მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს საჯარო სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ისტ-ისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებმა - დავით პირტახიამ და ჯულიეტა თოდუამ ჩაატარეს შეხვედრა ფერთა პალიტრაზე დაწყებითი საფეხურის (1-ელი-მე-6 კლასის) მოსწავლეებთან.
შეხვედრას 18 მოსწავლე ესწრებოდა.
დავით პირტახიამ ისაუბრა კომპიუტერში არსებულ ფერებსა და მათ კომბინაციაზე Paint პროგრამაში.
ჯულიეტა თოდუამ პრაქტიკულად აჩვენა მოსწავლეებს, თუ როგორ უნდა მივიღოთ ფერების შერევით ახალი ფერი, ასევე შეახსენა მათ ფანქრის შექმნის ისტორია.
მოსწავლეებმა თავიანთი ფანტაზია ასფალტზე გადაიტანეს და ცარცით მოხატეს.
„უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყო დაცული დირექტორის, გერასიმე კიკალიშვილისა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის - არჩილ ცანავას მიერ, რათა მოსწავლეებს ხატვისას უსაფრთხოდ ეგრძნოთ თავი“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები (ფოტოების ავტორი: დავით პირტახია)
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო