მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდა იმისა, რომ წლებია, „ეტალონი“, საჯარო სკოლების ჩართულობით, წარმატებით ატარებს ინტელექტ-ჩემპიონატს ქვეყნის მასშტაბით, ჩვენთან მეგობრობამ და რეგიონებში ვიზიტებმა სხვა „დატვირთვაც“ შეიძინა და ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ - „ეტალონის“ ჩასვლა ფეხბედნიერია, განსაკუთრეებით საგანმანათლებლო სფეროს დასაოჯახებელი წარმომადგენლებისთვის.
ამჯერად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისის საჯარო სკოლის დირექტორის, გაიოზ ლომთაძის და მისი დაოჯახების შესახებ გამცნობთ.
როგორ დაიწყო და განვითარდა სკოლის დირექტორისა და ისტის პედაგოგის სიყვარულის ამბავი, Etaloni.ge-ს დღნორისის საჯარო სკოლის დირექტორი, გაიოზ ლომთაძე თავად უამბობს:
- უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყურადღებისა და მოლოცვისთვის. რაც შეეხება ჩემი დაოჯახების ამბავს, იმდენი ხანი გრძელდებოდა, რომ ადვილად მოსაყოლიც არ არის. არცთუ ახალგაზრდა ვარ - 49 წლის... ცოტა მიჭირს ამ საკითხზე საუბარი.
- ბატონო გაიოზ, თქვენი მეუღლე პედაგოგია?
- ნათია მიქაუტაძე ჩემს სკოლაში ბუღალტრად მუშაობდა... თუმცა ისტსაც ასწავლის, რამდენიმე საგაკვეთილო საათი აქვს. თითქმის ათი წელია ვიცნობ და ჩვენი ამბავიც წლებია გრძელდება.
- ამ გადასახედიდან არ ფიქრობთ, რომ ის დრო დაკარგეთ?
- ყველაფერი ბედია, ხომ იცით. დიახ, დრო დავკარგე, თუმცა ბედნიერი ვარ, ყველაფერი ასე რომ დასრულდა.
- ბატონო გაიოზ, ბუღალტერმა ცოლმა ბიუჯეტი რომ გაგიკონტროლოთ, ეს საკითხი არ გაშინებთ?
- ისტის პედაგოგიცაა, ასე რომ, ამ საკითხს როგორმე დავარეგულირებთ (იცინის)...
- მოსწავლეებმა როგორ მიიღეს დირექტორის და პედაგოგის დაოჯახების ამბავი?
- ხუმრობით რომ ვთქვათ - ინტერესთა კონფლიქტია, ხომ? - არა უშავს, ამ გამოწვევასაც გავუმკლავდებით... ისე კი, იმდენ ხანს ელოდა ყველა ჩვენი ურთიერთობის ასე დაგვირგვინებას, რომ ძალიან გაუხარდათ და არც მოსწავლეებისთვის იყო ეს სიახლე.
- „ეტალონი“ ბედნიერებას გისურვებთ...
- კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოლოცვისთვის, მე კი დავძენ, რომ „ეტალონთან“ თანამშრომლობა ჩვენი სკოლისთვის უმნიშვნელოვანესია. და როგორც კი პროექტი სკოლებზე გავიდა, მაშინვე ჩავერთეთ. მას შემდეგ აქტიურად ვთანამშრომლობთ და თამამად ვიტყვი - ჩვენმა ურთიერთობამ დროს გაუძლო. უმნიშვნელოვანესია არაფორმალური განათლების პროექტებში მოსწავლეების ჩართულობა; ბავშვები ინტერესდებიან ისეთი საკითხებითაც კი, რომელიც სკოლაში შესაძლოა არც ისწავლებოდეს. ინტელექტ-ჩემპიონატშიც ვმონაწილეობთ და ვფიქრობ, „ეტალონთან“ ჩვენი მეგობრობა კიდევ ძალიან დიდხანს გასტანს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ