სიახლეები
სიახლეები

წარჩინებულ სტუდენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სტიპენდიები გადაეცათ
26-12-2019
-
+


ლია გიგაურმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, წარჩინებულ სტუდენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები გადასცა, რომელიც განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მიიღო.

სტიპენდია სახელმწიფო მინისტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, შარშან დაწესდა და წელს დაჯილდოების მეორე ღონისძიება გაიმართა.

წლევანდელი გამარჯვებულები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ გვალია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ქეთი ილურიძე გახდნენ. ისინი ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არიან.

სტუდენტები, სტიპენდიის სახით, 300 ლარს ყოველთვიურად მიიღებენ.

წელს ოკუპირებული ტერიტორიებიდან აბიტურიენტების უპრეცედენტო რაოდენობა გვყავდა და სტუდენტების უპრეცედენტო რაოდენობაც გვყავს, რომლებიც სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, მათ შორის სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდების გარეშე ჩაირიცხნენ. მათგან 92-მა ახალგაზრდამ ეროვნულ გამოცდებზე ძალიან მაღალი შედეგი აჩვენა. ეს კი ნიშნავს, რომ მიუხედავად მშობლიური ენის შეზღუდვასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სირთულისა, მათ არ დაიშურეს ძალისხმევა, კონტროლირებად ტერიტორიაზე სკოლადამთავრებულებს კონკურენცია გაუწიეს და ასეთი მაღალი შედეგი აჩვენეს“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო წერეთელი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, თსუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორები და სტუდენტები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„ბიოლოგიის სწავლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის და უნარ-ჩვევების განვითარება“

დირექტორმა მაია თავართქილაძემ ყველა ქალბატონს მიულოცა დღესასწაული და საჩუქრებით გადასცა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება