სიახლეები
სიახლეები

„მასწავლებელი ქაღალდის ფურცლიდან კომპიუტერთან უნდა გადავიდეს“ - რას შეცვლის „ახალი სკოლის მოდელი“?
20-12-2019
-
+


„მასწავლებლის სამუშაო გარემო უნდა შეიცვალოს და ქაღალდის ფურცლიდან გადავიდეს კომპიუტერთან“, - ამის შესახებ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტმა ალექსანდრე ასათიანმა „ახალი სკოლის მოდელის“ შემაჯამებელ ფორუმზე განაცხადა. 

ფორუმზე ასათიანმა წლის მიღწევები შეაჯამა და სამომავლო გეგმებიც დაანონსა. როგორც მან „ეტალონთან“ საუბარში განაცხადა, „ახალი სკოლის მოდელში“ განსაკუთრებული აქცენტი სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვაზე კეთდება.

„მასწავლებლებმა მარტივად უნდა შეძლონ ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლა. იდეა ამ პროექტისა ისაა, რომ თვითონ მასწავლებლებმა შექმნან საგაკვეთილო გეგმები და შეძლონ ერთმანეთში გაზიარება. გორის მასწავლებელმა შეიძლება ნახოს ხაშურის მასწავლებლის სასწავლო გეგმა და თქვას, რომ მოდი, დღეს ამ გეგმის მიხედვით ჩავატარებ გაკვეთილს“, - ამბობს ასათიანი.

მისივე თქმით, კომპიუტერთან მუშაობა მოსწავლეებსაც უნდა შეეძლოთ, ამისთვის კი მხოლოდ „ბუკების“ დარიგება საკმარისი არ არის და ბავშვებმა კომპიუტერული პროგრამების გამოყენებაც უნდა ისწავლონ:

„თავის დროზე ითვლებოდა, რომ სკოლაში ტექნოლოგიების შეტანა არის, როცა პროექტორია კლასში, მაგრამ პროექტორის შემთხვევაში ბავშვი არის პასიური მომხმარებელი, როგორც ტელევიზორს, ისე უყურებს. სავარაუდოდ, ბავშვები როცა დაამთავრებენ სკოლას, მოუწევთ კომპიუტერთან მუშაობა, ამიტომ კლასში უნდა შემოვიდეს კომპიუტერი, უნდა შემოვიდეს პროგრამები, რომლებითაც ისინი სამუშაოს შეასრულებენ. ბევრი ბავშვისთვის დღეს კომპიუტერი არის სათამაშო და უნდა დაინახონ, რომ არა, ამასთან შეიძლება სამუშაოს შესრულება.

უკვე ბევრი წელია ურიგდებათ ბავშვებს „ბუკები“, უბრალოდ პრობლემა იყო კომპიუტერული პროგრამები, რომლებშიც ეს ბავშვები იმუშავებენ. ამიტომ „იუნისეფის“ დახმარებით შეიქმნა პროგრამა  - „ვსწავლობთ“ თამაშით, სადაც ბავშვები დავალებებს ასრულებენ. ეს არის ჯგუფური და ინდივიდუალური დავალებები და უამრავი შემთხვევა გვაქვს, როცა მასწავლებელი ტექსტს წაიკითხავს და მერე ეუბნება: მოდი, ამ ტექსტის მიხედვით სიუჟეტი ააწყვეთ. მე თვითონ ვარ მომსწრე ასეთი გაკვეთილის - ბატის ჭუკზე იყო, იქ არის ნახატების ბანკი, სოფლის გარემო ააწყვეს და არ ჰქონდათ ორმო, რომელშიც ბატის ჭუკი ჩავარდა, ამიტომ თვითონ დახატეს. პრობლემები წამოიჭრა მუშაობისას და სწავლობენ ამ პრობლემების გადაწყვეტასაც“, - უთხრა ასათიანმა „ეტალონს“.

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექოლოგიების ექსპერტმა იმ სკოლების საქმიანობა, რომლებშიც უკვე არის დანერგილი „ახალი სკოლის მოდელი“ პოზიტიურად შეაფასა:

„სამინისტრო ურიგებს მასწავლებლებს „ოფის 365“ ექაუნთებს, ცხელი ხაზია, თუ რამე დასჭირდათ, შეუძლიათ დარეკონ. იქ აქვთ მასწავლებლებს 5 ტერაბაიტი სივრცე. 166 სკოლაა, საერთო ფოლდერები აქვთ და თვითონ მასწავლებლები სხდებიან, ქმნიან სასწავლო გეგმებს. პრაქტიკული მუშაობით გავიარეთ მთელი პრობლემები, თუმცა დღეს უკვე ბევრი მასწავლებლისთვის ბუნებრივი გარემოა, რომ შეგიძლია, შენი ნამუშევარი სხვასაც გაუზიარო, იმან თავისი კომენტარი მიაწეროს და ა.შ“.

პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წელს დაიწყო და 2024 წლამდე საქართველოს ყველა სკოლას დაფარავს. პროექტი ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, 165 სკოლის პირველ-მეოთხე კლასებში. მისი ბენეფიციარია 34 414 მოსწავლე და 3096 მასწავლებელი.

იხილეთ ასევე: 
მასწავლებელს ექნება ელექტრონული ჟურნალი, მშობელი კი შვილის მოსწრების ინფორმაციას მიიღებს - სიახლეები სკოლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება