სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები ეროვნული უშიშროების საბჭოში
14-06-2017
დაკოპირებულია
-
+
ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში.
შეხვედრაზე პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, თეონა აქუბარდია და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ალექსი ბარბაქაძე მსმენელებს უშიშროების საბჭოს მისიის, სტრატეგიული მიზნების, ეროვნული უსაფრთხოებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრნენ.
აღნიშნული შეხვედრა ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა.