სიახლეები
სიახლეები

10 უცნობი ფაქტი ახალ წელზე
01-01-2021
-
+


ახალი წლის შესახებ ყოველწლიურად იმდენი ინფორმაცია ვრცელდება, რთულია, ადამიანები გავაოცოთ, თუმცა არსებობს ნაკლებად ცნობილი 10 ფაქტი, რომელიც ყოველმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს.

1. პირველი დოკუმენტური მასალები ნაძვის ხის მორთვის შესახებ გაჩნდა XVII საუკუნის დასაწყისში, ტრადიციამ კი ელზასში მოიკიდა ფეხი. ნაძვის ხის მოსართავად მაშინ ვაშლებს, ორცხობილას, შაქრის ნატეხებსა და ფერადი ქაღალდისგან გაკეთებულ ვარდებს იყენებდნენ.

2. მინის პირველი ნაძვის ხის ბურთი გააკეთეს ტურინგიაში (საქსონია), XVI საუკუნეში, ხოლო სათამაშოების მასობრივი წარმოება მხოლოდ XIX საუკუნეში დაიწყეს;

3. ფერადი მანათობელი  გირლიანდით პირველად ნაძვი თეთრი სახლის მახლობლად, 1895 წელს მორთეს;

4. 1918-დან 1935 წლამდე ნაძვის ხე, როგორც შობის სიმბოლო, რუსეთში აკრძალული იყო. საბჭოთა ხელისუფლებამ შობა და მასთან დაკავშირებული ყველა ტრადიცია ბურჟუაზიულ გადმონაშთად გამოაცხადა, თუმცა 1935 წლიდან,  სტალინის ბრძანებით, შობა იქცა ახალ წლად, ხოლო ბეთლემის ვარსკვლავი - წითელ ხუთქიმიან ვარსკვლავად;

5. ძველ რომში ახალ წელს აღნიშნავდნენ მარტში, ზუსტად ამ დროს იწყებოდა მინდვრის სამუშაოები. ჩვ.წ.აღ.მდე 46 წელს რომის იმპერატორმა იულიუს ცეზარმა წლის დასაწყისი პირველ იანვარს გადაიტანა;

6. საფრანგეთში 755 წლამდე, წლის დასაწყისად მიიჩნევდნენ 25 დეკემბერს, შემდეგ პირველ მარტს, XII საუკუნის  აღდგომას დაამთხვიეს, ხოლო 1564 წელს, მეფე კარლოს IX-ის ბრძანებით, წლის დასაწყისად პირველი იანვარი აღიარეს;

7. ინდოეთში ახალ წელს აღნიშნავენ 1 იანვარს, ხოლო ნეპალში - 17 აპრილს;

8. ტაილანდში პირველ იანვარს არაოფიციალურად აღინიშნება ახალი წელი, ხოლო აპრილში იწყება წელი; ეთიოპია კი ახალ წელს11 სექტემბერს აღნიშნავს;

9. წინასაახალწლოდ ტიბეტში ყველა ოჯახში ცხვება ღვეზელები და მათ გამვლელებს ურიგებენ - მიიჩნევა, რომ ბარაქა პირდაპირ კავშირშია დარიგებული ღვეზელების რაოდენობაზე.

10. 1843 წელს ლონდონში დაიბეჭდა პირველი საახალწლო ბარათი - ასე გაჩნდა მისალოცი ბარათების გაცვლის ტრადიცია.  


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

პიროვნება
სკოლები

პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა

პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა

მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის მიხედვით, მოამზადეს რეკლამები და გამართეს „ვაჭრობა“

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

7 მარტს, კოლეჯი „ახალი ტალღაში“ სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება