მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტის მედიაში გაშუქებას გამოეხმაურა. მან საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ჟურნალისტებსა და პედაგოგებს მოუწოდა, სუიციდის ფაქტებზე ფრთხილად ისაუბრონ, რადგან მოზარდები არასწორ ინტერპრეტაციებს აკეთებენ.
„არასწორი საინფორმაციო ტალღა და ასეთი გაუფრთხილებლობა ამ ფაქტთან დაკავშირებით უნდა გააცნობიეროს საზოგადოების თითოეულმა წევრმა, მედიის წარმომადგენელმა, რომ ეს წარმოშობს კითხვებს ბავშვებში. ისინი აკეთებენ არასწორ ინტერპრეტაციას და სუიციდის ტირაჟირება ხდება. მასწავლებლებს და ზოგადად, ყველას მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ“, - განაცხადა ირინე აბულაძემ.
15 წლის ლუკა სირაძე იაშვილის კლინიკაში 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. აღნიშნულ ფაქტს კი წინ უძღოდა არასრულწლოვნის პოლიციაში გამოკითხვა, რომელიც „მწვანე სკოლის“ კედლებზე დატოვებულ წარწერებს ეხებოდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა