სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

3 ყველაზე მაღალანაზღაურებად ვლოგერს შორის მოხვდა 5 წლის გოგონა, რომელიც YouTube-ზე წელიწადში 18 მლნ დოლარს გამოიმუშავებს
25-12-2019
-
+


5 წლის ანასტასია რადინსკაია „ფორბსის“ 2019 წლის რეიტინგში 3 ყველაზე მაღალანაზღაურებად ვლოგერს შორის მოხვდა. ნასტია ვლოგებს მშობლებთან ერთად 3 წლიდან წერს და მისი წლიური შემოსავალი, დაახლოებით, 18მლნ დოლარია.

ვინ არის ნასტია?

ნასტია 2014 წლის იანვარში, კრასნოდარში დაიბადა. მისი მშობლები, ანა და იური რადინსკები, იმ დროისთვის ფლობდნენ სალონს, ბიზნესს სამშენებლო სფეროში და ჰქონდათ საკმაოდ სტაბილური შემოსავალი. ექიმები ამბობდნენ, რომ გოგონა ვერასდროს შეძლებდა სიარულსა და ლაპარაკს, თუმცა მშობლები არ დანებდნენ და მისი რეაბილიტაციისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. შედეგი გასაოცარი აღმოჩნდა. 2 წლიდან აშკარა გახდა, რომ გოგონა თანატოლებივით ვითარდებოდა. დღემდე არ არის ცნობილი, ნასტიას დიაგნოსტირებისას ექიმები შეცდნენ თუ მისმა რეაბილიტაციამ გაამართლა.

როგორ გაჩნდა „Like Nastya“ ვლოგი?

ჯერ კიდევ მაშინ, როცა მშობლები ნასტიას რეაბილიტაციით იყვნენ დაკავებულები, ისინი მიხვდნენ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, მათი შვილი საზოგადოების თანასწორ წევრად გაეზარდათ და მისი მდგომარეობის გამო კომპლექსები არ გასჩენოდა. ამიტომ მათ გადაწყვიტეს, თავიანთი გოგონასთვის ვიდეოები გადაეღოთ. თავიდან მშობლები ბავშვს უბრალოდ სათამაშოს აძლევდნენ და ყოველგვარი წინასწარგათვლილი სცენების გარეშე სახლის კამერით უღებდნენ .

მოგვიანებით, მშობლებმა ვიდეო „იუთუბ“ არხზე - „Like Nastya“ გაავრცელეს. ნასტიამ მალევე მიიპყრო მაყურებლის ყურადღება და ჩვეული სპონტანურობითა და ბუნებრიობით მათი სიყვარული დაიმსახურა.

დაახლოებით, ნახევარ წელიწადში ნასტიას მშობლები თვეში 10 000 $-ს გამოიმუშავებდნენ, თუმცა ისინი ამაზე არ გაჩერებულან. მათ ვლოგების ჩაწერა ნასტიას მონაწილეობით გასართობი პარკებიდან დაიწყეს. ისინი იღებდნენ, როგორ მოგზაურობდა ნასტია, როგორ ყიდულობდა ტანსაცმელს და როგორ აგემოვნებდა ეგზოტიკურ კერძებს. მალე ნასტიას ცნობდნენ ქუჩაში, მისი ბიზნესიდან კი იმდენ შემოსავალს იღებდნენ, რომ მშობლებმა გადაწყვიტეს, გაეყიდათ თავიანთი ბიზნესები რუსეთში და მთელი ინვესტიცია გოგონას „იუთუბ“ არხში ჩაედოთ.

მსოფლიო აღიარება

დღეს „Like Nastya“ საბავშვო მედიაა, რომლის კონტენტზეც სცენარისტების, მემონტაჟეებისა და სპეცეფექტების სპეციალისტების გუნდი მუშაობს. ვიდეოები ითარგმნება ინგლისურ, ესპანურ და არაბულ ენებზე. ნასტიას მშობლებმა იყიდეს სახლი მაიამიში, რომლის აივანიც გოგონას გადასაღებ მოედნად იქცა. ამ დროისთვის ნასტიას „იუთუბზე“ 87 მლნ გამომწერი ჰყავს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება