სიახლეები
საინტერესო

როგორ გავხდეთ დასამახსოვრებელი მასწავლებელი - ის, რაც ყველა პედაგოგმა უნდა იცოდეს
30-12-2019
-
+


რა  განასხვავებს ერთმანეთისგან უღიმღამო მასწავლებელს დასამახსოვრებელი პედაგოგისგან?

ყველაზე დასამახსოვრებელია მასწავლებელი, რომელსაც აქვს ცოდნა და ფლობს სტრატეგიებს, რომლითაც მოსწავლეებს ამხნევებს და მოტივაციას მატებს. ასეთ პედაგოგს ყველაფერი აინტერესებს, რაც მოსწავლეებს უკავშირდება.

დასამახსოვრებელი მასწავლებელი მოსწავლის ინსპირაციის წყაროა და მან იცის გაკვეთილი საინტერესო და სახალისო როგორ გახადოს.

დასამახსოვრებელ მასწავლებელს სწავლების პროცესი უყვარს და ის მოსწავლეზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს.

დასამახსოვრებელი მასწავლებლები გამამხნევებლები არიან. ისინი მოსწავლეებს მიზნის დასახვაში ეხმარებიან და შთააგონებენ, რომ სურვილების ასასრულებლად იბრძოლონ. ურჩევენ მოსწავლეებს, რომ ბევრი იმუშაონ და მიზნების რეალობად გადასაქცევად შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენონ.

როგორ გახდეთ დასამახსოვრებელი მასწავლებელი?

  • მოსწავლეებთან მეტად იკონტაქტეთ
მოსწავლეებთან ახლო კონტაქტი, მეგობრობა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, მათთვის დასამახსოვრებელი გახდეთ. ამისთვის მათთან ურთიერთობის სწორი გზა უნდა გამონახოთ. მათთან ურთიერთობას ყოველდღე რამდენიმე წუთი მაინც დაუთმეთ. ასე დაანახებთ, რომ თითოეული მათგანი თქვენთვის მნიშვნელოვანია, მათთან ურთიერთობა გიხარიათ და სკოლაში უბრალოდ გაკვეთილის ჩატარების მიზნით არ მიდიხართ.



  • მისაწვდომი იყავით
მერხების ტრადიციული განლაგება, როდესაც მასწავლებლის მაგიდა მოსწავლეების მერხების წინ დგას, მოსწავლეებისთვის „შემაშინებელია“. თქვენი მაგიდა ისე დადგით, რომ მოსწავლეებმა თქვენთან მარტივად მოახლოება შეძლონ და თავიც უფრო კომფორტულად იგრძნონ. ასე თქვენ უფრო ღია, მისაწვდომი იქნებით და მოსწავლეებს შეკითხვის დასასმელად მოსვლაც არ მოერიდებათ.

  • თქვენი საქმე გიყვარდეთ
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშანი, რაც ყველა დასამახსოვრებელ მასწავლებელს აქვს არის ის, რომ მათ თავიანთი საქმე უყვართ. მასწავლებელს დიდი ცოდნა უნდა ქონდეს და ამ ცოდნის სხვებისთვის გაზიარება უნდა სიამოვნებდეს.

  •  იყავით ინსპირატორი
კარგია მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია მოსწავლეების მოტივაციის წყარო გახდეს და უკეთ სწავლებისაკენ უბიძგოს. გახსოვდეთ, კარგი მასწავლებელი მოსწავლეებს ლუკმად ინფორმაციას აწვდის, მაგრამ დიდებული მასწავლებელი მათ კოვზს აძლევს და აჩვენებს როგორ იკვებონ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება