სიახლეები
საინტერესო

მასწავლებლის ორიგინალური ექსპერიმენტი, რომელსაც უამრავი გაზიარება აქვს - როგორ ავუხსნათ ბავშვებს, რომ ხელების საპნით დაბანა აუცილებელია
05-03-2020
-
+


ამერიკელმა პედაგოგმა ბავშვებისთვის ხელების საპნით დაბანის აუცილებლობის დასამტკიცებლად საინტერესო გზა იპოვა. ამისთვის მას მხოლოდ 5 ნაჭერი პური დასჭირდა. ექსპერიმენტის შედეგებმა კი ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ფეისბუკპოსტი, სადაც ის, თავის ექსპერიმენტზე ყვება, 66 000 მეტმა ადამიანმა გააზიარა და მას ასობით მასწავლებლებმა მიბაძა.

პედაგოგმა თავისი უმცროსკლასელი მოსწავლეები შეკრიბა და მათ დაჰპირდა, რომ 5 ნაჭერი პურის მეშვეობით აჩვენებდა, რა მოსდით პროდუქტებს, როცა მათ ბინძური ხელებით ვეხებით. შესადარებელი ნიმუშისთვის მან ერთი ნაჭერი პური ხელთათმანით აიღო და შეფუთვაში მოათავსა.



პურის მეორე ნაჭერს მასწავლებლის შეთავაზების შემდეგ 17 მოსწავლე შეეხო, რომელთაც არ ჰქონიათ მითითება, რომ წინასწარ ხელები დაებანათ. პურის ეს ნაჭერიც მასწავლებელმა ჰერმენტულად შეფუთა.



პურის კიდევ ერთი ნაჭერი მან სკოლის კომპიუტერის კლავიატურაზე დადო და მხოლოდ ამის შემდეგ განათავსა პაკეტში.



პურის შემდეგ ნაჭერს კი მოსწავლეები მას შემდეგ შეეხნენ, რაც ხელი საპნითა და თბილი წყლით დაიბანეს.



ექსპერიმენტის ბოლო ნაწილი იყო პურის ნაჭერი, რომელსაც მოსწავლეები ხელების სანიტარული დამუშავების შემდეგ შეეხნენ.

ექსპერიმენტის შედეგებს მოსწავლეები 3-4 კვირის განმავლობაში ელოდნენ. ბავშვები გაოცებულები დარჩნენ, როცა ნახეს, როგორ დაობდა პურის ის ნაჭრები, რომლებსაც დაუბანელი ხელებით შეეხნენ. თუმცა მათი გაკვირვება იმან გამოიწვია, რომ სანიტარულად გასუფთავებული ხელებით შეხებული პურიც კი 3-4 კვირაში ობიანი იყო. ეს ფაქტი მასწავლებელმა იმით ახსნა, რომ სანიტარულ დამუშავებას აქვს თავისი წესები და ის მხოლოდ მაშინ კლავს ბაქტერიებს, როცა ამ წესებს ვითვალისწინებთ. ნებისმიერ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი კი ხელების თბილი წყლითა და საპნით დაბანაა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დედებს სიმღერები მიუძღვნეს და 3 მარტი აღნიშნეს

ბურნაშეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონსიძიება სხვადასხვა ენებზე ჩაატარეს

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება