სიახლეები
საინტერესო

რა უნდა იცოდეთ ინკლუზიური საახალწლო დღესასწაულის მოსაწყობად? - 4 დეტალი, რომელიც აუტისტი ბავშვებისთვის უნდა გაითვალისწინოთ
22-12-2019
-
+


მალე ახალი წელია და არაერთი საგანმანათლებლო დაწესებულება ბავშვებისთვის საახალწლო დღესასწაულის მოსაწყობად ემზადება. თუმცა ღონისძიების დაგეგმვის პროცესში ცოტა თუ ითვალისწინებს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ინტერესებს.

„ეტალონი“ გაგაცნობთ რამდენიმე რჩევას, რაც უნდა გაითვალისწინოთ, თუკი ინკლუზიური საახალწლო დღესასწაულის მოწყობა გსურთ:

ღონისძიების ადგილი

ღონისძიების დაგეგმვა, როგორც წესი, ადგილის შერჩევით იწყება. საახალწლო დღესასწაულის სივრცე, ტრადიციულად, ძალიან ხმაურიანი და ნათელია, გარშემო კი უამრავი სხვადასხვა ფერი და სუნია. ამდენ სენსორულ სტიმულს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ძალიან დიდი დისკომფორტი მოაქვს. ბევრი მათგანი შეიძლება იმდენად ცუდად გახდეს, რომ მათთვის აუტანელი ხმაურის გადასაფარად, ყვირილი დაიწყოს ან თვითდაზიანებები მიიყენოს. როცა ინკლუზიური ღონისძიების მოსაწყობად ემზადებით, გაითვალისწინეთ, ხმამაღალი მუსიკა და მოციმციმე შუქები შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს.

შეარჩიეთ ადგილი ხმის კარგი იზოლაციით და გამორთეთ ზედმეტი ხმაურის ყველა წყარო. დარწმუნდით, რომ ოთახის ყველა წერტილი არ არის ნათელი და ფერადი, რადგან მათ, ვისაც უჭირთ ბევრი სინათლის ატანა, მზერის სხვა საგნებზე გადატანა შეძლონ. ნუ გამოიყენებთ დამატებით არომატიზატორებს, რომ მათმა სუნმა თქვენი სტუმრები არ გააღიზიანოს. კარგი იქნება, თუ ღონისძიების ადგილის გვერდით პატარა წყნარ ოთახს მოაწყობთ, სადაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები განტვირთვას შეძლებენ, თუკი მათ ზედმეტი ხმაური შეაწუხებთ.

საჩუქრების შერჩევა

საჩუქრის შერჩევისას გაითვალისწინეთ ბავშვის ინტერესები და არა მისი სქესი ან ასაკი. გახსოვდეთ, რომ ბევრ ბავშვს არ სჯერა თოვლის ბაბუის და მისთვის ეს ტყუილთანაა დაკავშირებული ან სულაც აშინებს ხურჯინიანი თეთრწვერა მოხუცი. ამიტომ შეეცადეთ, წინასწარ გაარკვიოთ მსგავსი დეტალები. ბევრ მათგანს შეიძლება სათამაშოებს სამეცნიერო წიგნები, მიკროსკოპები, კომპიუტერები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა ერჩივნოს. როგორც წესი, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს განსაკუთრებული ინტერესები აქვთ, ამიტომ საუკეთესო საჩუქარი, რომელიც შეგიძლიათ მათ გაუკეთოთ, ეს მის განსაკუთრებულ ინტერესებზე მორგებული საჩუქარია.

სიურპრიზები

შეიძლება თქვენმა დაუგეგმავმა მოქმედებამ მთელი ღონისძიება გააფუჭოს. ამიტომ წინასწარ გაარკვიეთ, არიან თუ არა თქვენი ღონისძიების სტუმრებსა და მონაწილეებს შორის ისეთი ბავშვები, ვისაც სიურპრიზები აშინებთ ან არ უყვართ. მათ უნდა იცოდნენ, როდის რა არის დაგეგმილი, ვინ აპირებს მათთვის საჩუქრების გადაცემას და ყველა მსგავსი დეტალი.

როგორი კერძები შევარჩიოთ? 

სადღესასწაულო ვახშამი ბევრი საახალწლო ღონისძიების ნაწილია, ამიტომ, როცა ინკლუზიურ ღონისძიებას გეგმავთ, ამ კუთხითაც უნდა გაითვალისწინოთ თქვენი სტუმრებისა და მონაწილეების ინტერესები. აუტისტური სპექტრის მქონე ბევრ ბავშვს აღიზიანებს გარკვეული ფორმის, ტექსტურისა და ფერის საკვები. თუ ბავშვები რაიმეს მირთმევაზე უარს გეტყვიან, ნუ დააძალებთ, რადგან შეიძლება თქვენ გამო მათ ისეთი რაიმე მიირთვან, რაც არ სურთ - მათ ხომ ასწავლიან, რომ უფროსებს დაუჯერონ. გახსოვდეთ, "არა" ნიშნავს არას.

თქვენი სადღესასწაულო სუფრის გვერდით გააკეთეთ პატარა მაგიდაც ჩვეულებრივი კერძებით. შეიძლება რომელიმე ბავშვს შემწვარი კარტოფილი ან მაკარონი ერჩივნოს თქვენს კულინარიულ შედევრს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ რაც მეტი ინგრედიენტია თქვენს კერძში, მეტი ალბათობაა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი მის მირთმევაზე უარს იტყვის.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება