სიახლეები
სიახლეები

როდის დაიწყება მიღება მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე და იქნება თუ არა კონკურსი დაწყებითის (I-IV) პედაგოგებისთვის?
19-12-2019
-
+


მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მაძიებელი პედაგოგებისთვის სტატუსის ამაღლების, მასწავლებლობის მსურველებისთვის კი პედაგოგიური უნარების სწავლების საშუალებაა.

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს ენიჭება მასწავლებლობის უფლება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში კი უფროსი მასწავლებლის სტატუსით იმუშავებს.

პროგრამის დაწყებას განსაკუთრებით პედაგოგობის მსურველები ელოდებიან, რომლებმაც მასწავლებლის საგნის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.

შემოდგომაზე გამოცხადებული 60 კრედიტიანი პროგრამის კონკურსში იმ პირებმა, რომლებსაც დაწყებითის კომბინირებული გამოცდა წარმატებით ჰქონდათ ჩაბარებული, მონაწილეობა ვერ მიიღეს, რადგან უნივერსიტეტებს არ ჰქონდათ დაწყებითის მოსამზადებელი პროგრამა.

ამჯერად, როდის დაიწყება მასწავლების მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე მიღება და იქნება თუ არა კონკურსი მათთვის, ვინც დაწყებითის კომბინირებულ გამოცდაზე ზღვარი გადალახა,  ამ საკითხზე „ეტალონი“ უნივერსიტეტებს დაუკავშირდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:

„60 კრედიტიან პროგრამაზე მიღება გვექნება სექტემბერში. დაწყებითის მოსამზადებელი პროგრამა აქამდე არ არსებობდა. ამ ეტაპზე გვაქვს ასეთი სიტუაცია - პროგრამა გაგზავნილი გვაქვს სააკრედიტაციოდ ხარისხის ეროვნულ ცენტრში, აკრედიტაცია უნდა გაიაროს, სხვა შემთხვევაში პროგრამაზე მიღებას ვერ გამოვაცხადებთ. ამ ეტაპზე პასუხს ველოდებით. ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი მომდევნო მიღებამდე მოესწრება და გვექნება I-IV კლასის მოსამზადებელი პროგრამა, რომელზე ჩასარიცხადაც წინაპირობა იქნება დაწყებითის კომბინირებული გამოცდის (ქართული, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება) წარმატებით ჩაბარება. ეს ყველაფერი ივნისში უკვე ცნობილი იქნება“.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

„მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამაზე მიღება გვაქვს შემოდგომაზე, საბუთების მიღება გამოცხადდება  აგვისტოს ბოლოს, შემდეგ აკადემიურ წერაში იქნება შიდა გამოცდა უნივერსიტეტში, სწავლა კი დაიწყება სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში. რაც შეეხება დაწყებითის პროგრამას, ამ ეტაპზე ჯერ მუშაობის პროცესია, უნივერსიტეტს ჯერ არ შეუტანია პროგრამის აკრედიტაციაზე განაცხადი“.

ევროპის უნივერსიტეტი:

„60 კრედიტიან პროგრამაზე შემოდგომაზე ცხადდება ხოლმე მიღება. წინასწარ ვერ გეტყვით, გვექნება თუ არა დაწყებითის პროგრამაზე მიღება. თვალი ადევნეთ ჩვენს საიტს, ყველაფერი დაიდება მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის დაწყებამდე“.

უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, გქონდეთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია:

  • საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.

შეგახსენებთ, რომელი უნივერსიტეტები აცხადებენ კონკურსს მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე და რომელი საგნის მასწავლებლობის მსურველებს შეგიძლიათ მასში მონაწილეობა:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, რუსული ენა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა,მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ისტორია);
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ინგლისური ენა,გერმანული ენა, რუსული ენა, ქართული როგორც მეორე უცხო ენა);
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მათემატიკა, ინფორმატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ბიოლოგია, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა,გერმანული ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა);
  • თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (მუსიკა);
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, რუსული ენა, გერმანული ენა, ისტორია და საზოგადოებრივიმეცნიერებები, ბიოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა);
  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა, ისტორია);
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, ინგლისური ენა, გერმანული ენა,ფრანგული ენა, რუსული ენა, ისტორია, მუსიკა);
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია,ინგლისური ენა, გერმანული ენა, სპორტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება);
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა, ფრანგული ენა,ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, სამოქალაქო განათლება, სპორტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება);
  • ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება);
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია);
  • საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ინგლისური ენა);
  • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ისტორია);
  • საქართველოს უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ფიზიკა, მათემატიკა, ისტორია, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები);
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (მათემატიკა, ინგლისური ენა) - ინგლისურენოვანი პროგრამა;
  • აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა);
  • ევროპის უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, ბუნებისმეტყველება,ინგლისური ენა, რუსული ენა);
  • საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი -სპორტი.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა

პედაგოგებს ვადა 11 თებერვლამდე აქვთ - რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ მასწავლებლის სახლში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მე-4 კლასის მოსწავლეებმა შემოქმედებითი მიდგომით შექმნეს ორთქლმავალი

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება