სიახლეები
საინტერესო

კოლეგებს აზრი გაუზიარეთ - რა უნდა იცოდეს პედაგოგმა, რომ ეფექტური გაკვეთილები ჩაატაროს
25-01-2020
-
+


ეფექტური გაკვეთილი მოსწავლეებს ინტერაქციის საშუალებას აძლევს, მათ განვლილ ცოდნას ავლენს და ახალ უნარებს უვითარებს.

ამ სტატიაში etaloni.ge პედაგოგებს იმ პრაქტიკულ რჩევებს შემოგთავაზებთ, რაც ეფექტური გაკვეთილის ჩატარებაში დაგეხმარებათ.

  • გაკვეთილის მიზანი განსაზღვრეთ
გაკვეთილისგან ცხადი მოლოდინები თუ გექნებათ, ამას მოსწავლეებიც დაინახავენ და მათ მიღწევაში დაგეხმარებიან.

  • შექმენით გარემო ფიქრისა და დისკუსიისთვის
მოსწავლეებს განსახილველ საკითხზე დაფიქრების დრო მიეცით და დისკუსიისას აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ყველას მიეცით.

  • მოსწავლეთა აზროვნება მომავლისკენ მიმართეთ
დაფიქრდით, მოსწავლეებს უფრო მაღალ დონეზე როგორ გადაიყვანთ. ასე მოსწავლეთა და თქვენი განვითარების გზაზე ნახტომები გექნებათ.

  • გამოყავით დრო რეფლექსიისთვის
მოსწავლეებთან ერთად უნდა დაჯდეთ და ისაუბროთ რა მუშაობს გაკვეთილზე და რა არა.



  • მოსწავლეთა ინტერესები გაითვალისწინეთ
ადამიანები სწავლობენ იმას, რისი სწავლაც უნდათ. ასე რომ, მოსწავლეების ინტერესები და საჭიროებები მხედველობიდან არ გამოგრჩეთ.

  • აქტივობები მიზანმიმართულად შეარჩიეთ
სწორად შერჩეული აქტივობები მოსწავლეებს გაკვეთილში ჩაითრევს და მათ აქტიურობას გამოიწვევს.

  • გაკვეთილი სტანდარტების რელევანტური უნდა იყოს
დაწერეთ მიზეზები, რატომ არის თქვენი გაკვეთილის ხარისხიანი გაკვეთილის სტანდარტების შესაბამისი. ასე თქვენი გაკვეთილის სიძლიერეებსა და სისუსტეებს კარგად დაინახავთ.

  • კოლეგებს აზრი გაუზიარეთ
კოლეგებთან ითანამშრომლეთ. თქვენი მუშაობის სტილი გაუზიარეთ და მათგან რჩევები მიიღეთ. ისაუბრეთ, გაკვეთილები როგორ შეიძლება დახვეწოთ.

  • შედეგები შეაჯამეთ
დაჯექით და საკუთარ თავს ჰკითხეთ რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ თქვენს გაკვეთილებზე. შეაფასეთ რომელ დასახულ მიზანს მიაღწიეთ და რომელს ვერა. ასე თქვენი გაკვეთილის ბევრ სისუსტეს აღმოფხვრით.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

ბაღებში ყველა ბავშვის პორტფოლიო უნდა შეიქმნას - დოკუმენტი

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

„ჭალის საჯარო სკოლაში უყურადღებოდ არ დარჩენილა 22 აპრილი, დედამიწის დღე“

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, საინტერესო ამონარიდები, ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს

პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი საიდაია ქერიმოვამ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება