სიახლეები
საინტერესო

თბილად ჩაცმა, შხაპის მიღება, რძის დალევა... - 10 მითი ზამთარში გავრცელებული დაავადებების მკურნალობის მეთოდებზე
18-01-2020
-
+


ზამთრის დადგომასთან ერთად ჩვენი იმუნიტეტი საგრძნობლად ქვეითდება, ამიტომ წელიწადის ამ დროს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა განსაკუთრებულად გვიწევს. თუმცა ხშირად იმ მითებს, რომლებიც კონკრეტული დაავადებების მკურნალობის მეთოდებზე არსებობს, არასწორი გზით მივყავართ და გამოჯანმრთელებაში ხელს გვიშლის.

„ეტალონი“ გაგაცნობთ 10 გავრცელებულ მოსაზრებას ცივ სეზონზე გავრცელებული დაავადებებსა და მათი მკურნალობის გზებზე, რომლებიც სინამდვილეში მითებია:

მაღალ ტემპერატურაზე თბილად ჩაცმა და ოფლის გამოყოფა კარგია

ადამიანებს სჯერათ, რომ ოფლთან ერთად სხეულს ვირუსები ტოვებენ და სწრაფი გამოჯანმრთელება ხდება. სინამდვილეში ეს სიცრუეა. უფრო მეტიც, ეს სახიფათოც კია, რადგან შეიძლება სხეულის თერმორეგულაცია დაირღვეს. მაღალ ტემპერატურაზე, პირიქით, უმჯობესია, გაიხადოთ და სხეულს გაგრილებაში დაეხმაროთ, მაგალითად, გაწურული გრილი ტილოთი.

რძის დალევა კარგია ყელის ტკივილის დროს

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ რძეს სამკურნალო თვისებები აქვს და ამ მითს თაობიდან თაობას გადასცემს. რძეს, რა თქმა უნდა, აქვს სასარგებლო თვისებები, მაგრამ, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ყელის ტკივილსა და სასუნთქი გზების ანთებაზე, ნებისმიერი თბილი სითხე სასარგებლოა და არ აქვს მნიშვნელობა,  ეს ჩაი იქნება თუ რძე.

მაღალ ტემპერატურაზე კარგია შხაპის მიღება

არსებობს მოსაზრება, რომ თუკი სიცხიანი ადამიანი შხაპს მიიღებს, მისი გამოჯანმრთელების პროცესი გაცილებით მარტივად წარიმართება. მაგრამ ასე მოქცევა არც ისე გონივრულია. მაღალ ტემპერატურაზე ორგანიზმს სიგრილე სჭირდება და თუკი თქვენ ცხელი წყლით დაიბანთ, ეს მდგომარეობას გააუარესებს. ამან შეიძლება ჰიპერთერმია და ტემპერატურის მატებაც კი გამოიწვიოს.

როცა ადამიანი ავად არის, ფეხშიშველმა არ უნდა იაროს

სავარაუდოდ, ეს მითიც იქიდან გაჩნდა, რომ ავადმყოფს ყოველთვის თბილად უნდა ეცვას. თუმცა არცერთი ექიმი არ გეტყვით, რომ წინდის ტარება სავალდებულოა. თუ თქვენ მაღალ ტემპერატურაზე ნაქსოვ წინდებს ჩაიცვამთ, ეს კიდევ უარესი იქნება, მაგრამ თუ ბავშვი კანკალებს, მაშინ ნამდვილად ღირს, წინდები ჩააცვათ.

ცხვირში შესასხურებელი პრეპარატები საზიანოა

ადრე ბევრი ადამიანი ასეთ პრეპარატებს არასწორად იყენებდა, დანიშნულებას არ ეცნობოდა, უფრო ხშირად მოიხმარდა, ვიდრე მათი გამოყენება შეიძლება, რამაც ხელი შეუწყო ამ მითის ჩამოყალიბებას. სინამდვილეში, ეს პრეპარატები ხელს უწყობს სასუნთქი გზების გათავისუფლებასა და გაწმენდას. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი არაა განკუთვნილი თერაპიული მკურნალობისთვის.

მაღალ ტემპერატურაზე წამლის დალევა საჭირო არ არის

ასეთი მითი, სავარაუდოდ, იმის გამო გაჩნდა, რომ მაღალი ტემპერატურა შეიძლება ორგანიზმს ვირუსების წინააღმდეგ უკეთ ბრძოლაში დაეხმაროს. სინამდვილეში ეს ბოლომდე მართალი არ არის. 38.5 გრადუსამდე ტემპერატურა ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს პათოლოგიურ ფაქტორად ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ უფრო მაღალი ტემპერატურა უკვე სახიფათოა და საჭიროა სიცხის დამწევის დალევა ან ექიმთან ვიზიტი.

ვირუსი აქტიურია სამი დღის განმავლობაში

ძნელია სათქმელია, საიდან გაჩნდა ეს აზრი, რომლის ნამდვილობასაც არცერთი კვლევა არ ადასტურებს. ვირუსი ორგანიზმში  შეიძლება აქტიური 2-დან 5 დღემდე იყოს. ამიტომ თუ თქვენი შვილი უკვე სამი დღეა ავადაა, არ ღირს მისი წაყვანა სტუმრად ან სხვა საჯარო თავშეყრის ადგილებში იმ იმედით, რომ დღეს მისი ავადმყოფობის ბოლო დღეა.

დაბალი ტემპერატურა ნორმალურია

ბევრი მშობელი ბავშვის დაბალი ტემპერატურის დროს ამბობს, რომ თერმომეტრს რაღაც პრობლემა აქვს და ბავშვი შეიძლება სკოლაში წავიდეს.  ეს სიცრუეა. თუ თქვენი ბავშვი ცივია და მისი ტემპერატურა 36 გრადუსზე დაბალია, ეს, ასევე არ არის ნორმალური. ეს შეიძლება გარკვეული დაავადების წინაპირობა იყოს. ასეთ დროს ბავშვი სახლში უნდა დატოვოთ და მის ზოგად მდგომარეობას დააკვირდეთ.

ანტიბიოტიკების მიღება საზიანოა

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ანტიბიოტიკები საზიანოა, რადგან ორგანიზმის ბაქტერიულ ფლორას არღვევს, ცდებით. თანამედროვე სამყაროში ანტიბიოტიკების მიღება აუცილებლობა უფროა, ვიდრე უბრალოდ მკურნალობა. მედიცინა დიდიხანია წინ წავიდა და ბევრი პრეპარატი ისეთი საშიში აღარ არის, როგორც ეს ჩვენს ბებია-ბაბუებს ეჩვენებათ. თუმცა, ცხადია, ისინი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ.

ანტიბიოტიკები უნდა დალიოთ ბაქტერიული ინფექციის თავიდან ასაცილებლად

ბევრი პაციენტი თავისი ინიციატივით სვამს ანტიბიოტიკს, რომ ბაქტერიული დაავადებებისგან თავი დაიცვას და საერთოდ არ გადის კონსულტაციას ექიმთან. ეს დიდი შეცდომაა. ანტიბიოტიკების დამოუკიდებლად დალევა არ შეიძლება და არც მუშაობს. რადგან იგი უკვე მიმდინარე ავადმყოფობის დროს უნდა მიიღოთ და არა წინასწარ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ, გირჩევთ მთელი ოჯახით მოკალათდეთ და შეარჩიოთ საყურებლად

 ახალი წელი დღესასწაულია, რომელიც ადამიანებს კრეატიულობისკენ უბიძგებს

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო სუფრები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანში საერთო მახასიათებელია ოჯახური გარემო, სიმბოლიზმები... 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ

საინტერესო

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ, გირჩევთ მთელი ოჯახით მოკალათდეთ და შეარჩიოთ საყურებლად

 ახალი წელი დღესასწაულია, რომელიც ადამიანებს კრეატიულობისკენ უბიძგებს

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო სუფრები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანში საერთო მახასიათებელია ოჯახური გარემო, სიმბოლიზმები... 

სიახლეები
საზოგადოება