მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამ კვირაში არის 2 დღე, როცა ყურადღებით უნდა იყოთ და ფრთხილად გაიაროთ. ესენია 23 და 26 დეკემბერი.
23 დეკემბერი არის საკრალური დღე - უნდა იოცნებოთ და იფიქროთ იმაზე, რაც გინდათ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. 26 დეკემბერს მზის დაბნელებაა. არაფერი ახალი არ დაიწყოთ, ხელშეკრულება არ გააფორმოთ და დიდი შენაძენი არ გააკეთოთ.
და კიდევ, რაც უფრო ვუახლოვდებით ახალ წელს, მით მეტად მატულობს დღესასწაულთან დაკავშირებული ჯადოსნური საკითხები თუ კითხვები. იცით, პასუხი შეკითხვაზე: ზოდიაქოს რა ნიშანია თოვლის ბაბუ? - სწორი პასუხია თხის რქაა.
გაეცანით, კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის:
ვერძი - აქტიური და ინიციატივიანი ხართ. თუმცა სულსწრაფობა გემატებათ და შეცდომების დაშვების რისკი იზრდება. შეიძლება გეგმების შეცვლაც კი მოგიწიოთ.
კურო - უმჯობესდება თქვენი განწყობა, მაგრამ ფრთხილად იყავით ფინანსურ საკითხებში. პირადი და პროფესიული კუთხით წარმატების ფაქტორი იმატებს.
ტყუპები - მცირე პრობლემების ტენდენცია გაქვთ. ენას ვერ აჩერებთ და ამით შეიძლება გაანაწყენოთ გარშემომყოფები. საკუთარი საიდუმლოს დაცვა და ნაკლები საუბარი - ეს არის მთავარი რჩევა თქვენთვის ამ კვირაში.
კირჩხიბი - ენერგოტონუსი, შარმი და ქარიზმა გემატებათ. წარმატების შანსი წინა პლანზეა, შეიძლება ძველი პროექტის რეალიზება ახლა მოახდინოთ. თქვენი პოპულარობა იზრდება და მატერიალური მხარე უმჯობესდება.
ლომი - ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება. თუ ამ მხრივ პრობლემები არ გექნებათ, სხვა მხრივ წარმატებული კვირაა. შეიძლება მოულოდნელი სიურპრიზები გქონდეთ.
ქალწული - ერთ-ერთი წარმატებული პერიოდი გაქვთ. შრომისუნარიანი ხდებით, იდეების რეალიზებას მოახდენთ. ყველა მხრივ წარმტებები შეგიძლიათ გქნოდეთ.
სასწორი - ენერგოტონუსი იკლებს, ზედმეტ პასხუხმგებლობას ნუ აიღებთ. შემოქმედებითი კუთხით კი წარმატებული პერიოდი გაქვთ.
მორიელი - უფრო ენერგიული და უშიშარი ხდებით, წარმატების ფაქტორი გემეტებათ. თქვენი ერთადერთი პრობლემაა - გინდათ გათქვათ საიდუმლო, მაგრამ თუ ასე მოიქცევით უკუღმა წავა ყველაფერი. ამიტომ წლის ბოლომდე საიდუმლო დაიცავით.
მშვილდოსანი - ერთ-ერთი წარმატებული პერიოდი გაქვთ. მთავარი პრობლემაა - სულსწრაფობა. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი მოგეცემათ.
თხის რქა - ერთ-ერთი ფავორიტი ხართ, მზე თქვენს ზოდიაქოშია. შეიძლება საინტერესო ახალ ინფორმაცია შეიტყოთ და ახალი ადამიანები შემოვიდნენ თქვენს ცხოვრებაში. ახლა თქვენი დროა.
მერწყული - ერთ-ერთი რთული პერიოდი გეწყებათ. ყოვედღიური საქმეებით შემოიფარგლეთ და ფრთხილად გაიარეთ ეს კვირა. სარისკო ქმედებებს ერიდეთ. 10 იანვრამდე გაფრთხილდით.
თევზები - შემოქმედი, ქარიზმატული და შეუპოვარი ხართ. შეიძლება გავლენიან ადამიანებს შეხვდეთ. ყველასგან თანადგომას გრძნობთ და ყველა სფეროში წარმატებული ხართ. ერთ-ერთი სასიკეთო პერიოდი გაქვთ.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა