მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორში ავარიის შედეგად დაზარალებული ათი წლის ბავშვი, კატასტროფული მედიცინის ცენტრმა გორიდან თბილისში, იაშვილის ბავშვთა კლინიკაში გადმოიყვანა.
გორის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლე სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, როდესაც მიკროავტობუსი დაეჯახა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ავარიას სასწრაფო დახმარების ჯგუფი შემთხვევით შეესწრო და დაშავებული გოგონა კლინიკაში გადაიყვანა.
„სტაციონარში შემოყვანისას ბავშვი უგონო მდგომარეობაში იყო. მას აღენიშნება შუბლ-თხემ-საფეთქლის ძვლის მოტეხილობა. იგი იმყოფება მართვით სუნთქვაზე და თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა დაზიანების ხარისხი არ გამორიცხავს მდგომარეობის დამძიმებას, - განაცხადა „გორმედის” რეანიმაციული სამსახურის ხელმძღვანელმა ტატო ქაჯაიამ.
შემთხვევა გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა