სიახლეები
საინტერესო

დავალება არ მიწერია/გაკვეთილი არ ვიცი... - ყველაზე უცნაური მიზეზები, რომლებსაც თანამედროვე მოსწავლეები მასწავლებლებთან იგონებენ
27-12-2019
-
+



მასწავლებელო, დავალება არ მაქვს/გაკვეთილი არ ვიცი... - ამ სიტყვების ორიგინალურად გაგრძელება მოსწავლის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. რაც უფრო კარგი წარმოსახვის უნარი და იუმორის გრძნობა აქვს ბავშვს, მით უფრო სახალისო მიზეზს იგონებს მასწავლებლების საყვედურებისგან თავის დასაძვრენად. ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც. თუმცა, ცხადია, თანამედროვე ბავშვები შეუსრულებელ დავალებებს შუქის ჩაქრობას ან ბაბუის მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებას ვეღარ მიაწერენ.


„ეტალონი“ დაინტერესდა, რა მიზეზებს ასახელებენ თანამედროვე მოსწავლეები, როცა გაკვეთილები არ იციან. როგორც აღმოჩნდა, სხვა მიზეზებს შორის განსაკუთრებით აქტუალური ბებიისთვის გადაბრალებაა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის, ოფრეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი თინა ბაწაშვილი:

„ერთხელ ერთ ბავშვს ვკითხე, რატომ არ ისწავლე გაკვეთილი-მეთქი და ბებია იყო ცუდად, სტუმრად წავიდა, ძალიან ბევრი შოკოლადი ჭამა, გადაჭამა იქაურობა და შაქარმა აუწიაო“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის, ხუნწის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო დანელია:

„ერთი ბავშვი იძახდა ხოლმე, ბებიასთან ვიყავი ხაბულეში და ვერ ვისწავლეო - ამოჩემებული ჰქონდა ეს“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის, შუქრუთის საჯარო სკოლის მასწავლებელი თეიმურაზ მაჭარაშვილი:

„რამდენად ორიგინალურია, არ ვიცი, მაგრამ ერთხელ ერთ მეშვიდეკლასელ ბავშვს ვუთხარი, რატომ არ იცი გაკვეთილი-მეთქი და მეზობლის გასვენება იყოო. ვუთხარი, ჰო, ალბათ, თავკაცად იყავი, თორემ შენ ისე არ დარჩებოდი უსწავლელი-მეთქი“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, თელეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი მაკა ბუდაღაშვილი:

„ერთ ბავშვს ვკითხე, რატომ არ იცი გაკვეთილი-მეთქი და ვერ დავინახე, მასწავლებელოო. დღეს ვეკითხები ერთს, რატომ არ იმეცადინე, ვერ გაიგე ახსნილი თუ რა მოხდა-მეთქი და არა, არა, შაბათ-კვირას ღორის „ქელეხში“ ვიყავიო. ძირითადად კი ამბობენ, რომ არ ვიყავი წინა გაკვეთილზე და ამიტომო“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი, ფიქრია ჩხიტუნიძე:

„ხშირ შემთხვევაში მეუბნებიან, რომ არ იყვნენ სკოლაში და ამიტომ არ აქვთ დავალება და ყოველთვის ვუხსნი ხოლმე, რომ ეს ცალკე პრობლემაა. ერთხელ ერთმა მოსწავლემ მითხრა, ვერ გავიგე დავალებაო, ვერც დედაჩემმა გაიგო, ვერც მამაჩემმა და პაპაჩემი სულ ვერ მიხვდა, რა ეწერაო. ერთი ბავშვის მიზეზი კი იყო - სახლში არ მაცდიანო. ისიც უთქვამთ, წინასწარ ვიცოდი, რომ არ უნდა მესწავლაო“.

დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი გიული ლობჟანიძე:

„ხშირად ამბობენ ხოლმე, დაბადების დღეზე ვიყავი და ვერ მოვასწარი, თავი მტკიოდა და ვერ ვიმეცადინეო. ისეთი კარგი და აქტიური ბავშვები გვყავს, იშვიათად, რომ გაკვეთილი არ იცოდნენ“.

საშინაო დავალებისგან თავის არიდების სხვა გავრცელებული პასუხებს შორისაა: 

ძაღლმა ჩამიკბიჩა;

გაზი არ იყო;

გაკვეთილების ცხრილი არ მაქვს, არავინ მომწერა; 

შავ რვეულში მეწერა და არ გადამიწერია, მაგრამ არც შავი რვეული მაქვს, რომ წამომეღო;

ჩემ დას/ძმას გაჰყვა;

ამ სიის უსასრულოდ გაგრძელება შეიძლება, თუმცა, საინტერესოა, თქვენ თუ მიგიღიათ უცნაური პასუხები, თქვენი საყვარელი მოსწავლეებისგან?

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება