15 ივნისს კახეთის რეგიონის წარმატებულ პედაგოგთა და მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
12-06-2017
დაკოპირებულია
-
+
15 ივნისს კახეთის რეგიონის წარმატებულ პედაგოგთა და მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
კახეთის რეგიონში მცხოვრებ ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი გამგებლებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრების დირექტორებთან ერთად საზეიმოდ გადასცემს მადლობის სიგელებს.
ამავე დღეს ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით გალა კონცერტიც გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 15 ცნობილი მომღერალი მიიღებს.
ღონისძიება 15 ივნისს 19:00 საათზე, ყვარლის მოედანზე გაიმართება.
დაჯილდოებას და გალა კონცერტს გაუძღვებიან ჟურნალისტი და კონცერტების წამყვანი თამუნა გომართელი და პოეტი ნანა ცინცაძე.
წარმატებულ პედაგოგთა და მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია კახეთის რეგიონში 2011 წლიდან იმართება.