სიახლეები
საინტერესო

ახალი 2020 წელი ფენ-შუის მიხედვით: როგორ მოვიზიდოთ სახლში ფული და იღბალი
26-12-2019
-
+


როგორ ვაქციოთ დამდეგი წელი იღბლიანად? - პასუხი მარტივია: შევხვდეთ მას აღმოსავლური სწავლების შესაბამისად. სახლში ბარაქის, წარმატების და ჰარმონიის მოსაზიდად თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია.

ჩინური ჰოროსკოპი ირწმუნება, რომ თეთრი მეტალის ვირთხის წელიწადი იქნება დაძაბული და ბევრი არასასიამოვნო სიურპრიზის მომტანი. ამ წლის სიმბოლოს კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და სახლში პოზიტიური ენერგიის მოსაზიდად, საჭიროა ფენ-შუის ზოგიერთი პრინციპის გათვალისწინება.

ამ აღმოსავლური სწავლების თანახმად, ახალი წლის შესახვედრად სახლი წინასწარ უნდა მოვამზადოთ და ასევე ყურადღებით მივუდგეთ თითოეულ დეტალს.

ახალი წელი ფენ- შუის მიხედვით: სახლის მომზადება




ახალი წლის მოსვლამდე აუცილებელია სახლის მიმდინარე წლის განმავლობაში დაგროვილი ნეგატიური ენერგიისგან გაწმენდა. ამისთვის კი მხოლოდ სახლის დასუფთავება არასაკმარისია.

სინანულის გარეშე გადაყარეთ სახლიდან უსარგებლო ნივთები. 

პირველ რიგში ეს ეხება აივანზე, სხვენსა და კარადებში დაგროვილ ძველმანებს. არსებობს დაუწერელი კანონი: თუ ტანსაცმელი, მთელი წლის განმავლობაში ვერ გამოიყენეთ, ის უკვე აღარ გამოგადგებათ. ასე რომ ნივთები, რომლებსაც აღარ იყენებთ, აჩუქეთ მათ ვისაც ის სჭირდება.

იხილეთ 5 ნივთი, რომელიც ახალ წლამდე უნდა გადააგდოთ

უძველესი ჩინური სწავლების სპეციალისტები გვირჩევენ ახალი წლის დადგომამდე აუცილებლად გავწმინდოთ ფანჯრები.

სად უნდა დავდგათ ნაძვის ხე ფენ-შუის მიხედვით


  • იმისთვის რომ, საზოგადოებაში სახელი, აღიარება და რეპუტაცია მოიპოვოთ, ნაძვის ხე სახლის სამხრეთით დადგით.
  • ახალი წლის სიმბოლოს სახლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დადგმით, სიყვარულს მოიზიდავთ და ქორწინებაში დადებით სიახლეებს შეიტანთ.
  • იმისთვის კი რომ დამდეგ ახალ წელს მატერიალური კეთილდღეობა ​გაიუჯობესოთ და ბარაქა და დოვლათი მოიზიდოთ საახალწლო ხე სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით განათავსეთ. 
  • ნაძვის ხის ოთახის ცენტრში დადგმა ჯანმრთელობის გარანტიაა. თუ ბავშვების გაჩენას გეგმავთ ნაძვის ხე სახლის დასავლეთ ნაწილში დადგით. 
  • ნაძვის აღმოსავლეთ კუთხეში დადგმას ურჩევენ მათ, ვისაც ოჯახური ბედნიერების მიღწევა უნდა.
  • ჩრდილოეთით დადგმული ნაძვის ხე მის პატრონს კარიერულ წარმატებას მოუტანს.
  • ჩრდილო - აღმოსავლეთ ნაწილში იმ შემთხვევაში დადგით თუ  ცოდნის გაღრმავება გსურთ.
  • მოგზაურობის მოყვარულებს და მათ ვინც თანამოაზრეებს ეძებს, ურჩევენ ნაძვის ხე სახლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში განათავსონ.
იხილეთ ვრცლად - სად უნდა დავდგათ ნაძვის ხე, რომ სიყვარული, იღბალი და სიმდიდრე მოვიზიდოთ

როდის დავდგათ ნაძვის ხე

ბევრმა სადღესასწაულო ხე უკვე დადგა. მაგრამ თუ თქვენ დღემდე ნაძვის ხის მოსართავად ვერ მოიცალეთ - ფენ-შუის ოსტატები შემდეგ იღბლიან დღეებს გვირჩევენ.

საუკეთესო დღეები და საათები ნაძვის ხის დასადგმელად:

  • 28 დეკემბერი : 07:00 – 09:00, 13:00 – 15:00.
  • 30 დეკემბერი: 09:00 – 11:00, 17:00 - 19:00.

როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე



რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ნაძვის ხეს ჩვენი გემოვნებით ვრთავთ. მაგრამ, ფენ-შუის წესებიდან გამომდინარე, კარგია თუ უპირატესობას მეტალის ვირთხის საყვარელ ფერებს მივანიჭებთ.

რთული მისახვედრი არ არის, რომ უკეთესია თუ სათამაშოებს და მოსართავებს მეტალისას ავირჩევთ. დამდეგი წლის ფერებია - ვერცხლისფერი, ლურჯი ოქროსფერი და თეთრის და ნაცრისფრის ყველა ელფერი.

ზოგადად, ჩინელი მეცნიერები გვირჩევენ ახალ წელს ანთებული სანთლებით შევხვდეთ. თუ თქვენ ხმაურიან წვეულებას გეგმავთ,  წყნარი და რომანტიკული სადღესასწაულო ვახშმის ნაცვლად, დაანთეთ სანთლები ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში - სანამ 12 საათი ჩამოკრავს. შემდეგ კი მისი ჩაქრობა, სინათლის ანთება და მხიარულების გაგრძელება შეიძლება.

თუ ზემოთ ჩამოთვლილ წესებს დაიცავთ, დამდეგი წლისთვის ფულსა და იღბალს მოიზიდავთ. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება