მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა „ახალი სკოლის მოდელის“ 2019 წლის შემაჯამებელ ფორუმზე.
როგორც ღონისძიებაზე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტმა, ალექსანდრე ასათიანმა განმარტა, ეს ხელს შეუწყობს, როგორც მასწავლებლებს მუშაობის პროცესში და ისე მოსწავლეებს, რომ კომპიუტერი არა სათამაშო, არამედ სამუშაო მოწყობილობა გახდეს.
„დღეს ბევრი ბავშვისთვის კომპიუტერი სათამაშო მოწყობილობაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა კომპიუტერთან იმუშაოს, რადგან როდესაც დღევანდელი მოსწავლე სკოლას დაამთავრებს მას კომპიუტერთან მუშაობა მოუწევს. კომპიუტერთან მუშაობის უნარების გამომუშავება სკოლიდან უნდა დაიწყოს. საჭიროა ისეთი პროგრამების მიწოდება, რომელშიც ის უბრალოდ პასიური მომხმარებელი კი არ იქნება, არამედ სამუშაოს შეასრულებს“, - ამბობს სანდრო ასათიანი.
მისივე თქმით, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში მასწავლებლებს office 365-ის ექაუნთები გადაეცათ და ამ რესურსის გამოყენება დღეს ყველა სკოლას შეუძლია.
office 365 - ეს არის 5 ტერაბაიტი ვირტუალური სივრცე, სადაც მასწავლებელს ყველა საჭირო ფაილისა თუ დოკუმენტის შენახვა და კოლეგებთან გაზიარება შეუძლია.
„დღესვე ნებისმიერ სკოლას, რომელსაც ამ რესურსის გამოყენების სურვილი აქვს, შეუძლია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (emis) მიმართოს და ექაუნთები გამოართვას როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის. office 365 დაახლოებით google drive-ის მსგავსია, უბრალოდ განსხვავება ისაა, რომ აქ არსებობს ქოლცენტრი, სადაც შეგიძლია დარეკო, შენ სივრცესთან დაკავშირებით პრობლემები თუ შეგექმნა. ასე ვთქვათ, სისტემას მომსახურე პერსონალი ჰყავს, რომელიც მზად არის დაგეხმაროთ“, - განმარტავს ალექსანდრე ასათიანი.
პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წელს დაიწყო და 2024 წლამდე საქართველოს ყველა სკოლას დაფარავს. პროექტი ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, 165 სკოლის პირველ-მეოთხე კლასებში. მისი ბენეფიციარია 34 414 მოსწავლე და 3096 მასწავლებელი.
იხილეთ ასევე:
„მასწავლებელი ქაღალდის ფურცლიდან კომპიუტერთან უნდა გადავიდეს“ - რას შეცვლის „ახალი სკოლის მოდელი“?
მასწავლებელს ექნება ელექტრონული ჟურნალი, მშობელი კი შვილის მოსწრების ინფორმაციას მიიღებს - სიახლეები სკოლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა