მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალი წელი ახლოვდება და პიროტექნიკა კვლავ აქტუალური და მოთხოვნადია. მიუხედავად იმისა, რომ კანონით პიროტექნიკის მიყიდვა არასრულწლოვნისთვის აკრძალულია და ასევე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვრცელდება ე.წ. პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეულ ხმაურზე, წლიდან წლამდე იმატებს ამ საშიში გასართობით დაზარალებულთა რიცხვი. მიზეზი მარტივია - ახალი წლის დღეებში არავინ შეგვიმოწმებს, რამდენი დეციბელით გადავამეტეთ ხმაურის დასაშვებ ნორმას; ხოლო რაც შეეხება არასრულწლოვნისთვის პიროტექნიკის მიყიდვას, ამ აკრძალვას, მით უმეტეს, არ ექცევა ყურადღება.
Etaloni.ge-მ პატარა ექსპერიმენტი ჩაატარა. პიროტექნიკის საყიდლად არასრულწლოვანთან ერთად გავედით და დიდად არც გაგვკვირვებია, როდესაც 13 წლის გოგონას არანაირი წინააღმდეგობა არ შეექმნა, ისე მიჰყიდეს შუშხუნები.
ახლა იმის გარკვევას არ დავიწყებთ, მუშაობს თუ არა კანონი - ეს ცალკე საუბრის თემაა, Etaloni.ge ამჯერად დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელთან, გუგა ქაშიბაძესთან ერთად შეეცდება, კიდევ ერთხელ, უპასუხოს კითხვებს - რატომ იმატებს პიროტექნიკით დაშავებულთა რიცხვი წლიდან წლამდე; როგორ არ უნდა დავუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა და როგორ დავიცვათ შვილები და საკუთარი თავი?
- მხოლოდ დამწვრობის ცენტრის სტატისტიკით, ყოველწლიურად იზრდება პიროტექნიკით დაზიანებულთა რიცხვი - შემთხვევების 60 % ბავშვებზე მოდის, ხოლო 40 % მოზრდილებზე. ესაა მხოლოდ დამწვრობის ცენტრის სტატისტიკა, ნაწილი კი საბავშვო კლინიკებში გადაჰყავთ, რადგან, გარდა დამწვრობისა, აღენიშნებათ სხვადასხვა დაზიანება, კანის დეფექტები, თითების ნაწილობრივი ამპუტაცია, თვალის სერიოზული დაზიანებები და მხედველობის დაკარგვაც კი.
- ბატონო გუგა, საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების მიუხედავად, უბედურ შემთხვევათა ასეთი მაჩვენებელი რატომ გვაქვს?
- კანონმდებლობით, არასრულწლოვანზე პიროტექნიკის მიყიდვა იკრძალება, ვერ ვისაუბრებ იმაზე, კანონი რამდენად მუშაობს, პიროტექნიკა ხშირად ოჯახის უფროს წევრებს მიაქვთ სახლში და ბავშვისთვის ხელმისაწვდომია... მნიშვნელობა არ აქვს, თავად იყიდის, მამა მიუტანს თუ ნათესავი აჩუქებს - რაც უნდა უსაფრთხოდ გამოიყურებოდეს, არასწორი გამოყენებისას, შეიძლება სერიოზული დაზიანებები მივიღოთ. მაგალითისთვის, პატარა ე.წ. ბომბაჩკებიც კმარა, რომლებიც წესით, ღია ადგილას უნდა აფეთქდეს, მაგრამ თუ აფეთქდა დაკუმულ მუჭში, არასრულწლოვანმა შეიძლება თითებიც კი დაკარგოს, რადგან ბავშვის მტევანი ჩამოუყალიბებელია; იყო შემთხვევა, როდესაც პატარა ასაფეთქებელი 4 წლის ბავშვმა ქვაბში ჩააგდო, მაგრამ ქვაბიდან ამოვარდა, სახეზე მოედო და სერიოზული დამწვრობა მიიღო.
- ბავშვები საფრთხეს ბოლომდე ვერ იაზრებენ და ესაა პრობლემა...
- უსაფრთხოების მინიმალური წესები აუცილებლად უნდა იყოს დაცული... არის მაშხალები, რომლებიც, წესით, რამდენიმე მუხტს შეიცავს და როდესაც ნაკლები რაოდენობა ფეთქდება, მილში იყურებიან... სამწუხაროდ მერე აფეთქებულა და სახეშიც მოხვედრიათ; იყო შემთხვევა, როცა ხელში აფეთქებიათ.
- ეს ყველაფერი პროდუქციის დაბალ ხარისხზე არ მეტყველებს?
- სავარაუდოდ, საქართველოს ბაზრისთვის რა პროდუქციაცაა განკუთვნილი, ფასიდან გამომდინარე, არ მგონია, ხარისხიანი იყოს. დაზიანების შემთხვევები კი ტალღებადაა - ემთხვევა წინასაახალწლო პერიოდს, არდადეგების დაწყებას, იმიტომ, რომ მეტი თავისუფალი დრო აქვთ; შემდეგ მოდის შობა, ძველით ახალი წელი და ლამის, ჩინურ ახალ წლამდე გრძელდება... სანამ ბოლო პეტარდა არ ამოიყიდება, ასეთი მდგომარეობა გვაქვს მუდამ.
- უკვე დაიწყო ეს ტალღა?
- უკვე სამი შემთხვევა დაფიქსირდა: ორი ბავშვი და ერთი მოზრდილი; ეს მცირე რაოდენობაა, მაგრამ მაინც ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რათა მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ. ნეტა, საერთოდ არ მიწევდეს ამაზე საუბარი - ესაა დაზიანებები, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. მაშხალას, რომელსაც აწერია, აფეთქებისას რამდენიმე მეტრის რადიუსით ცოცხალი არსება არ უნდა იყოსო და დიდ ოთახში გაუშვებს ოჯახის უფროსი, ოჯახის წევრი თუ დაუზიანდა, არავის უნდა გაუკვირდეს.
- ასეთ დროს უფროსები უფრო ბავშვობენ, ბატონო გუგა...
- ნებისმიერ დღესასწაულს ახლავს ტრავმიანობის მომატება. ასეა ახალ წელსაც, გიორგობასაც და აღდგომასაც. საყოველთაო ეიფორიაა - დიასახლისი სადილს ამზადებს, ოჯახის უფროსები ნასვამები არიან, ან ნაბახუსევზე, ბავშვები კი თავისთვის თამაშობენ და მათთვის არავის სცალია. ტრავმიანობა ისედაც მატულობს, ამას პეტარდები ემატება და ვიღებთ სავალალო შედეგს. აქ მაინც ფსიქოლოგიური ფაქტორია - ყველას ჰგონია, უბედურება მას არ შეეხება, მაგრამ ასე არ არის - ვერ წარმოიდგენთ, ისეთი სერიოზული ხალხი დაზიანებულა გაუფრთხილებლობით. ასე რომ, აჯობებს, სხვა რამით გამოხატონ ბავშვობაში დაბრუნების სურვილი.
- სხვა ქვეყნებშიც დგას მსგავსი პრობლემა?
- უცხოეთში მეტად კონტროლდება ეს საკითხი - პეტარდებს ასაკობრივი მახასიათებელი გააჩნია და გარკვეული ზღვარიცაა დაწესებული. არის ასაფეთქებლები, რომელსაც ასაკობრივად გარკვეულ ზღვრამდე ვერ შეიძენ და არის მაშხალები, რომელსაც სრულწლოვანიც კი ვერ იყიდის, თუ არ აქვს სპეციალური სერტიფიკატი.
- როგორ მოვიქცეთ შუშხუნით დაზიანების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე?
- თუ სისხლდენაა, გამჭოლი ნახვევი უნდა დავადოთ, შევაჩეროთ სისხლდენა, მანამდე კი ანტისეპტიკური ხსნარით დავამუშაოთ ჭრილობა; ხოლო თუ მხოლოდ დამწვრობაა, რამდენიმე წუთის განმავლობაში გამდინარე წყლის საშუალებით, გავანელოთ ტემპერატურის ზემოქმედება, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი და დაზიანებული არე დავამუშაოთ ანტიბაქტერიული კრემით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...