მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჯარო სკოლის დირექტორები და ადმინისტრაციის თანამშრომლები მომატებულ ხელფასს ახალ წლამდე მიიღებენ. ხელფასთან ერთად, მათ კუთვნილი სახელფასო სხვაობაც დაერიცხებათ, რაც ოქტომბრიდან უნდა მიეღოთ.
ამის შესახებ Etaloni.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს. უწყების განმარტებით, ანაზღაურების გაზრდა ამ დრომდე იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ საშტატო ერთეულების დამტკიცება დროში გაიწელა. ეს კი იმან განაპირობა, რომ აპლიკაციები ხარვეზებით იყო ატვირთული და მათ გასწორებას დრო სჭირდებოდა. როგორც ჩანს, სამინისტრომ საშტატო ერთეულები უკვე დაამტკიცა და შესაბამისად, მომატებულ ხელფასებიც ამ წელსვე გაიცემა.
ამასთან, „ეტალონმა“ რამდენიმე ხნის წინაც სცადა სკოლის ადმინისტრაციისთვის ანაზღაურების გაზრდის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება. იხილეთ შესაბამისი ინფორმაციის ბმული:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა