მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა გამოცდის აპელაციისთვის გადახდილი თანხების დაბრუნების ვადები ცნობილია. აპლიკანტებს ამისთვის 1 თვე აქვთ. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
აპელაციისთვის გადახდილი თანხა იმ პედაგოგებს და პედაგოგობის მსურველებს დაუბრუნდებათ, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ (მოემატათ ან დააკლდათ) შეფასება.
ნაშრომების გასაჩივრებისთვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად განაცხადები მიიღება 19 დეკემბრიდან 20 იანვრის 18:00 საათამდე:
ქ. თბილისში - მისამართზე: ე. მინდელის ქ. N9; რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:
ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი (22 სიმბოლოსგან შემდგარი ნომერი) და ანგარიშის დასახელება (გვარი, სახელი);
აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი;
ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით თანხის გადახდის შემთხვევაში - შესაბამისი ამონაწერი ან თანხის გადახდის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.
იმ შემთხვევაში, თუ აპელაციის საფასური გადახდილია:
საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;
გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით);
საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.
თანხები თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მინდობილობა და განცხადებაში უნდა შეავსოს როგორც დაინტერესებული პირის, ისე კანონიერი წარმომადგენლის გრაფა და განცხადების ფორმას უნდა დაურთოს თავისი პირადობის მოწმობის ასლი.
ცნობისთვის, შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე დარეგისტრირებული 26 600-მდე აპლიკანტიდან 15 000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო. გასწორებული 27 000-ზე მეტი ნაშრომიდან გასაჩივრდა 2 900-ზე მეტი. დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ ხელახლა გასწორების შედეგად, შეფასება შეეცვალა 1 300-ზე მეტ ნაშრომს.
წელს პრაქტიკოს მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება, მასწავლებლობის მსურველებს კი საგნის გამოცდის ჩაბარების უფლება მეორედ მიეცათ.
იხილეთ ასევე:
„ნაეკი“ მასწავლებელთა გამოცდის საბოლოო შედეგებს აქვეყნებს - მოძებნეთ თქვენი თავი სიაში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა