სიახლეები
საინტერესო , რჩევები

როდის ისტრესება მოსწავლე საშინაო დავალებით? - რჩევები პედაგოგებსა და მშობლებს
08-01-2020
-
+


დავალება, რომლის შესრულება ბავშვებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ, არ არის სწორად შერჩეული დავალება - ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც ყველა მასწავლებლისთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს.

მოსწავლეების ნაწილი ბევრი და რთული დავალების შესრულებას უმკლავდება, თუმცა ბევრისთვის ეს გაკვეთილების შემდეგი ცხოვრებისთვის დამთრგუნველი ფაქტორი ხდება. მათ ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, გართობისთვისა და დასვენებისთვის დრო არ რჩებათ.

ზოგიერთი მოსწავლე ღამის 10-12 საათამდე ზის და დავალებებს ამზადებს. 6-საათიანი დატვირთული სასკოლო დღის შემდეგ საათობით ჯდომა და დაძინებამდე დავალების წერა მოსწავლისთვის სტრესულ გარემოს ქმნის.

ბავშვებს ბევრი დავალების გამო სტრესს თუ ამჩნევთ, თუ დავალებების დაწერას სისტემატურად ვერ ასწრებს და მისი ნიშნებიც უარესდება, ეს მასწავლებლისთვისაც ნიშანი უნდა იყოს, რომ მდგომარეობა გამოასწორონ. დაგვერწმუნეთ, ამ დროს მოსწავლეები, რომლებსაც უნდათ კარგი აკადემიური მოსწრება ჰქონდეთ, დიდ დისკომფორტს გრძნობენ.

რა სახის დავალებებია ეფექტური?

ტვინი უკეთ იმახსოვრებს, როდესაც რაღაცას იმეორებს. ანუ უმჯობესია მოსწავლეებს ისეთი დავალებები მისცეთ, წინა მასალების გადახედვას რომ მოითხოვს.



როდის უნდა ჩაერიოს მშობელი?

არსებობს მოსაზრება, რომ მეტი დავალება მოსწავლეს უკეთეს შედეგზე გაიყვანს და ასე უფრო მაღალ ქულებს დაიმსახურებს, თუმცა მოსწავლე სრულყოფილად თუ ვერ ასრულებს მათ, საწინააღმდეგო შედეგი დგება.

მშობლები შვილებს დავალების შესრულებაში უნდა დაეხმარონ თუ ამჩნევენ, რომ დავალება გადაჭარბებულად დიდ დროს მოითხოვს და ბავშვები მას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებიან. მშობელმა მიზეზით, რომ დღის განმავლობაში სამსახურში ძალიან დაიღალა, არასოდეს უნდა აარიდოს თავი შვილის დახმარებას.

ასევე, მშობელი მასწავლებელთან თუ დაიწუწუნებს, რომ მისი შვილი დავალებებს თავს ვერ ართმევს, მას კი დასახმარებლად დრო არ აქვს, მასწავლებელი, სავარაუდოდ, მას დავალებებს შეუმცირებს, რაც ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად აისახება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება