ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დმანისის ნაქალაქარს ესტუმრნენ
20-12-2019
დაკოპირებულია
-
+
დმანისის მუნიციპალიტეტის ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის დირექცია სლოგანით - "ვიცნობდეთ ჩვენს მხარეს" ხშირად აწყობს ექსკურსიებს.
ამჯერად მოსწავლეები და მასწავლებლები დმანისის ნაქალაქარს ეწვივნენ.
ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა, ნეიმატ გუსეინოვმა და შაჰლარ მამედოვმა, „მასტერ კლასი“ გამართეს.
მათ რაიონის დღევანდელობაზე, ისტორიულ წარსულსა და მსოფლიო მემკვიდრეობისთვის ზეზვასა და მზიას აღმოჩენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
გაიმართა დისკუსია, სადაც დაისვა პრობლემური კითხვები, რომლებსაც ამომწურავი პასუხი სკოლის დირექტორმა, ისლამ მამედოვმა, გასცა.
„ექსკურსია ნაყოფიერი იყო. მოსწავლეებმა შეძლეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფერირება, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ექსკურსიანტებმა კულტურულად დაისვენეს, ყოველდღიური შრომისაგან განიტვირთნენ.
ლამაზია ჩვენი საქართველო. გვიყვარს მისი აწმყო და წარსული. თუმცა მარტო სიყვარული არ კმარა; უნდა ვსწავლობდეთ მის დღევანდელობასა და ისტორიას“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.