სიახლეები
სიახლეები

უსაფრთხოა თუ არა ნაძვის ხეები და სათამაშოები, რომლებიც საქართველოში იყიდება?
30-12-2019
-
+


ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ოჯახებში უკვე მოირთო ნაძვის ხეები და პატარებიც სიხარულით ელიან 31 დეკემბრის ღამეს და საჩუქრებს. მშობლებიც მცირე ხნით ბრუნდებიან ბავშვობაში და წინასაახალწლო ფუსფუსში არავინ აქცევს ყურადღებას ერთ მნიშვნელოვან დეტალს - რამდენად უსაფრთხოა ხელოვნური ნაძვის ხეები და სხვა საახალწლო დეკორაციები ჯანმრთელობისთვის.

გრინჩები არ ვართ და არც დღესასწაულის მოპარვას ვაპირებთ, მაგრამ უდავოა - მეტი სიფრთხილე გვმართებს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ რამდენიმე კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ:

ნაძვის ხის სათამაშოები  საფრთხისშემცველია, ხოლო შეფუთული სუვენირები არ საჭიროებს სერტიფიცირებას; საქართველოში არ არსებობს მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც საახალწლო აქსესუარების უსაფრთხოებას დაადასტურებდა.

ვითარებაში უკეთ გასარკვევად, Etaloni.ge-მ შრომის, მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს მიმართა.

ინსტიტუტის დირექტორმა, მედიცინის დოქტორმა რუსუდან ჯავახაძემ განგვიმარტა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რა საშიშ
ნივთიერებებს შეიცავს ესა თუ ის სათამაშო, ან რითაა დაფერილი ხელოვნური ნაძვის ხეები, ჩვენ ქვეყანას არ გააჩნია, რადგან არ არსებობს მაკონტროლებელი ორგანო.

უცხოელი სპეციალისტები კი ირწმუნებიან, რომ ბრჭყვიალა ბურთებს სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლიათ: „სათამაშოების უმრავლესობა პლასტიკისგანაა დამზადებული და შეიძლება შეიცავდეს ტყვიას, ვერცხლისწყალს, ფტალატსა და სხვა საშიშ ნაერთებს, რაც ნეგატიურად აისახება მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობაზე. ორგანიზმში მოხვედრისას, ეს ნაერთები იწვევს დიაბეტს და ენდოკრინული დაავადებების მთელ სპექტრს“.

რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? - განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ საბაჟოს გადმოკვეთისას, საქონელს სჭირდება შესაბამისი სერტიფიკატი, ხოლო თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ მოთხოვნას, საეჭვოა, სათამაშოების ხარისხზე საუბარი შევძლოთ.

შრომის, მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოში შემოტანილი სათამაშოებიდან და ნაძვის ხეებიდან მომდინარე ქიმიურ საფრთხეზე დადასტურებულად საუბარი შეუძლებელია, რადგან „არ ვიცით, რა სახის ნივთიერება უნდა ვეძებოთ ჩვენი მოქალაქეების ორგანიზმში“, თუმცა ვერც იმის მტკიცება შეგვიძლია, რომ შემოტანილი საქონელი უსაფრთხოა.

ასე რომ, გამოდის, მთლიანად უცხოელი მწარმოებლებისა და შემდეგ უკვე შემომტანების კეთილსინდისიერებაზე ვართ დამოკიდებულნი. კეთილსინდისიერება კი, როდესაც საქმე ბიზნესიდან მაქსიმალური მოგების მიღებას ეხება, დღევანდელ რეალობაში ცოტა სადავო საკითხია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

პატარებმა, დამრიგებლის - მაკა ტალახაძის ხელმძღვანელობით, დედისის დღე აღნიშნეს
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება