალაქური სიმღერა, საესტრადო მუსიკა და სხვა;
გ.გ) ხალხური მუსიკის დიალექტები (სვანური, გურული და სხვა) და შესრულების ფორმები (ავთენტიკური და სასცენო შემსრულებლობა);
გ.დ) ქართული მუსიკის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები, ნიმუშები;
გ.ე) ქართული ხალხური და პროფესიული მუსიკის დამახასიათებელი თავისებურებები; პარალელები ქართული ხელოვნების სხვა დარგებთან.
დ) საშემსრულებლო ხელოვნება
დ.ა ) მამაკაცთა და ქალთა ხმები;
დ.ბ) მუსიკალური საკრავები (ხალხური, პროფესიული);
დ.გ) მუსიკალური კოლექტივის სახეები (გუნდი, ანსამბლი, ორკესტრი, საოპერო, საბალეტო დასი);
დ.დ) გამოჩენილი მუსიკოს-შემსრულებლები, მუსიკალური, მუსიკალურ-თეატრალური კოლექტივები;
დ.ე) ქართული საშემსრულებლო ხელოვნება (სამგალობლო სკოლები, მომღერალი ოჯახები, საშემსრულებლო კოლექტივები, საშემსრულებლო სკოლები, ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები).
ე) მუსიკოსის პროფესია:
ე.ა) კომპოზიტორი, დირიჟორი, ლოტბარი, რეგენტი, მუსიკოს-შემსრულებელი, მუსიკისმცოდნე, მუსიკასთან დაკავშირებული სხვა პროფესიები.
მუხლი 92. სწავლების მეთოდები
დაწყებითი, საშუალო და საბაზო საფეხურის მუსიკის მასწავლებელს შეუძლია:
ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვა:
ა.ა) ეროვნული სასწავლო გეგმის (სტანდარტის) მოთხოვნების გათვალისწინებით გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების განსაზღვრა და სასწავლო პროცესის დაგეგმვა; დასახული მიზნების შესაბამისი სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მქონე დავალებების და სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა, რათა მოსწავლეები ეტაპობრივად მოემზადონ დასახული გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად;
ა.ბ) სასწავლო მიზნის განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების (პრაქტიკული, საინტერპრეტაციო, ანალიზის, კვლევის, საპრეზენტაციო, საკომუნიკაციო და სხვ.) დადგენა და მუსიკის საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული ისეთი სასწავლო გეგმის შედგენა, რომელიც ითვალისწინებს სასწავლო პროცესში მოსწავლის აქტიურ მონაწილეობას, მოსწავლეთა ცოდნას, ინტერესებს, შესაძლებლობებს, შეხედულებებსა და გამოცდილებას;
ა.გ) აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნებისა და უნარ-ჩვევების განვითარებას, ერთობლივ შემოქმედებით პროცესში მათ ჩართვას, მუსიკის მოსმენის, აღქმისა და შეფასების უნარის ჩამოყალიბებას, ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
ა.დ) სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი ჯგუფური აქტივობების დაგეგმვა (მაგ., კონცერტი, მეჯლისი, პროექტი, წარმოდგენა, აქტივობა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით): მიზნების განსაზღვრა, სხვა საგნებთან კავშირის დადგენა, მიზნების შესაბამისი იდეის/თემის და დავალების შერჩევა, მონაწილეთა რაოდენობის დადგენა; მუსიკალური მონაცემების გათვალისწინებით, მოსწავლეთა ფუნქციების განსაზღვრა, განხორციელების ეტაპების, გზების და საშუალებების შერჩევა;
ა.ე) შერჩეული სავარჯიშოების/დავალებების განსახორციელებლად საჭირო დროის განსაზღვრა, თითოეული აქტივობის მსვლელობის ეტაპების დაგეგმვა და სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების შერჩევა: ჯგუფური, წყვილური, ინდივიდუალური, მთელი კლასის მონაწილეობით მუშაობა; შეფასების მიზნებისა და სტრატეგიების განსაზღვრა.
ბ) სასწავლო პროცესის წარმართვა:
ბ.ა) შედეგზე და მოსწავლის მუსიკალური მონაცემების განვითარებაზე და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვა;
ბ.ბ) გაკვეთილის ჩატარება გეგმის მიხედვით;
ბ.გ) ისეთი შემოქმედებითი და მეთოდური მიდგომების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას გასაცნობი მასალის მიმართ: რეპერტუარის/მასალის შერჩევისას მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინება, წინმსწრები სამოტივაციო აქტივობების შემუშავება – ვარაუდების გამოთქმა, მოსწავლის პირად გამოცდილებასთან დაკავშირება, მოსწავლის ცოდნის გააქტიურება, საინტერესო ამოცანების დასმა, აზრის გამოთქმისა და მსჯელობის წახალისება და სხვა;
ბ.დ) მოსწავლეთა მოტივირება პრაქტიკულ აქტივობაში ჩასაბმელად: მოსწავლის ინტერესებთან და პირად გამოცდილებასთან დაკავშირებული თემების/ საკითხების შერჩევა, თვითგამოხატვის, არჩევანის (შესასრულებელი ნაწარმოები, ჟანრი, თემატიკა, და სხვა) საშუალების მიცემა, საინტერესო დავალებების შეთავაზება და სხვა;
ბ.ე) მოსწავლეებისათვის ამოცანების/პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისათვის სათანადო უნარების განვითარება: მიზნის განსაზღვრა, იდეების გენერაცია-დახარისხება, დაგეგმვა, მუსიკალურ-გამომსახველობით ხერხებზე დაკვირვება, საჭირო მასალის მოძიება/თავმოყრა, გეგმის ჩანაწერის შექმნა დამოუკიდებლად და/ან თანამშრომლობის გზით და სხვა;
ბ.ვ) სწავლა-სწავლების პროცესში ისეთი სტრატეგიების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს მოსწავლეებში ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
ბ.ზ) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის ჩაბმას საკლასო აქტივობებში: მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით დიფერენცირებული მოთხოვნების წაყენება, თვითგამოხატვის სხვადასხვა ფორმის შეთავაზება, სხვადასხვა ტიპისა და სირთულის ამოცანების დასმა, კლასში პასუხების/მოსაზრებების შედარება-გაანალიზების ხელშეწყობა, საკამათო საკითხებზე დისკუსიის წახალისება და სხვა.
მუხლი 93. შეფასება
ა) განმავითარებელი შეფასების გამოყენება მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით: მოსწავლის კომპეტენციის შემოწმება ცოდნის ათვისების სამივე დონეზე (I. ოპერაციის წვდომა; II. ოპერაციის გავარჯიშება; III. ოპერაციის დაუფლება), კონკრეტული პრობლემების გამომწვევი მიზეზების გამოვლენა და სათანადო აქტივობების დაგეგმვა მათ აღმოსაფხვრელად;
ბ) განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება ცოდნის ათვისების მესამე დონეზე; სასწავლო პროცესში შეფასების მრავალფეროვანი კომპონენტების გამოყენება მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად;
გ) სასწავლო მიზნებისა და შეფასების სტრატეგიების ურთიერთშეთანხმება: მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების და ხერხების შერჩევა/შემუშავება;
დ) მოსწავლეთა ჩართვა შეფასების კრიტერიუმების შემუშავების, თვითშეფასებისა და თანაშეფასების პროცესში;
ე) შეფასების მონაცემების გამოყენება მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
ვ) მოსწავლეთა საჭიროებების, პროგრესისა და მიღწევების აღნუსხვა, ანალიზი და ანგარიშის სახით წარმოდგენა;
ზ) საკუთარი პედაგოგიური საქმიანობის შეფასება;
თ) თვითშეფასების მონაცემების გამოყენება მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად.
თავი XXIX. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
ისტ-ის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები და ცოდნა უზრუნველყოფს სწავლების პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ეფექტიან გამოყენებას; მოსწავლის ძირითად ისტ კომპეტენციების განვითარებას და მის მიერ ისტ-ის ინტეგრირების უნარებს სასწავლო, საყოფაცხოვრებო თუ სოციალურ აქტივობებში.
მუხლი 94. დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელს შეუძლია:
ა) მიმართულება: ინფორმაციის დამუშავება
ა.ა) ინფორმაციის მოძიება, კვლევა და ანალიზი ისტ-ის გამოყენებით;
ა.ბ) ინფორმაციის ორგანიზება, შენახვა და გაზიარება ისტ-ის გამოყენებით;
ბ) მიმართულება: ციფრული საშუალებების მართვა (ტექნიკური კომპეტენციები)
ბ.ა) კომპიუტერული მოწყობილობის ჩართვა, გადატვირთვა, გამორთვა; ძირითადი პერიფერიული მოწყობილობების - მაუსის, კლავიატურის, მონიტორის, პრინტერის, სკანერის, პროექტორის გამოყენება. ძირითადი და პერიფერიული მოწყობილობების მიერთება; ელექტროენერგიის სარეზერვო წყაროების გამოყენება;
ბ.ბ) შესაბამისი პორტების დანიშნულების ცოდნა და შესატყვისი გამოყენება;
ბ.გ) „ნეთბუქების“ და პორტატული ციფრული მოწყობილობების თავისებურებების გარჩევა;
ბ.დ) გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის და უტილიტების ინსტალაცია კომპიუტერზე;
ბ.ე) მარტივი კომპიუტერული ქსელების გამართვა, გამოყენება. ისტ მოწყობილობების ადეკვატური შერჩევა და გამოყენება სასწავლო ამოცანის გადასაჭრელად. ისტ მოწყობილობების ტექნიკური მხარდაჭერა სამომხმარებლო დონეზე.
გ) მიმართულება: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო რესურსების შექმნა და გამოყენება
გ.ა) ციფრული სასწავლო მასალის (მათ შორის: ტექსტური, აუდიო-ვიდეოფაილის, მულტიმედიური პრეზენტაციის, სასწავლო ხასიათის ვებგვერდის და/ან ბლოგის) შექმნა ისტ-ის გამოყენებით;
გ.ბ) ტექსტური, ვიდეო, აუდიორედაქტორების, პრეზენტაციების და ვებპუბლიკაციების შესაქმნელი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება;
გ.გ) ვებსივრცეში არსებული რესურსების, ონლაინრედაქტორებისა და საგანმანათლებლო მასალების გამოყენება;
გ.დ) სხვადასხვა ტიპის ციფრული მასალების ეფექტიანი პრეზენტაცია. გაკვეთილის დაგეგმვა ისტ-ის ადეკვატური გამოყენებით;
გ.ე) მარტივი პროცესების ავტომატიზაცია სამომხმარებლო პროგრამების გამოყენებით; ციფრული მოდელების და სიმულაციების გამოყენება, მათ შორის, სხვადასხვა შესატანი პარამეტრის ცვლილებით;
გ.ვ) თავისუფლად გავრცელებადი (ღია) საგანმანათლებლო რესურსების მოძიება, გამოყენება/დამუშავება, მორგება;
გ.ზ) ისტ რესურსების სასწავლო ამოცანისადმი ადეკვატურობის და სარგებლიანობის შეფასება. ციფრული რესურსების მისადაგება სასწავლო პროცესში განხორციელებული აქტივობისადმი. სხვადასხვა საგანში ციფრული რესურსების და ისტ-ის ინტეგრირებული სწავლების მოდელებისა და მეთოდების გარჩევა.
დ) მიმართულება: e - ეთიკა
დ.ა) ციფრული რესურსებისა და ინსტრუმენტების გამოყენება უსაფრთხოების, კანონისა და ეთიკურობის დაცვით;
დ.ბ) ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში მიღებული ეთიკური ნორმების დაცვა ისტ-ის გამოყენებისას;
დ.გ) საკუთარი და სხვისი პერსონალური ინფორმაციის დაცვა, შესაბამისი ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობის ცოდნა;
დ.დ) პატივისცემა საავტორო უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრების მიმართ და წყაროების შესაბამისი დოკუმენტირება/მითითება;
დ.ე) ღია საგანმანათლებლო რესურსების ლიცენზიის გარჩევა (მაგ., Creative commons ნაირსახეობები) და მათი გამოყენება საკუთარი რესურსების გამოქვეყნებისას.
ე) მიმართულება: კვლევა და კომუნიკაცია.
ე.ა) ისტ-ის უპირატესობების და შეზღუდვების გაცნობიერება; ასევე, ინტერნეტისა და ქსელური ტექნოლოგიების განვითარების ზეგავლენა საზოგადოებაზე;
ე.ბ) ამოცანასთან შესაბამისი საკომუნიკაციო საშუალებების შერჩევა, მათ შორის, მობილური მოწყობილობების, ელექტრონული ფოსტის, ინტერნეტფორუმების და სხვა;
ე.გ) კომუნიკაცია ისტ-ის გამოყენებით, მათ შორის, მოსწავლეებთან და მშობლებთან;
ე.დ) ისტ-ის საშუალებების გამოყენება სოციალური აქტივობისას, აგრეთვე, სოციალურ და პროფეს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე