მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, მშობლებთან და სკოლის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მონაწილეობდნენ: სკოლის დირექტორი - ტარიელ გველესიანი, დირექტორის მოადგილე - მზია ახვლედიანი და ლიდერობის ექსპერტი - ვარდენ ნიქაბაძე.
„სკოლის დირექტორმა ტარიელ გველესიანმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის მეშვეობით წარმოუდგინა ინფორმაცია „ახალი სკოლის მოდელის“ მისიის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ. მან ასევე ისაუბრა, თუ რა შეიცვლება მასწავლებლისთვის, მოსწავლისთვისა და სკოლისთვის, აღნიშნა, რომ „ახალი სკოლის მოდელი" განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებს მისცემს. ასევე წარმოადგინა მიმდინარე სასკოლო პროექტის „გაზიარებული ლიდერობა“ სამოქმედო გეგმა.
ყურადღება გამახვილდა 2018-2019 სასწავლო წლის მე-2 სემესტრში პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სასკოლო პროექტებზე .„ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში“ მხარდამჭერი ჯგუფების მთავარი ამოცანაა, დაეხმარონ სკოლებს სასკოლო კლიმატისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. მხარდამჭერი ჯგუფები I-IV კლასების პედაგოგებთან სკოლის ბაზაზე ქოუჩინგის პრინციპით მუშაობენ შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა;
სკოლის მართვის ეფექტიანი მიდგომების განვითარება;
ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში.
პროექტი ამ ეტაპზე სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს და სასკოლო საზოგადოება დარწმუნებული ვართ მის მდგრადობაში და ვფიქრობთ, რომ იგი წარმატებით გაგრძელდება საბაზო საფეხურზე“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...