მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლისთვის საჩუქრის ჩუქების „ტრადიცია“ ყველა დროის აქტუალური თემაა. პედაგოგის დასაჩუქრებისთვის მიზეზები ბევრია: სასწავლო წლის დაწყება, მასწავლებლის დღის მილოცვა, დაბადების დღე, 8 მარტი, ახალი წელი და ა.შ.
როგორც წესი, მასწავლებლის საჩუქრისთვის ფულის აგროვების პროცესში მთელი კლასი არის ხოლმე ჩართული, თუმცა ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მშობლები ინდივიდუალურად ასაჩუქრებენ პედაგოგს.
უმრავლესობა ამ ფაქტში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფინანსური პრობლემები ძალიან ბევრ ოჯახს აქვს. შეიძლება მოსწავლესა და მის მშობელს ძალიანაც უნდოდეთ მასწავლებლისადმი პატივისცემის გამოხატვა და დასაჩუქრება, თუმცა ამის საშუალება არ ჰქონდეთ. ეს ფაქტი კი ღარიბ ოჯახებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.
მანდატურების შექმნის დროს ერთ-ერთ მთავარი ფუნქცია სწორედ სკოლის ტერიტორიაზე ფულის აგროვების აღკვეთა იყო, ასევე კონტროლდებოდა მასწავლებლისადმი მიძღვნილი საჩუქრებიც. მაგალითად, ამ სამსახურის წყალობით, მასწავლებლებს საჩუქრად თაიგულის აღება შეეძლოთ, თუმცა იკრძალებოდა მასწავლებლებისთვის ოქროს ბეჭდის (და მსგავსი ძვირადღირებული ნივთის) ჩუქება.
„ეტალონი“ დაინტერესდა, ამჯერად ვინ ან როგორ აკონტროლებს პედაგოგების დასაჩუქრების შემთხვევებს.
მასწავლებლის სახლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში საჩუქრები და მათი ღირებულება ვერ კონტროლდება და თითქმის შეუძლებელიცაა გაგება ვინ ასაჩუქრებს პედაგოგს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კი განგვიცხადეს, რომ ფულის აგროვება სკოლაში აკრძალულია და ეს კანონდარღვევაა. აღნიშნულ აკრძალვას კანონი ითვალისწინებს, თუმცა მასში საჩუქრების გაკონტროლებაზე არაფერი წერია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება