სიახლეები
სკოლები

თბილისის N61 სკოლის პედაგოგებმა „ახალი სკოლის მოდელის“ შემაჯამებელ ფორუმზე თემა - „ინკლუზიური განათლება“ წარადგინეს
23-12-2019
-
+


20 დეკემბერს პროექტის ახალი სკოლის მოდელი შემაჯამებელი ორდღიანი ფორუმი გაიხსნა. ფორუმის მიზანი იყო ფართო საზოგადოებისთვის პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ერთწლიანი მუშაობის შედეგების გაცნობა. ფორუმში აქტიურად იყო ჩართული და მონაწილეოდა თბილისის N 61 საჯარო სკოლა.

პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების გაგრძელებას წარმოადგენს. ის 2019 წელს დაიწყო და 2024 წლამდე საქართველოს ყველა სკოლას დაფარავს.

პროექტის მიზანია საქართველოს სკოლებში მიმდინარე სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება და სასკოლო კლიმატის გაჯანსაღება. ეს გულისხმობს სასკოლო ცხოვრების დაახლოებას რეალურ ცხოვრებასთან და ამ გზით სასწავლო პროცესის გამოცოცხლებას, საკლასო ოთახის გადაქცევას მოსწავლეთა შემოქმედებითი და შემეცნებითი ძალების განვითარების სარბიელად, სასკოლო შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობას, თანამშრომლობითი გუნდური მუშაობის კულტურის დანერგვას.

21 დეკემბერს პროექტის „ახალი სკოლის მოდელი“ ორდღიანი ფორუმი დასრულდა. ფორუმის მეორე დღეს გაიმართა პანელური სესიები თემებზე „განმავითარებელი შეფასება“, „დიფერენცირებული სწავლება“, „ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“, „ინკლუზიური განათლება“ და „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა-სწავლება“.

პანელურ სესიებს უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტები. შეხვედრებზე რეფორმაში მონაწილე სკოლის მასწავლებლებმა მონაწილეებს გაუზიარეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული საუკეთესო პრაქტიკა.

პანელური სესიის თემა: ინკლუზიური განათლება წარმოადგინეს თბილისის N61 საჯარო სკოლის პედაგოგებმა: ია გაგუამ, ფიქრია კუჭუაშვილმა და ნაია ენდელაძემ.  მათ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება და წარმოადგინეს  კომპლექსური დავალებების ნიმუშები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნებისმეტყველება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

დამსწრე საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა პედაგოგების მიერ წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება