სიახლეები
საინტერესო

რა სარგებელს მოგიტანთ, 31 დეკემბერს თეფშების ქვეშ 2-ლარიანების დალაგება და რატომ არ შეიძლება მეკვლედ ბავშვი?
27-12-2019
-
+


უკვე კარს მოგვადგა ახალი წელი და საჭიროა მომზადებულები შევხვდეთ, რომ წარმატება დავიბედოთ.

ფენ-შუის სპეციალისტები ახალი წლის ღამეს შესასრულებელ რამდენიმე რიტუალს გვთავაზობენ:

ახალი წლის ღამეს ზუსტად 12 საათი რომ ჩამოკრავს, 2-ლარიანი მონეტა თავზე შემოიტარეთ და საფულეში მოათავსებთ. ეს ფულის მოზიდვას მოასწავებს.

ფინანსების მოსაზიდად ასევე ახალი წლის ღამეს, სარკეზე დაკიდეთ ფულის კუპიურა და მთელი ღამე დატოვეთ. თუმცა სარკე არ უნდა იყოს საპირფარეშოს ან შემოსასვლელის.

ბარაქისა და ხვავის მოსაზიდად კი, მაცივრის ქვეშ დადგით წითელ ქისა, სადაც 2-ლარიან მონეტებს მოათავსებთ და მთელი წელი დატოვებთ. ეს თქვენს მაცივარს აავსებს.

მონეტები უნდა დაალაგოთ თეფშების ქვეშაც საახალწლოდ გაწყობილ სუფრაზე. 

სადღესასწაულო მაგიდაზე ასევე აუცილებლად უნდა გქონდეთ თხილი, ნიგოზი და რაც მთავარია, ყველი.

რაც შეეხება მეკვლეობის ტრადიციას. მეკვლის სწორად შერჩევას თავისი წესები აქვს და ცოდნა სჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის მთელი წელი მართავს თქვენს კეთილდღეობას.

ყველაზე კარგი იქნება თუ მეკვლე იქნება, ოჯახის ყველაზე წარმატებული წევრი, ვისაც ყველაზე მეტი შემოსავალი აქვს. არავითარ შეთხვევაში არ უნდა იყოს პატარა ბავშვი. ასევე, არ შეიძლება უხუცესი წევრი თუ ის არ არის ყველაზე შემოსავლიანი.

საქართველოში ძალიან გავრცელებულია ტრადიცია, როდესაც ოჯახის წევრს ტკბილეულით გარეთ უშვებენ 12 საათამდე და ის  12 საათის შემდეგ შემოდის მეკვლდე ოჯახში. რამდენად არის ის ნამდვილი მეკვლე? - ეს კითხვა ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება. ფენ-შუის ოსტატები ამბობენ, რომ ასეთი ადამიანიც ისეთივე მეკვლეა, როგორიც შემთხვევით ან განზრახულად მოსული სხვა ოჯახის წევრი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება