სიახლეები
სკოლები

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის გუნდმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამართულ ინტელექტუალურ კონკურსში გაიმარჯვა
26-12-2019
-
+


ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტუალური კონკურსისვიცნობდეთ ხარაგაულსფინალი გაიმართა, რომელშიც წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის  გიმნაზიის გუნდიც მონაწილეობდა.

ფინალურ თამაშში  ზონალურ ტურებში გამარჯვებული ბორის, ვერტყვიჭალის, მოლითის, ხარაგაულის N3 საჯარო სკოლებისა და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის  გიმნაზიის გუნდები მონაწილეობდნენ. 

„კონკურსში - „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის გუნდმა გაიმარჯვა.

გამარჯვებული გუნდის წევრები არიან:

  • საბა ებანოიძე-გუნდის კაპიტანი;
  • მარიამ მანჯავიძე;
  • თეო გოლუბიანი;
  • ლუკა ყრუაშვილი;
  • გიორგი კვირიკაშვილი;
  • თედო სებისკვერაძე.

გუნდის კაპიტან საბა ებანოიძეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკო თოფურიძემ თასი გადასცა და  გუნდის წევრები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. მერი ფინალში მონაწილე გუნდებს გაზაფხულზე ბათუმში ექსკურსიის დაფინანსებას დაჰპირდა.

კონკურსი ქართული სიმღერებით გაალამაზეს გიმნაზიის მოსწავლეებმა მარიამ მანჯავიძემ და თამარ ლურსმანაშვილმა.

გიმნაზიის გუნდი გასული წლის გამარჯვებული გუნდია კონკურსის „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ და წელსაც მოიპოვა ღირსეული გამარჯვება. მათ წარმატებაში უდიდესი წვლილი და დამსახურება მიუძღვის მასწავლებელს - ზეინაბ ბუაჩიძეს, რომელმაც ძალიან დიდი შრომა გასწია თავისი მოსწავლეებისთის და ერთიანი ძალებით მოიპოვეს გამარჯვება.

გიმნაზიის გუნდს გამარჯვება მიულოცა მეუფე მელქისედეკმა და ეპარქიის მამებმა.

კონკურსი - „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ერთ-ერთი საუკეთესო კონკურსია, რომელიც  ახალგაზრდებში ამაღლებს ცნობიერებას და უღვივებს სიყვარულს თავიანთი ხარაგულის  შესახებ“,-ნათქვამია წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის  გიმნაზიის განცხადებაში.

კონკურსი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ 2013 წლიდან „ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ (დირექტორის გრიგოლ ჭიპაშვილი) ორგანიზებით იმართება. პროექტი, ტრადიციულად, რამდენიმე წელია ტარდება ხარაგაულში და მასში მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თითქმის ყველა საჯარო სკოლაა ჩართული.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება