სიახლეები
სიახლეები

თბილისისა და დიდი ქალაქების საჯარო სკოლებში ვიდეოკამერებს დაამონტაჟებენ
27-12-2019
-
+


2020 წელს, ვიდეოკამერებით ეტაპობრივად აღიჭურვება თბილისისა და რამდენიმე დიდი ქალაქის საჯარო სკოლები.

„2020 წელს გვაქვს დაგეგმილი სკოლების კამერებით აღჭურვა და ეტაპობრივად მოვიცავთ ყველა სკოლას. ზუსტ თანხას ვერ გეტყვით, რა შეიძლება გამოვყოთ კამერების შესასყიდად. 2020 წელს დედაქალაქისა და დიდი ქალაქების აღჭურვას ვგეგმავთ“, - აღნიშნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ და დასძინა, რომ ჯერჯერობით ისაა გაურკვეველი, აღიჭურვება თუ არა ყველა სკოლა დეტექტორებით, - განიხილება სხვადასხვა ვარიანტი და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“.

მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტრო, საჯარო სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე გეგმავს  მანდატურის სამსახურის გაძლიერებასა და კერძო სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადებას.

მანდატურის სამსახური კერძო სკოლებში არ შევა. ვგეგმავთ, 223 კერძო სკოლაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადებას. რთულია იმის თქმა, რომ ეს ერთ-ორ თვეში მოხდება, მაგრამ 2020 წელს დავიწყებთ ამ ადამიანების გადამზადებას და ვეცდებით, წლის ბოლომდე მოვიცვათ ყველა კერძო სკოლა. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება განსაზღვროს თვითონ სკოლის ადმინისტრაციამ, შეიძლება ეს იყოს პედაგოგი ან დირექტორის მოადგილე“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელიც ბავშვის ფიზიკურ-ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებისა და პრევენციისთვის უწყებების მიერ განსახორციელებელ ამოცანებზე მუშაობს.

უწყებათაშორის ჯგუფში არიან ჯანდაცვის, განათლების, იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ფსიქოლოგები და დარგის სპეციალისტები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

პატარებმა, დამრიგებლის - მაკა ტალახაძის ხელმძღვანელობით, დედისის დღე აღნიშნეს
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება