მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის „ეკომანის“ ორგანიზებით ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ჩატარდა მოსწავლეთა სკოლათა შორის კონფერენცია, თემაზე: „ეკოლოგიური პრობლემები და გამოწვევები“.
კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა, ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლება, საკომუნიკაციო და საჯარო გამოსვლების უნარის განვითარება.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის თორსის, ხეთის, საჯიჯაოს N2, ახალსოფლის საჯარო სკოლები და კერძო სკოლა „არეა“.
„მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები, მასზედ, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს მომხესენებლად მოსწავლეთა სკოლათაშორის კონფერენციაში, ხოლო ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სახელით გადაეცათ საუკეთესო პრეზენტატორს და ორგანიზატორ მასწავლებელ ბელა ქვარცხავას სამახსოვროდ წიგნი.
ეკოკლუბის „ეკომანის“ სახელით, ყველა მონაწილეს, ხელმძღვანელ მასწავლებელებს, სკოლის ადმინისტაციას, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრს მადლობას ვუხდით თანამშრომლობისათვის და აქტიური მონაწილეობისათვის“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“