მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„2020 წლიდან, მასწავლებლის სახლს ექნება ახალი პროექტი „დისტანციური სკოლა. ეს არის სწავლა-სწავლების ერთ-ერთი ეფექტური საშუალება“, - ასე აფასებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე საპილოტე პროექტს, რომელიც, ამ ეტაპზე, 24 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.
დისტანციური ონლაინ სწავლება მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გასულ წელს მაღალმთიანი აჭარის ორი სოფლის - მთისუბნისა და პანტნარის სკოლებში ინგლისური ენის შესწავლით დანერგა. საპილოტე პროგრამამ გაამართლა და სამომავლოდ ის ბევრ სკოლას მოიცავს.
„დისტანციური სწავლების“ ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ მაღალმთიან სოფლებში, დიდთოვლობის გამო გზების ჩაკეტვის მიუხედავად, ადგილობრივ მოსწავლეებს განათლების მიღებაში ხელი აღარ შეეშლებათ.
პროგრამა ასევე მოსახერხებელია ისეთი სკოლებისთვის, რომლებსაც კადრების დეფიციტი აქვთ. „დისტანციური სწავლება“ ყველა შესაძლებლობისა და სოციალური ფენის მოსწავლისთვის ხელმისაწვდომია.
საპილოტე პროგრამა სამი წლის წინ წარადგინეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. პროექტის ავტორი განათლების კომიტეტი იყო.
დისტანციური სწავლების შემოღება ხელს შეუწყობს საქართველოში მიღებული განათლების პოპულარიზაციას და საქართველოს სკოლების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები მარტივად ხელმისაწვდომი გახდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
„სწავლის მართვის სისტემა არის ინტერნეტზე დამყარებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აუცილებელია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სასწავლო პროცესის მონაწილეებს შორის კომუნიკაციისათვის, ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგისათვის და სხვა“ - აღნიშნული იყო კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს