მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის, დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მეცხრე კლასში ათდღიანი პროექტი -„მასწავლებელი ქართულ ლიტერატურაში“ შეჯამების ეტაპზეა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საკლასო პროექტის - „მასწავლებელი ქართულ ლიტერატურაში“ მიზანი გახლდათ მასწავლებელზე ათი საუკეთესო მოთხრობის გაცნობა-გააზრება. ტექსტის დამუშავება - საკვანძო ფრაზების ამოწერა, მთავარი სათქმელის ამოცნობა, მსჯელობა, დასმული პრობლემების წარმოჩენა და დისკუსია.
„პროექტის მეორე ეტაპზე მეცხრე კლასის მოსწავლეებმა თავად შექმნეს მოთხრობები მასწავლებელზე, რაც პირდაპირ გავიდა მათი როგორც შემოქმედებითი უნარების, ისე კრიტიკული აზროვნების დახვეწასა და განვითარებაზე. ბოლო, შემაჯამებელი ორი დღე მიეძღვნა გამარჯვებული ავტორებთან შეხვედრას: სკოლაში მოსწავლეებს ეწვივნენ მიშა ბახსოლიანი და თორნიკე სიბაშვილი. ახალგაზრდა ავტორებმა თბილი, შთამბეჭდავი დღე აჩუქეს სკოლას“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა