სიახლეები
სიახლეები

„მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანია სკოლის ტრანსფორმაცია“ - ირინე აბულაძე
20-12-2019
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ირინე აბულაძემ და ეკატერინე დგებუაძემ  „ახალი სკოლის მოდელის“ 2019 წლის შემაჯამებელი ფორუმი გახსნეს.

„დღეს შემაჯამებელი შეხვედრაა. საპილოტე პროექტი, რომელსაც „ახალი სკოლის მოდელი“ ჰქვია ერთი წლისაა. პროექტი ხორციელდება 165 სკოლაში. მისი მთავარი მიზანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სკოლის ბაზაზე, იმისათვის რომ მათ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს განუვითარონ მაღალი სააზროვნო უნარები, ამისთვის კი საჭიროა, გააუმჯობესონ თავისი პრაქტიკა, საამისოდ მათ ეხმარებიან ჩვენი ექსპერტები.  

პროექტს აქვს მიზანი - სასკოლო კულტურის და ზოგადად,  სკოლის გაუმჯობესება.

ჩვენ დასაწყისში ჩავატარეთ შიდა კვლევა. პროექტის განხორციელების განმავლობაში მიმდინარეობდა შეფასებები და ვიცით, რომ სკოლებში არის გამოწვევები. მთავარი გზავნილი სწორედ არის ის, რომ მნიშვნელოვანია მთელი სკოლის ტრანსფორმაცია, რათა მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო შეიქმნას, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიური საკითხების უზრუნველყოფას, მოსწავლისთვის იმ შესაძლებლობის მიცემას, რომ მათ გამოხატონ საკუთარი თავი სრულად. მასწავლებელი და ადმინისტრაცია კი იყოს მაქსიმალურად კეთილგანწყობილი და სკოლა თანამშრომლობდეს მშობლებთან. ეს არის პროექტის მთავარი მიზანი.

პროექტი განხორციელდება მომავალ წელსაც, საბაზო საფეხურზე გადავალთ. დაგეგმილია პროექტის მასშტაბის გაზრდა და მხარდაჭერა, იმისთვის რომ რაც შეიძლება მალე ყველა სკოლის ტრანსფორმაცია მოხდეს შიდა კულტურის მიმართულებით და სკოლები გახდნენ მაქსიმალურად მოსწავლეზე ორიენტირებულები“, - აღნიშნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძემ.

მისივე თქმით, ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული იმისთვის, რომ პროექტის შედეგებზე იმსჯელონ, რადგან მოსწავლეთა შედეგები ასე მალე არ იცვლება, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა წარმატებულ მაგალითებზე ისაუბრეს. 

„კმაყოფილი ვართ, რომ მასწავლებელთა კორპუსი ინიციატივაზე წამოგვყვა დიდი სიამოვნებით, მათ და სკოლის დირექტორებმა დაინახეს პროექტის საჭიროება. ეს არის პირველი ინდიკატორი იმისა, რომ „ახალი სკოლის მოდელი“ ნამდვილად მორგებულია სკოლის საჭიროებაზე. დანარჩენს კი შეფასების შედეგები აჩვენებს“, - განაცხადა ირინე აბულაძემ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება