სიახლეები
სიახლეები

ჯანსაღი ცხოვრების წესისა და „არა ბულინგის“ თემაზე ჩატარებულ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
26-12-2019
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სასკოლო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა, რომელთაც კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები გადაეცათ.

„სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის ქვეპროგრამის" ფარგლებში, მოსწავლეებისთვის სკოლებში ორი კონკურსი ჩატარდა -  კომიქსების კონკურსი ჯანსაღი ცხოვრების წესის თემაზე და პოსტერების კონკურსი სახელწოდებით - „არა ბულინგს“.

კომიქსების კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს კომიქსები ჯანსაღი ცხოვრების წესის თემაზე, რომლის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. კერძოდ: ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაცია, ასევე მავნე ჩვევების (თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკული ნივთიერებები და ა.შ.) დაგმობა.

პოსტერების კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე. კონკურსის მიზანი იყო, მოზარდებს გამოეხატათ დამოკიდებულება ბულინგის ყველა ფორმის, მათ შორის ფიზიკური, ვერბალური, ფსიქოლოგიური, კიბერ და სხვა ტიპის ბულინგის მიმართ.

ორივე კონკურსის ფარგლებში საკონკურსო ნამუშევრების შეფასების კომისიის მიერ გამოვლინდა I, II, III ადგილებზე გასული საკონკურსო ნამუშევრები და ასევე ჟიურის სპეციალური ნომინაციები, რომელთა ავტორებს (ჯამში გამარჯვებული გახდა 14 მოსწავლე უმეტესობა რეგიონებიდან)  კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებითა და დიპლომები  გადაეცათ.

ჯანსაღი ცხოვრების წესის თემაზე, კომიქსების კონკურსში პირველი ადგილის მფლობელი ქუთაისის N29 საჯარო სკოლის მოსწავლე ანანო სანიკიძე გახდა, რომელსაც  500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი და დიპლომი გადაეცა. მეორე ადგილზე გავიდა თბილისის N169 საჯარო სკოლის მოსწავლე ანასტასია ჟღენტი, რომელსაც 400 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი და დიპლომი გადაეცა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ზესტაფონის N6 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ჭუმბურიძე გახდა, რომელსაც 200 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი და დიპლომი გადაეცა.

ჟიურის რჩეულები გახდნენ: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გერაძე, სენაკის №3 საჯარო სკოლის მოსწავლე ეთერი ეჯიბია, თბილისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ჯელია და ზესტაფონის N6 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ჭუმბურიძე, რომელთაც ასევე 200-200 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი და დიპლომი გადაეცათ.

პოსტერების კონკურსში „არა ბულინგს“  პირველი ადგილი ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მოსწავლე ირინე ფრუიძემ დაიკავა, რომელსაც 500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი და დიპლომი გადაეცა. მეორე ადგილზე გავიდა სამტრედიის №11 საჯარო სკოლის მოსწავლე ნოდიკო ბელთაძე, რომელიც 400 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათით და დიპლომით დაჯილდოვდა. მესამე ადგილზე გავიდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო მამულაშვილი, რომელსაც 300 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი და დიპლომი გადაეცა.

ჟიურის რჩეული რჩეულები გახდნენ : თბილისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა მაისურაძე,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლე შალვა ხილაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე თეკლა ხითარიშვილი და აბაშის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო სირია, რომელთაც 200-200 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი და დიპლომები გადაეცათ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება