მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ირინე აბულაძის განცხადებით, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ბევრი სიახლე იგეგმება. ამის შესახებ აბულაძემ „ახალი სკოლის მოდელის“ 2019 წლის შემაჯამებელ ფორუმზე განაცხადა.
ერთ-ერთი ცვლილება ის არის, რომ სკოლებში მასწავლებლები ელექტრონულ ჟურნალებს შეავსებენ და მშობლებს შვილების მოსწრების შესახებ ინფორმაცია ელექტრონულად მიუვათ.
„საქართველოს მთავრობას აქვს სტრატეგია ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებით. სკოლებში, ამ მხრივ, სხვადასხვა მდგომარეობაა (გააჩნია სკოლის ადგილმდებარეობას), მაგრამ იმ სკოლებს, რომლებიც საპილოტე პროგრამა „ახალი სკოლის მოდელში“ არიან, ინტერნეტის პრობლემა არ აქვთ. ვაკეთებთ შიდა ვაიფაიზაციას, რათა ყველა საკლასო ოთახს მიეწოდებოდეს ინტერნეტი. ამისათვის 2019 წელსაც იყო განსაზღვრული შესაბამისი ბიუჯეტი და 2020 წელსაც გვაქვს რამდენიმე მილიონი, რომ დაემატოს სკოლები.
ტექნოლოგიური უზრუნველყოფა ნიშნავს, რომ მასწავლებლებმა აწარმოონ ელექტრონული ჟურნალები, რომლის დანერგვასაც დავიწყებთ და მშობლებს ელექტრონულად მიუვათ ინფორმაცია საკუთარი შვილების მოსწრების შესახებ. ეს ასევე გულისხმობს, ყველა სკოლაში დაინერგოს, UNICEF-ის მიერ შექმნილი ტექნოლოგიური პროექტი დაწყებითი კლასებისთვის „ვსწავლობთ თამაშით“, რომელიც არის სწორედ მაღალ სააზროვნო უნარების განვითარებაზე გათვლილი პროდუქტი. ამის დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს, ეს მოსწავლეებს აძლევს დამატებით შესაძლებლობას, რომ თავად განავითარონ სხვადასხვა მიმართულებები სწავლის მხრივ და მასწავლებელი მათ ამაში დაეხმაროს, ასე რომ მიმართულება - ტექნოლოგიების დანერგვა სასწავლო პროცესში იქნება პრიორიტეტი. XXI საუკუნეა, მოსწავლეები ძალიან ახლოს არიან ტექნოლოგიებთან, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ მათ სწორად გამოიყენონ ტექნოლოგიები, ჰქონდეთ უნარი, გაარჩიონ სწორი და არასანდო ინფორმაცია ერთმანეთისგან და ამ მიმართულებით დახმარება სჭირდებათ არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ მასწავლებლებსაც“, - განაცხადა ირინე აბულაძემ.
პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წელს დაიწყო და 2024 წლამდე საქართველოს ყველა სკოლას დაფარავს. პროექტი ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, 165 სკოლის პირველ-მეოთხე კლასებში. მისი ბენეფიციარია 34 414 მოსწავლე და 3096 მასწავლებელი.
იხილეთ ასევე:
„მასწავლებელი ქაღალდის ფურცლიდან კომპიუტერთან უნდა გადავიდეს“ - რას შეცვლის „ახალი სკოლის მოდელი“?
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა